Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

601

შვედეთში ექიმმა ქალი ბუნკერში გამოამწყვდია და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა

პატიმრობა ელის 38 წლის ექიმს, მისი მსხვერპლი კი 30 წლის სტოკჰოლმელი ქალია, რომელიც მოძალადემ შვედეთის დედაქალაქიდან 560 კმ-ით დაშორებულ კრისტიანსტადში მდებარე ფერმაში გადაიყვანა. იქ ბოროტგანმზრახველი 5 წლის განმავლობაში აშენებდა ბუნკერს ტყვე ქალებზე ძალადობისთვის.

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ექიმი 2015 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. ორიოდე თვის შემდეგ კი შვედურ პრესაში გამოძიების დეტალები გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ 1990-იანი წლებიდან ექიმს ინტერნეტში ჰქონდა ბლოგი, რომელშიც თავის მისწრაფებებსა და გატაცებებზე წერდა. კერძოდ, აღიარებდა, რომ ეზიზღება “კომუნიზმი, მოსკიტები და ადრე ადგომა”. ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ესკულაპს ხელქვეითების დატუქსვა ჰგვრიდა.

ექიმმა თავის კერპებს შორის დაასახელა მსახიობები კრისტოფერ უოკერი და არნოლდ შვარცენეგერი, აგრეთვე, იტალიელი პორნომსახიობი და რეჟისორი როკო სიფრედი.

სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაზარალებულმა ქალმა გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო ექიმი. ისინი მეორედ 12 სექტემბერს შეხვდნენ ქალის სახლში. ექიმმა ქალი ძლიერმოქმედი საშუალებით _ როგიპნოლით (ე.წ. გაუპატიურების ნარკოტიკი) გაჭყიპა, შემდეგ კი გააუპატიურა.

მოგვიანებით კი მსხვერპლი ინვალიდებისთვის განკუთვნილი სავარძლით ავტომობილამდე მიიყვანა, შემდეგ ფერმაში გადაიყვანა და ბუნკერში გამოამწყვდია.

60 კვ.მ ფართობის ბუნკერში ქალმა 6 დღე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მამაკაცმა რამდენჯერმე გააუპატიურა, თანაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას აიძულებდა. აღსანიშნავია, რომ ექიმის ბუნკერს 30 სმ სისქის ბეტონის კედლები აქვს, შედგება საძინებლისგან, სამზარეულოსა და ტუალეტისგან. ბუნკერიდან გამოსასვლელი შენიღბულია იმისათვის, რომ მეზობლებმა შემსვლელ- -გამომსვლელი ვერ დაინახონ.

როდესაც შეიტყო, რომ ქალზე ძებნა გამოცხადდა, მოძალადე შეშინდა და 18 სექტემბერს ტყვესთან ერთად სტოკჰოლმის პოლიციაში მივიდა. იქ ქალი, რომელმაც იცოდა, რომ გვერდით მდგომი მამაკაცი პნევმატური პისტოლეტით იყო შეიარაღებული, შეეცადა, სამართალდამცველები დაერწმუნებინა, რომ საშინელება არაფერი დამართნია და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გამომძიებლებმა, რომლებსაც ნათქვამში ეჭვი შეეპარათ, ის ცალკე დაკითხეს. საბოლოოდ ქალმა ყველაფერი მოყვა განცდილი ძალადობის შესახებ.

შვედმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ექიმი, რომელმაც აღიარა, რომ ქალი გაიტაცა, მაგრამ სექსუალური ძალადობა უარყო. პოლიციელები ეჭვობენ, რომ ბოროტმოქმედს განზრახული ჰქონდა, ბუნკერში სხვა ქალებიც გამოემწყვდია და მათზე ეძალადა.

ექიმის დაპატიმრებამ მის ახლობლებსა და ნაცნობებში შოკი გამოიწვია, რადგან ყოველდღიურ ურთიერთობაში მამაკაცი ზრდილობიანი და მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მედიასაშუალებებმა შვედი მედიკოსის დანაშაული ავსტრიელი მანიაკის _ იოზეფ ფრიცლის ბოროტმოქმედებას შეადარეს. 7 წლის წინათ ფრიცლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ 10 წლის განმავლობაში ძალადობდა თავის ქალიშვილ ელისაბედზე, რომელიც ბუნკერში ჰყავდა გამომწყვდეული. ქალმა მოძალადე მამისგან რამდენიმე შვილი გააჩინა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/masturbaciis-kabina.jpg

ნიუ იორკში მასტურბაციის კაბინა დადგეს

ლონდონურმა სექსსათამაშოების კომპანია HOT Octopussმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე, 28- ქუჩისა და მეხუთე ავენიუს კვეთაზე დადგა რევოლუციური მოწყობილობა GueFi _ კაბინა მასტურბაციისთვის. შიგნით სკამი, ლეპტოპი და ფარდაა, რათა მარტო დაკავდე სასურველი საქმით.

“ცხრიდან ხუთ საათამდე მუშაობა უდავოდ ძალიან სტრესულია როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, განსაკუთრებით ისეთ ადგილას, როგორიც მანჰეტენია. მნიშვნელოვანია, კაცებმა თავს მიხედონ, რათა ჯანმრთელები და კონცენტრირებულები იყვნენ. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გავამარტივოთ. იმედი გვაქვს, მამაკაცებს მოეწონებათ ჩვენი კაბინით სარგებლობა. კაბინაში შესვლა სრულიად უფასოა”, _ ნათქვამია კომპანია HOT Octopuss -ის პრესრელიზში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/stephanie-seymour-policiis-.jpg

ვიქტორია სიკრეტისყოფილი ანგელოზი, რომელიც ავტომობილს მთვრალი მართავდა, პოლიციამ დააპატიმრა

18 იანვარს კენტუკის შტატის პოლიციამრენჯ როვერისსაჭესთან მჯდომი ამერიკელი სუპერმოდელი და მსახიობი, Victorias Secretის ერთერთი ანგელოზი, 47 წლის სტეფანი სეიმური მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.

1990-იანი წლების სტილის ერთ-ერთი ხატება ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, პოლიციელისთვის საზარდულში ფეხი ამოერტყა. ამან სამართალდამცველი გააცეცხლა და ხულიგან ქალს უცერემონიოდ ხელები გადაუგრიხა. სტეფანი სეიმური ხელებზე ბორკილით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შეადგინეს ოქმი, რომელშიც ჩაწერეს ავარიის შესახებაც _ დაკავებამდე სტეფანი ავტოსტრადაზე უკანსვლას შეეცადა და სხვა მანქანას შეეჯახა. Victorias Secret -ის ყოფილ ანგელოზს 500-დოლარიანი გირაო გადაახდევინეს და ახლა სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 2 თებერვალს უნდა გაიმართოს.

სხვათა შორის:

* სტეფანი სეიმურის ფოტოები 300-ზე მეტი პოპულარული გამოცემის გარეკანს ამშვენებდა;

* 2000 წელს გაიარა ალკოჰოლიზმისგან თავის დასაღწევი კურსი;

* 2010 წელს სტეფანი სეიმური იმჟამინდელმა ქმარმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებაში დაადანაშაულა და განქორწინება მოითხოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here