Home რუბრიკები პოლიტიკა ჯულიან ასანჟი ამხელს _ “ისლამური სახელმწიფო” აშშ-მა შექმნა

ჯულიან ასანჟი ამხელს _ “ისლამური სახელმწიფო” აშშ-მა შექმნა

495

“ვიკილიქსის” დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს აშშ-ის პირდაპირ ზეგავლენას ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

მის ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის სამინისტროსა და ცსს-ში დაიგეგმა. “ვიკილიქსის” დამფუძნებლის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” აშშ-ის პირდაპირი ჩარევით შეიქმნა. მიზანი კი იყო ნავთობის სამუშაოებისა და ერაყის კონტროლი გეოპოლიტიკური მბრძანებლობის გასამყარებლად.

ამერიკელი დიპლომატების მიმოწერაზე დაყრდნობით, ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის გავლენის სფეროში უკრაინის ჩართვის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა. აშშ შეეცადა, დაესუსტებინა რუსეთის პოზიციები ჯერ კიდევ უკრაინულ ყირიმში, სადაც განლაგებული იყო სამხედრო ბაზები, მაგრამ ყირიმის შესვლამ რუსეთის ფედერაციაში ამას ხელი შეუშალა. “საკმაოდ სახალისოა იმის ნახვა, როგორ უშედეგოდ დაიხარჯა მილიარდობით დოლარი, რომლითაც აშშ-მა უკრაინის არასამთავრობო სექტორი დააფინანსა”, – თქვა “ვიკილიქსის” დამფუძნებელმა.

სამ წელიწადზე მეტია, ჯულიან ასანჟი ლონდონშია, ეკვადორის საელჩოში. ერთი კვირის წინათ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. ღია წერილში, რომელიც გაზეთ Le Monde-ში დაიბეჭდა, ასანჟმა განაცხადა, რომ არის ჟურნალისტი, რომელსაც დევნის და სიკვდილით ემუქრება აშშ, რადგან ის პროფესიულ საქმიანობას ეწევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here