Home რუბრიკები საზოგადოება ბიუჯეტი _ მითი თუ რეალობა?

ბიუჯეტი _ მითი თუ რეალობა?

481

ბევრმა გაუთვითცნობიერებელმაობივატელმასასაცილოდ აიგდო თბილისის მერის, დავით ნარმანიას, უცნაური განცხადება _ “ოპოზიციამ საერთოდ რა იცის, რა არის ბიუჯეტი”. დგანან და დასცინიან ამჯიგარაუწონელკაცს და არ იციან, რომ ამით, ცეცხლს არადა, მთელ გალაქტიკას ეთამაშებიან.

აბა, ერთი მორჩით ცოტა ხანს ყბის მოქცევას და გამეცით პასუხი _ რა არის ბიუჯეტი? დიახ, დიახ!

ბიუჯეტი _ ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომელიც ზოგისთვის არის და მაინც არ არის, ხოლო ზოგისთვის არ არის და მაინც არის.

გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ _ ოპოზიციურიდან თუ სამთავრობოდან.

ყოველთვის და ყველა ვითარებაში მთავრობა ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი არის! და, როდესაც საჭიროა რაიმეს დაფინანსება, უცებ აღმოჩნდება, რომ არ არის!

ხოლო ყველა დროის ოპოზიცია გამუდმებით ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი არ არის! და, როდესაც საჭიროა მათი პარტიისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული მილიონების გადარიცხვა, აღმოჩნდება ხოლმე რომ არის!

ჰოდა, აბა, დადექით ახლა და მიპასუხეთ _ რა არის ბიუჯეტი?

ჰა, წაგიხდათ დედაქალაქის მერის დაცინვის ხალისი?

ამიტომ დაწყნარდით ახლა და ყურადღებით მომისმინეთ.

ჩვენმა ძალით სპეციალურმა კორესპონდენტმა სრული სერიოზულობით შეხედა ამ თემას და გაარკვია კიდეც ბევრი რამ, კერძოდ ის, რომ დავით ნარმანია სულაც არ ტყუის, როდესაც ამბობს, ოპოზიციამ რა იცის, რა არის ბიუჯეტიო. დიახ, ეს სრული სიმართლეა!

ოპოზიციამ კი არა, არც ხელისუფლებამ იცის, რა არის ბიუჯეტი და არც თვითონ დავით ნარმანიამ.

როგორც სანდო და, წყალი რომ არ გუავა, ისეთი წყაროები გვატყობინებენ, საერთოდაც, ბიუჯეტი ყოფილა მითიური სიტყვა და მისი არსებობა რეალურად ეჭვქვეშ დგას. არსებობს თუ არა ბიუჯეტი, ამაზე, დიდი ხანია, ბჭობენ მეცნიერები და ჯერაც ვერ მისულან საბოლოო დასკვნამდე.

ზოგი ფიქრობს, რომ ბიუჯეტი არის უცხოპლანეტური წარმოშობის მოვლენა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უცხო ცივილიზაციებმა ჩვენი მოთმინების, გამძლეობისა და ნებისყოფის შესამოწმებლად გამოგზავნეს და სწორედ მასზეა დამოკიდებული, გვცნობენ თუ არა ჩვენზე ბევრად განვითარებული სხვა ცივილიზაციები ამ გალაქტიკაში დარჩენის ღირსად თუ საბოლოოდ გაგვანადგურებენ.

აკი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოველ წელს, 25 წლის განმავლობაში, ყველა ოპოზიცია ყველა მთავრობას ემუქრება ბიუჯეტის ჩაგდებით, მაგრამ რეალურად და საბოლოოდ ჩაგდებული ბიუჯეტი არავის უნახავს.

სინამდვილეში ბიუჯეტის ჩაგდება ამქვეყნიური ძალების შესაძლებლობებს აღემატება.

როგორც ჩანს, სწორედ ყოველივე ეს გაიაზრა დავით ნარმანიამ და სწორედ ამიტომაც არ ისურვა ბიუჯეტზე საუბარი. თანაც იქვე წამოსცდა უდავო ჭეშმარიტება, _ რა იცის ოპოზიციამ რა არის ბიუჯეტიო!

ჩვენ კი ავდექით და უმოწყალოდ დავცინეთ ამ სიმართლისთვის დედაქალაქის ღირსეულ მერს.

სხვათა შორის, მეცნიერთა ვარაუდით, ბიუჯეტის მსგავს არამიწიერ, უცხოპლანეტურ და სხვაგალაქტიკურ ცნებებს მიკუთვნება ასევე ცნებები _ იმპიჩმენტი”, “არჩევნები”, “სამსახური და სხვა ისეთი მოვლენები, რომლებიც თითქოს არის ჩვენ გარშემო, მაგრამ რეალურად მაინც არასოდეს არ არის და, როგორც ჩანს, ჩვენი ცივილიზაციის წარმომადგენელთა გონება ამ უცხო ცივილიზაციის მიერ “შემოგზავნილ” ცნებებს ვერასოდეს ამოიცნობს.

სავარაუდოა, რომ ყველაზე უფრო იდუმალი, ამოუცნობი და უცხოპლანეტური მოვლენა არის პასუხისმგებლობა”, რომელსაც ყველა ყოველთვის “თავის თავზე იღებს”, მაგრამ ჯერაც ვერავის გაურკვევია, რეალურად რაში გამოიხატება ხოლმე ეს…

ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა ოდესმე კაცობრიობა, ამოხსნას ეს უდიდესი გალაქტიკათშორისი საიდუმლო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here