Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიას მიგრანტებისთვის 50 მილიარდი ევრო დასჭირდება

გერმანიას მიგრანტებისთვის 50 მილიარდი ევრო დასჭირდება

514

2016-2017 წლებში გერმანიას მიგრანტებისთვის სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად 50 მილიარდი ევრო დასჭირდება _ ეს დასკვნა გამოიტანა კელნის ინსტიტუტის ეკონომიკურ კვლევათა განყოფილებამ, _ წერს Deutsche Welle.

კონკრეტულად, 2016 წლის განმავლობაში  _ 27,6 მილიარდი ევრო, ხოლო 2017 წელს _ 22,1 მილიარდი ევრო, _ აზუსტებენ ეკონომისტები. საცხოვრებელი ადგილი, კვება და სხვა მსგავსი პირობების შექმნა გერმანიის ბიუჯეტს ყოველ მიგრანტზე წელიწადში 12 ათასი ევრო დაუჯდება, _ ვარაუდობენ მკვლევარები. კიდევ 3,3 ათასი ევრო დასჭირება ენის კურსებისა და ინტეგრაციული კურსებისათვის. ამგვარად, თითოეული მიგრანტის შენახვა წელიწადში 15 ათასი ევრო დაჯდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here