თურმე აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებზე “დიდი სამეულის”, სამი ალტერნატიული პარტიის ყველა კანდიდატი რესპუბლიკელია ან დემოკრატი!
1. ლიბერტარიანული პარტია.
“ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ბობ ბარი ოფიციალურად ჩაერთო წარდგენისთვის ბრძოლაში ლიბერტარიანული პარტიის ნაციონალური ყრილობის გამართვამდე ორი კვირით ადრე, მაგრამ დრო საკმარისი არ აღმოჩნდა”.
მხოლოდ ერთი ციტატა და რამდენი რამ გავიგეთ. თურმე რობერტ ბარი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრია. მივაქციოთ ყურადღება მისი წარდგენის ვადებს: პარტიას არანაირი პრაიმერიზი არ დასჭირვებია. არ ყოფილა ნახევარწლიანი შოუ – ერთი კვირაც საკმარისი აღმოჩნდა;
2. “მწვანეთა” პარტია.
სინტია მაკკინი. “იგი ყოფილი დემოკრატია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წლების განმავლობაში მუშაობდა და ასევე რესპუბლიკელების კრიტიკის დიდი გამოცდილება აქვს”;
3. კონსტიტუციური პარტია.
“მღვდელმსახური ბაპტისტი ჩაკ ბოლდუინი… მსახურობდა პენსაკოლეში, შემდეგ _ შტატის დონეზე ცნობილი მოქადაგისა და რელიგიური კონსერვატორების ლიდერის _ ჯერი ფარეველის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის “მორალური უმრავლესობის” განყოფილებას. მაშინ ბოლდუინი რესპუბლიკური პარტიის სასიკეთოდ შრომობდა”.
აი, ნომერი. ყველა ცხენი, რომლებსაც ასე თუ ისე გამარჯვების შანსი აქვს, ერთი თავლიდანაა. შეხედეთ კიდევ ერთხელ ცხრილს, რომელშიც მოცემულია კანდიდატთა მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა. დამოუკიდებელი რალფ ნეიდერის გარდა, ყველა მოგროვებული ხმა _ ესაა ობამა, მაკკეინი პლუს დიდი სამეული იგივე მჭიდიდან.
ჩვენ კი ლამაზ ზღაპრებს გვიყვებიან დემოკრატიასა და არჩევანის თავისუფლებაზე. აშშ–ში არ არის რეალური და ღირსეული ბრძოლა პრეზიდენტის სკამისთვის, არა! არის ლამაზი, ძვირად ღირებული შოუ. ნუთუ კასპაროვმა, ნემცოვმა, კასიანოვმა, პოზნერმა და ამგვარი არჩევნების სხვა მოტრფიალეებმა არ იციან, რა ხდება რეალურად აშშ–ში? და თუ იციან და ესმით, მაგრამ მაინც განაგრძობენ შტატების გაღმერთებას, მაშინ ვინ არიან ისინი?
შესაჯამებლად ვთქვათ, რომ “მესამე ხარისხის” კანდიდატებიც ნაწილობრივ იმავე მჭიდიდან არიან: “როდესაც პენსიაზე გასული დიპლომატი და ყოფილი რადიოწამყვანი ალან კეიესი იბრძოდა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის რესპუბლიკელებისგან, ყველა პარტიული კადიდატიდან ის ყველაზე შესამჩნევი იყო”. თეთრი სახლის სავარძლისთვის დანარჩენი “მებრძოლები” _ ესაა ბუჩქი, ხეები და ბალახი ამერიკული პოლიტიკური ლადშაფტის პეიზაჟის გასალამაზებლად, რათა იგი ერთგვაროვანი და მოსაწყენი არ მოგეჩვენოთ…
როგორც ყველა ძლიერ ციხეს, დემოკრატიის ციტადელს, როგორც თავის თავს აშშ უწოდებს, ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს. სხვებისგან? არა, საკუთარი ხალხისგან, რათა, ღმერთმა არ ქნას, ამერიკულ არჩევნებზე არ გაიმარჯვოს აშშ–ის მოქალაქემ, რომელზეც ფსონი უოლ–სტრიტის ბანკირებს არ დაუდევთ.
თავდაცვის პირველი ხაზი ორი უძლიერესი პარტიაა, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან.
მეორე _ სამი მეორეხარისხოვანი პარტია.
მაგრამ არის მესამე ხაზიც. საქმე ისაა, რომ აშშ–ის მოქალაქეები, არა პირდაპირ, როგორც რუსეთში, ირჩევენ პრეზიდენტს. ისინი წარადგენენ ამომრჩევლებს, რომლებიც ირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს. აი, აქ გადის თავდაცვის მესამე ხაზი.
ყველა ამერიკული შტატი საერთო ეროვნულ ყულაბაში ამომრჩევლის სხვადასხვა რაოდენობას დებს _ თავისი მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. არის მნიშვნელოვანი შტატები, არის მეორეხარისხოვანი და არის, როგორც ლენინი იტყოდა, არქიმნიშვნელოვანიც. პრეზიდენტის ამრჩევთა ყველაზე დიდი რაოდენობა (55 ადამიანი) ყველაზე დასახლებულ შტატზე – კალიფორნიაზე მოდის. ფლორიდას 27 ამომრჩევი წარადგენს, ტეხასს _ 34, ყველაზე მცირე რაოდენობა (3) ჰყავს იუტას, მონტანას, ალასკას, ვერმონტს, დელავერს, ვაიომინგსა და ჩრდილოეთ დაკოტას. სიტუაციაზე კონტროლისთვის აუცილებელი არაა, ყველა შტატს მიექცეს ყურადღება, აუცილებელია მხოლოდ ამომრჩევთა რაოდენობის მიხედვით მნიშვნელოვანი შტატების გაკონტროლება. სწორედ აქ არ მოხვდებიან ბიულეტენებში ისინი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს. ეს კი უკვე იმის გარანტიაა, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც საჭიროა.
წარმოიდგინეთ უზარმაზარი სამორინე. მის ცენტრში “რულეტკა” დგას. მას არა 36, არამედ მხოლოდ 14 დანაყოფი აქვს. და აი, უკვე ორასი წლის განმავლობაში ბურთი მხოლოდ ორ დანაყოფზე ჩერდება. ყოველთვის იმარჯვებს ორი ციფრი: 1 და 2. დანარჩენ 12-ში ბურთი არასოდეს ვარდება. ასე გრძელდება ასეულობით წელი. სამორინეს ეს “თავისებურება” იცის ყველა სტუმარმა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ან “1”, ან “2”. ნუთუ შედეგი არაპროგნოზირებულია? პროგნოზირება შეუძლებელი იქნებოდა, თუ ეს ბურთი, ერთნაირი ალბათობით, თოთხმეტივე განყოფილებაში ჩავარდებოდა. ასე კი ორ ციფრს აქვს გამარჯვების 50-პროცენტიანი შანსი, ხოლო დანარჩენ თორმეტს _ ნულპროცენტიანი.
რომელ ციფრებზე დადებდით ფსონს ამგვარ კაზინოში?
ხომ გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ ასეთ ადგილას ყველაფერი სწორად არ არის?
ხომ გაგიჩნდებათ მოვლენათა უცნაურობის განცდა, რომ აქ თაღლითობენ? რომ მექანიზმი დალპა? რომ ხავერდისა და რკინის ქვეშ რულეტკას რაღაც “მაგნიტები” აქვს მიმაგრებული?
სხვათა შორის, უცნაურებიც მოიძებნებიან. იციან, რომ მოგების ალბათობა სხვა ციფრებზე ნულს უდრის, მაგრამ მაინც დებენ ფსონებს. უბრალოდ, პროტესტის გამო…
თუ გინდათ, უზარმაზარი მოგება მიიღოთ გაზიანი სასმელის გაყიდვიდან, არაა საჭირო, ლიმონათის ახალი ქარხნის მშენებლობა აკრძალოთ. ძველის, თქვენ მფლობელობაში არსებულის, აფეთქებაც არ გჭირდებათ. საკმარისია, ყველა გაზეთმა, ტელევიზიამ, რადიომ დილიდან დაღამებამდე ისაუბროს თქვენი პროდუქციის შესახებ და მაღაზიაში შესული მოქალაქე სწორედ თქვენს წარმოებულ სასმელს იყიდის, ხოლო კონკურენტები ჩუმად და მშვიდობიანად წავლენ.
ასე მარტივად? დიახ, ასე მარტივად. ადამიანი შთაგონებას ემორჩილება. ყველა! და, ამასთანავე, თვლის, რომ იგი არ ექვემდებარება შთაგონებას. გაიხსენეთ, რამდენი რეკლამა გინახავთ და მოგისმენიათ დღე–ღამის განმავლობაში. იგი ეფექტიანი რომ არ იყოს, ჩვენ რომ იმ ყველაფერს არ ვყიდულობდეთ, რასაც გვირჩევენ, არავინ შეუკვეთდა რეკლამას და ფულს არ დახარჯავდა. რაკი უკვეთენ, ე.ი. რეკლამა მუშაობს. რაკი მუშაობს, ე.ი. უკვეთენ, თანაც არამხოლოდ ეკონომიკაში. რეკლამა პოლიტიკაშიც ეფექტიანია, თუმცა თქვენ, პატივცემულო მკითხველო, რა თქმა უნდა, მიგაჩნიათ, რომ სწორედ თქვენზე არ ჭრის ამგვარი ხერხი. იმედი უნდა გაგიცრუოთ…
ადამიანის ფსიქიკის მხოლოდ ერთი შტრიხია გასათვალისწინებელი. ყოველი ადამიანი საკუთარ თავს პიროვნებად მიიჩნევს, ერთეულად და არა ნულად და სურს, რომ მას პატივი სცენ. ადამიანს სურს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. მას არ სიამოვნებს, როდესაც რაიმეს ახვევენ თავს, ართმევენ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მას სურს, თვითონ აირჩიოს სასმელი, ამიტომ თაროზე უნდა იდგეს არა მხოლოდ ერთი ლიმონათი, რომელზეც ყველგან საუბრობენ, არამედ, სულ ცოტა, _ ორი. “კოკა-კოლას” აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი “პეპსი-კოლა”. სხვაგვარად “კოკა-კოლის” ყიდვა, რომელიც ეულად დგას, საინტერესო არ არის. არჩევანი არ არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი ილუზია არ არის. იმიტომ, რომ ადამიანს იმ წყობაში, რომელსაც ამაყად უწოდებს “დემოკრატიას”, აძლევენ არა არჩევანს, არამედ მის იმიტაციას. საქმე ისაა, რომ პირველი და მეორე სასმელი კომპანიების, ფონდების, ოფშორების, მესამე პირების, თავმჯდომარეების ქსელის გავლით იწარმოება ერთი და იმავე პირების მიერ. რაც გინდა იყიდოთ, მოგება ერთ ჯიბეში იდება. ამ მარტივი ჭეშმარიტების გაგება არ უნდოდათ არაფრით კომპარტიის ლიდერებს. არ იყო აუცილებელი მრავალპარტიული სისტემის შექმნა: სკკპ-1 და სკკპ-2… ამას არავინ აკეთებდა და ამიტომაც საჭირო მომენტში საბჭოთა კავშირს არ აღმოაჩნდა ახალი “მზა სასმელი”, როცა ხალხს ძველი მობეზრდა.
დიდი ხანია, დასავლეთში მრავალპარტიულობა არსებობს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორპარტიულობა. თითქმის ყველგან რეალურად იმარჯვებს, ანუ მართლაც იბრძვის მხოლოდ ორი, იშვიათად _ სამი პოლიტიკური ძალა. დანარჩენები უბრალო სტატისტები არიან. არის ორი პარტია _ იბრძვის ორი კანდიდატი. ხოლო ამ პარტიების ხელმძღვანელობა და კანდიდატები ერთსა და იმავე ხელში არიან. სინამდვილეში არანაირი ბრძოლა არ არსებობს. არის მხოლოდ შეჯიბრება მჭევრმეტყველებაში, საჯაროდ ქცევის ცოდნაში. ხოლო აზრობრივად _ ორ მასხარას შორის, რომლებიც სცენაზე დგანან, პრინციპული განსხვავება არ არის.
რას გვთავაზობდა ობამა? _ რვა თვის განმავლობაში ერაყიდან ჯარების გამოყვანას, სამაგიეროდ, დამატებითი კონტინგენტების შეყვანას ავღანეთსა და მის მეზობელ პაკისტანში, სადაც ლეგენდარულ-მითოსური “ალ ქაიდა” იმალებოდა.
რას გვთავაზობდა მაკკეინი? _ ერაყსა და ავღანეთში ჯარების დატოვებას. პაკისტანში ჯარების შეყვანაზე საუბარი არ იყო.
საბოლოო ჯამში? 2008 წლის ნოემბერში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება აშშ–სა და ერაყს შორის, რომლის თანახმად იანკები იქ 2011 წლამდე დარჩებიან. წასასვლელად გამზადებულმა ბუშმა მას ხელი მოაწერა, მაგრამ, 100%-იანი ალბათობით, ობამა მას არ დაარღვევს. მოიძებნება მყარი მიზეზები, რათა ერაყიდან გასვლა გადაიდოს. ეს შეიძლება იყოს მასშტაბური ტერორისტული აქტი, გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა. საბაბად ყველაფერი გამოდგება. ხოლო პაკისტანში “შესვლა” ბარაკ ობამას არ დაავიწყდება. უკვე გაზარდა ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა.
მაინც რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა განისაზღვრება არა ამა თუ იმ პიროვნების დაპირებებით, რომლებიც გაცემულია წინასაარჩევნო ბატალიებისას, არამედ ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებით. ამ კუთხით უნდა ავხსნათ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ქმედებები. ყველაფერი დანარჩენი _ მხოლოდ სიტყვების კორიანტელია ან მწარე პოლიტიკური აბის შეფუთვა.
დღევანდელი პოლიტიკა ნავთობისა და გაზის მილის გარშემო ტრიალებს. ნახშირწყალბადები თანამედროვე ეკონომიკის სისხლია. ნავთობის მსოფლიო მარაგების ოცდაათი პროცენტი ახლო აღმოსავლეთშია, ამიტომ შევიდა აშშ ერაყში. ამერიკას ნავთობი აინტერესებდა და არა ტერორისტების ბაზების ან მითოლოგიური მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. გამოვლენ იქიდან? _ რა თქმა უნდა, არა.
რისთვის უნდათ ამერიკელებს ავღანეთი? დახედეთ რუკას. გვერდითაა შუა აზია, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი. არასტაბილურობა, რომელიც ხელოვნურად იქმნება ამ რეგიონში, შეიძლება იოლად იქნას გადასროლილი საჭირო მიმართულებით. იქ ყოფნით შეიძლება დაემუქრო მზარდ მთავარ მეტოქეს _ ჩინეთს, განახორციელო ზემოქმედება რუსეთზე, ხელში გეჭიროს ინდოეთი, დაემუქრო ირანს. ყველას, ვინც იცნობს ამ ისტორიას, ესმის სისხლით მორწყული ჭეშმარიტება _ ავღანეთის დაპყრობა შეუძლებელია. ისტორიის განმავლობაში ასეთი შედეგი არავის მიუღია. არ გამოუვათ ამერიკელებსაც, მაგრამ აქ ყოფნა მათთვის ისე მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთში კონტინგენტი ორმაგდება. თვითონ ნაკლები დანაკარგი რომ ჰქონდეთ, მოიგონეს “ანტიტერორისტული კოალიცია”. შორეულ ქვეყანაში მსახურობენ… ლატვიელები და ესტონელები. ღირდა სსრკ–დან გასვლა ისევ ავღანეთში მოსახვედრად? რა თქმა უნდა, “ღირდა” _ ახლა ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ აშშ–ში უვიზოდ ჩასვლა…
ავღანეთის გვერდითაა პაკისტანი, რომელიც შტატების მოკავშირეა, რაც ხელს არ უშლის ამერიკელ სპეცრაზმელებს, შესაშური რეგულარულობით შეიჭრან იქ. ტერორისტების ძებნაში, რა თქმა უნდა, თავად პაკისტანის თანხმობის გარეშე, ბარაკ ობამაც აპირებს ამ კეთილი ტრადიციის გაგრძელებას. მიზანი კვლავ იგივეა _ ჩინეთის საზღვართან არასტაბილურობა.
კიდევ რომელი მნიშვნელოვანი მომენტები არ აღვნიშნეთ ამერიკულ პოლიტიკაში? ირანი. აქაც თანამიმდევრულობას ვხედავთ. “აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ შემოთავაზებული საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევისთვის”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გაზეთ თჰე Fინანციან თიმეს-თან ინტერვიუში. მან თქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია, ალბათ, განაგრძობს ბუშის პოლიტიკას ირანის ბირთვულ პროგრამის მიმართ.”
მაშ, რა განსხვავებაა აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, თუ, მიუხედავად მათი ბრძოლისა და დაპირებებისა, შტატების პოლიტიკა არ იცვლება? განსხვავება არის გადასახადებში. დემოკრატები იძლევიან დაპირებას, შეამცირონ გადასახადები ღარიბთათვის, ხოლო რესპუბლიკელები _ მდიდრებისთვის. აშშ–ის მოქალაქეები კი, რომლებიც ძალიან ცუდად იცნობენ მსოფლიოს რუკას და პლანეტის პოლიტიკურ პრობლემებს, ირჩევენ არა საგარეო პოლიტიკას, არამედ საშინაოს.
დასკვნა მარტივია: აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებზე ვინ გაიმარჯვებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი საგარეო–პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამდენადაც შესაძლებელია მსოფლიო პოლიტიკის პროგნოზირება, უკვე დიდი ხანია, გადაწვეტილია იმ ძალების მიერ, რომლებიც მაყურებლის გასართობად აწყობენ ლამაზ და ძვირფას შოუს სახელად “აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნები”.
ეს ძალიან მოხერხებულია. ჭადრაკის დაფაზე გინდ თეთრებით გითამაშია, გინდ _ შავებით, პრინციპში, წაგება შეუძლებელია. ორივე კანდიდატი თქვენია. არაა საჭირო შედეგების გაყალბება, ფალსიფიკაციის საჭიროება არაა. არასოდეს დაფიქრებულხართ, რატომ არასოდეს იღვრება ქუჩაში პოლიტიკური ბრძოლის შედეგები დასავლეთში? რატომაა იქ “მაიდანი” შეუძლებელი, როდესაც დამარცხებული ლიდერი არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს და ორგანიზებას უწევს არეულობებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაში გადაიზრდება? რატომ ეთანხმება თავის მარცხს უიღბლო ყოველთვის, თანაც მშვიდობიანად?
პოლიტიკური ბრძოლის კულტურაა მაღალიო, _ იტყვიან ლიბერალები. არა, არავინ ისწრაფვის ძალაუფლებისკენ იმიტომ, რომ ძალაუფლებისთვის ნამდვილი ბრძოლა არ არის. არის ორი ერთი და იმავე ხალხის მიერ დაქირავებული პატივმოყვარე ადამიანი. არის ბრძოლის წესები. ღიმილი, დაპირება, კრიტიკა. პატიოსანი ბრძოლა _ ვნახოთ, ვის აირჩევენ. მარცხის შემთხვევაში _ ლამაზად წასვლა (მიაქციეთ ყურადღება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად ქრებიან). სულერთია, “კოსმეტიკის” გარდა, პოლიტიკა უცვლელი იქნება. აშშ-ის ხელისუფლებაში არასოდეს მოვა ადამიანი, რომელიც დაისახავს პროგრამად ნატოს დაშლას, ახალი სამხედრო კავშირის შექმნას რუსეთთან ან ამერიკული ჯარის ლიკვიდაციას ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით.
და, რაც მთავარია, ამერიკელი პოლიტიკოსისთვის _ არასოდეს შეეხოს ყველაზე წმინდას, ფედერალურ სარეზერვო სისტემას.
ახლა კი დროა, ვიკითხოთ: როგორ, რომელი ძალების დახმარებით შეგვიძლია გავაკონტროლოთ საარჩევნო პროცესი უზარმაზარ ქვეყანაში? როგორ ვაკონტროლოთ თუნდაც ორი, მაგრამ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია? _ ფულის მეშვეობით. ფული და მედია _ აი, პოლიტიკური ბრძოლის მთავარი საშუალება, მაგრამ ეს საკმაოდ მოკლე სიაც კი შეგვიძლია ორჯერ შევამოკლოთ. ფული გვაძლევს კონტროლს მედიაზე, ე.ი. მხოლოდ ფულია საჭირო. გაზეთები, ტელევიზია და რადიო,შესაძლებელია, უბრალოდ, იყიდო. და დასავლეთში ისინი, დიდი ხანია, ნაყიდია, ე.ი. გზა აშშ–ის პოლიტიკური სისტემის კონტროლისკენ, ხოლო მისი გავლით მთელ მსოფლიოზე ფინანსური აქტივების ერთ ხელში კონცენტრაციაზე გადის.
ამერიკაში აგებულ საარჩევნო სისტემაში, ვისაც მეტი ფული და მედიის ყურადღება აქვს, ის იმარჯვებს. თუ თქვენს ორ კანდიდატს ექნება ათასჯერ დიდი ბიუჯეტი, ვიდრე სხვა კანდიდატებს, გამარჯვების შანსი მხოლოდ მათ ექნებათ.
როგორღა მოვახდინოთ ფულის კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ ხელში?
ამისათვის არსებობს მშვენიერი ინსტრუმენტი _ ფედერალური სარეზერვო სისტემა. ის ამისთვის შეიქმნა. თუ ფედერალური სარეზერვო სისტემის მფლობელთა პირველადი ამოცანა იყო აშშ-ის გარეთ კონკურენტი სახელმწიფოების დანგრევა, ქვეყნის შიგნითაც მიზნები ზუსტად იგივეა, ოღონდ ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რათა აშშ-ში არავის ჰქონდეს ფულადი სახსრები და არ შეეძლოს ამერკული საარჩევნო მექანიზმით მოიყვანოს თავისი ადამიანი ხელისუფლებაში და, უბრალოდ, კანონის ცვლილებით არ მოახდინოს ფედერალური სარეზრვო სისტემის ლიკვიდაცია. ურჩხულის მოკვლა ჩვეულებრივი ხელმოწერით შეიძლება, მაგრამ ურჩხულმა იცის ამ საფრთხის შესახებ, ამიტომ დიდი ხანია, თავი დაიზღვია, რომ საწერი კალამი არ მოხვდეს მეტოქის ან არასანდო ხელში.
კონკურენტების განადგურების საუკეთესო ხერხი, მეტოქეთა ფინანსური ძლიერების განადგურების ყველაზე მარტივი და ეფექტიანი საშუალებაა ფინანსური კრიზისი. ყველაფერი თითქოს თავისით ხდება. ზოგი ბანკი კოტრდება, ზოგი რჩება. ბაზარი ბაზარია.
მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი და ყოველთვის იოლი და მარტივი იყო უოლ-სტრიტის ბანკირებისთვის, რომლებმაც ფსს მოიგონეს. მათ შეასუსტეს და გაანადგურეს კონკურენტები, მაგრამ, როდესაც მათ ძლიერებას საბჭოთა კავშირი უქმნიდა, უხეშმა ხელისუფლებამ კინაღამ დაღუპა მთელი საქმე.
მომდევნო თავში ვისაუბრებთ დიდ დეპრესიაზე და ორ ამერიკელ პრეზიდენტზე.
ესეიგი, ფულს ვინც ბეჭდავს, ის არის ოჯახში უფროსი. მარტივი ჭეშმარიტებაა! ხოლო
დანარჩენი შოუა.