Home რუბრიკები საზოგადოება შემეცნების გასაღები

შემეცნების გასაღები

1392

ავტორის შესახებ

გრიგორი კლიმოვი იგორ ბორისის ძე კალმიკოვის ლიტერატურული ფსევდონიმია. დიდი სამამულო ომის მონაწილე ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ბერლინში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციაში, 1947 წელს გაიქცა დასავლეთ გერმანიაში, 1949-1950 წლებში მონაწილეობდა ჰარვარდის პროექტში, რომელიც აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით ხორციელდებოდა; ზოგიერთი მკვლევარის აზრით, იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სსრკის სახელმწიფო უშიშროების ორმაგი აგენტი, გარდაიცვალა 2007 წლის 10 დეკემბერს ნიუ იორკში, 89 წლისა.

50 წლის განმავლობაში ამუშავებდა .. უმაღლესი სოციოლოგიის (დეგენერალოგიის) მარგინალურ კონცეფციას, რომელიც ისტორიისა და სოციოლოგიის ინტერპრეტაციის სახით იყო წარმოდგენილი.

დაწერილი და გამოცემული აქვს წიგნები: “ტერორის მანქანა” (1951 .), “ამა სამყაროს თავადი”, “საქმე 69” (1970 .), “ჩემი სახელი ლეგიონია” (1975 .), “საბჭოელ ბრძენთა ოქმები” (1981 .), “წითელი კაბალა” (1996 .), “ღმერთის ხალხი” (1997 .).

პრობლემის არსი

გრიგორი კლიმოვს 80 წლის იუბილეზე ინტერვიუ ჩამოართვეს:

_ გრიგორი პეტროვიჩ, 50 წლის განმავლობაში თქვენ მუშაობთ განსაკუთრებულ ადამიანებთან, რომლებიც ძალაუფლების კომპლექსით არიან გამორჩეულნი. რას წარმოადგენენ ეს ადამიანები? რას ნიშნავსძალაუფლების კომპლექსი”? რას ნიშნავსბელადის კომპლექსი”? სად უნდა ვეძებოთ ამ კომპლექსის არსი?

_ თუ სისხლით ნათესავები შეუღლდებიან, ამ ქორწინების შედეგად გაჩენილი ბავშვები დეგენერატები იქნებიან. ეს ძველი, ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია. ამიტომაა, რომ ეკლესია კრძალავს სისხლით ნათესავების შეუღლებას მეექვსე თაობამდე.

თუ რელიგიური ლიდერები პირიქით მოიქცევიან, 4-5 თაობის შემდეგ ეს სექტა დეგენერატებით აივსება…

ბევრი დეგენერატი არაჩვეულებრივი თვისებებით არის გამორჩეული, მაგალითად, ისეთით, როგორიც არის დომინირების დაუკმაყოფილებელი ნება, არანორმალური, პათოლოგიური სურვილი ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგეს. ბევრ მათგანს ახასიათებს ძალაუფლების აშკარა და დაუკმაყოფილებელი სურვილი.

ეს დეგენერატები მიიჩნევენ, რომ არიან “რჩეულნი”, “ელიტა” (განდიდების მანია), მაგრამ, ამასთანავე, თავს “დევნილებად” გრძნობენ (დევნილობის მანია). ხომ ცნობილია, რომ განდიდების მანია და დევნილობის მანია ღვიძლი დებივით არიან.

ეს ყველაფერი ანბანური ჭეშმარიტებაა, საბავშვო ბაღია.

ახლა კი ამ პრობლემაზე ვისაუბროთ უფრო მაღალ დონეზე _ უმაღლესი სოციოლოგიის (დეგენეროლოგიის) დონეზე; ამ დარგში, 50 წელიწადზე მეტია, ვმუშაობ.

პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ლიდერი ხასიათდება ძალაუფლების თანდაყოლილი კომპლექსით.

ეს კომპლექსი, როგორც წესი, დათრგუნვილი სადიზმის შედეგია, რომელიც, თავის მხრივ, ლატენტურ (ფარულ) ჰომოსექსუალიზმთან არის დაკავშირებული. ლენინის ლატენტური ჰომოსექსუალობის კომპლექსს (“ბელადის კომპლექსს”) გამოწვლილვით სწავლობდა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო 40-იანი წლებიდან 50-იანი წლების დასაწყისამდე.

ეს მკაცრად გასაიდუმლოებული სამეცნიერო კვლევები ცნობილი იყო “ჰარვარდის პროექტის” სახელწოდებით. სწორედ იქ, ჰარვარდის პროექტის მკვლევარების ჯგუფში მუშაობისას გავეცანი ამ თემას.

კარგად ორგანიზებულ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც ამ აკრძალული თემის საკითხებში კარგად არიან გარკვეულნი, შეუძლია, მონახოს და ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს მომავალი ლიდერები, როგორც პაიკები ლაზიერებად ჭადრაკის თამაშის დროს.

თავისთავად იგულისხმება, რომ დეგენერატიული სექტის ბელადებს, რომლებიც კარგად იცნობენ ამ პრობლემას და რამდენიმე ათასწლეულის გამოცდილებას ფლობენ, გიგანტური უპირატესობა აქვთ იმათთან შედარებით, რომლებიც ცოდნის, მომზადების გარეშე, თანაც, ბრმად არიან ჩართული ამ თამაშში.

ჩვენ, ყველას (ტელევიზიით მაინც) გვინახავს, როგორ ვერ აკავებენ ჯანღონიანი სანიტრები ერთ ჩია ტანის გიჟს. ენერგია, რომლითაც გამორჩეულია ეს ჭკუიდან გადამდგარი, საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, როგორი ჭეშმარიტად დაუძლეველი ძალა აქვს ჭკუასუსტ გადაგვარებულ სადისტს, ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ ნახევრად გიჟს.

ეს ადამიანები მასობრივი განადგურების იარაღივით არიან.

დღეს უკვე ბევრმა იცის, როგორია ატომური ბომბის მოწყობის ძირითადი პრინციპები, მაგრამ მხოლოდ მცირე წრე განდობილი ადამიანებისა ფლობს ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარს, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება ბირთვული ქობინის მიზანში მოხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების განადგურების მიზნით. იგივე შეიძლება ითქვას უმაღლესი სოციოლოგიის შესახებ, მაგრამ დეგენერატები ბირთვულ იარაღზე უფრო ეფექტიანები არიან ქვეყნების განადგურების საქმეში, ისეთივე საშიში, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

დეგენერატებს, როგორც წესი, ეზიზღებათ ნორმალური ადამიანები. ხომ ცნობილია, რომ “ეშმაკს არ შეუძლია, უყვარდეს და არ უყვარს ისინი, ვისაც უყვარს”.

საზიზღარ გადაგვარებულებს სადისტურ სიამოვნებას ჰგვრით იმის ხილვა, როგორ იწყებს ომს ერთი ნახევრად გიჟი, გარყვნილი ლიდერი, რომელიც მავან ქვეყანაში ხელისუფლების სათავეში დასვეს, მეორე ნახევრად გიჟის, გარყვნილი სადისტი ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც, ასევე, ხალხის მიერაა სხვა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მიყვანილი, მილიონობით ნორმალური ადამიანი კი იღუპება დეგენერატიული სექტის ამ ლიდერების სადისტური სიამოვნების დასაკმაყოფილებლად.

გინდათ, მკითხოთ, როგორ ახერხებენ ამას? ამას მასონობის საშუალებით ახერხებენ.

მასონები, ილუმინატები, როტარები და .. (მათი სახელი ლეგიონია), ყურადღებით აკვირდებიან შესაძლო კანდიდატების ქცევას და, ძლიერი ჰომოსადისტური მიდრეკილებების დადასტურების შემთხვევაში, იწყებენ მათ დაწინაურებას ძალაუფლების ბერკეტებისკენ.

_ როგორ უნდა ვიპოვოთ დეგენერატები?

_ ვიდრე ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, გავარკვიოთ, რა არის დეგენერაცია.

უწინარეს ყოვლისა, მინდა, დავაზუსტო, რომ თვით ტერმინს “დეგენერატი” ვიყენებთ, როგორც სამედიცინო ტერმინს, და არა როგორც შეურაცხმყოფელ სიტყვას. მათ, ვისაც არ ძალუძს ამ ტერმინის ხსენებაც კი (ასეთებს კი საკმაოდ ბევრს შევხვედრივარ 50 წლის განმავლობაში), შეუძლიათ, შეცვალონ იგი სიტყვით “გადაგვარებული”. ამბობენ, შველისო. ვიმეორებ, ჩვენ გარშემო არსებულ რეალობაში სავსებით შესაძლებელია, რომ დეგენერატი აღმოჩნდეს ჩუმი, კარგად აღზრდილი ესთეტიკის პროფესორი ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლიდან.

მაშასადამე, დეგენერაცია არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც დედამიწაზე, ათასობით წელიწადია, არსებობს. დეგენერაცია ცხოვრების ციკლის განუყოფელი ნაწილია. დაბადება, სიჭაბუკე, მომწიფების ხანა, მოხუცებულობის დაისი, სიკვდილი _ ეს პროცესი ინდივიდუალური ადამიანის დონეზე ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი და მისი ახსნა არავის სჭირდება, ამიტომ ჩვენ აქ ვილაპარაკებთ დეგენერაციის შესახებ კლანის დონეზე.

ბევრმა ისტორიკოსმა უკვე მიაქცია ყურადღება იმას, რომ კლანების ცხოვრების ციკლი ძალიან ჰგავს ინდივიდუალური ადამიანის ცხოვრების ციკლს. ისე ჩანს, რომ ღმერთი (ან მშობელი ბუნება, თუ გნებავთ) თითოეულ კლანს დროის დაახლოებით ერთნაირ მონაკვეთს აძლევს ჩვენს ცოდვილ მიწაზე საარსებოდ.

როცა ესა თუ ის კლანი გაივლის მომწიფების სტადიას და მოხუცებულობის დაისის სტადიაში შევა, ღმერთი (დედაბუნება) პირველი ზარით გააფრთხილებს. ეს ზარი კლანის წევრებს ეუბნება, რომ მოცემული კლანის დრო აქ, ამ დედამიწაზე იწურება, ქრება შთამომავლობის გაგრძელების სურვილი ბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობის გზით.

თუ კლანი ღმერთის ხმას ირწმუნებს და უშვილოდ დარჩება ან აღსაზრდელად სხვის შვილებს აიყვანს, მაშინ მას ოქროს სიბერე ექნება უზრუნველყოფილი. ამ დროისთვის კლანი უკვე ფინანსურად უზრუნველყოფილია.

მაგრამ, თუ კლანი ღმერთის წინააღმდეგ აღდგება, მაშინ მისი წევრები შეეცდებიან, სხვადასხვა გზითა და საშუალებით მოატყუონ თვით ღმერთი.

მათ შეიძლება მოატყუონ ღმერთი ხელოვნური განაყოფიერებით, ყალბი ქორწინებით ან სხვა გარყვნილებით, მაგალითად, როცა ცოლი ქმრის ნებართვით წავა ადგილობრივ ლუდხანაში და ერთი ღამისთვის ამოირჩევს ჯანიან ყმაწვილს.

ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებული კლანის წევრები, როგორც წესი, იწყებენ არა ნორმალურ, არამედ დეგენერატიულ ქველმოქმედებას _ დეგენერატიული ხელოვნების, დეგენერატიული მეცნიერების, დეგენერატიული ლიტერატურის სასარგებლოდ.

ასეთ ეშმაკებს ღმერთი (დედაბუნება) მალევე მეორე ნიშანს მისცემს. მათ არანორმალურ სქესობრივ ცხოვრებას ფსიქიკური დაავადებებიც დაერთვება. თუ ამის შემდეგ კლანი მაინც განაგრძობს ღმერთთან ჭიდილს, მაშინ მესამე, საბოლოო მინიშნებაც არ დააყოვნებს თანდაყოლილი დეფექტების სახით… ნორმალურ, პრიმიტიულ პირობებში ეს კლანის ისტორიული სცენიდან გაქრობის გარანტირებული წინაპირობა ხდება; ორიოდე თაობის შემდეგ გაქრობა რეალურად იქცევა.

მაშ, ასე _ დეგენერაციას სამი სტადია აქვს: სქესობრივი გახრწნილება, ფსიქიკური დაავადებები, თანდაყოლილი დეფექტები.

ახლა, რადგან უკვე გავერკვიეთ დეგენერაციის სტადიებში, შეიძლება დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას _ როგორ შეიძლება დეგენერატების პოვნა.

მათი პოვნა ძალიან იოლია. საკმარისია, მოცემული კლანის საგვარეულო ხეს გადავავლოთ თვალი.

იგი ჯანმრთელია, თუ ბევრი ახალი, ჯანსაღი რტო აქვს (ჯანმრთელი ბავშვები), მაგრამ თუ ხმება, თუ ბევრი რტო უხმება (თვითმკვლელები, ფსიქიკურად დაავადებული, არანორმალური ბავშვები), კლანი დაისისკენ მიექანება. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეგვიძლია, არის ის, რომ გავარკვიოთ, როგორია ეს დეგენატიული კლანი _ ღმერთის მოშიში თუ ღმერთთან მებრძოლი.

ამის გარკვევაც იოლია.

ყურადღებით დააკვირდით, რას უჭერს მხარს ეს კლანი მის გარშემო არსებულ რეალურ ცხოვრებაში: ხელს უწყობს დეკადენციის შხამის გავრცელებას ხელოვნებაში, მეცნიერებასა და ლიტერატურაში თუ მთელი ძალით ებრძვის ამ ნეგატივიზმს და მხარს უჭერს ნორმალურ ხელოვნებას, ნორმალურ მეცნიერებასა და ლიტერატურას.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here