Home რუბრიკები ბლოგი ტრამპი: „რუსეთს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი პუტინის სახით, გაცილებით ძლიერი ვიდრე ჩვენ

ტრამპი: „რუსეთს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი პუტინის სახით, გაცილებით ძლიერი ვიდრე ჩვენ

პრეტენდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე, რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა, განაცხადა იმის შესახებ, რომ  რუსეთის ფედერაციის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ბევრად უფრო ძლიერია თავის ამერიკელ კოლეგა ბარაქ ობამასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ მან ისაუბრა დებატებში, რომლებსაც ტელეარხი CNN ტრანცლირებდა. 

„მიმაჩნია, რომ რუსეთს ჰყავს ძალიან ძლიერი ლიდერი პუტინის სახით. გაცილებით ძლიერი, ვიდრე ჩვენი (აშშ-ის პრეზიდენტი ობამა)“, – განაცხადა ტრამპმა. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა შემდეგს: „აღნიშნული ფაქტის აღიარება არ გულისხმობს იმას, რომ მე პირადად მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს“.

ტრამპმა, თავის დამოკიდებულებაზე პუტინთან  არ ისაუბრა,  აღნიშნა რა, რომ ის მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ახდენს. „ პუტინი- ძლიერი ლიდერია, აბსოლუტურად! მე, მრავალი ძლიერი და სუსტი ლიდერის დასახელება შემიძლია და აღნიშნულს არ ვამბობ ნიშნის მოგების მიზნით- ცუდი ან კარგი გაგებით“,- დაამატა ტრამპმა.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე მას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ძლიერ ლიდერად მიაჩნდა, თუმცა ამ უკანასკნელმა საბოლოოდ იმედები გაუცრუა, იმის გამო, რაც მან „დამართა გერმანიას“.

„ გერმანია დღეს რაღაც კატასტროფაა, მეტი არაფერი“,- აღნიშნა მილიარდერმა.

რესპუბლიკელების შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიის ლიდერი პირველად არ გამოსულა ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი სიტყვით.

2015 წლის სექტემბერში მან სათანადოთ შეაფასა რუსეთის ფედერაციის მეთაურის, როგორც ქვეყნის ლიდერის თვისებები და აღნიშნა რომ „ობამა არც ისე კარგია, პუტინთან შედარებით“.

დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში იგი მზადაა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან და მის პრეზიდენთან.

თებერვალში, ფლორიდას შტატის ყოფილ გუბერნატორ ჯებ ბუშთან დებატების მიმდინარეობისას, მან აღნიშნა, რომ გამოდის მოსკოვთან თანამშრომლობის ინიციატივით.

 ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=bfiUKeU0_Mw

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here