Home რუბრიკები პოლიტიკა სომხეთი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

სომხეთი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

614

სომხეთი გეგმავს, შეცვალოს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მარშრუტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, _ განაცხადაგაზპრომ არმენიასგენერალური დირექტორის მოადგილემ გრანტ თადევოსიანმა.

მისი თქმით, გაზსადენის დაახლოებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო სამკილომეტრიანი მონაკვეთი _ აზერბაიჯანის საზღვართან, საკმაოდ არასტაბილურ ზონაში. ამას გარდა, გაზსადენი ხშირად ზიანდება, მათ შორის ქვების ცვენის გამო, რამაც სომხეთს გაზის პირდაპირი მიწოდების მხრივ პრობლემები შეუქმნა და აიძულა, რეზერვებისთვის მიემართა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შევცვალოთ გაზსადენის მარშრუტი მოწოდების უსაფრთხოების ამაღლების მიზნით. არის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა, ხოლო რადგან სამუშაოების დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა წარიმართოს, საკითხი განიხილება მთავრობებსა და ენერგეტიკის მინისტრებს შორის“, – განაცხადა გრანტ თადევოსიანმა.

„გაზპრომ არმენიამ“ უკვე შეიმუშავა მშენებლობის დაფინანსების პროექტი და ის 2016-2018 წლების საინვესტიციო პროგრამაში შეიტანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here