Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში სასამართლომ შვიდი წლის ბავშვს სქესის შეცვლის ნება დართო მამის ნების საწინააღმდეგოდ

აშშ-ში სასამართლომ შვიდი წლის ბავშვს სქესის შეცვლის ნება დართო მამის ნების საწინააღმდეგოდ

2081

ამერიკის ტეხასის შტატში მცხოვრებმა ჯეფრი იანგერმა სასამართლოს დახმარებითაც ვერ შეძლო თავისი შვიდი წლის ბიჭის დაცვა ყოფილი ცოლის დაჟინებისგან, რომელიც ბავშვის სქესის შეცვლას მოითხოვდა. 

იანგერი ცოლს რამდენიმე წლის წინათ გაეყარა. მაშინ მათ უკვე ჰყავდათ ორი შვილი, რომლებიც სინჯარაში იყვნენ ჩასახულები. ბავშვები უმეტესად დედასთან იზრდებოდნენ. ერთხელ, მამასთან სტუმრად რომ ჩავიდნენ, ერთმა განაცხადა, რომ ბიჭი აღარ არის, გოგოა, იმიტომ, რომ “ასე უთხრა დედამ”.

მეტიც, დედა ბიჭს გოგონების კაბებს აცმევდა, ყიდულობდა მისთვის თოჯინებს, საბავშვო ბაღში ჯეიმსი გოგონას სახელით ჩაწერა და მიმართა ტეხასის ერთ-ერთ კლინიკას, რომელიც კონსულტაციას უწევს ტრანსგენდერ ბავშვებს, სქესის შესაცვლელად.

ბიჭის გოგონად გადაქცევას დედა ქიმიური კასტრაციის საშუალებით აპირებს. მამის აზრით, ქალი ამ ყველაფერს ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

ბიჭს ტყუპისცალი ძმა ჰყავს, სახელად ჯუდი. იანგერი ცდილობდა, სასამართლოს მეშვეობით დაესაკუთრებინა ბავშვები, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა თავიანთი ვერდიქტით ისინი დედას მიაკუთვნეს, დედასთან უფრო კომფორტულად იქნებიანო. ამას გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იანგერი იძულებული იქნება, თავის ბიჭს მიმართოს, როგორც “გოგონა ლუნას”, თავისი მორალური და რელიგიური რწმენის მიუხედავად, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება. მამას მიუსაჯეს “ტრანსგენდერიზმის” კურსის იძულებით გავლა.

აშშ-ის კანონმდებლობა არ კრძალავს ბავშვებზე გენდერული ექსპერიმენტების განხორციელებას. ამერიკელებმა, რომლებიც არ იზიარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯეიმსის დასაცავად შექმნეს ინტერნეტსაიტი, მაგრამ დედის იურისტებმა ეს მამის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, ხოლო ბიჭის მხარდამჭერთა ინიციატივა მცირეწლოვანი ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევად მონათლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here