Home რუბრიკები საზოგადოება შოკოლადის ბიძინა და “ხვინგიაძის ფანტაზია” წლის დაჯილდოება კოჯრის ტყეში

შოკოლადის ბიძინა და “ხვინგიაძის ფანტაზია” წლის დაჯილდოება კოჯრის ტყეში

774

2016 წლის დასაწყისში, პირველად საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ამისათვის სიმბოლურად შეირჩა კოჯრის ტყის ტერიტორია, რადგან, სოლოლაკისა და ოქროყანის მიდამოების შემდეგ, ბატონი მილიარდერი, როგორც ჩანს, კოჯრის ათვისებასაც აპირებს.  მაგრამ ქართველი ხალხისთვის საოცნებო პროცესის _ კოჯრის ტყის გაჩეხვა-ათვისების დაწყებამდე, მოდი, ისევ წლის ნომინაციებს მივუბრუნდეთ.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციაში გაიმართა და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ:

1. ჟურნალისტიკაში ახალი სტანდარტის, “შანტაჟისტიკის”, დამკვიდრებისთვის ჟურნალისტ ელისო კილაძეს მოოქროვილი ჩიტის ფრთა გადაეცა;

2. “საპატიო ბაბულიკის” წოდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის მიენიჭა;

3. ნომინაციაში “წლის დაჩაგრული დაქალები” გაიმარჟვეს ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ. მათ ასოცირებული პრიზი, მოქანდაკე თამაზ ბარვანაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი ქანდაკება “თეთრი ანგელოზები” გადაეცათ;

4. “წლის ამტანი და სათუთი ბიჭის” ნომინაციაში გამარჯვებულად სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დასახელდა და საჩუქრად ასევე ასოცირებული პრიზი _ “დეოდორანტი” გადაეცა (როგორც ცნობილია, ამ ბრენდის დეოდორანტი საქართველოში არ იყიდება);

5. საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს წლის “ფუთფუთა”-ს წოდება მიენიჭა და საჩუქრად 1 კგ ნაცარი გადაეცა;

6. ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ჟურნალისტთა მსოფლიო გილდიამ ოქროს კალამი გადასცა და მომავალი თაობისთვის ლექციების წაკითხვა შესთავაზა;

7. ჯოჯოხეთის კიტრანა, ეშმაკის ქვა და ორთქლგაუვალი მოხარშული ყვავი გადაეცათ ნინია კაკაბაძეს, ნინო დანელიასა და თეა თუთბერიძეს;

8. “ყავა, სემიჩკა, პოსტები” _ ამ ნომინაციის გამარჯვებულად “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი დასახელდა;

9. “წლის მუზარადი” თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს გადაეცა;

10. “სიმართლისთვის მებრძოლისა და ერის მამულიშვილის” წოდების მფლობელი “ნაციონალური მოძრაობის” გულანთებული წევრი გივი თარგამაძე გახდა;

11. წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა საუბრის გამო ასოცირებული პრიზი “კრავთა დუმილი” და 100 ლარი ჩიორა თაქთაქიშვილს ერგო;

12. ყ”ველა დროის საჭირო კაცის” ტიტული მთავარმა ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა დაიმსახურა;

13. ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გუგული მაღრაძეს თექის შუბა გადაეცა;

14. ნომინაციაში “ლარზე ურყევი”  გაიმარჯვა ნოდარ ხადურმა, რომელსაც  პრინციპული კაცის სერთიფიკატი გადაეცა;

15. წლის “შალიკო ხვინგიაძის” წოდების მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა;

16. “წლის მეოჯახედ” დასახელდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც საჩუქრად შოკოლადის ბიძინა გადაეცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე სახლებში ავტობუსებით დაარიგეს.

ელიკო სილაძე

1 COMMENT

  1. ქართველ ხალხს კი გადაეცა იმპოტენტი ხელისუფლების ქანდაკება, გაიმპოტენტებული ლარი და დიდი ხვიშტის ორდენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here