Home რუბრიკები საზოგადოება ძმებ ბერძენიშვილებს რეკლამაში გადაიღებენ

ძმებ ბერძენიშვილებს რეკლამაში გადაიღებენ

664

პარლამენტარბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ასევე ოპოზიციად წოდებულნაციონალებშიდა ბოლოს _ სახელისუფლო კოალიციაქართულ ოცნებაშიც”, უფრო ზუსტად, კოალიციის ყველაზე ურეიტინგო და, ამასთანავე, ყველაზე ამპარტავანი სუბიექტის _ რესპუბლიკელების წარმომადგენლებში.

როგორც ხდება ხოლმე, “ხმამაღლა აბრაგუნებული დოლის” ფუნქცია ამჯერადაც რესპუბლიკელთა “ტვინმა და სინდისმა” _ “ქართველ რობესპიერად” წოდებულმა “დიდმა მოაზროვნემ” და “აზრის გიგანტმა” ლევან ბერძენიშვილმა შეასრულა.

შეასრულა “ღირსეულად”! კაცმა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ლევან ვასაძეს მკაცრი შენიშვნა მისცა ოფიციანტების, როგორც პროფესიისუდიერადმოხსენიების გამო (არადა, მსგავსი არაფერი უქნია ვასაძეს), უცებდიდი პატივითმოიხსენია საპნის ქარხნის თანმშრომლები _ ვიღაც მესაპნეების სახსენებელი არ ვარ მეო!

ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა უმალ ჩაავლო და ჩაუფიქრდა დიდი ლევანის ამ განცხადებას. თუ საპნის ქარხნის თანამშრომლებისა არა, მაშ, ვისი სახსენებელია იგი? _ ავეჯის ქარხნის თანამშრომლების? პურის ქარხნის? ძეხვის საამქროს? ნეტავ, ვის აქვს უფლება ამ ქვეყანაში, ახსენოს ხოლმედიდი ლევანისსახელი?

ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი ისე ღრმად ჩაუფიქრდა ამ თემას, რომ გამოკითხვაც კი ჩაატარა და დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხი ისედაც ხშირად ახსენებს ხოლმე ლევან ბერძენიშვილსაც და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგრამ როგორ და რა კონტექსტში, ამის გაზეთში დაწერა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საყურადღებოა ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის, უჩვეულო გააქტიურება და განსაკუთრებით მისი მხრიდან თინა ხიდაშელის თავგამოდებული დაცვა…

ან რა კავშირშია საპონი თოფაძეხიდაშელის დაპირისპირებასთან?

საბოლოოდ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტს არც ამჯერად უმტყუნა ალღომ. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ძმები ბერძენიშვილების ასეთი გაღიზიანებათოფაძის საპნისმიმართ გამოიწვია ჰიგიენური საშუალებების ბაზარზე ახალი ბრენდის _ “ხიდაშელის მათეთრებლისგამოჩენამ. ეს ბრენდი, როგორც ამბობენ, უკვე დიდი ხანია, წარმატებით სარგებლობს ე.წ. ჩრდილოვან, ანუ შავ ბაზარზე და მისი მწარმოებლები უკვე ამ პროდუქტის ლეგალიზებას აპირებენ. ის მალე ოფიციალურად გამოჩნდება დახლებზე ხიდაშელის გრანტების მათეთრებლის სახელწოდებით და მარკეტინგული კვლევები აჩვენებენ, რომ განსაკუთრებული პოპულარობით არასამთავრობო სექტორში ისარგებლებს.

ჰოდა, როგორც გაირკვა, სწორედ ამ ახალი პროდუქტის სატელევიზიო რეკლამაში იღებენ ძმებ ბერძენიშვილებს. რეკლამის სიუჟეტი ბანალურია:

ლევან ბერძენიშვილს ხელში უჭირავსთოფაძის საპონიდა ცდილობს, მისი მეშვეობით გარეცხოს მის წინ მაგიდაზე დაყრილი ფულის ტომრები. არაფერი გამოსდის, ოფლში იწურება, თანაც ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან ციტატებს ბუტბუტებს, მაგრამ ვერც ეს შველისგვერდით კი გაბადრული სახით უდგას დავით ბერძენიშვილი, რომელსაც ხელში უჭირავსხიდაშელის გრანტების მათეთრებელი”, მაგიდაზე მასაც უყრია ფულის ტომრები, მაგრამ, ძმისგან განსხვავებით, ერთი მეორეზე მიყოლებით რეცხავს და რეცხავს ძალიან იოლად.

ვიდრე ლევანი “თოფაძის საპნით” ერთ ტომარა გრანტს გარეცხავს, დავითს უკვე ასზე მეტი ტომარა აქვს გარეცხილ-გაკრიალებული “ხიდაშელის გრანტების მათეთრებლით”.

როგორც ამბობენ, რეკლამა ძალიან ეფექტური გამოვიდა და მისი სლოგანია: ხიდაშელის გრანტების მათეთრებელი. რეკომენდებულია დიასახლისი ბერძენიშვილების მიერ”.

ვნახოთ, როგორ მიიღებს ახალ პროდუქტს და ახალ რეკლამას მრავალგრანტიჭამიანახული ქართველი მომხმარებელი.

მასე აბარავა

1 COMMENT

  1. ქართველებო! ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ, ძალიან ბევი ნაგავი დაგროვდა სამშობლოში. ყველაზე დამნაგვიანებელი ვალუტა დოლარი ყოფილა. მუსორიძეებო
    ყველა ქვეყნისა შეერთდით!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here