ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მიერ ქურებისთვის იარაღის გადაცემის და ამაზე ანკარის განცხადება ვაშინგტონის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო სამხედრო ოპერაციებში ჩართვისთან დაკავშირებით, ასევე ამ კვირას გასამართი საპარლამენტო არჩევნები და მისი შესაძლო შედეგები, 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი ,კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც არეულ სიტუაციას თურქეთის რესპუბლიკაში .
ეს რა თქმა უნდა ბუმერანგივით აისახება ჩვენ ქვეყანაზე, რადგან ჯერ ერთი წინა ხელისუფლების დროს მოხდა თურქების მასიური შემოდინება. არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით100 ათასამდე თურქეთის მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა და ასევე ის ავადსახსენებელი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება, რომლის ერთგვარი ვადის არქონის გარანტიაზე ე.წ. „ჩარჩო ხელშეკრულების“ ფარგლებში მოაწერინა ხელი ედუარდ შევარდნაძეს 1992 წელს თურქეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა .
სანამ საბჭოთა მთავრობა ხელს მოაწერდა რა თქმა უნდა ჩვენთვის წამგებიან ყარსის ხელშეკრულებას მანამდე, 1918 წელს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ , სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ხელი მოაწერა ბათუმის ხელშეკრულებას რომლის პირობები ბევრად კაბალური იყო ვიდრე ყარსის . მართალია ეს პირობები შემუშავდა მაშინ როდესაც ამიერკავკასიის ნაწილი ოსმალეთის ჯარებით იყო ოკუპირებული რომლის შედეგადაც ოსმალეთს გადაეცა ბათუმის და ყარსის ოლქები, ახალციხე და ახალქალაქი სურამალინის მაზრა ალექსანდრეპოლისის და ეჩმიაძინის მაზრების დიდი ნაწილი და სხვა. ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოსცილდა 11.381 კმ2 ტერიტორია 250 ათასი მცხოვრებით, ხოლო სომხეთს 18.125 კმ2 ტერიტორია 404 ათასი მცხოვრებით. 1918 წლის 4 ივნისს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის .
ნოე ჟორდანიას მთავრობა აჭარის ტერიტორიას უწოდებდა სამუსულმანო საქართველოს და იქ პლებისციტიც კი ჩაატარა თურქების პლებისციტის საპირწონედ ავტონომიის მინიჭების საკითხზე, რომელიც აისახა კიდევაც 1921 წლის კონსტიტუციაში ჩანაწერით: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს -აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსულმანო საქართველოს , (ბათუმის მხარე) და ზაქათალა (ზაქათალის ოლქი) , ენიჭებათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა „ ამ ხელშეკრულებას 1918 წელს არ შეუშლია ხელი თურქეთის არმია შემოსულიყო ბათუმში, დაეკავებინა მთელი აჭარა, ოზურგეთი და ახალქალაქიც კი. რომ არა გერმანიის დახმარება რომლებმაც თურქეთი აიძულა ცოტა უკან დაეხია . თუმცა თურქებმა აჭარაში ოკუპაციის დროს სპეციალურად ჩაატარეს პლებისციტი რომლის დროსაც მოსახლეობის დიდ ნაწილს მხარი დააჭერინეს ამ ტერიტორიების თურქეთისთვის მიერთებას. 1920 წლის გაზაფხულში, როდესაც თურქეთი დამარცხდა ომში რამაც ავტომატურად 1918 წლის ხელშეკრულების გაუქმებაც გამოიწვია , აჭარაში შემოვიდა ანტანტის ჯარები რომლებიც დარჩნენ 1920 წლის ივლისამდე. გასვლისას ანტანტამ გადმოსცა საქართველოს ეს ტერიტორია.
რაც შეხება თვით ყარსის ხელშეკრულებას ეს ხელშეკრულება რომლის ხელმოწერა მოხდა 1921 წლის 16 ოქტომბერს სამსუბიექტიანია . ერთ სუბიექტად არიან წარმოდგენილი: საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკა და სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკა . მეორე სუბიექტად რუსეთი . ხოლო მესამე სუბიექტად თურქეთი . ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს გადაეცა ყარსი, არდაგანი და ართვინი, ხოლო საქართველოს საზღვრებში მოექცა ბათუმი. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია განსაკუთრებული მუხლი, რომელიც იცავს აჭარის ავტონომიას და იღებს კიდევაც თურქეთი ვალდებულებას , თუკი აჭარის ავტონომიურ უფლებებს ან გარე ძალისაგან შემოჭრის რაიმე საფრთხე დაემუქრება ის ვალდებულია მიიღოს, თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებანი, მათ შორის, სამხედრო ჩარევის შესახებაც .
ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მაშინდელი საბჭოთა კავშირისთვის არახელსაყრე პერიოდში მოხდა , მაშინ როდესაც რუსეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და თვით მაშინდელი საბჭოთა ხემძღვანელობა ამ ხელშეკრულებას განიხილავდა როგოც წამგებიანს. ეს გამომჟღავნდა ჯერ კიდევ მოლოტოვ- ლიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ 1940 წელს მოლოტოვიოს ვიზიტისას ბერლინში, სადაც სტალინის დავალებით მოლოტოვმა გერმანიის ხელისუფლებას მყარად მოსთხოვა მხარი დაეჭირა საბჭოთა კავშირისთვის თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრტეტენზიების საკითხში. რასაც დაუყოვნებლივ მოყვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში რომელსაც ასევე წაუყენეს ტერიტორიული პრეტეტენზიები ყარსის ხელშეკრულების გარშემო .
ეს ასევე კარგა ჩანს 1943 წელს ანკარაში საბჭოთა ელჩის ვინოგრადოვის მოსკოვში გაგზავნილ წერილში : “იმის გამო, რომ შეიცვალა საერთაშორისო სიტუაცია ნეიტრალური თურქეთი გახდა ნეგატიური ფაქტორი, რადგან თურქეთი ხელს უშლის მოკავშირეებს ომის აწარმოონ ბალკანეთში, ჩვენ შევთავაზოთ მოკავშირეებს თურქეთმა დაუთმოს თავისი ტერიტორია ბალკანეთიდან ინტერვენციისთვის და თუ ის ამაზე უარს იტყვის ეს რა თქმა არ იქნება უსარგებლო ჩვენთვის და გაზრდის ჩვენს პრეტენზიების რაოდენობას მათ შორის ტერიტორიულის რომელიც დაგროვდა ჯერ კიდევ მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულების დროიდან .
მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფაზის დამთავრების შემდეგ 1945 წლის 24 მაისს როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს. სარპერი ჩავიდა მოსკოვში მოლოტოვის შენიშვნაზე რომ რომ ხელშეკრულებები რომელიც გაფორმდა მოსკოვსა და ყარსში 1921 არ იყო გათვალისწინებული სომხეთის და საქართველოს ინტერესები რომლებმაც დაკარგეს ის ტერიტორიები სადაც ისტორიულად მათ კუთვნილებაში იყო და სადაც კომპაქტურად იყვნენ და არინ განსახლებულები სომხები და ქართველები . რაზეც საპერმა უპასუხა „თურქეთმა მაშინ გაუწოდა ხელი საბჭოთა კავშირს მან ეს ხელი მიიღო და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორია“ რაც მიუთითებს იმაზე რომ თურქებიც ამ ხელშეკრულების ბათუმის ნაწილს კეთილი ნებით დათმობად თვლიდნენ და არა საქართველოს ნაწილად .
ასე რომ ხელშეკრულება რომელიც გაფორმდა 1921 წელს ყარსში და რისი გაგრძელებაც მოხდა 1992 წელს თურქეთ საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც თურქეთს გადაეცა საქართველოს , სომხეთის ტერიტორიების ნაწილი და გარკვეული (ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი )გავლენა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე არის სრულიად მიუღებელი საქართველოსთვის. ამიტომ გავითვალისწინოთ რა პროცესები რომელიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში სადაც სიტუაცია ყოველ წუთში იცვლება, მზად უნდა ვიყოთ ჯერ ამ ორივე ხელშეკრულების დენონსირებისთვის და შემდეგ ეტაპზე თურქეთისთვის ჩვენი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებისთვის.
ვიქტორ ცაავა