მთავარი პოლიტიკა ზაზა პაპუაშვილი: რა გაგიხდათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე!

ზაზა პაპუაშვილი: რა გაგიხდათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე!

458
გააზიარეთ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც იან კელი “რუსთავი-2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ პროცესები კითხვის ნიშნებს აჩენს. პაპუაშვილის თქმით, ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყანას წარმოადგენს, არ უნდა გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

“მე ვიზიარებ იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას და ვეთანხმები აბსოლუტურად. თქვენ რა გაგიხდიათ ეს ამერიკის ელჩი, ვერ გავიგე, ჩვენს ქვეყანაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ რა?! საკუთარ თავს ვცეთ პატივი და ღირსება შევინარჩუნოთ. ასეთ თემებში ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც უნდა იყოს, ეს არის ქვეყანა და გმართებს, ქვეყნის ამრევი გამონათქვამებისგან თავი შეიკავო. ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ან დაეკითხონ, ან ჩაიხედონ საქმეში. საერთოდ უნდა მოერიდოს ადამიანი, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელმაც შეიძლება არეულობა და უსიამოვნება გამოიწვიოს. ჩემი აზრით, უნდა იყოს დაფიქრებული და მოზომილი ნებისმიერი მისი განცხადება იმიტომ, რომ ის არის ელჩი და წარმოადგენს სხვა ქვეყანას ჩვენს ქვეყანაში. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ელჩი გაითვალისწინებს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გააკეთებს არა ისეთ განცხადებას, რომელიც გარკვეულწილად რომელიმე მხარის სიმპათიას დაიმსახურებს, არამედ ისეთს, როგორიც არის რეალურად _ კანონიერი და კონსტიტუციური. არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ხელისუფლებას დაერღვიოს კანონი”, _ განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here