Home რუბრიკები საზოგადოება ნაცები “მიშაობენ” _ გელა ჩარკვიანის რძალმა “გაზპრომს” წითელი აუნთო

ნაცები “მიშაობენ” _ გელა ჩარკვიანის რძალმა “გაზპრომს” წითელი აუნთო

მოლაპარაკებების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსულ ენერგოკომპანიაგაზპრომთანაწარმოებს, 26 იანვარს რამდენიმე მუსიკალურმა ჯგუფმა და მომღერალმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გამართეს საპროტესტო აქციაკონცერტიარა გაზპრომს”.

აქცია-კონცერტში მონაწილეობდნენ ნიაზ დიასამიძე, მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი ქეთათო, სკანდალური მწერალ-მომღერალი, “საიდუმლო სირობის” ავტორი ერეკლე დეისაძე, ჯგუფები _ ეპილანი”, “გამოუვალი მდგომარეობა”, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია (ერთ-ერთი ორგანიზატორი), “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მხარდამჭერი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი.

ეს აურზაური ატყდა მთავრობის წარმომადგენელთა განცხადების შემდეგ, ზამთარში აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნებრივი აირი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის და დეფიციტის შევსება “გაზპრომის” ბუნებრივი აირით უნდა მოხდესო.

აქციის მონაწილეთა აზრით კი, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები და რუსული ბუნებრივი აირის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ევროატლანტიკურ კურსსა და, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობას.

აქციის მონაწილეთაგან გამოირჩეოდა წითელ ექსტრავაგანტურ საცურაო კოსტიუმში (ამ სამოსს კაბას ნამდვილად ვერავინ უწოდებს) გამოწყობილი, ნახევრად შიშველი ქეთათო _ თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს ელჩის _ გელა ჩარკვიანის რძალი, რომელმაც განაცხადა: არ ვარ ღრმად ჩახედული გარკვეულ საკითხებში, მაგრამ არანაირი პრაგმატული მოსაზრება არ არსებობს იმის, რომ რუსული გაზი ჩვენთვის მომგებიანი იქნება”.

აი ასე _ “ღრმად ჩახედული” არ არის, მაგრამ ღრმად პატივცემული ქეთათო მაინც აპროტესტებს ისევე, როგორც ამ აქციის სხვა მონაწილენი. თუმცა ამ აქციის უკან ნათლად ჩანს ინტერესები “ნაცმოძრაობისა”, რომლის წარმომადგენლებსაც ის უფრო ადარდებთ, კონკურენტი არ გაუჩნდეს და, შედეგად, შემოსავლები არ შეუმცირდეს აზერბაიჯანულ ენერგოკომპანია “სოკარს”, რომელსაც სწორედ “ნაცმოძრაობამ” შეუქმნა მონოპოლისტური მდგომარეობა (“სოკარი” საქართველოს ბაზრის 80%-ს აკონტროლებს) საქართველოში. როგორც ამბობენ, “ნაცმოძრაობის” აქციებს სწორედ “სოკარი” აფინანსებს. ამას ადასტურებს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ ენერგოკომპანიაში მუშაობენ “ნაცმოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილის ე.წ. მოლარე ალექსანდრე ხეთაგური; “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” დირექტორი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით ზუბიტაშვილი; “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ზუბიტაშვილი; სოკარ ჯორჯია გაზისრეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი ნიკა ზუბიტაშვილი; სააკაშვილის მთავრობის პერიოდში გურიის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამადსოკარ ჯორჯია გაზისფინანსური სამსახურის უფროსი ვალერი ჩიტაიშვილი და თელავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამადსოკარ ჯორჯია გაზისკახეთის სამსახურის უფროსი დიმიტრი ბოჭორიძე.

აქციის მონაწილეები კი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ “ნაცმოძრაობას”, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში ქაოსი დათესოს და ამ გზით დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში, შემდეგ კი აღადგინოს ელიტური კორუფცია, უკანონობა, ბიუჯეტის ქურდობა, მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტა, პატიმრების ცემა-წამება და გაუპატიურება.

ზემოაღნიშნული აქციის მონაწილეთა ანგაჟირებულობასა და საკითხისადმი ორმაგი სტანდარტით მიდგომაზე ისიც მიუთითებს, რომ მათ არათუ საპროტესტო აქცია მოაწყვეს, კრინტიც არ დაუძრავთ ქართული ეკონომიკის “მამის”, სააკაშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძეზე, როდესაც მან წლების წინათ განაცხადა: რა პრობლემა იქნება, თუ რუსეთიდან შემოსული გაზის გამტარ მილში გადაგვიხდიან ფულს და მერე მოუვლიან ამ მილს?! რას ცვლის ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში? _ ჩემი აზრით, არავითარ საშიშროებას არ ქმნის!”

არც სააკაშვილის რეჟიმის “ხერხემლის”, შს ყოფილი მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის ნათქვამი გაუპროტესტებიათ: საქართველოში მოღვაწევითიბი ბანკი”, “რაო ეესიდა .. ძალიან აქტიურ ინვესტიციებს ახრციელებენ. ასე ვთქვათ, ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი ინვესტიცია საქართველოში მისასალმებელია”-.

რაც მთავარია, არა მხოლოდ ნახევრადშიშველ ქეთათო ჩარკვიანს, არამედ ამერიკიდან გულუხვად დაფინანსებული და მათი ინტერესების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხმა არ ამოუღიათ, როცა სააკაშვილის რეჟიმმა რუსულ კომპანიებს მიჰყიდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები: “თელასი”, ჟინვალჰესი, “ვარციხე 1”, “ვარციხე 2”, “ვარციხე 3”, “ვარციხე 4”, “ხრამი 1”, “ხრამი 2”, “ხრამი 3”, “ხრამი 4” (მფლობელი რაოეესი), “ხრამი 5, ენგურჰესი, გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი, შაორჰესი, “აჭარის წყალი” (მფლობელი “ენერგოპრო”), “ყაზტრანსგაზთბილისი” (მფლობელი რუსული კომპანია “გაზპრომი”), რიონჰესი (მფლობელი რუსული კომპანია “ენერგოინვესტი”), “ლაჯანურჰესი”, “მადნეული”, “კვარციტი”, “თბილისის წყალი” (მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული რუსული კომპანია)და სხვ.

როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების აზრით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს თითქმის ყველა ენერგოობიექტის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა დასაშვებია, აი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დეფიციტის შევსება “გაზპრომის” ბუნებრივი აირით კი ქვეყანას დაღუპავს… ასეა, ნაცები და მათი მხარდამჭერები (უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, _ აშშ-ის ინტერესების გამტარებლები) სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევენ…

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. როგორც კი აშშის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ,,გაზპრომთანმიმდინარე მოლაპარაკება ,,წინდახედულ ნაბიჯადშეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საკმაოდ გამჭვირვალედ და დამაკმაყოფილებლად მოქმედებს ამ საკითხზე, “ნაცმოძრაობისადა მასთან ასოცირებული . არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხმა აღარ ამოუღიათ, ეტყობა, საკითხშიღრმად ჩაიხედეს”.

1 COMMENT

  1. იმის რძალი, ამის რძალი არ ვიცი, ეს ხომ სოფლის ოღობე არაა?! ამ ქეთათოს უბრალოდ სექსუალური ფსიქოზი აქვს!!! დანარჩენ მუსორზე ლაპარაკიც ზედმეტია!

  2. გერმანული ნაციზმი არის ფაშიზმი. რა ჰქვია ქართულ ნაციზმს?
    მაგნაირი მსჯელობით ვისაც რუსული სისხლი ურევია საქართველოს მოქალაქეებს, სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოვუტანოთ ან საკონცენტრაციო ბანაკებში გამოვამწყვდიოთ,ან ვინც რუსულად დაილაპარაკებს თავ-ყბა დავუნგრიოთ.
    გეკითხებით ნაცისტებო:თქვენ ადამიანები ხართ თუ ცხოველები?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here