Home რუბრიკები საზოგადოება რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს: საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, რომელსაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ...

რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს: საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, რომელსაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა

855

რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში ამერიკის ელჩს _ იან კელის მიმართავს:

ამერიკის  ელჩს!

ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და დემოკრატიის პრინციპები, რომლებიც ამერიკის პატრიარქებმა ჩამოაყალიბეს ფრანგი გამნათლებლების ნაშრომებზე დაყრდნობით; მაგრამ მინდა, შეგეკითხოთ და, იმედია, პასუხსაც მომახსენებთ (თუ სერიალი The House of Cards მთლად სიმართლე არ არის): რას ერჩით ჩემს პატარა ქვეყანას? რა სიმდიდრე აღმოაჩინეთ ჩვენს მიწაზე – ნავთობი თუ ოქრო, ასე რომ ზრუნავთ ქართველებზე? დღეს, როცა ყველაფერს უსმენენ, ხედავენ ისე, რომ ტუალეტში შესვლა გრცხვენია, ქალის კოცნაზე ხომ არაფერს ვამბობ, პანიკური შიში მიპყრობს – კოსმოსიდან გვიცქერენ – რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკები; რატომ ურეკავთ, არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, რომელსაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა (მითუმეტეს, რომ CIA-მ ყველაფერი იცის)?

იქნებ ამიხსნათ, რა ბოროტება დაატყდა ჩვენს პატარა ერს, რომ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებთ და გვიკრძალავთ საკუთარ აზრს და გვკარნახობთ, როგორ მოვიქცეთ? თუ რაღაც დიდი სტრატეგიული საიდუმლო არაა, ბატონო ელჩო, თუ ამის უფლება გაქვთ, დიპლომატიურად მაინც მიპასუხეთ.

ამერიკის პატრიოტი,

. სტურუა.

P.S. თუ ინებებთ, პრეზიდენტებზე ცალკე ვისაუბროთ!”

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here