“ახლა საჭიროა ფიზიკური დაპირისპირება, თუ ეგ არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერშია საუბარი. ჩანაწერები უკრაინულმა ვებ–გვერდმა uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ში განვითარებელ სხვადასხვა სცენარებზე საუბრობენ და გეგმებს აწყობენ, თუ როგორც უნდა აღმართონ ბარიკადები ტელევიზიაში. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აძლევს მიხეილ სააკაშვილი ბრძანებებს საკუთარ თანაპარტიელებს, რომ სისხლისმღვრელი სახელმწიფო გადატრიალებისთვის “ბოევიკები” მოამზადონ.
სწორედ ასეთ დავალებებს აძლევს ის ნიკოლოზ გვარამიას, ტელეკომპანია “რუსთვი 2”-ის დირექტორს, რომლის მფლობელიც თავადაა და გიგა ბოკერიას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს”, – წერს uareview.in.ua.
აუდიოჩანაწერი 1:
https://www.youtube.com/watch?v=zvOeh122NGk
აუდიოჩანაწერი 2: