Home რუბრიკები პოლიტიკა კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს

487

კატალონიის (ესპანეთი) რეგიონში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. 

სეპარატისტების მთავარ ალიანსსა და უფრო მცირერიცხოვან ნაციონალისტურ პარტიას 135-ადგილიან რეგიონულ პარლამენტში 72 მანდატი ერგოთ. სეპარატისტები ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვება მათ ანიჭებს მანდატს, დაიწყონ დამოუკიდებელი კატალონიური რესპუბლიკის შექმნისთვის ბრძოლა.

ესპანეთის ცენტრალური მთავრობის განცხადებით, დამოუკიდებლობისთვის ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯებს ის სასამართლოში შეებრძოლება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here