Home რუბრიკები საზოგადოება გმირთა გვარამი, ანუ ვინ რა სისულელე თქვა “რუსთავი 2”-ის შესახებ

გმირთა გვარამი, ანუ ვინ რა სისულელე თქვა “რუსთავი 2”-ის შესახებ

ტელეკომპანიარუსთავი 2” განაგრძობს საკუთარი თავისთვისმოუხელთებელი ჯოსიმიჯის შექმნას. ვინც იცის ეს ანეკდოტი, მიხვდება, რასაც ვამბობ; ვინც არ იცის, მისთვის განვმარტავ: ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ დაინგრა ლეგენდა, თითქოსდა, “ბიძინა ივანიშვილის გავლენაში მყოფი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეპირველივე სასამართლო პროცესზე დაუყოვნებელი აღსრულების წესით ჩამოართმევდარუსთავი 2”- ძმებ ყარამანაშვილებს და გადასცემდა ქიბარ ხალვაშს.

ეს არ მოხდა არათუ პირველივე, არამედ არც მეორე, არც მესამე სასამართლო პროცესებზე, დარწმუნებული ვარ, არც მეოთხე სასამართლო პროცესზე მოხდება.

“რუსთავი 2”-ის საქმე განიხილება იმ ვადებში, რა ვადებიც საჭიროა ასეთი დონის კერძო დავის განსახილველად და დასრულდება ისე, როგორც მოითხოვს კანონი.

ასე რომ, “არიქა, ვერ დაგვხურავთ! საზოგადოება მხარს გვიჭერს” და ასეთი “გმირული ზღაპრები” ნელ-ნელა, თუკი ვინმეს სჯეროდა მისი, მათ თვალშიც კი ცვდება და ანეკდოტურ ხასიათს იძენს.

რაც შეეხება მოთქმა-გოდებას, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ გვინდა, მშვიდობა გვესაჭიროება და სიტუაციის ესკალაცია დაგვაზარალებსო, მინდა განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში დაძაბულობის ყველაზე დიდ კერას სწორედრუსთავი 2” წარმოადგენს და, თუკი ვინმეს რეალურად სურს მშვიდობა, მაშინ ეს ტელევიზია აუცილებლად უნდა ჩამოერთვათნაცებს”. სხვა შემთხვევაში ქვეყანა მუდმივი ესკალაციის რეჟიმში იცხოვრებს და სამოქალაქო დაპირისპირებაც ყოველწამიერად იქნება მოსალოდნელი.

მით უმეტეს, რომ ფაქტია: “რუსთავი 2”-ის “მოკრძალებული ხიბლი” ბევრ ცნობილ “სახეს” ათქმევინებს წარმოუდგენელ სისულელეებს, ანუ შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ადამიანები თითქოს ბოლომდე დარწმუნებულნი არ არიან, “რუსთავი 2” ძველ, კანონიერ მფლობელებს რომ დაუბრუნდება და ამიტომ ცდილობენ, არ გაანაწყენონ ახლანდელები. ეს მცდელობა კი მათ მართლაც საოცარ უაზრობებს ათქმევინებს ხოლმე.

და, ვინაიდან მთელი ორი კვირის განმავლობაში, ყველა ტელევიზია, გაზეთი, საიტი თუ სხვა ტიპის მედიასაშუალება გადავსებული იყო სწორედ “რუსთავი 2”-ის თემით, დღეს სამართლებრივ თუ პოლიტიკური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ და სწორედ აი, იმ სისულელეების შესახებ ვისაუბრებ მხოლოდ, რომლებიცცნობადმა სახეებმაწამოროშეს ამ მოვლენების შესახებ.

#1. დავით ტურაშვილი:

როდესაც ქიბარ ხალვაში ითხოვს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას, ჩვენ მას გარკვეულწილად უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია _ ქიბარ ხალვაშისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნება თუ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი? მომავალი, რომელიც არ ექნება სახელმწიფოს, თუკი ეს ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა შეწყვეტს არსებობას…”

ტურაშვილისგან ყოვლად უარგუმენტო სისულელეების რახარუხს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ დონის სისულელეს, ალბათ, იშვიათად მოისმენს აწი მკითხველი და, ამიტომ ვურჩევ, კიდევ ერთხელ გადაიკითხოს ეს სასწაულებრივი ფრაზა!

“სახელმწიფოს მომავალი” ყოფილა თურმე ის, რომ ადამიანს უკანონოდ წართმეული არ უნდა დავუბრუნოთ! ანუ, აქ მთავარი არის ის, რომ დათო ტურაშვილს სულაც არ უჩნდება ეჭვი, რომ ეს ტელევიზია ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის კანონიერად. უბრალოდ, მოგვიწოდებს, “სახელმწიფოსმომავლის გამო კანონი ფეხზე დავიკიდოთო. არ ვიცი, რომელი ნორმალური სახელმწიფო აშენებულა კანონის ფეხზე დაკიდების ხარჯზე, მაგრამ ფაქტია, რომ ტურაშვილმა რაღაცა მსგავსი იცის და გვიმალავს! ყოველ შემთხვევაში, მე “თავისუფალ სიტყვად” სწორედ ის მიმაჩნია, რომ ადამიანს სასამართლოში სარჩელის შეტანისა და კუთვნილის მიღების უფლება ჰქონდეს! თავისუფალი სიტყვაარ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაც ტუტუცმა ტელეეთერში იტლიკინოს! თუმცა, რაღა უნდა ილაპარაკო, როდესაც ადამიანი გეუბნება: მართალია, ეს კაცი თავის კუთვნილს კანონიერად ითხოვს, მაგრამ მას მხოლოდგარკვეულწილადუნდა მოვუსმინოთო კარგი, ვნახოთ, როგორი გამოდგება საბოლოოდ ტურაშვილისეული “გარკვეულწილად” დემოკრატია… ჩვენ კი გავნაგრძოთ სისულელეების აფიშირება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/laSabuRaZe-ff.jpg

#2. ლაშა ბუღაძე:

ეს ქიბარ ხალვაში ზოგჯერ რაღაც პროგრამა მგონია. “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები რამეს იტყვიან და გამოდის და პასუხს სცემს რაღაც პროგრამა სახელწოდებითქიბარ ხალვაში”, ერთი და იმავე ფრაზებით. ერთი და იმავე რობოტის ღიმილით სტანდარტულად პასუხობს…”

გასაგებია, რომ ლაშა ბუღაძეს ქიბარ ხალვაში პროგრამა ჰგონია. მას ამის უფლება აქვს, მაგრამ, როდესაც ამბობს, “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები, აი, მანდ, ნეტავ, არ ახსენდება ძმები ყარამანაშვილები? აკი, ქიბარ ხალვაშს სარჩელი სწორედ ყარამანაშვილების წინააღმდეგ აქვს შეტანილი და არა გვარამიას, უდუმაშვილის, გაბუნიას, კიკალიშვილის ან ჟორჟოლიანასათიანის წინააღმდეგ. ძმები ყარამანაშვილები არიან ოფიციალურად “რსუთავი 2”-ის მფლობელები და, თუკი ხალვაში ვინმესრობოტსაგონებს, სამართლიანობისთვის ხომ არ აჯობებდა, იქვე ეთქვა, რას აგონებს მას ძმები ყარამანაშვილები? _ “მოდელირებულ ქრონიკასხომ არა? ანუ ეს ძმები რეალურად არსებობენ თუ იმ “ქრონიკასავით” მოდელირებულნი არიან? ან, საერთოდ, იციან კი ძმებმა ყარამანაშვილებმა რომ “რუსთავი 2” მათი ქონებაა? ხომ არ არის დრო, ვინმემ შეატყობინოს მათ ეს ამბავი? ქიბარ ხალვაში “რობოტის ღიმილით” მაინც პასუხობს ვინმეს, მაგრამ ყარამანაშვილებისგან კაციშვილს სიტყვაც არ გაუგონია, აგერ უკვე თვეა, მათ საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის განმავლობაში. ნეტავ, ეს ფაქტი როგორ გამოეპარა ბუღაძის “მახვილ გონებას”?! აჰ! თუ ყარამანაშვილებზე რაიმეს თქმა და ქილიკი ჯერ არ დაუვალებიათ “ზემოდან”? ისე, საინტერესოა, რა ვალები აქვთ ამდენი ამ “ცნობად სახეებს”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/tugushi.jpg

#3. გიორგი ტუღუში:

მე მომწონს, რომ დღეს აქრუსთავი 2”-ის მხარადასჭერად ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ეს ძალიან დააფიქრებს თქვენს მოწინააღმდეგებს, რადგან დღეს საქართველოში რეალურად, თქვენ გარდა, არც ერთ სხვა პარტიას არ შეუძლია ამდენი მხარდამჭერის მობილიზება!”

არაფერი მოგვეჩვენება ბატონი ყოფილი სახალხო დამცველის სიტყვებში უცნაური, თუ არ გვეცოდინება, რომ ის ამ სიტყვებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიკროფონიან გოგონას ეუბნება. ანუ, გიორგი ტუღუშმარუსთავი 2”-, ფაქტობრივად, პირდაპირ გამოუცხადა, _ ტელევიზია კი არა, პარტია ხართო! სიმართლეს გაუმარჯოს, ძმაო! “რუსთავი 2” არასოდეს ყოფილა ტელევიზია და მუდამ კონკრეტული პარტიის პროპაგანდის განყოფილება იყო. ამჯერად კი, როგრც ნასახალხოდამცველარს, ენამ უყივლა. ისე, ჩანს, საერთოდაც, ცალკე პოლიტიკურ პარტიად გამოყოფასაც აპირებენ! სწორედ ამიტომაც, თუ შენიშნეთ, მე ამ პარტია-ტელევიზიის თანამშრომლების ხსენებისას სიტყვა “ჟურნალისტს” შეგნებულად არ ვიყენებ და მათ “მიკროფონიან გოგოებად” მოვიხსენიებ ხოლმე…

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/tina-maxaradze.jpg

#4. თინა მახარაძე:

ლანა ღოღობერიძის საღამოზეჯანსუღ ჩარკვიანი მთელი ხმით ლანძღავდა ჩემს შეყვარებულს, _ კაცობა უკვე დაკარგე და ბარემ პომადაც წაისვიოთავისთავად, ეს ამბავი, თავისი მოქმედი პირებით, ამაზრზენია და შესაბრალისი, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც კომპრომისების, დათმენისა და შემწყნარებლობის დრო არ არის!

ეს ის დროა, როდესაც თქვენი მომავალი, თქვენი კეთილი ნება, თქვენი ცხოვრება უნდა მართონ ჯანსუღებმა, გურანდებმა, ბესელიებმა, ხალვაშებმა და…

და ეს არ უნდა გინდოდეთ!

და, თუ ეს არ გინდათ, გამოდით ხვალ “რუსთავი 2”-ის დასაცავად!

აქ, “რუსთავი 2”-ზე კი არა, თქვენს პირად არჩევანზე, პირად სივრცეზე, პირად ეპოქაზეა ლაპარაკი.

მომიტევეთ ჰეროიკული განწყობა, გაუმართავი ტექსტი, მომიტევეთ 25 წელი და ახალგაზრდული გამწარება (რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დავბერდები…), მომიტევეთ თავისუფლება, როგორც წესი, როგორც არჩევანი, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა წესი, გარდა კეთილი ნებისა და გარდა თავისუფლებისა ჩვენი და სხვისი”.

იქ, სადაც აზრი შეწყვეტილია და მრავალწერტილი წერია _ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტი უამრავ უხამსობას შეიცავს.

თუმცა მე, პირადად, ამ გამწარებული ახალგაზრდა ქალის უხამსობაზე მეტად, მისმა ლოგიკამ გამაკვირვა: თქვენრუსთავი 2”-ის დასაცავად იმიტომ უნდა გამოხვიდეთ, რომ ლანა ღიღობერიძის საღამოზე ჯანსუღ ჩარკვიანი ჩემს შეყვარებულს ეჩხუბაო!

წეღან შეგპირდით, როდესაც ტურაშვილის ციტატას განვიხილავდი, ამაზე დიდ სისულელეს, ალბათ, ვეღარ მოისმენთ-მეთქი. მაპატიეთ, თინა მახარაძე, როგორც წესი, სიდებილეში ყველას ყოველთვის აჭარბებს.

არ ვიცი, თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ “რუსთავი 2”-ის ამ “ჰეროიკულად განწყობილი” დამცველების სულელური ბოდიალიდან, მაგრამ ფაქტია, _ “გმირთა ვარამი” სახეზეა!

უფრო ზუსტად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაში გმირთაგმირის როლში ნიკა გვარამია გამოდის და ამ “ჰეროების” “ჰეროიკულობაც” სწორედ მას ეძღვნება ძირითადად, მაშინ სახეზეა გმირთა გვარამი”!

მკითხველს “დავამშვიდებ”, რომ ეს მხოლოდ იმ “გმირთა” ნაფრქვევი “სიბრძნეებია”, რომლებიც არ არიან “რუსთავი 2”-ის წამყვანები, ტელესახეები… აი, ამ ყოველივეს მაია ასათიანის, ზაალ უდუმაშვილის, გიორგი გაბუნიას, თენგო გოგოტიშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და სხვათანაგვარამევიცრომ დავამატო, ალბათ, მართლა შეიშლებით იმაზე ფიქრით, სად შეიკრიბა ამ ერთი ტელევიზიის გარშემო ამდენი შტერი და, თუ მათთავისუფალ სიტყვასთანმართლა გავაიგივებთ, დამერწმუნეთ, თავისუფალი სიტყვაც სამუდამოდ შეგზიზღდებათ!

ამიტომ, მოდი, აქ შევჩერდეთ…

თუმცა ერთი კი მაინც სათქმელია: მაია ასათიანის ასეთი წამოცდენის შემდეგ _ “მე ჩემს ტელევიზიას მხოლოდ იმიტომ კი არ ვიცავ, რომ ბანკის დიდი კრედიტი მაქვს გადასახდელი” _ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გაკენწლავს, ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს “საფუძვლიანი ეჭვი” იმის შესახებ, თუ რას მოაქვს სინამდვილეში ამ ადამიანების ასეთი “ჰეროიკული გამწარებები”…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. როგორ ბოდავენ და ბოდიალობენ ამდენ სისულელებს ,
    ვითომდა ცნობადი სახეები.ძალიან სასაცილოები არიან! ! ნუ დაგვღალეთ!!!

  2. ეს ძმები ყარამანაშვილები არსებობენ ბუნებაში?სასამართლო პროცესზე ვინმეს უნახავს?

  3. მაგარია! გვარამიას სშუალო ხელფასი თუ არ ვცდბი თვეში 50-55 ათასი ლარია. ეს ოფიციალურად ისე კი ვინ იცის?! იბრძოლებს რა თქმა უნდა საკუთარი კეთილდღეობისა და ოჯახის უზრუნველი ცხოვრებისათვის. რა გასაკვირია? თანაც ნაცებს ტონობით თავისმომჭრელი მასალა ექნებათ შეგროვებული მასზე, მის პირად ცხოვრებაზე. გაჩუმდება და უცბად ამოატივტივებენ. ამის მსგავსად არის ყველაგაწიწმატებული \\\”სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი\\\”!

  4. აქ როგორც მივხვდი მხოლოდ ის კომენტარი გამოქვეყნდება რომელშიც ის შინაარი იქნება რომელიც ამ სტსტიას შინაარსობრივად ეთანხმება, თუ ასე მოხდა ჩავთვლი რომ სიტყვის თავისუფლება სულ არ განაღვლებთ
    პირველი რაც მინდა ვთქვა არც ნაციონალების მომხრე ვყოფილვარ და არც მოქმედი მთავრობის არასდროს.
    ამ სტატიას როცა ვკითხულობდი წავიკითხე ფრაზა სადაც ეწერა \\\”ეს ტელევიზია ნაციონალებს უნდა ჩამოერთვას\\\” და იქვე შევწყვიტე კითხვა.
    ნაციონალები იმიტომ გადაირჩია ხალხმა რომ ხალხ ართმევდნენ ქონებას და საშინელი მდგომარეობა ქონდათ ციხეებში და ბევრი მრავალი სხვა უბედურება ხდებოდა და როგორ ფიქრობთ რუსთავი 2ის ჩამორთმევა მის ახლანდელ მფლობელზე იგივე საქციელი არ არი? და შენ რედაქტორო რა სიტყვის თავისუფლებაძე საუბრობ როცა ასეთ სტატიას წერ? იცი საერთოდ სიტყვის თავისუფლება რას ნიშნავს? ეგება ჩვენ უბრალო ხალხს გვინდა განსხვავებული პოზიცია გვქონდეს?

  5. შენ გაიხარე შვილო ბაკურ, სულ გონებაში მერეოდა ეს და მსგავსი აზრები, მაგრამ მოხუცმა ვერ მოვიფიქრა, ამის დაწერა და გამოქვეყნება!

  6. არა კი არ უნდა ჩამოერთვას უკანონოდ წართმეულ პატრონს უნდა დაუბრუნდეს, თუ შეიძლება აზრი დააფიქსირეთ გარკვევით. ვსვავ კითხვას ქიბარ ხალვაშს განსვენებულმა მთავრობამ უკანონოდ, ძალით წაართვა ტვ.რ2? და კიდევ მე მგონი სასამართლოში მიდის დავა ორ სუბიექტს შორის ყოფილ და ეხლანდელ მეპატრონეებს .

  7. ირაკლი – სიტყვის თვაისუფლება ნიშნავს იმას,.რომ ადამიოანს ექნება სასდამრთლოში საკუთარი ქონების კანონიერად მოთხოვნის უფლება! და შენნაირ მატრაკვეცებს არ ექნებათ ამდენი სიდბეილის ტლიკინის უფლბა 🙂 ეგაა სიტყვის თვაისუფლება და იმდენი შენ და შენნაირებს დაგიმშვენდათ ცხვირი რაც \\\”ნაცების\\\” მომხრე არ ხარ და \\\”განსხვავებული ზრის\\\” პატივისმცემელი \\\”უბრალო ხალხი\\\” ხარ 🙂 ეგ ტყუილკები ბებიაშენს დააჭერი ცხვირზე 🙂 და ამ პუბლიკაციაში ძალიან ნათლად და გასაგებად წერია ვის რა რატომ და რისტვის უნდა \\\”ჩამოერთვას\\\”. უდიდესი განსხვავებაა შენი საყვარელი \\\”ნაცები\\\” რასაც ჩადიონენ იმასა და მე რასაც ვწერ იმაშ შორის… სულაც არ არის ეს \\\”იგივე საქციელი\\\” და ტყუილად ცდილობთ ამ დებილიზმამდე მისული აზრების დამკვიდრებას. გერხევათ მძიმედ და კიდევ უფრო დაგერხევათ მოავალში 🙂 შეეგუეთ 🙂

  8. სიმართლე ისაა, არც ერთ ქვეყანაში წილების გადანაწილებას ასეთი სახე არა აქვს… ეს სასამართლო დავაა. თუ მოსამსახურის შემცირება აღელვებს თანამშრომლებს მის უფროსს უნდა უჩიოდენ, ხალხის დაგეშვა რა შუაშია, მტერი ვერ მიხვდა ამათი ინტერესი სახელმწიფო დესტაბილიზაცია რომაა. დღეს საზოგადო მოღვაწის წოდებაც ეჭვის ქვეშ დგას საქართველოში, ამ ბოდვების მოსმენის შემდეგ….. 2 დიდი ქვეყანა მოვიარე ათეული წლების ცხოვრებით და ასეთი რამე არსად არ მინახავს.. საქართველოს მივხედოთ- ნუ აყვებით ვიღაცის კერძო გამორჩენას….

  9. ირაკლი ვერ მიმხვდარა, რომ არა ხელისუფლება ედავება ,,რ–2\\\”–ს, არამედ პიროვნება, რომელსაც იმ განუკითხაობის ჟამს წაართვეს ქონება __ანუ ,,რ–2\\\”–ი და იგი უფლებამოსილია, დაიბრუნოს წართმეული ქონება, რაც იქნება სამართლიანობის აღ დგენა. ამასთან: ტელევიზია კი არ იხურება, არამედ დაუბრუნდება კანონიერ პატრონს და განაგრძობს ფუნქციონირებას. ეგაა მხოლოდ: აღარ იქნება ერთი __ მხოლოდდამხოლოდ ერთი __ნაც.პარტიის კუთვნილება და სიცრუის მანქანა, რომელიც ყველა ჟანრის გადაცემაში ცდილობს ტყუილებით, არარეალურად შექმნილი სიუჟეტებით, მავანთა ლანძღვა–გინება–განქიქებით დაგვიბნელოს გონება ჩვენ __
    მე , თქვენ და სხვებს, ნაც.პარტია წარმოაჩინოს პოლიტიკური დევნის ობიექტად, დაზარალებულად და ტელევიზიად, რომელიც, თურმე, საქართველოს მომავლის გარანტია , რომ, თურმე, წავა გვარამია ტელევიზიიდან და საქართველო ჩამოიშლება , თავისუფალი სიტყვა გაქრება და ა. შ. ნუთუ ძნელია იმ მიზნების ამოცნობა, რაც დღეს გვარამიას და მის უკან მდგომთ ამოძრავებს? __ქვეყნის არევა ( ტელევიზიის დაცვის საბაბით ), რომ ნაც.პარტიის შავი სუდარა გადააფარონ ისევ ქვეყანას.

  10. ბრავო, ბაკურ!
    მართალი სიტყვა და დახვეწილი სარკაზმი!!!
    ,,ვ დესიატკუ, სინოკ\\\”!!!!!!!!!!!!!

  11. სრულიად გეთანხმებით…ეს ვაი ჟურნალისტები თავიანთ მაღალ ხელფასებს იცავენ და არა კანონს…ნეთავ რა დამსახურება აქვთ ასეთი ქართველი ერის წინაშე?

  12. ბაკური ჩინებული მსროლელია. მიზანში არტყამს. ბრავო! ირაკლი, იზაბელამ კი სწორად გაგიმარტათ, მაგრამ მეც შევეხიდები: შენი ,,განსხვავებული პოზიცია\\\” ის არის, რომ ვერც ბაკურის სტსტიიდან მიხვდი ვერაფერს და არც ის გესმის, რომ ,, მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია\\\” . არა და წერ: ისინი __ ნაცები ბევრი უბედურების შემოქმედნი იყვნენო, არ ,,მალავ\\\”, რომ ,,რუსთავი–2\\\” მათი რუპორი და,,ხალხზე გამარჯვებული ტელევიზია\\\” იყო, რითაც კარგა ხანს კოკობზიკობდა და ამაყობდა. ,,ბევრის მცოდნე\\\” ჩანხარ და ისიც გეცოდინება, რომ ეს ,,ტკ\\\” ისევ ძველებურად უბერავს, ადამიანებს ტყუილებითა და ცილისწამებით უბნელებს გონებას და იმ ,,ბევრი უბედურების დამტრიალებელი\\\”, სისხლიანი ნაცების დასაბრუნებლად ამზადებს ქვეყანას. ესეც გაგეგონება: ,,მტერს მტრულად უნდა მოექცე, თავად უფალმა ბრძანაო\\\” . რა ვქნათ, ავაყვაოთ მტერი ჩვენი და ვირტყათ თავპირში ხელი? თუმცა, ბაკური ,,ტელევიზიის ჩამორთმევაზე\\\” კი არა, მიტაცებული ქონების __ტელევიზიის __სამართლებრივად კანონიერ მფლობელზე გადაცემაზე ლაპარაკობს/წერს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბაკურ სვანიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here