მთავარი პოლიტიკა “პრადვინუტებო”, რომელ ევროპაში მივდივართ, რომელსაც თავისი გასჭირვებია?

“პრადვინუტებო”, რომელ ევროპაში მივდივართ, რომელსაც თავისი გასჭირვებია?

577
გააზიარეთ

დღეს, როდესაც მსოფლიოს .. ლიბერტარიანული ნაწილი აშშის მეთაურობით მართლმადიდებელი რუსეთის წინააღმდეგ არისაჯაგრული”, შინაური თუ გარეშეცხელი თავებიხელების ფშვნეტით ელიან რუსეთის იმპერიის დაშლადაქუცმაცებას, რაც მისთვის, ვინც ისტორიასაყველპუროდონეზე მაინც იცის, ცხადია, რომ შეუძლებელია _ ივანე მრისხანეს .. კიევის რუსეთიდან მოყოლებული, პეტრე პირველის 300-წლიანი იმპერიით გაგრძელებული და სტალინის მიერ შექმნილი წითელი იმპერიით დამთავრებული, ყველა პერიოდში ყველა საშუალებით ებრძოდნენ რუსეთს, ერთიორჯერ (ნაპოლეონი და ჰიტლერი) დააჩოქეს კიდეც და, ჰაჰა, თითქოს უნდა წაქცეულიყო და პოლიტიკური რუკიდან გამქრალიყო, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ფეხზე წამოიმართებოდა ხოლმე და შემდეგ ადრინდელზე მეტი ძლევამოსილებით განაგრძობდა ცხოვრებას.

ასე იყო რომანოვების მართლმადიდებელი მონარქიისა და სტალინის ბოლშევიკური “მონარქიის” პერიოდებში და ასე იქნება ხვალაც, “დიქტატორული რუსეთის” შემთხვევაში, რომელიც დღეს ფეხზე წამოაყენა ვლადიმერ პუტინმა და უკვე შიშის ზარს სცემს გუშინდელ დამჩოქებლებს.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ _ მასონურ ძალებს, რუსეთის, როგორც ასეთის, არსებობა არ სურთ, მიუხედავად იმისა, მონარქიული იქნება ის, ბოლშევიკური, დემოკრატიული თუ დიქტატორული და, აქედან გამომდინარე, რუსეთთან დაპირისპირების მიზეზ-საბაბი, როგორც იტყვიან, ყოველთვის თითიდან გამოწოვილი იყო.

თავიდათავი მიზეზი იყო და არის ის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც რუსეთის იმპერიას უკავია და ამ ტერიტორიაზე არსებული, პრაქტიკულად, ამოუწურავი ბუნებრივი რესურსები.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა პირდაპირ განაცხადა, დიდი უსამართლობაა, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების 40% მხოლოდ რუსეთს რომ ეკუთვნისო.

ქალბატონმა ოლბრაიტმა ეს 2012 წელს განაცხადა, როდესაც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად მესამე ვადით ირჩევდნენ და იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატმა პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, როგორც სჩვევია, პირდაპირი ტექსტით უპასუხა ამ გამოხდომას _ რუსეთი თავის ტერიტორიებს ისე დაიცავს, რომ რაიმეს დათმობაზე, ოცნება კი არა, ფიქრიც კი დაივიწყონო.

მაგრამ დასავლეთმა (წაიკითხე _ აშშ) ყურად არ იღო პუტინის ეს გაფრთხილება და კიევში მაიდანი მოუწყო, რითაც უკრაინელი და რუსი ხალხების (რომლებიც, პრაქტიკულად, ერთი ერია, სარწმუნოებრივი ერთიანობიდან თუ კულტურული მენტალობიდან გამომდინარე) ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება მოახერხა.

თუ არ ვცდები, ავადსახსენებელი ზბიგნევ ბჟეზინსკის გამონათქვამია, რუსეთი უკრაინასთან ერთად გლობალური პრობლემაა დასავლეთისთვის, ხოლო უკრაინის გარეშე _ მხოლოდ რეგიონულიო(?!).

მაგრამ, მიუხედავად სისხლიანი მაიდნის მოწყობისა, დასავლეთს კი არა, პირდაპირ ვთქვათ, აშშ-ს კიევურ პასიანსში “რამსები” აერია, რადგან დონბასსა თუ ლუგანსკში, ანუ, ძირითადად, ეთნიკური რუსებით (რომელთა რაოდენობა მთელი უკრაინის მაშტაბით 20 მილიონია) დასახლებულ ინდუსტრიულ რეგიონებში, რომ იტყვიან, ფეხი არ ჩაუვიდა. უფრო მეტიც: ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა მომენტით და ფილიგრანული მოქმედების შედეგად უსისხლოდ მიიერთა სევასტოპოლი და ყირიმი, რითაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა, რადგან ერთიც და მეორეც ყოველთვის რუსეთის შემადგენელი სუბიექტები იყო და სულ ტყუილად ღნავიან დასავლელი პოლიტიკოსები _ ამას უკვე აღარაფერი ეშველება… რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს, ვერაფერს გახდებიან ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევითა და ეკონომიკური სანქციებით, რომლებიც ყირიმ-სევასტოპოლის პასუხად დაუწესა დასავლეთმა (აშშ-მა) რუსეთს, რადგანაც პუტინს (წაიკითხე _ რუს ხალხს) ერთიცა და მეორეც, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია!

ყირიმი და სევასტოპოლი ის იდეაა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის გარშემო დარაზმა მთელი რუსეთი, მინუს ერთი მუჭა დასავლეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები თუ .. არასამთავრობოები.

უბრალო რუსს, თუნდაც მშიერ-ტიტველს, მცირე აუგსაც ვერ დააცდენინებ თავისი პრეზიდენტის მიმართ და ტყუილად იმედოვნებენ, რომ რუბლის გაუფასურების გამო რუსები ხვალ წითელ მოედანზე გამოვლენ იაფი ძეხვის, მით უმეტეს, დემოკრატიის მოთხოვნით, ზეგ კი პუტინი მოსკოვიდან გაიქცევა.

რუსები არ უგანებენ იმ პრეზიდენტს, რომელმაც, გაგანია ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, სირიაში, პრაქტიკულად, მცირე მასშტაბის (ჯერჯერობით) მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა, რომელშიც ერთ მხარეს მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთია, მეორე მხარეს _ ლგბტ რელსებზე შემდგარი დასავლეთი!

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, სადაც, რომ იტყვიან, “შააღონეს” რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის ნეოლიბერალებმა _ რატომ რუსეთშიც ტაშფანდურით არ ტარდება გეიაღლუმები, ეგ რა დემოკრატიააო. ვლადიმერ პუტინმა უპასუხა: ჩვენ სუვერენული დემოკრატია გვაქვს და მორჩაო!

მართლაც, მოხდენილი პასუხია. ის, რაც დანია-ნორვეგიაში და ა.შ. სხვა პედერასტულ ოაზისებში ნორმაა, არ მოსულა რუსეთში და საქართველოში!

ისე, სულ ცოტა, უხერხული მგონია, რუსეთს დემოკრატიის ნაკლებობაზე ამუნათებდეს ამერიკა, რომლის სტრატეგიული მოკავშირეები არიან საუდის არაბეთი, იემენი, ყატარი და ა.შ. ანუ ისეთი “დემოკრატიული ოაზისები”, სადაც ქალები დღესაც ჩადრით დადიან და ავტომობილის მართვის უფლებაც არ აქვთ, მაგრამ რა გაეწყობა, როგორც აშშ-ის 33-ე პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ნიკარაგუის დიქტატორ ანასტასიო სომოსაზე განაცხადა, “ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი (ამერიკელების) ძაღლისშვილი”…

სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის ძაღლისშვილობა მობეზრდათ, “სუვერენული დემოკრატიები” (ავტორიტარულ დიქტატორული რეჟიმები) დაუნგრიეს ამერიკელებმა ერაყში სადამ ჰუსეინს, ლიბიაში _ კადაფის, ეგვიპტეში _ მუბარაქს, ტუნისში _ ბენ ალის და ა.შ. სწორედ ე.წ. არაბული გაზაფხულების “დემოკრატიების” შედეგია ის საშინელება, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” და მისგან გამოქცეული მილიონობით ლტოლვილი ჰქვია, რომლებმაც ლამის წალეკეს მაძღარ-დავარცხნილი ევროკავშირი. ეს ევროგაერთიანება კი, ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს მომავალში დაიშლება. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირი, როგორც იდეა, უკვე აღარ არსებობს, რადგან ტერორიზმის შიშით აკანკალებულმა .. შენგენის ქვეყნებმა საზღვრების აღდგენაგამკაცრებაზე დაიწყეს საუბარი და არა მხოლოდ საუბარი _ უნგრეთმა ახალი ბერლინის კედელი აიშენა თავისი საზღვრების პერიმეტრზე.

ჰოდა, ჩვენსპრადვინუტებსვეკითხები: რომელ ევროპაში მივდივართ (ჯერ _ ვინ, როდის და სად გვიღებს?), რომელსაც თავისი გასჭირვებია?

ზემოთ, მგონი, საფუძვლიანად დავასაბუთე, რომ რუსეთი არ დაიშლება, მაგრამ, მოდი, დავუშვათ, _ დაიშალა, მერე ჩვენ რა გველის? _ რა და, რაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაგვაკლდა, იმას შეგვისრულებს რუსეთის დაშლა!

რუსეთი, რომც დაიშალოს, იმდენი მაინც დარჩება, რომ საკუთარ თავს მიხედავს, მაგრამ, თუ რუსეთმა კავკასიაში დაკარგა გავლენა, გნებავთ, “სუვერენული დემოკრატია”, რომლის მეშვეობითაც აკავებს, აკონტროლებს ჩრდილოკავკასიელ მუსლიმებს, ანუ პოტენციურ ისლამისტ ტერორისტებს, აი, მაშინ მოგვეცემა ლხენა ქართველებს _ “ისლამური სახელმწიფოაქ, საქართველოში, გაპარპაშდება _ მამაკაცებს გაგვჟუჟავენ და ჩვენს ცოლებს, შვილებს, დებსა და დედებს სექსმონებად დაინაწილებენ; იქით _ ქვემო ქართლსა და ჯავახეთს აგვახევენ და აქეთ _ აჭარაგურიასამეგრელოს დაეპატრონება ჩვენიმეგობარითურქეთი!

რუსეთის დაშლის შემთხვევაში ეს რომ ასე იქნება და არა სხვაგვარად, ისევე ნაღდია, როგორც ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჩვენც გვირტყამს და, პირველ რიგში, სწორედ ამის ბრალია ლარის გაუფასურება და არა _ ხელისუფლების (მაგათ თავისი ცოდვებიც ეყოფათ) უნიათობის!

ყოველწლიურად 2-3 მილიარდი დოლარი შემოდიოდა საქართველოში რუსეთიდან იქ მცხოვრები ქართველების ფულადი გზავნილების სახით და, ბუნებრივია, რუბლის გაუფასურების გამო იმდენს ვეღარ უგზავნიან საკუთარ ნათესავებს, როგორც ადრე.

ჰოდა, ჩვენს “პრადვინუტებს” ვეკითხები ზემოთ დახატული შესაძლო აპოკალიფსური მომავლის გამო, ოღონდ ნოდარ დუმბაძის ილიკო ჩიგოგიძის ენით: თუ ქვეყანა ინგრევა, შენ რა გიხარია, შე აბდალო, სიხარულის კურცხალი მომდისო, რომ ჩივი?”

რუსეთი სირიასა თუ უკრაინაშიისლამურ სახელწიფოსებრძვის თუ მარსელებს, ცივი ომი იყო თუ ცხელი, დიპლომატიური ფარისევლობაა თუ საჯარო დებატები, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ომია, ბრძოლა, დაპირისპირება ზნეობასა და უზნეობას, ღმერთსა და უღმერთობას, ეროვნულობასა და გარყვნილ კოსმოპოლიტიზმს შორის.

ღმერთისთვის, ზნეობისა და ეროვნულობისთვის მებრძოლი მხოლოდ რუსეთია; მეორე მხარე, ანუ აშშ იძულებულია, საკუთარი პირმშო _ “ისლამური სახელმწიფო” _ დაბომბოს “ლაითად”…

სინამდვილეში, ამერიკელები, ტერორისტებს კი არა, ეშმაკებს შეეკვრებიან, ოღონდაც რუსეთი დაშალონ, მაგრამ, ზემომოყვანილი ისტორიული მაგალითებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, შინაურ “პრადვინუტებს” თუ გარეულ ხლისტებს თამამად შევუძახოთ: აპრუწუწუნ, ვერ მოგართვით!

რუსეთი ევროკავშირის იდეის კრახის (თუ არ დაიშალა ევროკავშირი, ამ სახით მაინც ვეღარ იარსებებს, რადგან მოუწევთ ე.წ. ევროპული ღირებულებების გადახედვა) ფონზე ახლა ქმნის ევრაზიულ კავშირს და, ქართველებო, დავფიქრდეთ: სად ურჩევნია საქართველოს _ .. ევროპული ღირებულებების დასავლეთში, რაც, პირველ რიგში, ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს, ცოდვის დაკანონებას ნიშნავს, თუ ერთმორწმუნე რუსეთის ეგიდით შექმნილ ევრაზიულ კავშირში, სადაც ეკონომიკურის გარდა სხვა, გაცილებით ღირებული სარგებლი გველის _ შევინარჩუნებთ მართლმადიდებლობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და სოხუმცხინვალის დაბრუნების შანსს?

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here