გაზეთ „Известия“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასაუბარია იმაზე, რომ თურქეთი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში, საიდანაც ტერორისტებს თურქეთში იაფი ნავთობი შეაქვთ.
LifeNews-ის ინფორმაციით, თურქეთის მიერ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე იერიშის ნამდვილი მიზეზი შესაძლოა ტერორისტების მიერ თურქეთისთვის მიწოდებული იაფი ნავთობი იყოს.
რუსული გამოცემის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის შვილი ბილალ ერდოღანი კავშირშია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ქვეყანაში ნავთობის შემოტანას აკონტროლებს, ამიტომაც, რუსული ავიაციის დარტყმა, მიყენებული ნავთობის მიმწოდებელ ბოევიკებზე, თურქეთის ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
თურქეთის ხელისუფლების „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირზე მუდმივად საუბრობს ზოგიერთი ექსპერტი, მედიაში კი გავრცელდა ფოტები, სადაც ქვეყნის ლიდერის მემკვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან ერთად პოზირებს.
„თურქეთი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში, საიდანაც ტერორისტებს თურქეთში იაფი ნავთობი შეაქვთ, რუსული თვითმფრინავები კი ბომბავენ ნავთობმზიდებს“-აცხადებს სამხედრო ექსპერტი, სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ივან კონოვალოვი.
რუსეთი იერიშებს აწარმოებს სირიაში ტერორისტების ნავთობის საბადოებზე: ორი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ნავთობის შესანახი რეზერვუარები, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბენზინის გადამზიდი სატვირთოების კოლონები.
კონსტანტინე ჩიკვილაძე