Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო ბიძინა, მიკვირს, როგორ იშოვეთ ამდენი ფული ასეთი აზროვნების კაცმა

ბატონო ბიძინა, მიკვირს, როგორ იშოვეთ ამდენი ფული ასეთი აზროვნების კაცმა

694

წერილი ბავშვებსა დაუწიგნურ მოზრდილებს

1879 წლის 21 დეკემბერს საქართველოში დაიბადა კაცი, რომლის ტოლსწორი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც არ დაბადებულა. ჩემი სიტყვები მოხუცებულის ბოდვად რომ არ მოგეჩვენოთ, დავიმოწმებ დიდ ესპანელ მხატვარ პაბლო პიკასოს, რომელიც თავისი სიდიადით ბევრ დიდ ადამიანს არ ჩამორჩება მსოფლიოში. აი რას წერს იგი:

იყო სტალინი, ჩემი წარმოდგენით, ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიოში. ის გენიალური ადამიანი იყო და ამაში ეჭვი არავის ეპარება _ არც ქუჩის მხატვარს მონმარტრიდან, არც მეცნიერს, რომელიც ბრწყინავს აკადემიაში, არცროლსროისისინჟინერს და არც გალვანური ტექნიკის აღმომჩენელს ამერიკაში. ის მაღალი ხელოვნების თვალსაზრისითაც გენიალურია. უბრალო ადამიანური თვალსაზრისითაც კიმასში თავმოყრილი იყო სახელმწიფო მოღვაწის _ იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭევრმეტყველების დამაჯერებლობა და აზრის გადმოცემის სისხარტე, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა, ყველანი მასში არიან. და, თუ მსოფლიო ისტორიაში სამიოთხი კაცის სახელი დარჩება, ერთერთი მათგანი უდავოდ სტალინი იქნება” (“ფიქრები დიდ ადამიანებზე”, პარიზი, 1961 წლის აგვისტო).

პატარა ქვეყნის შვილსა და ხარაზი ბესარიონ ჯუღაშვილის ღატაკი ოჯახიდან გამოსულ, სემინარიადაუმთავრებელ სოსო ჯუღაშვილს არაფრად აგდებდნენ ბობოლა ოჯახებიდან გამოსული, ევროპაში განათლებამიღებული ქართველი ინტელიგენტები თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

ბრძენმა ილია ჭავჭავაძემ კი უმალ შენიშნა გამორჩეული ნიჭისა და გაქანების ახალგაზრდა და მას ჟურნალ “ივერიაში” მისვლისთანავე პირველ გვერდზე დაუბეჭდა ლექსი “დილა”. იქვე დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის კიდევ ხუთი ლექსი.

ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი რევოლუციურ საქმიანობაში ჩაერთო და იქ განაგრძო თავისი ნიჭის გამომჟღავნება. სრულიად ახალგაზრდამ თავისი ცოდნითა და კალმით უდიდეს აღიარებას მიაღწია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკიდეგანო რუსეთშიც.

უახლესი ისტორიის საიმედო და პოპულარული მკველვარი, მეცნიერი ვახტანგ გურული ამტკიცებს: ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი ილია ჭავჭავაძის პოეტური სტილის ძლიერ გავლენას განიცდიდა, …ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ტაქტსა და თავშეკავებას იჩენდა. იგი არც 1901_1904 წლებში და არც შემდგომ პერიოდში ილიას საწინააღმდეგო კამპანიაში არ ჩაბმულა. ილიას მიერ ხელდასხმულ მოღვაწეს კარგად ესმოდა ერის მამის დამსახურება, მისი ადგილი საქართველოს ახალ ისტორიაში”.

აქედან გამომდინარე, დასავლეთიდან შემოგდებული აზრი სტალინის შესახებ, რომელსაც დაქირავებული ქართველი მჯღაბნელები თუ “ფოტო-კინორეჟისორები” ახმოვანებენ, ქართველი ბავშვებისთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს. ასევე მიუღებელი უნდა იყოს იმ ქართველი მოზრდილებისთვის, რომლებსაც არაფერი წაუკითხავთ საქართველოს უახლესი ისტორიიდან და ან ყალბი ფილოსოფიური ზღაპრებით, ან ფულის თვლით არიან გატაცებულნი.

ბავშვებო და უწიგნურო მოზრდილებო, იცოდეთ, რომ თქვენ გყავთ წინაპარი იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც ყველა ქვეყნის მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოსა და ენციკლოპედიაშია შესული, როგორც კაცილეგენდა, და მას სტალინი ჰქვია! სტალინი, რომელმაც გაათავისუფლა კაცობრიობა კაციჭამია ფაშისტებისგან. და სწორედ სტალინის სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული პლანეტა დედამიწის სიცოცხლეც.

ამის დამადასტურებელია თუნდაც 1943 წელს თეირანის კონფერენციის მიმდინარეობისას უინსტონ ჩერჩილის ჩანაწერი თავის დღიურში:

“მე ყოველ დილით სანთელს ვანთებ და ღმერთს ვევედრები სტალინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელზეც არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე”.

აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის უახლოესი მრჩეველი ჰარი ჰოპკინსი წერს:

ჩვენგან არავის შეეძლო, წინასწარ განეჭვრიტა, რა შედეგები გვექნებოდა, სტალინს რამე რომ დამართნოდა”.

იმავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი კორდელ ჰალი კი ამბობს:

სტალინს მხრებზე აწვა პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება უახლოესი 500 წლის განმავლობაში”.

პატარა და დიდო ბავშვებო, ეს კაცი თქვენი წინაპარი იყო! პატარებს კიდევ გეშველებათ, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არიან ავტორიტეტის მქონე ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ფასი აქვს. ერთ-ერთმა მათგანმა _ გოგი თოფაძემ ახლახან განაცხადა, მალე ყველა დიდ კაბინეტში სტალინის სურათი დაიკიდება-ო, მაგრამ მას რა ეშველება, ვინც ზემოაღნიშნულ სიტყვებს გოგი თოფაძის სიბერეს და გონების დაქვეითებას მიაწერს?! არადა, ახლახან, ამა წლის აპრილში, დიდძალი ფულის მქონე, მაგრამ მცირე ცოდნის პატრონმა, მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

გოგის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. პოლიტიკაში რომ მოვედი, ერთადერთი ნაცნობი გოგი დამხვდა. თამამად ვიტყვი: გოგი თოფაძე არის საოცარი ადამიანი, მან მოახერხა საქართველოში ბიზნესის კეთება, რაც არ არის იოლი. საზოგადოების არც ერთი შრე არ მინახავს, გოგის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატოს. ძალიან რთულია, საქართველოში პოლიტიკაში იყო და საზოგადოებაში მაინც გქონდეს კარგი ავტორიტეტი (რაც არასწორია _ გრ.ონიანი). მგონი, ხვდებით, რაც მაქვს მხედველობაში, ის ღირსეული პიროვნებაა. საქართველოს და ჩვენ ყველას გვჭირდება ასეთი ადამიანები. ძალიან კეთილშობილი ადამიანი და საყვარელი კაცია. გოგი არის მეგობრობის სიმბოლო, კაცობის სიმბოლო” (“საერთო გაზეთი”, 22 აპრილი, 2015 წელი).

მაშ, ბატონო ბიძინა, რატომ დაუწუნეთ ან ცოდნა, ან წლოვანება გოგი თოფაძეს, თუ ის კაცობისა და მეგობრობის სიმბოლოა?! _ იმიტომ, რომ დასავლეთის გეშინიათ? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თქვენ დგახართ იმ აგენტურული ქსელის სათავეში, რომელსაც აშშ მართავს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და იქნებ აფინანსებთ კიდეც მათ.

არა მგონია, თქვენ უფრო მეტი ფული, რესურსი და გავლენა გქონდეთ, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უისტონ ჩერჩილს ჰქონდა 1959 წლის 21 დეკემბერს, როდესაც ის სტალინის დაბადების 80 წლის აღსანიშნავად ფეხშიშველი მივიდა ეკლესიაში და სტალინის სახელზე წირვა აღავლინა, შემდეგ კი გეზი თემთა პალატისკენ აიღო, სადაც სტალინი შეაფასა შემდეგი სიტყვებით:

ბატონებო! თუ გვინდა, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით, გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალი სიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. იგი იყო ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება.

სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, ვისაც მეც კი აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის დიდი გრძნობა და თქმულის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა, თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისეთი დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და დროის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა.

სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა, მის გავლენას ადამიანზე ანალოგი არ ჰქონდაროცა, ის იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხელები რატომღაც შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული.

ის ღრმა სიბრძნეს ფლობდა. იყო ყველაზე რთული და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის უბადლო ოსტატი, კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს აჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს. იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად იმპერიალისტებს გვიწოდებდა, იმპერიალისტების წინააღმდეგ გვებრძოლა.

სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია, მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი! რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

უინსტონ ჩერჩილის ეს სიტყვა შესულია დიდი ბრიტანეთის დიდ ენციკლოპედიაში, აგრეთვე, უამრავი ქვეყნის ენციკლოპედიებში.

და, თუ თქვენ, ბატონო ბიძინა, ჩერჩილზე აღმატებულ პოლიტიკოსად და მდიდარ კაცად არ მიგაჩნიათ თავი, როგორ მიეცით საქართველოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ თავს უფლება, გაგეკრიტიკებინათ გოგი თოფაძის ნათქვამი, როდესაც ის რანგითა და კაცობით თქვენზე მაღლა დგას?!

ხომ არ გგონიათ, როგორც 2012 წელს გააბრიყვეთ ამომრჩეველი ცრუ დაპირებებით, კვლავაც გააბრიყვებთ 2016 წლის არჩევნებში? ეს არ გამოგივათ!

გოგი თოფაძეს სატელევიზიო ეთერში გამოსვლიდან მეორე დღეს დავურეკე და ვუთხარი: “ქართულ ოცნებას” ხმას არავინ მოგცემდათ მომავალ არჩევნებში, მაგრამ თქვენმა გაბედულმა სიტყვამ და პათოსმა აღაფრთოვანა უამრავი ქართველი და თქვენთან ვართ, მე, ჩემი საგვარეულოთი, ყოველთვის ვუჭერდი მხარს ნინო ბურჯანაძეს, როგორც ჩემი მეგობრის _ ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილს, მაგრამ პირადად, მე თქვენ უნდა დაგიჭიროთ მხარი-მეთქი.

ეს თვალსაზრისი ყველა ჩემი ახლობლისთვის გაზიარებული არ მქონდა, რომ თქვენ, ბატონო ბიძინა, სატელევიზიო ეთერში უშინაარსო გამოსვლით იმ კაბინას, სადაც ხმის მისაცემად უნდა შევსულიყავით ერთი წლის შემდეგ, ფარდა ჩამოაფარეთ და თქვენივე ხელით დააწერეთ: არ შეხვიდეთ, სატყუარაა!”.

თქვენ არათუ დააბრუნეთ სტალინის ძეგლი კუთვნილ ადგილას გორის ცენტრში, როგორც გორელებს დაჰპირდით, არამედ თბილისის ცენტრიდან სააკაშვილის ველოსიპედიც კი ვერ მოაშორეთ.

თქვენ ტრაბახობთ საკუთარი ბიზნესწარმატებებით და გმობთ სტალინს, რომელმაც საქართველოში:

*ააშენა ქალაქი რუსთავი;

*შექმნა ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა, რომელიც თავისი მოცულობითა და ხარჯთაღრიცხვით უტოლდება რკინიგზის გაყვანას ბაქოდან ფოთამდე თავისი წიფის გვირაბითა და ინფრასტრუქტურით;

 *თბილისში დაგეგმა მეტროპოლიტენი;

 *დაამშვენა ფუნიკულიორი, რომელიც თქვენ ასე საშინლად დაამახინჯეთ (და გარწმუნებთ, რომ ის, ადრე თუ გვიან, ასეთი აღარ იქნება);

 *ააშენა ულამაზესისტალინურისასახლეები;

 *ბაღნარად აქცია მტკვრის სანაპიროები;

 *უსწრაფესად აღადგინა დამწვარი რუსთაველის თეატრი, რომლის მოსახატავად ოქრო საკავშირო რეზერვებიდან იქნა მოხსნილი;

 *ომის დაწყების დღესვე გაიხსნა თბილისში რიგით მესამე მეცნიერებათა აკადემია;

 *სტალინის ინიციატივით შეიქმნა თბილისელებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი _ თბილისის ზღვა.

იქნებ, კეთილი ინებოთ და წაიკითხოთ მხოლოდ ომის შემდეგ სტალინის გარდაცვალებამდე საქართველოში აშენებული წამყვანი საწარმოების სია:

სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, ელმავალმშენებელი ქარხანა თბილისში, საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი და ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა გორში, გამამდიდრებელი ფაბრიკები ჭიათურასა და გორში, ქვანახშირის, მარგანეცის, ტყვიათუთიისა და ბარიტის ახალი შახტები და მაღაროები ტყიბულში, ტყვარჩელში, გელათში, ახალციხეში, ჭიათურაში, კვაისაში, ირში; ქარხნებიელექტროავტომატი”, “ელექტროგამშვები”, “მიკროძრავადაგაზაპარატი”, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების, ლითონის სახერხი დაზგებისა და ტექნიკური ქვის ქარხნები თბილისში. გემთმშენებელი, ჩაის მრეწველობის ფაბრიკა, მანქანათმშენებელი და ელექტრომექანიკური ქარხნები ბათუმში, მიწის დამამუშავებელი მანქანებისა და ექსკავატორების ქარხანა ფოთში, ქარხანაემალსადენიდა ელექტროვიბრატორების ქარხანა სტალინირში (ასე ერქვა ადრე ცხინვალს _ გრ. ონიანი), საშახტო მოწყობილობებისა და ელექტრომექანიკური ქარხნები ქუთაისში, კაბელების ქარხანა ზესტაფონში, ხრამის პირველი, სოხუმის, ჭითახევის, ტყიბულის, შაორის, გუმათის, ლაჯანურის მძლავრი ჰიდროელექტრო სადგურები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის, საკონსერვო, ეთერზეთების, ზეთსახდელი, ყველისა და რძის ქარხნები და მრავალი სხვ.

იქნებ, ბატონო ბიძინა, ისიც წაიკითხოთ, რას ვაწარმოებდით სტალინურ ეპოქაში. ვაწარმოებდით: თუჯს, ფოლადს, ნაგლინს, მილებს, კოქსს, მაგისტრალურ ელმავლებს, ურთულეს ლითონსაჭრელ ჩარხებს, ექსკავატორებს, ავტომანქანებს, ტრაქტორებს, მინერალურ სასუქებს და სხვ.

იმხანად თუჯის წარმოების მხრივ გავუსწარით მთელ რიგ კაპიტალისტურ ქვეყნებს, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე, თუჯისა და ფოლადის წარმოების მიხედვით, _ იტალიას, იაპონიას, ინდოეთსა და თურქეთს. საქართველო აწარმოებდა მეტ ფოლადს, ვიდრე შვეიცარია და თურქეთი ერთად. საქართველოს მიერ ექსპორტირებული საქონლის ვრცელ სიაში იყო: ურთულესი მანქანები, უნივერსალური ჩარხები, ლითონი, მილები და ფეროშენადნობები, მეტალურგიული ხელსაწყოები, მარმარილო, ცემენტი, ანდეზიტი, სამედიცინო პრეპარატები, ღვინო, კონიაკი, ჩაი, კონსერვები, მაკარონი, მურაბები, მინერალური წყლები, მარგანეცი, თამბაქო, ხილი და სხვ.

ეს ყველაფერი ხომ დასაქმებასა და მშრომელთა მატერიალურ უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული?!

საქართველოს პროდუქცია წარმოდგენილი იყო 16 საერთაშორისო ბაზრობასა და გამოფენაზე.

ბატონო ბიძინა, იქნებ იმასაც მიაქციოთ ყურადღება, რა გააკეთა სტალინმა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის და შეადაროთ ის თქვენს გაკეთებულს

* სტალინის უშუალო მითითებითა და ინიციატივით: ფართოდ გაიშალა სამელორაციო სამუშაოები, სარწყავმა არხებმა დასერა სრულიად საქართველო. აშენდა: კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონი-მაშველის, წილკნის, დოეს-გრაკლის, თეზი-ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორისა და სხვა სარწყავი სისტემები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩააყენეს 330 000 ჰექტარი მაღალპროდუქტიული მიწა, 220 000 ჰექტარი კი ჭაობს გამოსტაცეს.

* სტალინის მითითებითა და ინიციატივით: საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანილი იქნა ნატანებ-მახარაძის, ცხაკაია-სოხუმ-ადლერის, გორი-სტალინირისა და ბროწეულა-გუმბრინის სარკინიგზო ხაზები, დაიგო ფართოლიანდაგიანი ხაზი ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე. 1932 წელს ზესტაფონი-ხაშურის ხაზის ელექტრიფიკაციით დაიწყო სრულიად საბჭოთა კავშირში რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია.

თუ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში რკინიგზის ტრანსპოტრის ელექტროფიკაცია 2%-ს არ აღემატებოდა, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 78% იყო.

1953 წელს (სტალინის გარდაცვალების წელს) საქართველოს ზოგადსაგანმანათლებო სკოლებში სწავლობდა 666 000 მეტი კაცი, მათგან 30 000-ზე მეტი მუშა და სოფლის ახალგაზრდობა _ საღამოს სკოლებში, სკოლა-ინტერნატებში კი 6 000 ბავშვს ზრდიდნენ.

სამეცნიერო სისტემებში გაერთიანებული იყო 145 სამეცნიერო საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტი, საკონსტრუქტორო ბიუროებში, ლაბორატორიებში, საცდელ ბაზებსა და რესპუბლიკის 19 უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობდა 8000-ამდე მეცნიერი მუშაკი, მათ შორის, 400-ზე მეტი მეცნიერების დოქტორი და 3 000-ზე მეტი მეცნიერების კანდიტატი.

საბჭოთა მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის რესპუბლიკის 67 მეცნიერს მინიჭებული ჰქონდა სტალინური პრემია.

ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებდა რესპუბლიკაში არსებული ოცზე მეტი სახალხო თეატრი და 2100 მეტი თვითმოქმედი კოლექტივი, რომლებიც აერთიანებდა 46 000-ამდე კაცს. ქართული კულტურის 64 წარმომადგენელს სტალინური პრემია მიენიჭა, 16 საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდებას ატარებდა, 400-მდე კაცი კი _ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებას.

უფასო და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას საქართველოს მოსახლეობას უწევდა 12 803 ექიმი, 29 097 საშუალო განათლების მქონე მუშაკი. 50-იანი წლების დასაწყისში რესპუბლიკას ჰქონდა 641 საავადმყოფო 26 261 საწოლით. საქართველოს კურორტებზე მოქმედებდა 87 სანატორიუმი, 36 დასასვენებელი სახლი და 13 პანსიონატი. უდიდესი ყურადღება ექცეოდა სპორტს. მრავალი ასეული ქართველი სპორტსმენის ოსტატობა არაერთხელ აღნიშნულა საკავშირო, მსოფლიოსა და ოლიმპიურ შეჯიბრებებში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

აქ ისევ უდიდესი მეცნიერის _ ვახტანგ გურულის სიტყვებს მოვიყვან:

“სტალინის ნააზრევისა და ნაღვაწის შეცნობა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატება!”

და თქვენ, ბატონო ბიძინა, პრეტენზია გაქვთ, რომ უკვე უკვდავ ადამიანთა სიაში ხართ შეყვანილი და ასე უაპელაციოდ შეგიძლიათ სტალინის მოღვაწეობის შეფასება? გოგი თოფაძის გამონათქვამი, რომ “სტალინის სურათი მალე ყველა დიდ კაბინეტში დაიკიდება”, ვარაუდია, სურვილია თანამედროვე კაცისა თავის წინაპარზე, მაგრამ თქვენი მხრიდან სტალინის იგნორირება არ არის ვარაუდი. ეს არის თქვენი თავდაჯერებულობა, რომ გაცილებით მეტი ხართ სტალინზე და მიგაჩნიათ: იმდენი თავხედობა დაკაცთმოძულეობარომ გქონოდათ, რამდენიც სტალინს, არა მხოლოდ გერმანიას, სრულიად ევროპას და აზიას დაიპყრობდით.

ბატონო ბიძინა, მიკვირს, როგორ იშოვეთ ამდენი ფული ასეთი აზროვნების კაცმა. ბევრისგან მსმენია: ფულის შოვნა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი დაცვა და შენახვაო. მე მესმის თქვენი და მეცოდებით კიდეც. იქნებ თქვენ სტალინი ჩემზე მეტად გიყვართ და უფრო დიდ სიყვარულს გამოამჟღავნებდით მის მიმართ, ფული რომ არ გქონდეთ. და რადგან დიდძალ ფულს დაცვა სჭირდება, ამიტომ სტალინის გაკიცხვა-დაგმობა ფულით სავსე ტომრის ერთგვარი დაცვაა… მაგრამ უწონადობის პირობებში ყოველთვის ვერ იქნებით, ბოლოს და ბოლოს, ან ამერიკის სული უნდა ჩაიბეროთ ფილტვებში, რასაც ჩაგვჩიჩინებენ ადგილობრივი არასამთავრობოები თუ თვითონ ამერიკელები, ან _ რუსული ჰაერი.

აი მაშინ დაიწყება უფლის მიერ განსჯა და აღსრულება. არ ვიცი, ერთ ადგილზე გაქვთ ფული შენახული თუ ორზე… თუ ერთ ადგილზე გაქვთ, ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტს მიემატება თქვენი თანხა; თუ ორ ადგილას გაქვთ, მაშინ მას ტოლად გაიყოფენ აშშ და რუსეთი. თქვენ კი დაგრჩებათ შეძულებული სტალინი, შეძრწუნებული საქართველო, ქართველი ხალხის სიძულვილი (ნდობის მაგიერ), ჩამოქცეული შუშის სასახლე, ათასი ბრალდება და უგზო-უკვლოდ გაფანტული ოჯახი…

მიუხედავად ბიზნესში გაჩენილი შურისა თუ საფინანსო ოპერაციებში, ნებით თუ უნებლიეთ, დაშვებული შეცდომებისა, ეროვნულობის გამო ხალხისთვის ეტალონად ქცეულ გოგი თოფაძეს, რომელიც იაკობ ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის, სააკაძის, ერეკლე მეორისა და სტალინის სულიერი მემკვიდრეა, ყველაფერი მიეტევება და ის, ვიდრე პერანგის ტარება შეუძლია, ქართველი ხალხის საყვარელი ადამიანი იქნება, მისი შვილები კი _ მამის მემკვიდრეობის კანონიერი მფლობელები.

ბატონო ბიძინა, თქვენი აღზევებული არ გეგონოთ გოგი თოფაძე. თქვენს ხელში ის დადუმებულია და არა აღზევებული, თორემ გოგი თოფაძე კომუნისტური ხელისუფლების მიერ ხელებზე ბორკილდადებულიც მინახავს, მაგრამ ის ბორკილები თავისი ძლიერი მაჯებით დაუმსხვრევია და მისთვის თავისუფლება ვერავის შეუზღუდავს. თქვენ მალე დაშორდებით ერთმანეთს…

ბატონო გოგი, ერთ რამეს გთხოვთ: როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ნუ დამამცირებთ, ნუ გამკიცხავთ თქვენს პატრონთან.

არ უთხრათ: ყურს ნუ მიუგდებ, ბატონო ბიძინა, ამ მოხუცებული კაცის ბჟუტურსო.

სხვას თქვენგან არც არაფერს ველოდები და არც მჭირდება.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ასეთი კარგი სტატია ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს, უღრმესი მადლობა ბატონ გრიგო ონიანს , მაგრამ ამ წერილს ახალგაზრდობა მაინც არ წაიკითხავს და ვერ გაიგებენ ძალიან ბევრ ისტორიას, რადგან სკოლებში მიმდინარეობს მოსწავლეების თვინის გამორეცხვახალხს ოცნების იმედი ძალიან ქონდა , მაგრამ ესესნი იმაზე უარესები აღმოჩნდნენ, ყველას ერტი რამ უნდათ, მალე გამდიდრდნენ და პარლამენტის დატოვების შემდეგ დიდი თანხა ქონდეთ, დაგვიკარგჰეს ქართველ ამომრჩევლებს ყველაფრი იმედი , ნახეთ რა მოხდა საგარეჯოში ირმა ინაშვილმა გაიმარჟვა .მაგრამ ის ვიღაც ხიდაშელი ცნეს გამარჯვებულად დავიღალეთ

  2. ბატონო გრიგოლ,
    60 წელზე მეტი გავიდა სტალინის გარდაცვალებიდან. ვისაც სჯერა, რომ სტალინი \\\”კარგი ტიპი\\\” იყო – დაე, სჯეროდეთ! ვისაც არ სჯერა – ნუ სჯერა! მაგრამ, აშკარად, დრო მოვიდა, რომ მკვდარზე დავას მოვეშვათ და ყველამ ერთად მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩვენ ქვეყანას გამოადგეს.

    P.S. სტალინის სურათს ყველაზე დიდ დარბაზში დავკიდებთ თუ სოფლის ჩეჩმაში, ეგ არც აგვაშენებს და არც დაგვაქცევს.. საქმეს კი საღი აზრი და მშრომელი მარჯვენა სჭირდება!

  3. biZinam sakartvelo chaigdo xelt. is paktobrivad ganagebs yvelapers. eh roghor movtkuvdit, miliardeli kacis sikete gagigiat?? tavze gvamxops erovnulobas da respebs abatonebs kveyanaSi . xalxno gons movegot, torem mere zalian gviani ikneba, isedac damonebulia sakartvelo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here