Home რუბრიკები საზოგადოება მიუშვით ბუღა ბუღაზე! _ აცხადებს ლაშა ბუღაძე…

მიუშვით ბუღა ბუღაზე! _ აცხადებს ლაშა ბუღაძე…

1602

გასული კვირის განმავლობაში ქართველი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა იყო მწერლის, დრამატურგის, საზოგადო მოღვაწის, დიდი მამულიშვილისა და სასიქადულო პატრიოტის _ ლაშა ბუღაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ე.წ. ლგბტ პირებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ქორწინებისა და ბავშვის შვილად აყვანის უფლება.

ბევრი გაუთვითცნობიერებელი, გაუნათლებელი და შეუგნებელი გააღიზიანა დიდი მოაზროვნე ლაშა ბუღაძის მიერ ერთნაირსქესიანთა უფლებების მხარდაჭერამ.

არადა, საკითხს თუ ცოდნითა და სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა ჭეშმარიტი ქართველი, მით უფრო _ მწერალი კაცი!

საქმე ის არის, რომ ქართულ ანდაზებში, გამოცანებში, ძველ ქართულ ლიტერატურაში ჩვენი წინაპრები, მაშინდელი ბნელი საუკუნეების მიუხედავად, მაინც ყოველთვის უჭერდნენ მხარს ლგბტ პირებს, ანუ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსსექსუალ ადამიანებს.

ერთი ეგაა, რომ ისინი ამას, მაშინდელი საუკუნეების სიბნელის გამო, ხმამაღლა ვერ იტყოდნენ და ისე, მინიშნებებით აქვთ ნათქვამი.

ავიღოთ, მაგალითად, ძალიან ცნობილი ქართული ანდაზა: ხარი ხართან რომ დააბა…”

მართალია, ამ ანდაზას, შენიღბვის მიზნით, შემდეგ გაგრძელება გადაუკეთეს, მაგრამ რეალურად ხომ ფაქტია _ ჩვენი წინაპარი არ გამორიცხავს, პირიქით, მისალმება ხარის ხართან დაბმას! სულაც არ არის აუცილებელი, ხარი მაინცდამაინც ძროხასთან იქნას “დაბმული”, მეტიც, ეს ანადაზა ჩვენ შეგვიძლია შემდეგნაირადაც გავიგოთ _ ხარმა ხარი რომდააბას”, ანუშეაბას”, “დაკეროსო”.

ფაქტია რომ, ზემოხსენებული ანდაზა ჰომოსექსუალიზმის, ანუ გეიწყვილების აშკარა მხარდაჭერაა. თუ კარგად ჩავხედავთ საკითხს, აღმოვაჩენთ, აგრეთვე, ბისექსუალიზმის მხარდაჭერასაც, თანაც არა სადმე შორს, არამედ აქვე, უკვდავვეფხისტყაოსანში”.

აბა, დაუკვირდით: ძუ იყოს, თუნდა ხვადია”, _ გვეუბნება გენიალური შოთა, ანუ, სულერთია, ქალთან დაწვები თუ მამაკაცთან, როდესაც სექსი ძალიან გინდაო. მართალია, კომუნიზმის სიბნელეში ჩარჩენილ რუსეთუმე ქართველ მეცნიერებს ეს აფორიზმი სულ სხვანაირად აქვთ ახსნილი და გააზრებული, მაგრამ ჩვენც ხომ იმ საბჭოთა სიბნელეში არ უნდა ჩავრჩეთ?! ამიტომ უნდა ვაღიაროთ, შოთას ეს აფორიზმი ბისექსუალიზმის პირდაპირი მხარდაჭერაა.

სხვათა შორის, ქართულ ფოლკლორშიც მოიძებნება ლესბოსელთა მხარდასაჭერი ფარული ტექსტები. მაგალითად, დარკვეთელო ქალო!.. წამომყევი სახლში დედა გავახარო”.

აბა, დაუკვირდით: მამაკაცი მიმართავს ქალს, წამომყევი სახლშიო, მაგრამ ჩემთვის კი არაო, არამედ დედა უნდა გავახაროო! ამ კონკრეტული ხალხური სიმღერის გმირი ისეთი ულტრათანამედროვე აზროვნების, ტოლერანტული ბუნებისაა, რომ თავის ლესბოსელ დედას კარგად უგებს გულისწადილს და მეტიც, მისთვის ქალებიც კი მიჰყავს სახლში.

ნაკლები ყურადღება არც ანანისტებს და მასტურბატორებს ექცევათ ძველ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მაშ, აბა, სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ცნობილი ანდაზა: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო”.

აქ, რა თქმა უნდა, “რაც მოგივა”-ში ორგაზმია ნაგულისხმევი, ხოლო ანდაზადავითასმოუწოდებს: არავინ გჭირდება სხვა _ არც ქალი და არც კაცი, შენს თავსმხოლოდშენ შესანიშნავად დაიკმაყოფილებო.

აი, ასე და ამგვარად ჩაუღრმავდა ჩვენი სასიქადულო მწერალი თემას და იმიტომაც დაუჭირა მხარი ასე ღიად და გაბედულად ერთნაირსქესიან წყვილებს.

როგორც ვიცით, ამჟამად ლაშა ბუღაძე ჩაღრმავებულია ანდაზაში: “ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო”. მწერალს უჭირს ამ ანდაზის არსის ამოხსნა, რადგან, მართალია, ქათმად საკუთარი თავის წარმოდგენა მისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ ღმერთი, საერთოდ, რა შუაშია, რატომ უნდა შეხედოს ღმერთს და რაში გვჭირდება, ზოგადად, რწმენა, ამაში ჯერ ვერაფრით გარკვეულა

სამაგიეროდ, ძალიან მარტივად შეიძლება გავიაზროთ გამოთქმა: “შენ მამაშენმა ფურთხით ხომ არ გაგაკეთა?”

ეს გამოთქმა მით უფრო ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ფურთხი, ბატონი გია ბუღაძისთვის, ადრეც არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო.

ველოდი რახანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here