Home რუბრიკები საზოგადოება რის ღირსია “ღირსეული” ხადური, ანუ როდის გაძღებით, “თქვენო ღირსებავ”?

რის ღირსია “ღირსეული” ხადური, ანუ როდის გაძღებით, “თქვენო ღირსებავ”?

525

ოცნებისსულ პირველი მინისტრთა კაბინეტიდან დღემდე თანამდებობებს ორიოდე მინისტრიღა შემორჩა და მათ შორის ერთერთი არის ნოდარ ხადური. ვერ გეტყვით, რა დაინახა ასეთი ამ ყველაზე ადრე სახელგატეხილ სახელმწიფო მოხელეში ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგეტიკის, ჯანდაცვის, იუსტიციისპირველყოფილმინისტრებთან ერთად, პოსტს დღემდე ფინანსთა მინისტრიც მყარად ინარჩუნებს.

ნოდარ ხადურის პორტფელის ასეთ სიმყარეს მის “წარმატებებს” ნამდვილად ვერ მივაწერთ, რადგან “საოცნებო” სამი წლის მანძილზე, თუკი რამეში აქვს ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი პრობლემა და ჩავარდნა, სწორედ რომ ფინანსებია.

მაშ, რა უნარჩუნებს საქართველოს ყველაზე უფრო ჩასვრილ მინისტრს ადგილსა და თანამდებობას? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მხოლოდ ბატონმა მილიარდერმა იცის, როგორც მას სჩვევია ხოლმე, მხოლოდ და მისთვის “გასაგები” ახირებითა და დაჟინებით. ამიტომ, ვფიქრობ, მოგვიწევს ლოდინი იქამდე, ვიდრე ივანიშვილი მორიგ “ფავორიტზე”, ანუ ნოდარ ხადურზეც იტყვის _ “სხვა კაცი მეგონა და შევცდიო” და შემდეგ კიდევ სხვა “მოსიარულე შეცდომას” მოიყვანს მის ადგილზე _ ხომ არაერთი გვინახავს, ამ “შეუცდომელი” მილიარდერის ნამოქმედარი?!

თუმცა, შესაძლოა, თვითონ ხადურის ბოლოდროინდელ გამონათქვამებში ვეძიოთ ჭეშმარიტების მარცვალი.

აი, მაგალითად, როდესაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი განიხილავდა პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომ სახელმწიფო მოხელეებს არ აეღოთ არც პრემიები, არც დანამატები და მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს დასჯერებულიყვნენ, ხადურმა ვერ მოითმინა და სასწრაფოდ გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე სასოწარკვეთილი შეძახილით _ საჯარო სტრუქტურებში ღირსეული ადამიანები ვმუშაობთ და ღირსეული ანაზღაურებაც გვესაჭიროება!”

აი, თურმე რა ყოფილა ხადურის პორტფელის სიმყარის გასაღები, მისი ყოვლად “ღირსეულობა”!

აბა, ვინ გაუბედავს მას ამის შემდეგ, _ “ღირსეულად” დათმე ეგ ჩასვრილი პორტფელი და წადიო?!

პირიქით, ვფიქრობ, უკვე უფლება აღარ გვაქვს, ბატონ ხადურს მეც და სრულიად სქართველომაც ასე არ მივმართოთ ხოლმე _ “თქვენო ღირსებავ!”. ის და ყველა სხვამაღალდანამატიანპრემიიანიხომ ამას უდავოდ იმსახურებენ!

ერთადერთი რამ დარჩა გასარკვევი:

უკვე მესამე წელიწადია, რამდენჯერაც საზოგადოება გააპროტესტებს ამღირსეულთაწარმოუდგენლად მაღალ ხელფასებს, პრემიებსა თუ დანამატებს, იმდენჯერ გამოხტებიან ხოლმეხადურისებრთა ოჯახისწარმომადგენლები და კოპებშეკრულნი გვეჩხუბებიან:

“ჩვენ ღირსეულნი ვართ და ღირსეული ანაზღაურება გვესაჭიროება!”-ო…

ჰოდა, ჩვენც, ეს “უღირსი” საზოგადოება, უკვე მერამდენედ ვუსვამთ მათ კითხვას:

გვითხარით კონკრეტული რიცხვი! რამდენია ესღირსეული ანაზღაურება”, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახებისღირსეულმუცლებს ისე ამოყორავს, რომ კოპებს აღარ შეიკრავთ ხოლმე და აღარ დაგვტუქსავთ?

“ღირსეულნი” რომ ხართ, ეგ უკვე გავიგეთ და ისედაც ეტყობა თქვენი “ღირსეული” სამსახურის შედეგი ჩვენს ყოველმხრივ “ღირსეულად” ჩასვრილ ქვეყანას!

აქვე, არ დაგიკარგავთ დამსახურებას მსოფლიო ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების წინაშე, რადგან აქამდე დედამიწა იცნობდა შრომის “დაბალ”, “საშუალო” და “მაღალ” ანაზღაურებას.

დღეის ამას იქით, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მსოფლიოს მოჰფინოს ეს ინოვაცია და ამ სამ კატეგორიას კიდევ დაემატოს მეოთხე _ “ღირსეულის” კატეგორია.

ეგ კი არა, აუცილებლად მიგვაჩნია, რესტორნების, კაფე-ბარებისა და სხვადასხვა მომსახურების მენიუებში აუცილებლად დავამატოთ შესაბამისი გრაფა.

მაგალითად: ყველას მოგეხსენებათ, საქართველოში, სახაჭაპურეები თუ კიდევ უფრო მაღალი რანგის საკვები დაწესებულებები მენიუში გვთავაზეობენ ჩამონათვალს:

“აჭარული ხაჭაპური პატარა”, “აჭარული ხაჭაპური საშუალო”, “აჭარული ხაჭაპური დიდი”;

ანდა “მწვადი პატარა”, “მწვადი საშუალო”, “მწვადი დიდი” (შამფურის ზომის მიხედვით) და ასე _ ზომისა და მოცულობის მიხედვით დახარისხებულ სხვადასხვა კერძს.

მაგრამ რას აპირებენ ამ დაწესებულებათა მენეჯერები, უცებ რომ ეწვიოს ნოდარ ხადური ან სხვა რომელიმე “,მისი ღირსება”?

მათ ხომ, როგორც ვხედავთ, არცპატარააკმაყოფილებთ, არცსაშუალოდა არცდიდი”?!

ამიტომ რეკომენდაცია ეძლევა ყველა საკვები და სხვა სახის დაწესებულების მენეჯერებს, სასწრაფოდ ჩაამატონ მენიუებშიაჭარული ხაჭაპური ღირსეული”, “მწვადი ღირსეულიდა . .

აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ “მათ ღირსებათა” ასეთი “ღირსეული” გემოვნება და მადა მხოლოდ საკვებსა და კერძებს არ უკავშირდება.

მაგალითად, მათვე უნდა მივცეთ არჩევანი, როგორმა მიმტანმა მიართვას “ღირსეული” კერძი.

ანუ, უნდა გვყავდეს ასარჩევად “მიმტანი პატარა”, “მიმტანი საშუალო”, “მიმტანი დიდი”, “მიმტანი ღირსეული”.

გასათვლელი და გასათვალიწინებელია ყველაფერი, რათა ეს “ღირსეული” ხალხი არ გავანაწყენოთ, თორემ გაბრაზდებიან, უარს იტყვიან საჯარო სამსახურში მუშაობაზე და ვიღა გვიპატრონებს მერე?!

რა, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ისარაპროფესიონალები”, რომლებიც დღეს უმუშევრები არიან და საჭიროების შემთხვევაში, ათას, ათას ხუთას ან სულაც ორი ათას ლარზე მზად არიან, იმუშაონ, ისეთივე წარმატებითა და ისეთივე თავდადებით მოემსახურებიან ქვეყანას, როგორც ეს ხუთიათასლარიანიღირსეულები”?

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ათას ხუთას და ორი ათას ლარზე ყაბულს მყოფი სახელმწიფო მოხელეები ისევე აგიყვავებენ ყველაფერს და ისევე იზრუნებენ თითოეულ მოქალაქეზე, როგორც ახლა ეს “ღირსეულები” ზრუნავენ?

არა, ბატონო!

რა მოხდება, იცით?

როგორც კი ახლანდელღირსეულსახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურებაღირსეულზენაკლები გახდება და ისინი საკუთარ სამშობლოსა და ხალხზეღირსეულადგანაწყენებულნი მიატოვებენ თანამდებობებს, იმწამსვე დაიწყება კოლაფსი!

კერძოდ, ორი ათას ლარზე მომუშავე “მათხოვრები” ვერ შეინარჩუნებენ ლარის კურსს! გააძვირებენ დენის ტარიფს! გააძვირებენ ფასებს პროდუქტებზე! დაეცემა ყურძნის, ციტრუსისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ჩასაბარებელი ფასები! ბანკები საშინელ პირობებში ჩააყენებენ მეანაბრეებს, დოლარის გამყარებასთან ერთად კრედიტები დააწვება მოქალაქეებს!

გესმით თუ არა ამდენი, თქვე უნამუსო და შუბლზეძარღვგაწყვეტილო ხალხო?

ესენი ხომ ჩვენიღირსეულებიარიან, კბილებით რომ აკავებენ ლარის კურსს, 1 და 80-ის ზევით რომ არ წასულა დღემდე! დენიც ხომ გაიაფდა? ბენზინი 1 ლარი გახდა! ყურძნის ფასი 1 ლარი იყო და ლარნახევარია! გლეხებს მოსავალი ისე უცებ გაუსაღდათ, რომ გულიც კი დასწყდათ _ ცოტა გვაშრომეთ, რა იყო, თქვე კაი ხალხო, ყველაფერი რომ ასე უმაღლეს ფასებში გამოგვტაცეთ ასე უცებ ხელიდანო?!

აი, ამიტომ იმსახურებენ ესღირსეულიმოხელენი ღირსეულ ანაზღაურებას!

თუ არადა, მიდით, გაანაწყენეთ ისინი და მოიყვანეთ ორი ათას ლარზე მომუშავე “მათხოვრები”!

ნახავთ მერე სეირს!

მოკლედ, ყველაფერი მარტივია და გასაგები: ამ “ღირსეულთა” გარეშე უდიდესი საშიშროება, ეკონომიკური კოლაფსი და სოციალური კატასტროფა გველის! ანუ, შევთანხმდით უკვე იმაზე, რომ ისინი, რამდენსაც მოითხოვენ, იმდენი ანაზღაურება უნდა მივცეთ თვეში და არ “გავანერვიულოთ”!

უბრალოდ, მინდა, ვთხოვო მათ მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დაჟინებით: ბოლოს და ბოლოს, ამ ზოგადიღირსეული ანაზღაურებისნაცვლად დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი, რამდენი უნდა გქონდეთ თვეში ხელფასი, ის თქვენთვისღირსეულადრომ მიიჩნიოთ?

3 ათასი? 5 ათასი? 7 ათასი? 10 ათასი? 15 ათასი? 20 ათასი?

ან რამდენი მიგაჩნიათ თქვენთვის “ღირსეულ” ანაზღაურებად?

იქნება და, გთანხმდებათ საზოგადოება ამაზე? რატომ არ ასახელებთ არასოდეს კონკრეტულ რიცხვს და რატომ გაიძახით მუდმივად ამ ყოვლად ზოგად და გაუგებარ ტერმინს _ “ღირსეული ანაზღაურება”?

გამოდის, თქვენი ამჟამინდელი ანაზღაურება არ მიგაჩნიათ თქვენთვის შესაფერისად და თანაც იმისიც გეშინიათ, რომ ხალხი არ დაგთანხმდებათ იმ რიცხვზე, რომელიც, თქვენი აზრით, უნდა აღნიშნავდეს თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს?

გეშინიათ, პირიქით არ მოხდეს _ ხალხმა მართლაცღირსეულადარ გაგაპანღუროთ?!

აი, ეს არის ერთადერთი სიმართლე!

დიახ! თქვენ მართლაც უნდა მიიღოთ ხალხისგან ის, რისი ღირსებიც ხართ და მერე ისწავლით ჭკუას!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here