Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკომისიის “რუსული პროპაგანდა” და “სიძულვილის ენა”

ევროკომისიის “რუსული პროპაგანდა” და “სიძულვილის ენა”

652

განათლების მინისტრმა ისის იყო, დედა დაიფიცა, სკოლებში სექსუალური აღზრდის სახელმძღვანელოს შეტანას არ ვაპირებო, რომ ევროკომისიამ სასწრაფო რეკომენდაცია აფრინა საქართველოს ხელისუფლების სახელზე _ სასკოლო პროცესში ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის პროგრამები უნდა ჩართოთო! ოღონდ რას ელოდნენ, უცნობია. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპულმა კომისიამ 2015 წლის 8 დეკემბერს შემუშავებული რეკომენდაციები სამი თვის შემდეგ გამოაქვეყნა _ 1 მარტს.

მოხსენება საკმაოდ მკაცრ ტონშია შედგენილი და 23 რეკომენდაციას შორის მითითებულია:

“ხელისუფლებამ (იგულისხმება საქართველოს ხელისუფლება) აცნობა ECRI-ს, რომ საგანმანათლებლო სექტორში არ დანერგილა სპეციალური პროგრამები ლგბტ პირთა მიმართ ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის, არც სკოლებში და არც უნივერსიტეტებში. დისკუსია ჰომოსექსუალიზმის არსებობაზე არ არის ჩართული სკოლის სასწავლო პროგრამებში. ლგბტ საკითხებზე ბალანსირებული და ობიექტური სწავლების არარსებობის გამო მოსწავლეები მოწყვლადნი რჩებიან ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო/ტრანსფობიური დისკურსის მიმართ”.

ეს პირდაპირი საყვედურია იმის თაობაზე, რის მცდელობასაც კატეგორიულად უარყოფდა განათლების სამინისტრო. სამაგიეროდ, სახალხო დამცველი, რომელიც, ყველა სხვა მოქალაქისგან განსხვავებით, მეტისმეტად სათუთად ეპყრობა სწორედ სექსუალურ უმცირესობებს, პირდაპირ გააიგივეს ლგბტ თემთან და საქართველოს ხელისუფლებას “ურჩიეს”, “გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში, ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად”.

სათანადო დახმარებაში ის იგულისხმება, რომ ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს ლგბტსადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნა! ჰო, აბა, დასავლეთიდან მსუყედ დაფინანსებულიიდენტობისხელმძღვანელმა ვაჭარაძემ ის ფული ლგბტ პირთა უფლებების ნაცვლად საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახმარა და ახლა, მისთვის პასუხის მოთხოვნის მაგივრად, ჩვენი ჯიბიდან უნდა დაიცვან მისი კლიენტები!

ბანკის ვალებში ჩავარდნილი ადამიანების ქვეყანაში სოციალური უფლებები მხოლოდ ერთნაირსქესიან წყვილებს აქვთ, ამიტომ ევროკომისია გულდათუთქული იუწყება: “ამჟამად საქართველოში არ არის აღიარებული რაიმე სახის ერთნაირსქესიანი პარტნიორობა. ეს იწვევს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას სოციალურ უფლებათა სფეროში. ამ მხრივ, ECRI ხელისუფლების ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე CM/Rec (2010) 5 წევრი სახელმწიფოს მიმართ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძვლებზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ”.

არადა, რა უწყინარად იწყებოდა ყველაფერი! ანტიდისკრიმინაციულ კანონში მმართველმა კოალიციამცუდი ვერაფერი დაინახა”. გაფრთხილების მიუხედავად, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, დეპუტატები არხეინად იყვნენ, ეგონათ, სკანდალი გადაგორდა. არ გადაგორდა და 23 რეკომენდაცია ამ არჩევნების წინ მათ თავზე დამოკლეს მახვილივით დაეკიდა.

“სქესის შეცვლის ოპერაციის კრიტერიუმები ბუნდოვანია და არ არის სტანდარტიზებული. ასევე არ არის ცხადი მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის ცნობასა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ცვლილების მიმართ”. ეს სახალხო დამცველის განცხადების სიტყვა-სიტყვით გამეორებაა, რომელსაც მოქალაქეთა უფლებების მასობრივი დარღვევები სულაც არ ანაღვლებს და “ახალი გენდერული იდენტობის” ცნობის სირთულეებით არის შეშფოთებული!

“ECRI იძლევა რეკომენდაციას, რათა ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათ ოფიციალურ აღიარებასთან მიმართებით”. ევროკომისიელო ბიძიებო, დეიდებო და მათო ლგბტ კოლეგებო, უკანონოდ გაყვლეფილი და ხელისუფლებისგან ფეხებზე დაკიდებული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პრობლემები რომ აღიაროთ, არ გიცდიათ?

ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში პატრიარქიც არის ნახსენები _ ისსიძულვილის ენითსაუბარშია დადანაშაულებული: “სიძულვილის ენა გამოიხატა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საჯარო ღონისძიებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე _ მაგალითად, 2013 წლის მაისში. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ლგბტ ღონისძიებებს “ქართველი ერის შეურაცხყოფა”, ჰომოსექსუალიზმს კი “დაავადება” უწოდა”.

მოსთხოვოს ერთი ევროკომისიამ ებრაელ რაბინებს ან მუსლიმ იმამებს ჰომოსექსუალიზმის აღიარება და, რასაც მიიღებს, თავადვე დაინახავს! თუმცა მიგრანტების მოზღვავების პირობებში, იმავე პოლიტკორექტულ ენაზე სჯა-ბაასს მაინც ვერ იშლიან და ნამდვილ პრობლემებს ისეთი საზრუნავით ანაცვლებენ, რომელზეც საქართველოში მოღვაწე ლგბტ-უფლებადამცველებიც კი აღიარებენ, რომ ის “დღის წესრიგში არ დგას”!

თავის დროზე პრემიერმა ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციაში ოჯახი განისაზღვრებოდა, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს პირობა შეასრულა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე კონსტიტუციის შესწორების საკითხი დასვა. როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის რეაქცია მყისიერი იყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სკანდალი “სტალინელ” გოგი თოფაძესა და “ლიბერალ” თინა ხიდაშელს შორის ჯერაც არ მინავლებულა:

“ცალსახად ითქვა, რომ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე არანაირი თემა არ განხილულა, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გარდა. პოლიტსაბჭოს ამ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობა არ იყო _ მე გახლდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ცხადია, რესპუბლიკელიც ვარ, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას.

შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, კონსტიტუციას რაღაც აკლია, ხოლო თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას, კიდევ უფრო გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით”.

ერთი სიტყვით, უსუფაშვილი თან იმას ამბობს, ეგ ხომ მაინც ეგრეა _ ოჯახი ქალის და კაცის ერთობააო, თან ამ საკითხის დასმასპოლიტიკურად დანაღმულ ველსადარებს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომპატივს სცემს კოალიციის იმ წევრების, ასევე საკუთარი პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების მოსაზრებას, რომლებიც საკითხს განხილავენ წმინდა ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში და არაპოლიტიკურ ჩარჩოში”. ესეც კიდევ ერთი რესპუბლიკური აღიარება: ქართული პოლიტიკა აცდენილიაწმინდა ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოებს”!

ნაციონალები რომ ნაციონალები არიან, ისინიც კი არ უჭერენ ერთხმად მხარს ლგბტ იდეოლოგიას. გივი თარგამაძე “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს: “ხელისუფლება ვერ გამოდის იმ სახიფათო წრიდან, როდესაც საკუთარი წარუმატებლობის დაბალანსებას ცდილობს ამ ძალიან რადიკალური ჯგუფების გრძნობებზე თამაშით და ამ მხრივ სიძულვილის გაღვივებით. ეს საკითხი ფორმულირებულია სამოქალაქო კოდექსში და შესაბამისად, ეს ყურით მოთრეული საკითხია. აქედან გამომდინარე, მე მხარს არ დავუჭერ და ვფიქრობ, რომ ამის განხილვა ზედმეტია”. როგორ ჰგავს რესპუბლიკელების პოზიციას, არა?

ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკონსტიტუციო ინიციატივა კენჭისყრაზე გამოვა, მას მხარს დაუჭერს: “მიუხედავად იმისა, რა ეწერება კონსტიტუციაში, ოჯახი არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, შვილები, მათი აღზრდა და ა.შ. როგორც ჩანს, ,,ქართულ ოცნებას” საქმე გამოელია. თუ ამით ტესტს აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში, კი, ბატონო, გატესტონ. დიახ, დავუჭერთ მხარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაშები და ამით არიან დაკავებულები”.

პრობლემის მეტი რა არის, ბატონო მიხეილ, და ერთი მათგანი სწორედ თქვენ ხართ _ რესპუბლიკელების მონდომებითგადარჩენილიდა ხელისუფლებაში ჩატოვებული ნაციონალები, მაგრამ საიდანაც ეს 23 რეკომენდაცია მოვიდა, იქიდან გიჭერენ მხარს და ხალხს ამ პრობლემიდან ყურადღების არარსებულ პრობლემებზე გადატანას აიძულებენ.

რესპუბლიკელებს გოგი თოფაძეზე ნათქვამი მოუტრიალა “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ: “მართლა მიკვირს რესპუბლიკელების პოზიცია… თუ კოალიციაში რჩებიან, მაშინ ქორწინების საკითხზე ერთიანი მოსაზრება უნდა ჰქონდეთ”. გაჩეჩილაძის აზრით, გაჭირდება ხმების შეგროვება, რადგან, გარდა რესპუბლიკელებისა, საჭიროა “ნაციონალური მოძრაობის” ხმებიც: ამიტომ უმჯობესია, მომავალ პარლამენტში ისეთი პარტიები შევიდნენ, რომლებიც ასეთ საკითხებზე კითხვის ნიშნებს არ დასვამენ _ ეს უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ.

“კარგი იქნება, კონსტიტუციაში თუ ეს ჩანაწერი გაკეთდება, რადგან სადავო აღარაფერი იქნება ამ თემის ირგვლივ. რესპუბლიკელები უნდა დაფიქრდნენ ამ საკითხზე, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, რათა კიდევ ერთხელ არ მიეცეს ვინმეს საშუალება, ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემა სპეციალურად ააგოროს”, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

პოლიტიკური თამაშები გრძელდება, ხალხის დაბოლებაც. ევროკომისიელი ბიძიების, დეიდებისა და მათი ლგბტ კოლეგების უკან ოკეანისგაღმელი “უფროსი ძმები (დები და ა.შ.)” რომ დგანან, ესეც უკვე ცნობილია. ხშირად გამოგზავნეთ ასეთი “რეკომენდაციები” და მერე თქვენ მიერვე მოგონილ “რუსულ პროპაგანდას” ნუღარ დააბრალებთ იმას, რასაც თქვენზე ქართველი ხალხი ფიქრობს.

და კიდევ ერთი: ამ სტატიის არც ერთ სიტყვაში სიძულვილი არ არის, მით უფრო _ “სიძულვილის ენა”, რომლითაც ჩვენი ადგილობრივი “ლიბერალები” გვიმასპინძლდებიან, როცა მათ აკვიატებულ იდეებს არ ვიზიარებთ.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ვფიქრობ ამ პარლამენტს გაუჭირდება საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება. მოსახლეობა უნდა ეცადოს მომავალ არჩევნებზე ოცნება და ნაციონალები მაქსიმალურად ჩამოაშოროს ქვეყნის მართვის სადავეებს და მოიყვანოს ხელისუფლებაში პროქართული ძალა.

  2. საითკენ მიდის ცივილიზირებული საზოგადოება? თუ ლგბტ დაავადება არ არის და
    სიყვარული ავადმყოფობაა, მაშინ დაღუპვისაკენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here