Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად 5 მილიონი დოლარი შემოვიდა

სანდრო ბრეგაძე: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად 5 მილიონი დოლარი შემოვიდა

512

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად და ანტიქართული აქციების გასამართავად საქართველოში 5 მილიონი დოლარის შემოსვლაზე საუბრობს.

„მილიონობით დოლარი შემოვიდა და ხშირ შემთხვევაში ეს არ არის გრანტები, ეს არის შავი ფული. 2015 წლის ზაფხულში შემოვიდა 5 მილიონ დოლარამდე. ეს თანხები უნდა მოხმარდეს ანტიქართულ აქციებს, მათ შორის, ლგბტ-თა პროპაგანდას, აპირებენ ადამიანების მოსყიდვას, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რათა ის პოზიციები გამოხატონ, რომლებზეც ლაპარაკობენ ქართველოფობები.

ეს პიროვნება _ გიორგი, იგივე „მაცაცო“ ტატიშვილი, არაფერს წარმოადგენს, ის ამ საქმეში არის პაიკი, ამ ყველაფრის უკან დგანან ის შავი ძალები, რომლებზეც გესაუბრეთ. არავინ ერევა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, მაგრამ მოსამართლეთა უმრავლესობა არის გიგა ბოკერიას პირადი მეგობარი, ისინი თავიანთ მოსაზრებებში იდენტურები არიან. საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, როგორც ქართველოფობებს უნდათ, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.

ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ქართველ ხალხს ვუჩვენოთ, ვის შესტკივა საქართველოს პარლამენტში ჩვენს ქვეყანაზე გული და მოვახდინოთ ლუსტრირება. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის თანახმა, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება და კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობლიობა“, _ განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here