ავსტრიელმა პოლიტიკოსმა, ქალაქ ვენას მერის მოადგილემ, ავსტრიის “თავისუფლების პარტიის” წევრმა, იოჰან გუდენუსმა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „მეცნიერება და საზოგადოება“, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები აშშ-თან მიმართებაში ბრმა მორჩილების გამო სასტიკად გააკრიტიკა.
კერძოდ, იოჰან გუდენუსმა განაცხადა შემდეგი:
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აბსოლუტური სიმართლე თქვა: პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ელის მისი ხალხი– ეს არის პრეზიდენტის, ქვეყნის მეთაურის ამოცანა!
ევროპელებს, არ აქვს მნიშვნელობა, გერმანელები, ავსტრიელები, სერბები თუ ფრანგები იქნებიან, ყველა ევროპელს აქვს უფლება, მათი ხალხის წარმომადგენელი იყოს ისეთი, როგორსაც მისი ხალხი ელის და არა ნატო-სა და ამერიკელების ინტერესებიდან გამომდინარე. ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს მოლოდინი, რომ კულტურა, ღირებულებები, სიმდიდრე, უფლებები თუ ცხოვრების წესი, რომელიც წინაპრებისგან გადმოეცათ ჯიჰადიზმისა და სალაფიზმისგან დაცული იყოს.
დიახ, ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება ევროპაშიც, ეს არის ევროკავშირის არაჯანსაღი აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლა: უღმერთო, მკრეხელური აზრები, რომლებიც გაჩნდა ევროპაში, მოდით ამის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ! ერთად ვიბრძოლოთ ქალბატონებო და ბატონებო!
ეს არის ევროპული სამყაროს ბრძოლა სალაფიტური ისლამიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ევროპისა და მისი ხალხების სიკვდილისგან გადარჩენისთვის. ამ ბრძოლას მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ ჩვენ, ყველანი, ერთად გავაკეთებთ ერთ საქმეს – ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ევროკავშირისაც, რათა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და გადავდგათ ნაბიჯი რუსეთისკენ.
პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტა (ტაში). ერთის მხრივ, როგორც ურთიერთთანამშრომლობის ნების დადასტურების მტკიცება, მეორეს მხრივ, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ–ის დაჟინებული მოთხოვნით, ბრძანებით დაწესდა. აშშ–ის მიზანი, მუდამ იყო ევროპის დაყოფა– დაქუცმაცება და მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. (ტაში).
მხოლოდ ჩემს მშობლიურ ავსტრიაში, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა, ექსპერტების შეფასებით, ამ სანქციების გამო, 45 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს მაშინ, როცა ავსტრიაში უმუშევრობის ისედაც ყველაზე მაღალი დონეა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული.
თუ შემდგომშიც გაგრძელდება ეს კურსი, ავსტრიის ექსპორტი რუსეთში მეოთხედით შემცირდება, რაც 3 მლრდ ევროს დაგვაკარგვინებს… არ შეიძლება ეს ყველაფერი ასე დატოვონ ჩვენმა და ევროკავშირის მთავრობებმა. ევროკავშირმა თავს ნება მისცა და რუსეთის მიმართ სანქციები აშშ-ის კარნახით მიიღო.
აშშ-ს ბევრი რამის კარნახი უნდა……
აშშ–მა გვიკარნახა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამჟამად ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს „პლიუსები“რუსეთთან ტვირთბრუნვაში. გერმანიას, ავსტრიას და სხვა ქვეყნებს შეუმცირდათ, ხოლო აშშ–ს პირიქით, გაეზარდა 10%-ით. ეს ასეთი რა პოლიტიკაა ამ ევროკავშირში, როცა მსგავსს უშვებს, ესენი თავიანთი ხალხის წარმომადგენლები კი არა, თავიანთი ხალხის გამყიდველები არიან!
დადგა დრო, როცა ეს პრობლემები წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ევროპა არ არის მხოლოდ ევროკავშირი! ევროკავშირი უფრო და უფრო ხდება ანტიევროპული პროექტი. მე ვთვლი, რომ ჩემი და კოლეგების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ შევაბრუნოთ ევროკავშირი სწორი მიმართულებით!
შემიძლია ვთქვა, რომ თუ ევროკავშირი, ერთის მხრივ, იღებს სანქციებს რუსეთის, სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ, მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთის ევროკავშირის წევრად მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ არასწორი მიმართულებით მიდის ევროკავშირი.
დასასრულს, მინდა გითხრათ – ევროპა უნდა განთავისუფლდეს ამერიკული უღლისაგან!“
იოჰან გუდენუსის გამოსვლა:
https://www.youtube.com/watch?v=nZd1jk43v4E
კონსტანტინე ჩიკვილაძე
imedia gamgebni gaigeben, am azrebs me srulad vetanxmebi!
სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ვიდრე ევროპას არ შეექმნა ეკონომიური სანქციებით უმუშევრობის პრობლემები და მუსლიმი ლტოლვილებით არ შეწუხდა, მანამდე თვალები დაიბრმავეს და ყურები დაიყრუეს.
ხვდებიან, რომ ამერიკა თავის ჭკუაზე ათამაშებს ევროკავშირს, მაგრამ რა ქნან ძალა აღმართს ხნავს.