Home რუბრიკები ბლოგი „ცივილიზირებული სამყაროს შფოთი“

„ცივილიზირებული სამყაროს შფოთი“

რამდენიმე დღეა ვაკვირდები სხვადასხვა ევროპული საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას, რომლებშიც  რუსეთის მიერ სირიაში ე. წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ   კონფლიქტში ჩართვაზე,   დასავლეთის თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელისუფლებების აღშფოთებას ატრიალებენ თავიანთ ტელეგადაგადაცემებში, ათჯერ და უფრო მეტად ინტენსიურად ვიდრე   ისლამისტური  რადიკალების მიერ  თვეების  განმავლობაში ჩადენილ  საშინელებებს  ერაყ-სირიაში. რა თქმა უნდა ეს გასაკვირიც არ არის რადგან რუსეთმა  სირიაში დაწყებული სამხედრო კომპანიით დაასწრო  და ამით მტკივნეულ ადგილას დააჭირა მთელ დასავლურ ცივილიზაციას და მათ სატელიტ ახლოაღმოსავლურ მონარქიებს  .

ახალი არ არის რომ სირიის კონფლიქტის მრავალი ვარიანტი,  ღრმა  პრეისტორია  აქვს და   ბევრად  ცდება სირიის საზღვრებს. ჩემი აზრით მინდა   გამოვყო მხოლოდ სამი ძირითადი სიბრტყე და მოკლედ განვიხილო ისინი .

პირველი და  მეტად საყურადღებო ეს ეკონომიკაა . ჯერ კიდევ 2013 წელს  გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ რომ სირიის სანაპირო წყლებში იპოვეს ნავთობი .  მართალია სირია უკვე 40 წელზე მეტია მოიპოვებს და ყიდის არა მარტო ნავთობს არამედ გაზსაც, იმ რაოდენობამ რომელიც ნორვეგიულმა კომპანიამ კვლევა ძიებისას მიაკვლია ყველა მოლოდინს გადააჭარბა, 14 ახალი ჭაბურღილიდან   37 მილიარდი ტონა ნავთობის ამოღება იქნება შესაძლებელი იმ დროს როდესაც საუდის არაბეთის ნავთოპბის მარაგი 36 მილიარდი ტონაა ,ერაყის-15  მლ-დი,  კუვეიტის 14,28, გაერთიანებული საემიროების  14 მლ-დი და ეს ყველაფერი არ არის .  ნავთობის მარაგის მდებარეობა დედამიწის ზედაპირიდან სულ 250 მეტრაშია  რაც ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიით ეს პრაქტიკულად ღია ბასეინის ტოლფასია ეს კი  ნავთობის მოპოვების ღირებულებას შესამჩნევად ამცირებს  ხოლო რაც ყველაზე მეტად მთავარია ახალი ჭაბურღილების აღმოჩენა მოხდა 2010 წელს და უკვე 2011 წლის  გაზაფხულზე დაიწყო სამოქალაქო ომი რაც მხოლოდ დამთხვევა არ არის .

სირიული პრობლემის შემდეგი  სიბრტყე  ჩემი აზრით არის რელიგია . ქრისტიანობისგან განსხვავებით  ისლამური სამყარო ძალიან განსხვავებულია .  იქ  მაგალითად შიიტებად  და სუნიტებათ დაყოფა  ნაციონალურ  დაყოფაზე  მაღლა დგას.   კუვეიტი , კატარი, საუდის არაბეთი  ესენი სუნიტიზმის მიმდევრები არიან , ხოლო ირანი კი შიიტიზმის .  სირიის მოსახლეობის 75% ქურთების ჩათვლით სუნიტები არიან , 12% ალავიტები ( შიიტიზმის ერთ ერთი მიმდინარეობა)   რომლებიც მართავენ დღევანდელ  სირიას  და რომელსაც მიეკუთნება  თვით   ბაშარ  ასადი .   ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს რომ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ძალები იყენებენ  რელიგიურ განსხვავებას და აქეზებენ ე. წ. „დაჩაგრულ სუნიტურ უმრავლესობას“რომლებიც ომობენ არა ასადის წინააღმდეგ არამედ  უფრო ყურანის სხვანაირად  ინტერპრეტაციისთვის.  გვარებს შორის განსხვავებების მიუხედავად ყველა მონარქი რომელიც მართავდა ამა თუ იმ  სუნიტურ სახელმწიფოს მთავარ მიზნად ისახავდა ისლამური ხალიფათის შექმნას მინიმუმ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ,პერსპექტივით ჩინეთიდან დაწყებული აღმოსავლეთ ევროპის მუსულმანური ქვეყნებით დამთავრებული. ამასევე ქადაგებს სირია-ერაყის ტერიტორიაზე შექმნილი   ისლამური სახელმწიფოს  იმამები.

არსებობს ასევე პრობლემის  მესამე  და მთავარი სიბრტყე  გეოპოლიტიკა. გარდა იმ პროცესებისა რაც ზემოთ ჩამოთვალე რეგიონში დღეს დღეობით კონცენტრირებულია მთელ მსოფლიოში გავლენებისთვის მებრძოლი ქვეყნების მთლიანი შემადგენლობა საფრანგეთი , ინგლისი, აშშ, გერმანია, ჩინეთი , თურქეთი , ირანი  და რა თქმა უნდა რუსეთი.  

თურქეთის და ირანის საკითხი თუ ასე თუ ისე  მაგრამ მაინც  იკითხება .  ირანი იბრძვის რა ასადის ხელისუფლების მხარეს“ ხესბოლას“ სახით  ერთის მხრივ იცავს ერთმორწმუნე  სირიის შიიტურ მოსახლეობას მეორეს მხრივ სანქციების მიუხედავად ინარჩუნებს რეგიონალური მოთამაშის  ანგარიშგასაწევ  ფუნქციას . ხოლო თურქეთი ამრაგებს რა ისლამურ სახელმწიფოს იარაღით ერთის მხრივ ჩაფლული არის კონტრაბანდული აღურიცხავი ნავთობით ვაჭრობაში და საიდანაც კოლოსალურ მოგებას ნახულობს , მეორე მხრივ  ამარაგებს რა ისლამისტურ სახელმწიფოს იარაღით, მათი  ხელით ებრძვის ქურთ რადიკალებს რომლებიც  საკუთარი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვიან, იმისდა მიუხედავად რომ შეიძლება ქურთების განადგურების შემდეგ ისლამური სახელმწიფო თურქეთსაც მიადგეს.

დაახლოებით ისევე იქცევიან ნაწილი იმ მოთამაშეებისა რომლებიც  თავიანთ  თავს მსოფლიო ლიდერებად და გეოპოლიტიკურ პროცესების მმართველებათ მიაჩნიათ, ერთის მხრივ ხელი შეუწყვეს რა    ისლამისტური ფუნდამენტალიზმის გაღვიძებას მეორეს მხრივ ისევე თავიანთ ხელშეწყობით აღზევებულ რადიკალებს  მტრებად აცხადებენ და ბომბავენ  . ამ დროს ამ აჯაფსანდალში ვითომ გლობალური, შორსმიმავალი  მიზნებისთვის მებრძოლი მოთამაშეები უფრო მაღლა  მეშჩანურ მოკლევადიან ტაქტიკას აყენებენ ვიდრე  გრძელვადიან სტრატეგიას .

ეხლა მინდა ყველაზე მთავარ მოთამაშეების  აშშ-ს,   და შემდეგ რუსეთის როლს შევეხო სირიის პროცესში . აშშ როგორც თვითონ თავის თავს უწოდებს მსოფლიო დემოკრატიული წესრიგის  ერთადერთი დამცველი, სირიაში რამდენიმე მიზანს ემსახურება რომლის ძირითადი  მიზანი რუსეთ , ჩინეთის დასუსტებაა და  საბოლოო ჯამში ერთის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება და მეორის  ეკონომიკის თავის კონტროლის ქვეშ მოქცევაა . აქედან გამომდინარე სირიაშიც და  მსოფლიოს ნებისმიერ  ადგილას  მიმდინარე ეკონომიური თუ სამხედრო პროცესები ამ მთავარ მიზანს ემსახურება და ჩინეთის ეკონომიური კრიზისი , უკრაინა- სირიის სამოქალაქო ომები ამის დადასტურებაა .მაგრამ აშშ-ს აქვს ასევე ახლო აღმოსავლეთში  ევროპული  პოლიტიკური თუ ეკონომიურიო გავლენის შემცირების და მოძლიერებული აღმოსავლელი  მონარქების მოთოკვის  გეგმაც .

რაც შეეხება რუსეთს რა გასაკვირიც არ უნდა იყოს აღმოსავლეთში ყველა მოთამაშისგან განსხვავებით  რუსეთს ერთადერთს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული  და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში ჩასმული  მიდგომა პრობლემისადმი,  როდესაც ყველა დანარჩენი  უხეშად არღვევს საერთაშრისო სამართალს. ასევე რუსეთმა  სირიის კონფლიქტში  აჩვენა რომშეუძლია აწარმოოს მომავალზე გათვლილი ,ელასტიური  პოლიტიკა და შესაბამისი ქმედებაზე დამყარებული  გადაწყვეტილებები მიიღოს  შედეგზე  პასუხისმგებლობით (გაიხსენეთ სირიიდან ქიმიური იარაღის გარშემო ატეხილი პრობლემის ელასტიური გადაწყვეტა).

აი ზუსტად ეს სიტყვა, საქმე , პასუხისმგებლობა  არ მოეწონათ დასავლეთში და ამიტომაც გააჩაღეს  დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებმა  მავანის  დავალებით რუსეთის წინააღმდეგ საიფორმაციო ომი  რადგან  შესაძლო რუსეთის წარმატებამ  შეიძლება მათი სახელი და ქმედებები შელახოს  და რუსეთი რეგიონში (არამარტო რეგიონში)მთავარ მოთამაშედ აქციოს .

მე როგორც ქართველს მიმაჩნია რომ რელიგიურ-ექსტრემისტული  ომი  რომელიც საქართველოდან  სულ რაღაც 500 კმ-ში მიმდინარეობს და  სადაც უამრავი  ( სხვადასხვა მობნაცემებით 300-მდე)  ჩემი ქვეყნის მოქალაქეა ჩართული შეიძლება ჩემს ქვეყანაშიც გადმოვიდეს . ამიტომ მინდა რომ ეს დაფინანსებული  მარაზმი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს და მაქსიმალურად  საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

ვიქტორ ცაავა

1 COMMENT

  1. ძალიან საინტერესო ანალიზია, იმედია ქართველი პოლიტიკოსებიც მოვლენ აზრზე და არსებული ვითარების შესაბამისობის ფარგლებში, გაატარებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here