Home რუბრიკები საზოგადოება ვირუსი ზიკა მსოფლიოს ემუქრება

ვირუსი ზიკა მსოფლიოს ემუქრება

547

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსი, რომელიც ციებცხელებას იწვევს, საერთაშორისო მასშტაბის საფრთხე ხდება.

ექსპერტთა შეფასებით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და საშინელ კვალს ტოვებს, რადგან დღეს ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, ვირუსი ზიკა, რომელიც პირველად 1947 წელს უგანდაში ზიკას ტყეში აღმოუჩინეს მაკაკებს (ადამიანებს _ 1968 წელს ნიგერიაში), ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმე ქალებს, რადგან შეუძლია, ნაყოფში გენეტიკური დეფექტები გამოიწვიოს. ვირუსი გადააქვს კოღოებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here