Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეფრი სილვერმანი: ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ

ჯეფრი სილვერმანი: ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ

თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია დაარსების დღიდან იპყრობს საზოგადოების ყურადღებას; მიზეზი უპასუხო კითხვებია, რომლებიც მის შესახებ გაჩნდა. ჩვენ ვწერდით 31 ოქტომბერს “ქორთიარდ მარიოტში” გამართული კონფერენციის თაობაზე, რომელზეც ლუგარის ლაბორატორიის საკითხები განიხილეს, მაგრამ გარკვეული კითხვები, საბოლოო ჯამში, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. სწორედ მასთან შევეცადეთ რიგი საკითხების საფუძვლიანად გარკვევას. 

_ ბატონო ჯეფრი, რა მიზეზებმა განაპირობა 300-მილიონიანი ინვესტიციის ჩადება ლუგარის ლაბორატორიის ასაშენებლად? ამ ლაბორატორიას აშშ დღესაც აფინანსებს

_ ეს ყველაფერი ბიოლოგიური იარაღის ამკრძალავი კონვენციის გვერდის ავლის მიზნით კეთდება. აშშ-ს არ აქვს უფლება, განაგრძოს სახიფათო ბიოაგენტების (ნივთიერებების) კვლევა, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იარაღად. ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენცია საკანონმდებლო ქარტიაა, რომელიც კრძალავს ბიოლოგიურ იარაღს, მის გამოყენებას და ცდების ჩატარებას ადამიანებზე.

_ ლაბორატორია მდებარეობს თბილისის აეროპორტთან ახლოს. ხომ არ არის ეს ტაქტიკური სვლა, რომ თვითმფრინავის მეშვეობით გადაიტანონ ვირუსები (ინფექციები) სხვა ქვეყანაში ან პირიქით _ სხვა ქვეყნიდან ჩამოიტანონ საქართველოში?

_ ზუსტად ასეა. ლუგარის ლაბორატორია აეროპორტთან ახლოსაა. ბომბების ჩატვირთვას ან ვირუსების გადატანას სხვადასხვა ობიექტზე იქიდან, სადაც ლუგარის ლაბორატორიაა, დიდი დრო არ დასჭირდება. ნახეთ, რა უეფექტოა აშშ-ის ბრძოლა სირიაში ტერორისტებთან. ერთ-ერთი სცენარით, არაბებს, ტერორისტებს და ა.შ. საშუალებას აძლევენ, ერთმანეთი დახოცონ და მას, ვინც ცოცხალი გადარჩება, აშშ გაანადგურებს ბიოიარაღით.

_ თქვენ პირველი ალაპარაკდით ლუგარის ბიოლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე

_ არა, ამ თემაზე რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა, თუმცა მათ ცოტა თუ უსმენდა. მე ვარ პირველი, ვინც მიიქცია საერთაშორისო ყურადღება. მე მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამ საკითხზე თავის დროზე მივეცი ინტერვიუები გაზეთებს _ “საქართველო და მსოფლიოსა” და “ყველა სიახლეს”. დეტალურად აღვწერე, რომ ეს ლაბორატორია არ არის ის, რასაც მთავრობა გვეუბნება. ლაბორატორია მდებარეობს დასახლება ალექსეევკაში, სადაც ერთი მილის (1,6კმ _ ხ.კ) რადიუსში რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხს, ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და .. ღორის გრიპს. და თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველო აღიგვება დედამიწის პირისგან.

_ ჭორის დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთივე ლაბორატორია ქუთაისშიც ამოქმედდება

_ დიახ, სიმართლეა. ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას, რომელსაც რუსები განსაკუთრებით აკვირდებიან. ასევე, მოქმედია .. მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში.

ლაბორატორიაში განთავსებულია ოთახები, სადაც წვავენ გვამებს… რაც შეეხება ექსპერიმენტებს ადამიანებზე, ის მიმდინარეობს, საზოგადოდ, მოსახლეობაზე სხვადასხვა სახის გრიპით (ვირუსით) და საექსპერიმენტო ვაქცინით. ეს საექსპერიმენტო ვაქცინები, რომლებიც გადასცეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან საეჭვოა, რადგან შემოწირულია აშშის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში არაფერია უფასო, ხაფანგში დაგებული სატყუარას გარდა.

_ მიწისძვრა, ალბათ, გასაკუთრებით სახიფათო ობიექტად აქცევს ლაბორატორიას.

_ ძალიან, რადგან შენობა რამდენიმეჯერ გადააკეთეს. კომპანია “ბეჩტელ ნეიშენალი”, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, შეეცადა, გაეზარდა მოგება. ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია, რათა სამუშაო მასალების ეკონომია გაეკეთებინა. თურქებმა კი ძალიან უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა.

_ შესაძლებელია, რომ ქათმისა (H5N1) და ღორის გრიპი(H1N1) ან ჯილეხი გაევრცელებინათ ბიოლაბორატორიიდან?

_ არა, უშუალოდ ლაბორატორიიდან არა, მაგრამ ის გამოუშვეს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მეცხოველეობის ინდუსტრიის გასანადგურებლად, განსაკუთრებით _ აფრიკული ღორის გრიპი. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში, და ვიცი, რომ, აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.

_ მთავრობა შეიცვალა, რას ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა პოზიცია ლუგარის ლაბორატორიის მიმართ?

_ რა თქმა უნდა, თუმცა კვლევები დღესაც მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ლაბორატორიებშიც.

_ დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების ჯანმრთელობა?

_ ინფიცირება ნამდვილად მოხდა. 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის, ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალურ კვლევები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოიარაღის პროგრამა აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიციაა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლაბორატორიების ქსელის მშენებლობას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებით.

_ როგორ დავაღწიოთ თავი საშიშ ვირუსებსა და ინფექციებს?

_ ეს მოხდება ლაბორატორიის დახურვით, აგრეთვე, ბიოიარაღის საწყობებისა და იმ ქიმიური ნივთიერებების მოშორებით, რომლებიც შესაძლებელია, გარდაქმნან იარაღად. უნდა დაიწყოს გამოძიება და გამომზეურდეს ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო აშშის საზღვაო ქვეით ჯარსა და წინა ხელისუფლებას შორის ამ ლაბორატორიების შესახებცხედრები იმ ადამიანებისა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ ინფექციისგან, უნდა დაიწვას, რადგანაც ის ინფიცირების მეორადი წყაროა. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბიოლოგიური ნივთიერებების კვლევა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, რადგანაც ეს არის ბიოლოგიური იარაღის შესახებ ქარტიის დარღვევა და საერთაშორისო უსაფრთხოების მუქარა. აღარაფერს ვამბობ საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ესპანურმა გრიპმა, რომელიც 100 წლის წინათ გავრცელდა, 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიო მასშტაბით. ბებიაჩემი მეუბნებოდა, იმდენი ხალხი კვდებოდა, დროულად დამარხვასაც ვერ ასწრებდნენო.

_ 2012 წლის თებერვალში ატლანტაში მდებარე ბიოლაბორატორიაში, უსაფთხოების ზომების დაცვის მიუხედავად, აირმა გაჟონა. ვართ კი საკმარისად დაცული მსგავსი შემთხვევისგან?

_ უსაფრთხოება დამოკიდებულია ბიოსაშიშროების დონეზე, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა ლაბორატორიაში, რადგანაც ჰაერის გამწოვები არასწორადაა დამონტაჟებული და საჭიროა მათი გადაკეთება. გაჟონვის შემთხვევაში, აირი სწრაფად უნდა დაკონსერვდეს და არ გააღწიოს გარემოში. არსებობს 4 ბიოდონე და ყოველ დონეს აქვს კონტროლის სპეციფიკური მექანიზმები მიკრობებისა და ბიოლოგიური ნივთიერებების შესაკავებლად. თბილისის ბიოლაბორატორია არის მე-3 დონის, რაც არ არის საკმარისი, იქ მომუშავეთა და, საზოგადოდ, ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. თუ აშშ-ის მთავრობა და მისი მოკავშირე ქვეყნები დაჟინებით გააგძელებენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დარღვევას, ლაბორატორიის უსაფრთხოების დონე უნდა ამაღლდეს BშL-4-მდე. აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამდენიმე ლაბორატორიაა BშL-4-ის უსაფრთხოების სისტემით, სწორედ ასეთი სისტემაა საჭირო საქართველოშიც. თუ უსაფრთხოების ეს დონე არ იქნება თბილისის ლაბორატორიაში, ის უნდა დაიხუროს.

ესაუბრა ხვიჩა კონცელიძე

110 COMMENTS

  1. ras uyurebs mtavroba, saswrafod unda daxuron da gaanadguron eg laboratoriebii.. xalxi mainc gamofxizldes,xom xedavt ra virusebia sul ro vrceldeba da vegar vagwevt tavs…es sagangashoa……..

  2. ამ დაბდურა და მონური სულისკვეთების მთავრობამ როგორ უნდა შეძლოს ამ საშინელების განეიტრალება! ფუ!

  3. იმიტომ გახშირდა მოურჩენელი ვირუსები, მოკლედ მაგრად გვიყენებენ სტრატეგიული პარტნიორები

  4. რას ვუყურებთ ხალხო ეს ამბავი არის საგანგაშო , გაგვხადეს საცდელ ვირთხებად, თუ დააკვირდებით უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში როგორ გაიზარდა მოსახლეობაში კიბო და სიმსიმნეები,რა გამორიცხულიაა რომ ეს სპეციალურად არ კეთდებაა, ჩვენი ხალხი რაღაც გამოთაყვანებულები გავხდით, დროა განგაშის ზარების, მოთხოვნა დახურონ ეს დამპალი ლაბორატორიები არ გვჭირდება

  5. tu aseti rame arsebos dalosvilebo, sixis kadrebi xom gamoakveknet, amaze ratom dumxart? mogsont? sassrapot atexet gangashi misi daxurvistvis. magram ikneb saarshevnot gamoikenot? kvekanas ganadgureba emukreba da isev mtavrobebis dadanashaul nebismierebashi kargavt dros? nebismierma mtavrobam nebismier pasad tu is martla mtavrobaa, unda gaskvitos eg veragi xelshekruleba. magram me mains eg ar mjera. realobas moklebuli aaa…..gmerto ar visiiiiiiiiiiiiiii

  6. ამას ჰქვია ,,ენას ძვალია არ ააქვსო\\\”
    უწიგნურობა დედაა ყოველგვარი ბოროტებისა,

  7. yvelaz martiv shemtxvevashi ubralod davixocebit ragaca virusisgan. da yvelaze uares shemtxvevashi albat zombebad gvaqceven amaze uaresi biologiuri iaragi ar arsebobs bgeris siswrafit vrceldeba albat kinoebshi moyvanili ideac ragac simartlis safudzvelzea agebuli

  8. ამ მთავრობამო კიდევ რომ იძახით წინა მთავრობის დროს არ აშენდა ეს ლაბორატორია? არც ერთი მთავრობა არ ზრუნავს ქართველ ხალხზე და გენოციდია ხალხოო გამოფხიზლდიით!!!

  9. მოგიწოდებთ რომ დავთქვათ დღე და ადგილი რომ გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ აკრძალვა ამ ლაბორატორიის…

  10. ვაიმე,რა საშინელებაა, რა გველის, ღმერთო დაგვიფარე! აი რას უნდა მიხედოს მთავრობამ და არა შიდა ურთიერთკინკლაობას.

    • ზემოთ კომენტარები წავიკითხე და გაოცებული ვარ …რას ჰქვია უწიგნურიბა – !!! ამ ერთ ციდა საქართველოს არ სჯირდება ისე დამონტაჟებული აპარატურა და გამწოვი საშუალებები – რომელიც პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას გაჟონვის შემთხვევაში – !!! არ არის საჭირო ეგ ქარხანა თუ ფაბრიკა … რა ვიცით თუ უკვე არის მომხდარი მსგავსი ავარიები – ??? მოსახლეობა კი ჭურში ზის ..

  11. კომენტარები წავიკითხე და გულს მიხეთქავს ის , რომ ამდენი გაუნათლებელი, უვიცი, აზროვნებას მოკლებული, სკანდალის მოყვარული მოქალაქეა გარშემო. თორემ, ეს რომ აგორებული თემაა ამაზე არც არის საუბარი. ნუ ბლოკავთ ჩემს კომენტარს. ერთი უკვე დაბლოკეთ. ეს მაინც გაუშვით. რისი გეშინიათ.

    • ქ. ნინო ამბობთ ამდენ უცოდინარ ხალხს რა ეშველება, გთხოვთ განუმარტოთ და იქნებ გაანათლოთ ხალხი, რა ხდება? სანამ არ ამოხოცილა ხალხი.

    • აგორებული თუა, იქნებ გაგვანათლოდ და აგვიხსნათ, რა სარგებლობა მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ამ ლაბორატორიას, რომელიც, ასე “უპირველესად და აუცილებლად პირველ რიგში”, საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის?…

    • თქვენ ეტყობა ძალიან განათლებული ბრძანდებით. იქნებ აგვიხსნათ, საერთოდ რა საჭიროა ლაბორატორია??? რაღაც ლაბორატორიას, რომლის საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი, არ ჯობია ფაბრიკა ქარხნები აშენდეს და ჩვენი თავი ჩვენ თვითონ შევინახოთ?? მუდმივად მათხოვრის ხელი რო გვაქვს გაწვდილი დასავლეთისკენ?? საქართველოში რამოდენიმე ათეული ადამიანი ყვლიფავს ხალხს იმის გამო, რომ წავიდეს და სხვა ქვეყნებში იგულავოს. საქართველოს ყიდიან, ვის აქვს ხალხის დარდი. რაც მალე ამოწყდება ქართველი ერი, მით მალე საასრულებენ გაყიდვის პროცედურას.

  12. SOS! აიკრძალოს ლაბორატორია და გაიტანონ ქვეყნიდან. ლაბორატორიის გახსნის დროს თვალებში ნაცარს როგორ გვაყრიდნენ, ვეჭვობდი,სრული სიმართლე ყოფილა.

  13. კმერტო ეს რა გავიგე და წავიკიტხე ,ხალხო გული ამიკანკალდა ამაზე უნდა ატკდეს მტელი ამბავი სულ ამოგხვოცამენ,როგორ გაკეტეს ამ გორებმა ერტი გამდიდრდეს და ამდემნი ხალხი დაიხოცოს იმიტომ არის საშინელი ვირუსები რომ ვერ იშორებენ ეს რა დგეში ვარტ ხალხო მოსვენება დავკარგე.

  14. კმერტო ეს რა გავიგე და წავიკიტხე ,ხალხო გული ამიკანკალდა ამაზე უნდა ატკდეს მტელი ამბავი სულ ამოგხვოცამენ,როგორ გაკეტეს ამ გორებმა ერტი გამდიდრდეს და ამდემნი ხალხი დაიხოცოს იმიტომ არის საშინელი ვირუსები რომ ვერ იშორებენ ეს რა დგეში ვარტ ხალხო მოსვენება დავკარგე.

  15. ხალხო, სანამ ურემი გადაბრუნებულა, რამე უნდა ვიღონოთ, არცერთი მთავრობა არ გააკეთებს ხალხის გასაკეთებელს, მით უმეტეს თუ წინა მთავრობაში ვიღაც გამდიდრდა და ახლაც ვიღაცეები მდიდრდებიან ჩვენი ტანჯვის ხარჯზე. მინახავს ფილმები თუ როგორ ცდიან ამერიკელები აფრიკელ ხალხზე სხვადასხვა ვირუსებს და მერე აკვირდებიან მის მოქმედებას, ასე ვართ ალბათ ჩვენც.

  16. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და გამოძიიოს ის ხელშეკრულება,რომელიც წინა მთავრობამ გააფორმა აშშ-სთან.ეს ერის მოსპობის ტოლფასია.რაც არ უდა იყოს ჩვენ ქვეყანას არ ჭირდება ესეთი ლაბორატორიები.

  17. ნუ იჯერებთ ამ სისულელეებს ხალხნო..რუსეთის სპეცსამსახურები დაუღალავად მუშაობენ იმისთვის,რომ თქვენ ანტიამერიკული განწყობები შეგიქმნათ ..

  18. 100%It darwmunebul var saqarTveloshi sxvadasxva medikamentebs pirdapir adamianebze cdian, gviyeneben sacdel bocvrebad. 2014 wels mivedi gaciebis gamo eqimtan dawera kagaldis naglejze dasalevi sitxe stafilos feri ,romelic motavsebuli iyo plastmasis mogrzo, martkutxa formis milebshi, samwuxarod saxeli ar maxsovs, rom mcodnoda ra meloda ra gadamagdebinebda wamlis yuts ,. gavfuvdi, davmrgvaldi. da quchashi ramdenime moqalaqem gamachera da mkitxa da tan daayoles , rom mat axloblebsac gadaxdeniat msgavsi ram,unda movitxovot, rom eqimi ar utitebdes , sad, romel aftiaqshi viyidot wamali da movitxovot recepti eqimis bechdit,xelmowerit da klinikis shtampit. eqimebi aftiaqebtan garigebas deben da amit xels itboben. axla wava komentarebi, ai specialurad dawerili da a.S. EMIGRANTI VAR SXVA GZA DA XSNA ROM AR MQONDA VIFIQRE\\\”MIYE , MIYE SIMARTLES GAMOGILEVS SINATLES\\\” AVEDI ASE GAFUEBULI TVItmfRINAVSHI DA UFLIS NEBIt gadavrchi. swor mkurnalobaze mefiqra tu im gaqsuebul eqimis Chivils gadavyolodi, mashin vegar wamovidodi, bilets vada gasdioda .

  19. McDonald-is shenobis rustavelze gamochimvisa ar iyos (shevardnazis dros), ashenebis uplebas ratom vadzlevt imtavitve,roca danamdvilebit ar vicit, ras mogvitans am proektis ganxorcieleba !? mtavrobashi, mogexsenebat, mecnierebi da profesorebi ar sxedan! titq.is yvela qveynis mtavrobashi dzalosnebi da politikuri ambiciebit shepyrobili karieristebi sxedan! ise rom, roca laboratoriebs gvisheneben, aq chvenma mecnierebma da saertashoriso expertebma unda gadacyviton sakitxebi. Xeli unda sheucyon kvalificirebul mecnierebs gaarkvion aseti sasicocxlo mnishvnelobis sakitxebi. amerikisgan damoukideblad dzalian nayopierad mushaobda tbilisis Bakteriopagi sakmaod avariul shenobashi dzalian mcir shemosavlebze. mat uamrav adamians daubrunes janmrteloba da sicocxle. ratom ar daexmara Amerika am da sxva amgvari laboratoriebis ganvitarebas!? ratom ar xdeba expertebis mier mati laboratoriebis sapuzvliani kvleva?

  20. კვლევა და გამრავლება კი არ უნდა ამ ბიოლოგიურ საფრთხეებს,პირიქით ბრძოლაა საჭირო ყველანაირი ბიოუბედურების წინააღმდეგ! არანაირი ლაბორატორიები არ გვჭირდება აქ,ყველამ თავის ქვეყანაში იკვლიოს რაც მოეპრიანებათ,ხალხის უბედურებით კი ვინც ხელს ითბობს,არ უნდა ვაპატიოთ,ხმა ამოვიღოთ ხალხო,ეს ყველას საქმეა და ბოლოს და ბოლოს როდამდე უნდა ვიცხოვროთ ვიღაცის კარნახით? ჭირსაც წაუღია ამერიკაც და რუსეთიც,მე ჩემს ქვეყანაში მინდა უსაფრთხოდ ვიცხოვრო!

  21. მოკლედ ამ წინა ხელისუფლებიდან რა ყველაფერი უბედურება იყო მოსალოდნელი ხალხო, ოღონდ სარგებელი ეშოვათ და არაფერს არ დაეძებდნენ, ძალიან მაგრად დავდგეთ არჩევნებზე რომ ეგენი არ შემოგვეპაროს თორემ დაღუპულები ვართ, ხალხი თუ მაგრა დადგება ვერავითარი ევროპა და ამერიკა ვერაფერს დაგვაკლებს.

  22. xalxo nutu ver xvdebit amas kvelapers amerika aketebs, chven gasanadgureblad, advilad chaigdos xelshi chveni kvekana da gaxados poligoni, amitom ertmanets davudget gverdshi politikis gareshe

    • დაწყნარდით, ქალბატონო. უკვე კაი ხანია განდგურებულებიც ვართ და ხელშიც ვყავართ ჩაგდებულები

  23. ეს კარგად უნდა გაითავისოს ამ ლაბორატორიის ახლოს მცხოვრებლებმა და მათი გამოსვლებით, ერთსულოვნებით აიძულონ ხელისუფლება დაიხუროს ეს ლაბორატორიები სანამ მთლად არ ამოვმწყდარვართ …..ახლა ყველაზე კარგი მომენტია ამერიკის მთავრობა შეიცვალა და იქნებ რაიმე საშველი ჩვენთვისაც გამოჩნდეს, უნდა ჩამოგიყვანოს სააკაშვილი მთელი ოჯახის შემადგენლობით და ლაბორატორიის გვერდით აცხოვრო…..ესეც თქვენი მეგობარი ამერიკა, სულ ჩვენი ჯავრით აღარ ეძინათ, იმის ფიქრში არიან როდის ჩაიგდებენ ხელში ამ აყვავებულ მიწებს…..გამოფხიზლდი ჩვენი მთავრობა, თორემ ის მოწამლული ჰაერი თქვენს ოჯახებში შემოვა და თქვენი შვილებიც შეისუნთქავენ!!!!!!!!!!

  24. xom vxedavt rom chveni mtavroba garigebulia,an ususuria,xalxis dzala tu sheacherebs am ubedurebas,torem tavisi nebit arasodes daxuraven,amitom chven tviton unda vushvelot chvens momavals,garet unda gavidet da gavaprotestot,tan sascrapod,esec erterti nishania am eksperimentebis,rom xalxs cinaagmdegobis gacevis survilic agara akvs,ukve sakmaod zombirebulebi vart,chakles chvenshi kvelaperi da uaresi gvelodeba,gamovpxizldet da vaidzulot rom daixuros laboratoriebi

  25. ,……….რას უყურებ მთავრობააავ, თუ რაგგონიათ, თუ გაჟონა თქვენ გვერდს აგივლიიით ?????რად გინდათ ამდენი ფულები და ინცესტიციებით,….გაჟონვის შემთხვევაში, ავტომატურად იკეტება საზღვრები,…….!!!!! ვერსად ვერ გაასწრებთ !!!!!

  26. მე საქმის კურსში ვარ, თუ როდი მოხდა ამ წამოწყების ინიციირება და შემდგომ განხორციელება. ეს დაიწყო რევაზ ადამიას (ბაქტერიოფაგის ყოფილი დირექტორის, პარლამენტის სატანადო თავჯდომარის და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრის) და ნატოს წარმომადგენლებს შორის \\\”ჰოტელ მეტეხი პალასში\\\” შეხვედრისას. პროექტი განხორციელდა მ.სააკაშვილის დროს. მახსოვს უარყოფითი რეაქცია პარლამენტარ გიორგი გაჩეჩილაძისგან, რომელიც მან ტვ \\\”კავკასია\\\”-ში გააჟღერა. აშშ-სა და ჩვენს სახელმწიფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობებიუს გათვალისწინებით ამ ლაბორატორიის ლიკვიდირება შეუძლებლად მიმაჩნია. უფრო რეალურია, რომ ლაბორატორიაა, არსებულზე უფრო მაღალი – BშL-4-ის უსაფრთხოების სისტემით აღჭურვონ. აი, ამ მიმართულებით მუშაობამ ნამდვილად შეიძლება მოიტანოს რაიმე შედეგი.

  27. დიდი ხანი ეჭვი მეპარებოდა რომ, საქართველო არ უნდა ყოფილიყო გაუნათლებელ ქვეყნებს შორის, მაგრამ ამ თქვენ ინტერვიუთი დავრწმუნდი რომ ჩემი ეჭვი, ეჭვი კი არა რეალობაა. ძალიან მაინტერესებს დაწყებული იმ ამერიკელით და მისი ინტერვიუს ამღებით დამთავრებული კომენტატორებით და ამ პუბლიკაციის გამომქვეყნებელით რომელი ხართ მიკრობიოლოგი, ან ვირუსოლოგი ან მოლეკულური ბიოლოგი ან საერთოდ აზრზე ხართ რა სისულეებს წერთ და აქვეყნებთ. თუ რეიტინგის გამო ყველაფერზე მიდიხართ ? შთაბეჭდილება მრჩება რომ გაუნათლებობიდან სიხეეპრეემდე არაფერი აღარ გაკლიათ. ძალიან გავს ანდაზას კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ………..

  28. Rad ver vkhvdebit,Rom kvelaferi sibinzure amerikidan modus,diakh,es simartle iqneba,radgan,amdeni simsivnit daavadebulebi da virusebit daavadebulebi arasdros Kodiak dare filtvebis antebistvis penicillin -streptomicinis grads at ikhmareboda araferi,da 10nevsit rcheboda avadmkofi,ekhla ra ubedurebaa iseti zlierio da zvirianio medikamentebi da araefeqturi.chvenze rogorc pitomnikis maimunebse use cdian kvelafers,magram vin igebs khmas. LUKASHENKOS ratom ver ubedaven?imitom ,Rom vajkacurad abuapangura amerikelebi.mtavroba tu ar gvpatronobs,chven gamovfkhizldet da gamovidet quchashi.

  29. რაც აქ წერია ტყუილია. არანაირი ვირუსები და ბაქტერიები არ ვრცელდება ლაბორატორიიდან. და არც გვამებს არ ვწვავთ იქ. ეს ინტერვიუ არის პროვოკაციული და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ლუგარის ცენტრი არის მსოფლიო დონის სამეცნიერო დაწესებულება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ეპიდემიების დროული გამოვლენა და შემდგომი გავრცელების პრევენცია.

    • მოგვახსენეთ როდის რა გამოავლინეთ??
      მე არ მქხსოვს, რომ ლუგარის ლაბორატორიას რაიმე განცხადება გაევრცელებინოს, მაშინ მოკლედ გვითხარით ამჟამად რაზე მუშაობთ, რას აკეთებთ?
      მუშაობენ თუ არა უცხოელი სპეციალისტები თქვენს ლაბორატორიაში და გამჭვირვალე თუ არა ყველასათვის რა და როგორ კეთდება აღნიშნულ სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში, ჩააბარეთ ხალხს ანგარიში პერიოდულად მაინც თქვენი მუშაობის შესახებ!

    • მოგვახსენეთ როდის რა დაავადება გამოავლინეთ, ამჟამად რითი ხართ დაკავებულები?
      მუშაობენ თუ არა ლაბორატორიაში უცხოელი სპეციალისტები და რამდენად გამჭვირვალეა მიმდინარე კვლევები, ხელმისაწვდომია არსებული ინფორმაცია?
      ჩააბარეთ ანგარიში პერიოდულად მაინც ხალხს თქვენს სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებაში მი დინარე სამუშაოების შესახებ.

    • თუ ლუგარის ცენტრს მართლაც აბარია ეპიდემიების დროული გამოვლენა და პრევენცია, მაშინ რატომ ვერ გამოავლინა მან დროულად ეს ღორის გრიპი , სანამ ადამიანები დაიღუპებოდნენ?? სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედოთ, რომ ხალხს დაუმტკიცოთ თქვენი სიმართლე! ქვეყანას დიახაც უნდა ჰქონდეს ლაბორატორიები და საკვლევი ცენტრები, ოღონდ მისი მიღწევები კეთილ მიზნებს უნდა მოხმარდეს და არა მოსახლეობა ამოწყვიტოს!

    • გასაგებია რომ რომ სერიოზული კვლევითი ცენტრია, ბევრი დადებით მხარეებით მაგრამ აქვს ურყოფითიც რომლის გამოყენება მტერს უკიდურეს შემთხევაში არ გაუჭირდება მართალია ჩვენ ამ საქმის პროფესიონალები არ ვართ მაგრამ არც ისეთი ბნელები როგოც აქ ზოგიერთმა აღნიშნა რომ ამ ლაბორატორიის საშიშროებას ვერ მივხვდეთ.შეიძლება ინტერვიუში არის გადაჭარბებული რამე მაგრამ არ არის გამორიცხული რომ სიმართლეც იყოს ,მე მგონია რომ ჯობს წინა და ახლანდელ მთავრობებზე ქომაგობას ვაღიაროთ რომ ორივეს ერთანირი დაინტერესება აქვს ამ ლაბორატორიის არსებობის აუცილებლობაზე .

  30. ჯამრთელობის სამინისტრო რას უყურებს? მინისტრო ბატონო ალბათ ელჩს უნდა შეუთახმდე ? მიხედე საქმეს თორემ ხალხი თუ ადგა არც თქვენ დაგადგებსთ კარგი დღე

  31. რუსთაველები გადაირივნენ.რა ხდება ხალხო.სიამოვნებთ ამდენი პატარას წამება? დასახვრეტები არიან.

  32. ივანიშვილმა ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაათვალიერა
    08 მაისი 2013, 16:19
    საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის გახსნას დაესწრო.

    ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის.

    ბიძინა ივანიშვილმა ლაბორატორია დაათვალიერა და მის ტექნოლოგიებს გაეცნო. პრემიერმა უშუალოდ ლაბორატორიის თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

    ლაბორატორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

  33. ხალხოოო, მოდით აზრზე.რამდენი პატარა იტანჯება ამ მაიმუნური ვირუსებით.

  34. S O S
    ეს ტექსტი რომ სიმართლეს შეიცავს, უდავოა…. ..უნდა დაიხუროს ლაბორატორია და ამას ძალისხმევა სჭირდება ,ხალხის ერთიანობა სჭირდება …გულშემატკივრობა სჭირდება იმათი ვისაც ხელწიფება ასეთ საკითხებთან სამართლებლივი მიდგომა და ლაბორატორიის ლიკვიდაცია გაუქმების- კანონიერი გზით მოთხოვნა, მავნებლობის დამადასტურებელი არგუმენტაციით …… სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს ზომები ლაბორატორიის გაუუვნებელსაყოფად…

  35. ტექსტისაქართველოში რომ ქაოსია…ეს ახალი ამბავი არაა…საინტერესოა, ხელისუფალთა შვილები დაცულია …თუ რატომ არავინ ინტერესდება აღნიშნული თემით ..იქნებ მავანთა ბიუჯეტებს მლნ-ები დააკლდება და არ აწყობთ….სხვაგვარად ახსნა არ აქვს საქართველოში გავრცელებულ ავადმყოფობებს,სუიციდებს და ათასგვარ პრობლემებს…

  36. ნუ პანიკდებით ხალხო !!! ყველაფერი კარგად არის , არაფერი მსგავსი ექსპერიმენტები იქ არ კეთდება თუ არ ჩავთვლით თვითონ სპეციალურად ვირუსის შექმნას და სამაგიეროდ მის საწინააღმდეგოდ გამოსაგონი და დასამარცხებებლ პრეპარატების მიღებას.

  37. ეს თუ ისევ ჩვენი დაბოლება არაა, მხოლოდ აქ წერთ და მორჩა?
    თუ ასეთი უტყუარი მასალა გაქვთ რატომ თქვენ თვითონ
    არ აპროტესტებთ და ასე მშვიდად რატომ აფორიაქებთ ხალხს?
    თქვენ აეღოთ და ხალხმა იყვიროს?
    იყვირეთ თქვენ ხმამაღლა და დასაბუთებულად
    და მერე აგყვებათ ხალხი. ჩუმად წერა ჭორების დაყრას
    გავს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს უკვე

  38. ამ მთავრობას თუ არ შესწევს ძალა ვთხოვოთ პუტინს და დაბომბოს ეს ამერიკოსების ბუდე!

  39. es aucileblad unda gaprotesdes amis yureba da mosmena ar shrizleba umoqmedod shvilebi gveZrdeba ramdeni axqlgazrda mahvilmkvdari dedebi gamravldnen es sruli koshmaria damgupvelia titoeuli ertistvis

  40. ჩვენ კი როგორმე დავცინოთ განგაშის ამტეხ ხალხს და ვხოცოთ ერთმანეთი! განა დაღუპვის ღირსი არაა ასეთი ,,საზოგადოება\\\”? თუ ხელისუფლებაში, ან მასთან ახლოს ვართ, მაშინ არ გვაწყობს ამ უმძიმესი დანაშაულის გამომზეურება. ხოლო განგაშს ვტეხთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შორს ვართ ხელისუფლებისგან და ხელს ვერ ვითბობთ მისი დანაშაულებით. სირცხვილი ასეთ საზოგადოებას!

  41. ამ საკითხს უნდა მიეცეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა! მოვითხოვოთ საზოგადოებამ პასუხი!!!! ასევე არასამტავრობოებმაც ამოიღონ ხმა!!!

  42. ჯეფრი სილვერმანი არის გაურკვეველი წარმოშობისა და მიზნების პერსონა. კარგა ხანია გასაგდებია ქვეყნიდან. არც ცხვირპირის ბევრჯერ შელამაზებამ უშველა!!! სკანდალისტობით და ვითომ ჟურნალისტობით ატყუებს ადამიანებს და ეს არის მისი პური!!!!! 🙁

  43. რას უზის ეს მთავრობა მხოლოდ ამისთვის არიან დასახვრეტი ნაცები და ახლა ეც ადეთ როგორმე გაყაროთ ეს ბოროტებიდ მანქანის მიერ შრმოთრეული ლაბორატორიები..

  44. ამ ლაბორატორიიდან სულ რამდენიმე მეტრში აეროპორტის დასახლებაა,თავის დროზე როცა ეს ლაბორატორია შენდებოდა,ხალხმა პროტესტი გამოთქვა,გამოვედნენ და აქციაც მოაწყვეს,მაგრამ აქციააქციად დარჩა და ლაბორატორია მაინც აშენდა.ჩვენკი საკუთარი ფანჯრებიდან ვუყურებდით როგორ შენდებოდა და \\\”მშვრნდებოდა\\\”.სავარაუდოთ არც არავინ დახურავს,რადგან ამჟამად ეზოში მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.რა შენობაა ვერ გეტყვით.იქნებ სავადმყოფო მსხვერპლები იქვე რომ დააწვინონ.გვეჩვენება თუ დამთხვევაა არ ვიცი.დასახლებაში იმატა სიკვდილიანობამ,თითქმის ეპიდემიასავითაა სიმსივნური დაავადებები.პერიოდულად ღამით დიდი რაოდენობის თეთრი ორთქლი ამოდის მილებიდან.ახლა \\\”სასიხარულოსაც\\\” გეთყვით:ესეც პერიოდულად ხდება,ლაბორატორიის ეზოში სპეციალურად დადგმული სამაგრიდან \\\”ფეიერვერკებს\\\” ისვრიან.ეს ალბათ ის \\\”ზალპია\\\” ახალი მიღწევები და სასიკვდილო აღმოჩენებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ.

  45. ყველა ექიმი, ბავშვს რომ მიიყვან ამას გეუბნება, რომ ვირუსები აშკარად სპეციალურადაა გაშვებულიო.

  46. romel mtavrobis dros ashenda es laboratoria da vin misca tanxmopa chvens teritoriaze aseti sashinelebis gaxsnaze …xalxnoras vpikrobt chveni momavalitaoba da shvilebi gvegupebarad gvinda rom vshromobt tkvilad ..kargivtkvat gamovedit protestit …vin daxuravs chvens chkuaze am laboratorias .. sakartvelo kartvelebis gRESHEO DA PAKTIC SAXEZEA …IZAXET KIDE AMERIKA DA NATO ARIS CHVENI MSHVELELIO …..DAGVCAMLES DA EG ARIS ..

  47. რაღაც ეჭვი მეპარება.არა მგონია რომელიმე ხელისუფალს(ზოგადად ადამიანს) ასე ამოხოცვა უნდოდეს ქართველების.თუ წინას უნდოდა ეხლანდელი რას ფიქრობს ??????. თუ, ფული არა აქვს? ხალხო დაწყნარდით უფალი არ გაგვწირავს…………

  48. Imitom gvianonseben ase sizustit rom turme viruss elodebian tebervlis bolos da ragac tvis bolos.mere aptiaqebi gamogvicxadeben aqciebs gripis wamlebze da kide unda gvixarodes.sacdeli virtxebi vart xalxno.vai rom bavshvebi yvelaze metad zaraldebian!

  49. albat amitom ase gaxshirda leikemia da virusul daavadebebiiiii, ra elis chvebs shvilebs aravin icis, r a g v e sh v e l e b a,yvelas gvaqvs survili am laboratoriebis mospobis, magram vin mogvxedavs, saswrafod xalxiiiiiii, qudze kacio, rom ityvian da iqneb gadavarchinot sucocxleeeeeeee, unda miawvdinot xma televiziaaas, rom xalxma gaigos es ambaviii……..s a s w r a f o d

  50. 1990CELS KUTAICHI ORASI ATASZE METI ADAMIANI CXOVROBDA DA SUL 5 APTIAKI IKO DA RIGEBI ARAVIS UNAXAVS!!! EXLA KUTAICHI CXOVROBS ALBAD AS ORMOCDA ATI ATASZE NAKLEBI DA KUTAICHI REGISTRIREBULIA 85 APTIAKI !!!!!!! KVELGAN RIGEBIA !!! AMERIKELEBMA TAVISTAN AR GAAKETES!! SAKARTVELO MEGOBARI DA PARTNIORIA ??? SACDEL VIRTXEBAD GVIKENEBEN !!!

  51. ს ა ს წ რ ა ფ ო დ უნდა დაიხუროს ეს სიკვდილის ლაბორატორიები. დაიხუროს და არანაირი ალტერნატივა.

  52. სანამ ლუგარის და სხვა ლაბორატორიებს დახურავთ, ისწავლეთ ქართული მართლწერა. წერეთ ქართული შრიფტით. მკითხველებს მოვუწოდებ არ წაიკითხოს ეს ლათინური აბრა-კადაბრა. ვისაც განათლება აკლია და ქართულად ვერ წერს – დაიწყეთ განათლების მიღება. ეს არის ამერიკული ვირუსი თვენს თავში და ტანში.

  53. ვარაუდები:
    1. ხომ არაა ეს ჩადენილი მეორე ზე სახელმწიფოს მიერ, იმისათვის, რომ ხალხის აზრი წარიმართოს ნეგატიურად ამ ლაბორატორიის და მისი მოწინააღმდეგე ძალის წინააღმდეგ;
    2. ტერორისტული აქტი, ჩადენილი აზიური ქვეყნის (მაგ. ირანის პასუხი) / ტერორისტული ორგანიზაციის ქვეყნის მიერ;
    3.კორუფციული გარიგება – შეთანხმება;
    4. ზეწოლა.

  54. საეჭვოდ თავგომედებულია და რატომღაც საიდუმლო ინფორმაციასაც ფლობს …

  55. Ауцилеблад унда даихурос да цертили ес убедуреби чвени стратегиули партниореби вер итависебен ром ес квекана л. Бериас самшоблоа гагацинебт тбилисши 2011 целс чамовида америкис цру хелмдзгванели дакетес мтели тбилиси мткврис пирас унда иварджисосо ра еварджишебода им мо ментши ниюоркс ангревднен есени дагвисавеен? Ташшииии

  56. ეს ყველამ იცის, რომ ვირუსებს თავად უშვებენ და ვაქცინებს ცდიან ადამიანებზე, აზრზეც არ ვართ იმდენი საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჯერ სად ვართ თაობა რომ ვეღარ დაბერდება ამას მაშინ მიხვდება ხალხი

  57. ვიღაცას ძალიან მაგრად გაეჩხირა ყელში ლუგარის ლაბორატორია და როგორც ხდება ხოლმე რევოლუციების დროს, ხალხის სახელით უნდა საქმის გაკეთება და ხელის მოთბობა. ლუგარის ,,ანტიქართული ” მოღვაწეობის გარეშე ხომ ყვაოდა საქართველო და ჯანმრთელი ადამიანებით იყო ქვეყანა სავსე. დახურეთ ლაბორატორიები და ნახავთ, რასაც მიიღებს ქვეყანა შედეგად. დარწმუნებულები ხართ, რომ მარტო ლუგარში ტარდება ასეთი ცდები და სხვა მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს? შეგიძლიათ გამლანძღოთ, მაგრამ ხალხის ემოციებით, ჭორების გავრცელებით, პანიკით და წყევლა-კრულვით და ლანძღვა-გინებით საქმე არ კეთდება.

  58. ერი უნდა დადგეს სასწრაფოდ ფეხზე. კაცი ქუფზე უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ქართველებო გვანადგურებენ, ჩვენ შვილებს და მომავალს გვინადგურებენ. დაუყონებლივ უნდა მოხდეს ამ მკვლელი ლაბორატორიის დახურვა. უნდა დაიწყოს ამ ლაბორატორიის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა. დაიხუროს სამუდამოდ საქართველოში ლუგარის ლაბორატორია!!! ქართველებო გამოვფხიზლდეთ!!!

  59. სასწაფოდ დაიხუროს და განადგურდეს ლუგარის ლაბორატორია. იხოცება ხალხი ამ საშინელი ვირუსებისგან. დავთქვათ დღე და ქუდზე კაცი წავიდეს.

  60. xalxoooooooooo es ra ubedurebaaaaaaaaaaaa es ra cavikitxe davtqvat dge da kvelam visac aqvs unari vibrzolot rom moispos es chvens cdebze momushave laboratoria sofelma dakarga sofeli sofels tu ar ekola qatami gori zroxa aba ras qvia sofeli ras vchamt araferi ar modis normaluri micaze camlebitaaa gajgentili gamovfxizldet aq satmeli bevria anda amdeni bavshvebis kibo vaime arminda ra kvelam ertxmad vibrzolot nutu ar darcha vinme vashkacebiiiiiiiii.

  61. sasacilod mimachnda dakrdzalvis shesaxeb kanonis migeba,mjdomare pozicias vgulisxmob,razec exlaxan gvesaubrebodnen sainpormacio gadacemashi,sasacilo ki ara satiralia, etyoba aris kavshiri am virusebtan da inpekciebtan

  62. Qveyana agaraa ukve es sacdel virtxebad mivachnivart yvelas tviton ki milionebs shouloben, romeli mtavroba unda dagexmarot dz mainteresebs ggoniat isini arapershuashi Arian? Isini Arian zustad tavshi!

  63. საქართველოს ასეთი ლაბორატორიები არ სჭირდებათ. მაგრამ ჩვენ არ გვყავს პატრიოტი ხალხი. მათი მტავარი მიზანია ფულის გაკეთება და შემდეგ გაიქცევიან ამ ფულით საზღვარგარეთ და იქ ააწყობენ ახალ ცხოვრებას. საქართველო მათ სულ…………,დადგება მათვის შესაფერისი დრო, ხელმეორედ შემობრძანდებიან ფულის გასაკეთებლად და ასე სემდეც/ საქართველოში ხელისუფლებაში უნდა იყოს არჩეული პიროვნება რომელიც საქართველოდან არ არის გაქცეული და იმ ხალაიდან არჩეული ვინც ყველა გაჭირვების დროს იყო სამშობლოში და იცავდა ქართულ მიწას. და შემდეგ ნუთუ არა გვყავს პატრიოტი მეცნიერ მუშაკები, პოლიტიკოსები, რომ ხმა ამოიღონ, გაჩუმებული არიან. და კიდევ იმ წამალზე ხან ფასის დაკლებაზე ლაპარაკობენ, ხან უფასოდ მიცემაზე, დაშემდეგ ამბობენ რომ ამ წამალს ძალიან დიდი უკუ ჩვევები აქვსო,ერთი რამეც მინდა ვთქვა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გადის თურქეთში და იქ ძალიან დაბალ ფასებში ყიდულობენ წამლებს. ის მთავრობა რატომ არ აძვირებინებს წამლებზე ფას, ჩვენთან ვის აც როგორ უნდა.შვენ იარაღით და ბომბებით ვერავის ვეომებით, არც რუსეთან გაგვივა და არც თურქეტან იარაღით დამუქრება, ჩვენი გზა ნეიტრალური და მშვიდობიანი. სხვა გზა არ არსებობს.თუ ამ ლაბორატორიების შესახებ არის ცრუ ინფორმაცია მაშინ მან პასუხი უნდა აგოს და სიმართლეა მეცნიერებმა ხალხთან ერთად ეს საკითხი მოაგვარონ. ასთ შემტხვევაში თითოეულ ადამიანისმოწამვლაზე პასუხი მთავრობამ უნდა აგოს.

  64. დაუშვათ გაუნათლებელი ხალხი ვართ, არაფერი არ ვიცით, მაგრამ კითხვის დასმა ხომ მაინც ვიცით? რაში გვჭირდება ეს ლაბორატორია?

  65. არ არის სიმართლე! მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიაა, როგორიც ყველა განვითარებულ ქვეყანას გააჩნია, რუსული ინტერესებია რომ არ იყოს და ამიტომაც აშინებენ ხალხს რო ჩვენთვის არის ცუდი, აბა გჯერათ? რომ ესეთი დონის ლაბორატორიაში თანამშრომელი დაიმფიცირდა და თავი დაიწვეს და სამკურნალოდ არამიანცში გადაიუვანეს, თავისივე ლაბორატორიაში ვერ მიხედავდნენ?

  66. ეგ ყველა გონიერმა პიროვნებამ იცის სად რახდება მაგალითად როგორ სუსტდება ამერიკა როგორ გარბიან სირიიდან ავღანეთიდან სირის სამთავრობო ერაყის სამთავრობო ლიბანის ომანის აზერბაიჯანის თურქეთის და რაც მთავარია ირანის გავლენა როგორ გაიზარდა ამერიკელები უკვე შიშისგან კანკალებენ. ირანმა დიდი მიღწევები გააკეთა კიდევ 2 სატელიტი უნდა გაუშვან კოსმოსში კუბურ ტექნოლოგიებშიც ნანო ტექნოლოგიებშიც და სტელსის ტექნოლოგიებშიც დიდი მიღწევები გააკეთეს ასევე სმარტ და რადიო ელოქტრონულ და კიბერ უსაფრთხოებაშიც ასევე საჰაერო თავდაცვაში საზღვაო და სახმელოთო და სარაკეტო ბალესტიკურ საკრუიზო და ტაქტიკურ რაკეტებში.

  67. აუცილებლად უნდა დაიხუროს ეს ლაბორატორია რომელიც ჩვენ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. საქართველო უნდათ უქართველებოდ.ეზ არის ჩვენი გენოციდი.ამაზე ხმა უნდა ამოვიღით.

  68. არავითარი აგორებული ტყუილი არ არის. მარტო რუსეთს კი არა ევროპასაც აინტერესბეს რა ხდება შიგ. გერმანული სტატია წავიკითხე ,, ქართული ღორის გრიპი როგორ შედის ევროპასა და ჩინეთშიო?! ” ამ სათაურით. პასუხი ასეთი იყო, ან ღორებმა ისწავლეს ფრენა და ან ლუგარის ლაბორატორიაში რაღაც დიდი დანაშაული ხდებაო. თუ ვინმეს გაინტერესებთ ლინკსაც დავდებ. ვრცელი სტატიაა.

  69. მე იმას არ დავიჯერდბ და არც გამოვრიცხვამ,რომ ივანიშვილმა არ იცის მაგ ლაბორატორიის საქმე. ყველა ხე და ხეხილი იცის ,ამდენ მილიონის ინვესტერს არ იცნობს??? ისევ ფული ტრიალებს გარშემო და იმიტომ დუმს ამდენი წელია!!!

  70. Tyuili raaris goris afrikuli jiri 13 wlis ukan gamochnda manamde rato aravis gaego aseti rame? Sufta ekonomikuri diversia mogviwyes qartvel glexebs da qveyanas. Mishas mtavrobam am avadmyofobis shesaxeb rogor ki xalxs amcno goris afrikuli chiris shesaxeb televiziit mashinve gamoacxada merabishvilma nugeshiniat xorcis fasi bazarze araiwevso da dasdzina rom 4 tankeri gayinuli xorci ukve fotshi idga. Yvela es daavadeba ro xelovnurad sheqmnes zogiert degenerats echvi kide eparebat?

  71. ვეთანხმები გიორგის, მე არ ვკითხულობ ლათინერი შრიფტით დაწერილ კომენტარებს, ნუ წაიკითხავთ თქვენც.

  72. გთხოვთ, გაასაჯაროოთ, რა დანიშნულება აქვს ლუგარის ლაბორატორიას.
    შესაძლოა მოწოდებული შინაარსის წერილი, კიდევ ერთხელ ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ მიზანს.
    ხალხი პანიკაში ჩავარდა.
    არ გებრალებათ? ისედაც განადგურებული,, ერი,,?
    ველოდებით არათუ ახირებულ პასუხს, არამედ , აგვიხსენით ბატონებო და ქალბატონებო, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, რა კეთდება, რა სარგებლობა მოაქვს მას კაცობრიობისთვის, ან რა ზიანის გამომწვევი შეიძლება იყოს იქ მიმდინარე კვლევები და რა ცდებზეა საუბარი, ეს ხომ მეტად შემზარავი რამაა,
    გისმენთ ყურადღებით.

  73. ერთ ციდა საქართველოს არ სჭირდება მსგავსი ლაბორატორია – მით უმეტეს რომელიც ოკეანის გაღმიდან იმართება – !!! ჩვენ თვითონ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს , ჩვენს ბუნებას დ
    გარემოს – !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here