Home რუბრიკები ბლოგი წიგნებიანი ციგნები, ანუ კატების ყეფა ბევრძაღლიან ქვეყანაში

წიგნებიანი ციგნები, ანუ კატების ყეფა ბევრძაღლიან ქვეყანაში

1027

სოციალურ ქსელებში უკვე არაერთხელ წავაწყდი ჩვენი საზოგადოების “უბრალო” წევრთა მიერ დიდი გულისტკივილით დაკომენტარებულ იმ ცნობილ გამონათქვამს, რომლის პერიფრაზიც მასალის სათაურის მეორე ნაწილშია გატანილი. ეს გამონათქვამი, ძირითადად, მაშინ ახსენდებათ ხოლმე ადამიანებს, როდესაც რომელიმე “არაუბრალო”, ანუ თვალსაჩინო წევრი ჩვენი საზოგადოებისა რაიმე სისულელეს ჩაიდენს ან წამოროშავს. ადამიანები ასეთ უტვინო ჩინოსანთა გამოხდომებზე წამსვე რეაგირებენ სოციალურ ქსელში და თავიანთ “ფეისბუქ-გვერდებზე” დებენ მათი სულელური განცხადების ან საქციელის დამადასტურებელ ინტერნეტბმულებს, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს. აი, სწორედ ასეთ ბმულებზე კომენტარების წაკითხვისას ხშირად ნახავთ მოსაზრებებს: “რას იზამ, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ!”.

ამას დიდი გულისტკივილით წერენ ქართველები და, ამ მართლა დაქცეული ქვეყნის შემხედვარეთ, ალბათ, აღარც აქვთ იმის გააზრების თავი, რომ საქართველოს პრობლემა და უბედურება სულ სხვა რამაა და არა უძაღლობა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნამდვილად უძაღლო ქვეყანა რომ ვიყოთ, კიდევ უფრო გასაგები იქნებოდა, რატომაც აყეფებენ ამ ქვეყანაში კატებს. ანუ, მოყვანილი ანდაზის აზრი გასაგებია: თუკი ქვეყანაში ძაღლები, ანუ ყეფის კარგი მცოდნეები არ არიან, სხვა რაღა გაეწყობა?! ამ ქვეყნის მესვეურნი იძულებულნი არიან, კატები აყეფონო…

კი, ბატონო! მაგრამ რა ჰქვია ქვეყანას, რომელიც ძაღლების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქ მაინც არათუ კატებს, არამედ ვირთხებსაც კი აყეფებენ?

სწორედ ასეთი ქვეყანაა დღეს საქართველო! დავაზუსტოთ: დღევანდელი საქართველო არის არათუ უძაღლო, არამედ ბვერძაღლიანი ქვეყანა, სადაც ამ ძაღლებს პირზე ალიკაპი აქვთ ამოდებული, ხოლო ყეფით კატები, ვირთხები, ბატები და ქათმები ყეფენ, უფრო ზუსტად _ ცდილობენ, იყეფონ!

საბედნიეროდ, ამ ალიკაპამოდებულ ქართველ საზოგადოებას ჯერაც შეუძლია, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოს ამ მყეფარა ვირთხებს და არ გაატანინოს მათ თავისი. სწორედ ეს იწვევს შემდეგ ვირთხების კიდევ უფრო გამწარებას და ისინი იმისთანას ამოიყეფებენ ხოლმე, რაც სუფთა ვირთხულია და მსგავსს თავმოყვარე კატა ნამდვილად არ იკადრებდა.

სამაგალითოდ გამოდგება საქართველოში დღეს ყველაზე ცნობილი მყეფარა ვირთხის _ ლევან ბერძენიშვილის მძიმე სისულელეები, თუნდაც მისი იდიოტური განცხადება, რომ თურმე ლადო ასათიანის კრწანისის ყაყაჩოები მკვდრადშობილი ლექსია”.

ამ სრულიად რეგვნულმა განცხადებამ მართლაც ააყეფა არაერთი ღირსეული ქართველი, რომელთა ვინაობაც ფართო საზოგადოებამ არც კი იცის და, სავარუდოდ, არც მომავალში ეცოდინება, რადგან ტელეეკრანები ისეთი ძალების ხელშია, რომლებიც მხოლოდ ვირთხებს აყეფებს და ის ორიოდე დაბალი ხარისხისა და მდარე შინაარსის ტელევიზია, რომელიც ცდილობს, ასე თუ ისე ღირსეულ ადამიანებს დაუთმოს ეთერი, დიდ გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებაზე.

აი, სწორედ ამიტომ ექმნება საზოგადოებას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უძაღლო ქვეყანაში ვცხოვრობთ და სწორედ ამიტომაც ისინი ერთგვარ ბუნებრივ მოვლენად აღიქვამენ ტელეეკრანებიდან კატების ყეფას.

კატები, უფრო ზუსტად _ ვირთხები, კი უფრო და უფრო იფერებენ წკავწკავზე ოდნავ მიმსგავსებულ კრუტუნს და ამას უფრო და უფრო გაბედულად ასაღებენ ყეფად.

რას მიქვია, ვინმემ ჩემზე რაიმეს უდიერად თქმა გაბედოს, მე იმდენი წიგნი მაქვს გამოცემული, ერთად რომ დავალაგო, ზოგიერთს წაკითხვა კი არა, აწევაც კი გაუჭირდებოდაო! _ რიხიანად შემოგვყეფა აგერ, სულ ახლახან, ზევით ხსენებულმა მყეფარა ვირთხა ლევან ბერძენიშვილმა და ამ მორიგი სისულელის თქმისას ისეთი ირონიულ-გამარჯვებული სახე ჰქონდა, რომ აშკარად დარწმუნებული იყო, ოპონენტების შესაშინებლად ყეფდა…

ადრეც მომისმენია ზოგიერთი მსგავსი ვირთხისგან ოპონენტთა მისამართით: _ თქვენ როგორ ბედავთ ჩემზე რაიმეს თქმას და ჩემს დაკნინებას, მე ხომ ამდენი და ამდენი წიგნის ავტორი ვარო!

ასეთ უაზრო კლიშეს, რომ თურმე, თუკი ვინმეს ბევრი წიგნი აქვს გამოცემული, უპირობოდ ითვლება ამა თუ იმ სფეროს შეუვალ პროფესიონალად, მიზანმიმართულად ამკვიდრებენ სწორედ სხვადასხვა სფეროს ვირთხები.

ანუ მათ სურთ, ჩამოაყალიბონ აზრი, რომ, თუკი კონკრეტულ ავტორს ლექსების ბევრი წიგნები აქვს გამოცემული, უდავოდ, მაგარი პოეტია; თუკი ბევრი სამეცნიერო წიგნი აქვს გამოცემული _ უდავოდ, დიდი მეცნიერი; თუკი ბევრი თარგმანი აქვს გამოცემული _ უდავოდ, უკონკურენტო მთარგმნელია და ა. შ.

ვერ გეტყვით, რომელ კონკრეტულ მეცნიერებაში ამოიკითხეს ამ “ზეგანათლებულმა” გვამებმა, რომ ადამიანის რომელიმე მიმართულებით მაგრობა მის მიერ გამოცემული წიგნების რაოდენობით ფასდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის სულელები მსოფლიოსთვის სიახლე სულაც არ არის.

გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებზე არაერთი უცხოელი მწერალი-იუმორისტიც წერს, ჩვენ, ქართველებს, არც ისე შორეულ წარსულში დაგვიტოვა სწორედ იმ “მკვდრადშობილი ლექსების” ავტორმა ერთი ძალიან ცოცხალი კალამბური-ფუნაგორია:

გამოვიდა წიგნები სახელგანთქმულ ციგნების!”

ეს ნიკა აგიაშვილის მოგონებებში ლადო ასათიანის ფრაზად არის ცნობილი და, რა თქმა უნდა, ეს ლადოს თანამედროვე სახელგანთქმულ ციგნებს ეძღვნება. მაგრამ აქ, ალბათ, მაინც ერთგვარი მისტიკაც შეგვიძლია დავინახოთ. ფაქტია: “საქართველოს ცხელი გულის” მგოსანს სწორედ გულმა უგრძნო, რომ რამდენიმე თაობის შემდეგ ერთ-ერთი სახელგანთქმული ციგანი მის პოეზიას მკვდრადშობილად მოიხსენიებდა და შემდეგ საკუთარი წიგნების რაოდენობითაც დაიწყებდა ტრაბახს…

ასე რომ, დიდმა მგოსანმა თითქმის 80 წლის წინათ გასცა პასუხი პატივცემულბევრწიგნიანსდა, რასაც იმსახურებს, სწორედ ის სახელი დაარქვა _ “სახელგანთქმული ციგანი”! სწორედ ამსახელგანთქმული ციგნებისადა მყეფარე ვირთხების გარემოცვაში უწევს დღეს არსებობა, ყოფა, განვითარება ქართულ მეცნიერებასაც, კულტურასაც, სპორტსაც, პოლიტიკასაც და, შესაბამისად, არც უნდა გვიკვირდეს ის, რაც ჩვენ გარშემო ყველა სფეროში ხდება.

ხდება კი ის, რომ მართლაც ღირსეული, მართლაც ღირებული, მართლაც ინტელექტუალური და გონებრივი რესურსის მქონე ადამიანები თამაშგარეთ რჩებიან. ისინი ხშირად, უსახსრობის გამო, იმ ელემენტარულ განათლებასაც კი ვერ იღებენ, რომელიც მათ გონებრივ მონაცემებს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცოდნად და საქმედ აქცევდა.

სამაგიეროდ, ამ მყეფარ ვირთხებს აქვთ გზა ხსნილი ყველგან და ყოველთვის _ უცხოეთში სწავლა გნებავთ თუ ადგილობრივი ტრენინგები, შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, წიგნების გამოცემა წარწერითდაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ”, ანუ .. სოროსის ფონდის მიერ.

და სხედან ეს სახელგანთქმული ციგნები და რა ენაღვლებათ?! რადგან ყოველგვარ სისულელეს უფინანსებენ, ესენიც გამოსცემენ და გამოსცემენ, მე თქვენ გეტყვით, ვინმე ან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს, ან რეცენზიას დაუწერს, ან შეედავება რამეში თუ რა?!

აკი, მათ, ვინც, წესით, მოდავე უნდა იყოს, არც არავინ აფინანსებს, არც არავინ უგდებს ყურს.

მახსოვს, ერთხელ, ერთ რედაქციაში მუშაობისას, ჟურნალისტს დავავალე, მოემზადებინა რუბრიკა “შრომის წიგნაკი”, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მათ მიერ განვლილი შრომითი გზის შესახებ უნდა დაესვა კითხვები. ერთ-ერთი ახალგაზრდა მწერალი ძალიან გააღიაზიანა შეკითხვამ. პასუხი მოკლე იყო: არსადაც არ მიმუშავია არასოდეს და არც ვაპირებ ვიმუშავო! ნუთუ არ უნდა იცოდეთ, მწერლები რით ირჩენენ თავს?! მე ჩემი ჰონორარებით ვცხოვრობ!”

აი, მყეფარა ვირთხის კლასიკური ნიმუში. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე მოწესრიგებულ ქვეყანაში, რომ მწერლებს მხოლოდ საკუთარი ჰონორარებით შეეძლოთ განცხრომით ცხოვრება; და მეორეც _ თუნდაც ის უცხოელი ცნობილი მწერლები განა 20 და 25 წლიდან ცხოვრობდნენ თავანთი წიგნების ჰონორარებით.

ნებისმიერ მათგანს ურთულესი ცხოვრებისა და შრომის გზა აქვს გავლილი! მხოლოდ სოლიდურ ასაკში მიაღწია მათგან უმეტესობამ აღიარებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს საკუთარი ჰონორარებით უზრუნველად ცხოვრება.

აი, ჩვენთან კი დიდი დაფიქრებაც არ დაგვჭირდება, არაერთს ჩამოვთვლით ისეთ მწერალპოეტდრამატურგს, მართლაც არსად არასოდეს რომ არ უმუშავნიათ და ლამის სკოლის დამთავრებისთანავე თავიანთ, არც ისე მაღალი ღირებულების მქონე ნაჯღაბნებში უხდიდნენ ჰონორარებს, იწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზო გადაცემაში, უცემდნენ წიგნებს და მათი მდარე ხარისხისშემოქმედებასსპექტაკლებადაც კი დგამდნენ

აი, სწორედ ამას ჰქვია კატებისა და ვირთხების აყეფება, ოღონდ არამც და არამც უძაღლო ქვეყანაში! ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველ ერში ძაღლად ჩასაგდები აღარავინ არის დარჩენილი.

თუკი რომელიმე ქართველი ბიზნესმენი ხელს გამოიღებს და დავით სარაჯიშვილის მსგავსად რეალურ, ჭეშმარიტ ნიჭიერებას დააფასებს და არაუნიტაზზე მსხდომთალიტერატურულ სექტას, თუკი სწორად შეარჩევს, ვის უნდა ანდოს თუნდაც ქართული ჟურნალისტიკის, მეცნიერების, სპორტის, კულტურის განვითარება, გარწმუნებთ, ამ დალოცვილ ქვეყანაში იმდენი ძაღლი აყეფდება, რომ სოფელიც მართლა აშენდება და ქალაქიც!

მანამდე კი, გამოდის და გამოდის “სახელგანთქმული ციგნების წიგნები” და ჩვენც, ისევ და ისევ ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთი უდიდესი გენიოსის პოეტური ოხუნჯობა გავიხსენოთ, რომ მეცნიერებათა აკადემიის შენობის კიბეზე დგომა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მართლაც კარგი მეცნიერია:

აკადემიის კიბეზე ქარმა დაქროლა ზენამან, მეცნიერნი და უვიცნი ერთად შეჰყარა ზენამან!” _ ასე იხუმრა დიდმა გალაკტიონმა თავის დროზე და მოდი კარგად გავისიგრძეგანოთ, რა ხდება ჩვენს თავს, სანამ მის ლურჯა ცხენებსაც რომელიმე სახელგანთქმული ციგანი მკვდრადშობილებად, დაფეხვილებად და უვარგის თოხარიკებად გამოგვიცხადებს…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყველაფერია ნათქვამი. საუკუნოდ უნდა დადუმდეს ლადო ასთიანის პიროვნებაზე და მის შემოქმედებაზე აუგის მთქმელი.

  2. ლევანი ნამდვილად ნასწავლი კაცია, მაგრამ ტვინმოღრეცილი და უკუღმართია, ხოლო რაც
    შეეხებათ \\\”უბორნიის\\\” კლასიკოსებს, მე ასე ვიცი რომ ტუალეტიდან ქაქი გამოდის და რა
    გასაკვირია \\\”უბორნიული \\\” ლიტერატურიდანაც იგივე გამოვიდეს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: natela Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here