Home რუბრიკები პოლიტიკა ვისგან ემუქრება საფრთხე მსოფლიოს?

ვისგან ემუქრება საფრთხე მსოფლიოს?

1265

რამდენი სამხედრო ბაზა აქვს აშშსა და ნატოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

აუღიარებელი და დამოუკიდებელი ტერიტორიების ჩათვლით მსოფლიოში 251 ქვეყანაა, აღიარებული სახელმწიფო კი _ 197. და როგორ ფიქრობთ, რამდენ ქვეყანაში და რამდენი სამხედრო ბაზა აქვს აშშსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს?

ნატოს ბაზები მსოფლიო რუკაზე, პირველ რიგში, წარმოდგენილია სამხედრო სტრუქტურების სამეთაურო შტაბბინებით, სასწავლო და კვლევითი ცენტრებით, აგრეთვე, რამდენიმე აეროდრომით, სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფებითა და სხვა ობიექტებით. ასეთი ობიექტები კი მსოფლიოში 80-მდეა.

ამას გარდა, ნატოს წევრ თითოეულ ქვეყანას (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი, საფრანგეთი და სხვ. სულ 28 სახელმწიფო) აქვს თავისი სამხედრო ობიექტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გადასცეს ჩრდილოატლანტიკური ბლოკს გამოსაყენებლად.

ამასთანავე, აშშ-ს სამხედრო ბაზები აქვს არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე, არამედ ევროპაში და სხვა კონტინენტებზეც. აშშის სამხედრო ბაზების რაოდენობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში 730-ზე მეტია, აშშ ტერიტორიაზე კი _ 6000-მდეა. თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამხედრო ბაზები აქვს დიდ ბრიტანეთსა (გერმანია, ავღანეთი, კვიპროსი, ფოლკვლენდის კუნძულები, ბრუნეი, კანადა, გიბარალტარი, ნეპალი, კენია) და საფრანგეთსაც (ბალი, საფრანგეთის გვიანა, გერმანია, ჯიბუტი, ახალი კალედონია, ფრანგული ვესტ-ინდოეთი, საფრანგეთის პოლინეზია, ჩადი, გაბონი, ლიბანი, გაერთიანებული არაბული საამიროები, კოტ დ’ივუარი, სენეგალი, სერბეთი, ავღანეთი).

ბაზების განლაგებასა და მათ კონტროლზე უფლებამოსილება ნატოსა და აშშ-ს შორის ზოგჯერ იკვეთება და კომბინირებულია: აშშის სამხედრო ბაზები აქვს ავღანეთში (67 ათასი სამხედრო მოსამსახურე), იაპონიაში (50200), გერმანიაში (48300), სამხრეთ კორეაში (28,500), ქუვეითში (23000), იტალიაში (10950), დიდ ბრიტანეთში (9500) და სხვა ქვეყნებში.

ზოგჯერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურის რომელიღაც რგოლი ტერიტორიულად აშშ-ის ბაზაზეა განლაგებული _ ამერიკულ სამეთაურო სტრუქტურებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. ამას გარდა, ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა (ან ნატოს), რომელიც ამერიკელების მიერ არის შექმნილი, ფორმალურად კი ეკუთვნის ამ ქვეყანას, მაგრამ იქ ამერიკელი (ან ნატოს) ჯარისკაცები არიან და ეს ობიექტები გათვლილია ამერიკელი სამხედრო ბაზის ფუნქციების შესასრულებლად და თვითონ ბაზას აშშ ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის სამხედრო ბაზები სულ უფრო მჭიდროდ ერტყმიან გარს რუსეთს მისი საზღვრის პერიმეტრზე, ამასთანავე, ინარჩუნებენ გავლენას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და რა გასაკვირია, რომ რუსეთს აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედებაზე შესაბამისი რეაქცია აქვს?!

ამერიკელი სამხედროები მსოფლიოში

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის აშშ-ში) 3 მილიონზე მეტი ამერიკელი სპეციალისტი მსახურობს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/usa-samxedroebi-_-mocheri-q.jpg

1 COMMENT

  1. როგორ არ მჯეროდა რომ, ამერეკა ბოროტების სათავეა, კომუნისტური კლიშე მეგონა. რაც მათ საქართველოში ჩაიდინეს, \\\”ნაციონალ ბოროტებთან\\\” ერთად, საარაკო დანაშაულია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here