Home რუბრიკები საზოგადოება ჭიაბერაშვილს მიმდევრები გამოუჩნდნენ

ჭიაბერაშვილს მიმდევრები გამოუჩნდნენ

4033

როგორ ზუსტად მიესადაგება ჩვენს დღევანდელობას დასავლეთ საქართველოდან წამოსული მადლიანი სიტყვა _ “ბჟუტური”, ანუ სულელური, ცრუ, გაუთავებელი, უსაგნო ლაპარაკი ყველაზე და ყველაფერზე.

_ რას ბჟუტურობ, კაცო, შენ!.. _ ეტყვიან ხოლმე საყვედურით მავანს. ეს სიტყვა ხშირად მახსენდება ხოლმე, განსაკუთრებით, ბოლო დროს ტელევიზორის ეკრანზე პარლამენტის სხდომების ცქერისას. ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგებარუსთავი 2”-ისდაჩაგვრისგამო ატეხილ კამათს და .. ბჟუტურობენ და ბჟუტურობენსაქმე და ქვეყნის შენება კი განზე გვრჩება!..

ბოლო ხანს ბჟუტურის არეალი გაფართოვდა, აქაოდა, ვინ რას გვიშლისო და, დიდად პატივცემულმა გვამებმა _ ნოდიამ, ბერძენიშვილმა და დარჩიაშვილმა ქართული მწერლობის კლასიკოსებს, თავიანთი ჭკუით, “გადაუარეს” _ კონსტანტინე გამსახურდია და ჭაბუა ამირეჯიბი რა მწერლები არიან, ბოლომდე ვერ წავიკითხეთო; ლადო ასათიანი დიდი ვერაფერი პოეტიაო…

ბევრი შემოსწყრა ამ ბჟუტურს, ბევრმა ირონიულად ჩაიცინა, აბა, “მიშისტებისგან” სხვას რას უნდა ველოდოთო… და, ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ: მწერლობის შემდეგ სახვითი ხელოვნების შესახებ ბჟუტურის ჯერი დადგა. გასულ პარასკევს პრესაში დაიბეჭდა მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოუქვეყნებია ვინმე ტორესა მოსს (რა მიხვედრა უნდა, ნამდვილ სახელსა და გვარს მალავს).

ჰოდა, ბჟუტურობს და ბჟუტურობს ტორესა მოსი ქართული ქანდაკების ერთ-ერთი დიდოსტატის _ ელგუჯა ამაშუკელის “ქართლის დედაზე”.

ა, ბატონო, ფრაგმენტები:

ქართლის დედის ხსენებული ქანდაკება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. სადღაც იგულისხმება, რომ კაცი მუქთახორაა, სადღაც წამოგორებულა გასიებული ღიპით და ბავშვიც დედამ უნდა დაიცვას და სუფრაც სტუმარს დედამ უნდა გაუშალოს”.

“მიშისტმა” ზურაბ ჭიაბერაშვილმა რამდენიმე წლის წინათ ხომ უჭკუოდ გააკრიტიკა ეს “ქართლის დედა”, ოღონდ, როგორც მახსოვს, სიტყვა საბჭოთა არ უხსენებია. ეს მოსი კი უბერავს და უბერავს: თქვენ ვერსად ნახავთ ღვთისმშობელს ხმლით ხელში, ვერც სუფრის გამშლელად ვერ დაინახავთ. რა თქმა უნდა, ეს ორი ხატება, ღვთისმშობლის, როგორც დედის იდეალისა დაქართლის დედის”, როგორც საბჭოთა საქართველოს დედის იდეალი, ერთმანეთს ვერ შეეთანხმება ვერასდროსქალს ჩვენს ისტორიაში დიდი როლი ჰქონდა, მაგრამ ამ როლში არ შედიოდა ხმალი. ქალზე იდგა ქართული ოჯახი, ეკონომიკა

რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს საბჭოთა ხელოვნების მიმართ, რადგან მივიჩნევ, რომ შეუძლებელია, ხელოვნება არსებობდეს ისეთ სივრცეში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყომე პირადად შეცდომად მიმაჩნია, რომ ეროვნული მოძრაობის დროს ქართლის დედა ეროვნულობის ერთერთ სიმბოლოდ აღიქმებოდა”.

რა უნდა შეეპასუხო ამ, მართლაც მობჟუტურეს?!

ათეული წლებია, სახელ-გვარგადამალულო ბჟუტურა “კრიტიკოსო”, ელგუჯა ამაშუკელის დიდებული “ქართლის დედა” თბილისს გადმოჰყურებს და დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება.

კრიტიკა და დინჯი, დაკვირვებული საუბარი მხატვრული ნაწარმოების შესახებ (რა ჟანრისაც უნდა იყოს), რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა დროში შეიძლება, მაგრამ ასე აგდებულად?!

მრავალი წლის წინათ მე, როგორც ჟურნალისტი, ბატონ ელგუჯა ამაშუკელს სახელოსნოში ვესტუმრე, კარგა ხანს ვისაუბრეთ და ეს საუბარი დაიბეჭდა კიდეც გაზეთ “კომუნისტში”. დიახ, დიახ, პატივცემულო ტორესა მოს, მე გაზეთ “კომუნისტში” ვმუშაობდი და საბჭოთა ჟურნალისტი მერქვა, ისე, როგორც ჩვენი ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის უთვალსაჩინოეს წარმომადგენლებს.

ერთი მიბრძანე, 25 წელიწადია, არასაბჭოთა საქართველოში, ვითომ, დამოუკიდებელი რომ ჰქვია, მათი სადარი ვინმე გამოჩნდა?! ალბათ, სულ რამდენიმე კაცი!.. რა ხდება?! აღარც ცენზურაა და აღარც ცეკა, ვინ ცვლის იმ სამაგალითო შემოქმედებსა და მამულიშვილებს?!

სიტყვა გამექცა…

ჰოდა, ამაშუკელთან შეხვედრისას საუბარი “ქართლის დედაზეც” ჩამოვარდა. ბატონმა ელგუჯამ მითხრა:

_ მუშაობის დროს გონებაში მიტრიალებდა დიდი ილიას შემოტანილი შეუდარებელი სიტყვა _ “დედაკაცი” და ლადო ასათიანის ერთ-ერთი ბრწყინვალე ლექსის სტრიქონები… ხომ გახსოვს:

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ ვით ფოლადის ფარები

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თინა ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი!..”

ამიტომ დააჭერინა მოქანდაკემ ქართველ ქალს ცალ ხელში ხმალი და მეორეში _ თასი!.. ამიტომაც აღიქმებოდა ეს ძეგლი, ეროვნული მოძრაობის დროს ეროვნულობის ერთ-ერთ სიმბოლოდ! ეგ არ შეეშლებოდათ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გიორგი ჭანტურიას და სხვებს!..

გეიგე ახლა, ტორესა მოსო, რამე გეიგეეეე?!..

ვილენ მარდალეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here