Home რუბრიკები პოლიტიკა “შპიგელი”: გერმანიის სადაზვერვო სამსახურები კეტრინ ეშტონს უთვალთვალებდნენ

“შპიგელი”: გერმანიის სადაზვერვო სამსახურები კეტრინ ეშტონს უთვალთვალებდნენ

486

 “გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში _ კეტრინ ეშტონს უთვალთვალებდნენ”, _ წერს გერმანული გამოცემაშპიგელი”. 

გავრცელებული ცნობით, გერმანული სპეცსამსახურები ეშტონზე თვალთვალს 2009 წლის შემდეგ ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახური აქამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების თვალთვალსა და ამ მხრივ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დახმარებაში. ამასთანავე, იგი დაადანაშაულეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, სატელეფონო საუბრების მოსმენაშიც.

კეტრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2009-დან 2014 წლამდე იკავებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here