კაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა ერთი გეოპოლიტიკური აქსიომა, რომელიც გულისხმობს, გლობალურ პოლიტიკურ დაპირისპირებას ორ დიდ გეოპოლიტიკურ აქტორს შორის. კერძოდ, კონფრონტაციის ურთიერთსაპირისპირო პოზიციებზე დგანან, ერთის მხრივ, ატლანტისტური სამყარო (ანგლო-საქსები) და მეორეს მხრივ, ევრაზიული ცივილიზაცია (რუსული სამყარო).
გეოპოლიტიკის აღნიშნული დუალისტური მოდელი, პირველად ჩამოაყალიბა ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელმა ჰელფორდ მაკინდერმა, რომლის ფუნდამენტალურ საფუძვლებზე, შემდგომი პერიოდის ატლანტისტური გეოპოლიტიკური კონცეფციები დაშენდნენ. გლობალურ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკური დუალიზმის დასასრულად მიიჩნევა, რომელიმე მხარის მიერ, მის მოწინააღმდეგეზე კონტროლის დაწესება და მისი საბოლოო დესუვერენიზაცია.
ორ დიდ სუბიექტს შორის გეოპოლიტიკური ომის წარმოება, დაკავშირებულია გამოყენებადი მეთოდების ფართო სპექტრთან. პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციით დაწყებული და იდეოლოგიური ოპონირებით დამთავრებული.
ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში, ხმარებაში შემოვიდა სიტყვა „პოსტგეოპოლიტიკა“, რომელიც დუალიზმის პრინციპს არ უარყოფს, თუმცა გეოპოლიტიკურ ომში გამარჯვების მოსაპოვებლად შემოაქვს ახალი მეთოდები. აღნიშნული მეთოდები, დაკავშირებულია „ინფოსფეროს“ და განსაკუთრებით ინტერნეტ ქსელების გამოყენებსთან, მოწინააღმდეგეზე უპირატესობის და საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ამ ტიპის ომებს, ამერიკელმა სტრატეგებმა ქსელური ომები უწოდეს.
„პოსტგეოპოლიტიკა“ გულისმხობს საინფორმაციო ეპოქაში, ანუ ესპანელი ფილოსოფოსის და სოციოლოგის მანუელ კასტელსის სტყვებს თუ გამოვიყენებთ „ინფორმაციონალიზმის“ პირობებში, ინფორმაციების გავრცელების დროს, მოწინააღმდეგეზე შავი პიარის შემცველი ინფორმაციის გავრცელება და ამ საქმეში მასზე უპირატესობის მოპოვება. საინფორმაციო ომში, უპირატესობის მოპოვების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ერთიანი გლობალური საინფორმაციო ინტერნეტ-ქსელის შექმნას.
ქსელური ომების თეორიის დამუშავება ამერიკელმა სამხედრო სტრატეგებმა დაიწყეს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ეს მისია, თავის თავზე აიღო, აშშ-ს თავდაცვის სამდივნოს რეფორმების ოფისმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ამერიკელი ვიცე-ადმირალი არტურ სიბროსვსკი და პენტაგონელი სამხედრო სტრატეგი მიხაილ გარსტკა. სწორედ, მათ უწოდეს აღნიშნულ სტრატეგიას ქსლური ომები.
ამ სტრატეგიის მეშვეობით, უნდა მომხდარიყო ინტერნეტ საინფორმაციო სივრცეზე ტოტალური კონტროლის დაწესება და ისეთი ინფორმაციის შეშვება, რომელიც საზოგადოების ზომბირების საქმეში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა. ასეთი რამ, კიდევ ერთ ამერიკელ სტრატეგს, სტივენ მანს შემდეგნაირად წარმოუდგენია. საინფორმაციო სივრცეში ხდება ე.წ „უტკა“ ინფორმაციის შეშვება, რომლის ტირაჟირება უნდა მოხდეს მათ მიერ დაფინანსებული და კონტროლირებადი ინტერნეტ პორტალების და სააგეონტოების მეშვეობით. მათ, ეს უკანასკნელი უწოდებს „ლიბერალურ ვირუსებს“, ანტილიბერალურ სისტემაში შეყვანილს, რომლის ამოცანას წარმოადგენს დეზონფორმაციის გავრცელება და შემდგომ, მათ მიერ მართული ზემოთ აღნუშნული ვირუსების მეშვეობით ამ ინფორმაციის გამყარება.
შესაბამაისად ეს ისახავს მიზნად, ერთიანი გლობალური სისტემის ფარგლებში, რომელსაც კასტელსი „გლობალურ ქალაქს“ უწოდებს, საზოგადოებრიცი აზრის ფორმირებას ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ამერიკელების მიერ შექმნილი თამაშის წესებში ვერ ჯდება. ეს განსაკუთრებით ეხება, მათ უშუალო გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ხოლო ასეთად მოიაზრება რუსეთი და მათთვის მიუღებელi რუსეთის პოლიტიკური ხელმძღანელობა.
ერთიანი გლობალური საინფორმაციო ინტერნეტ ქსელის შექმნა კი, როგორც ირკვევა, ძალიან დიდ დახმარებას უწევს შეერთებულ შტატებს, რუსეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ნეგატიური ტიპის, ერთიანი კონსოლიდირებული აზრის ჩამოყალიბების საქმეში.
ეხლა კი დაუკვირდეთ, პრაქტიკაში როგორ ხდება ამის განხორციელება ნებისმიერ ქვეყნის მაგალითზე, თუმცა იგივე ძალიან კარგად ჩანს საქართველოში. იქმნება დიდი რაოდენობით ინტერნეტ პორტალები თუ სააგენტოები და ინფორმაციის გამარცელებელი სხვა საშუალებები, რომლებიც კონტროლდებიან იმ ქვეყნის მიერ, რომლისგანაც ხდება ამ უკანასკნელების დაფინანსება. მთელ მსოფლიოში, ამერიკელების ფინანსურ-ეკონომიკური უპირატესობიდან გამომდინარე, რთულია რომელიმე ქვეყანამ გაუწიოს მათ წინააღმდეგობა. რაც უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს დიდი დოზით ავრცელოს ისეთი დეზინფორმაცია და უფრო მეტ მასაზე გაავრცელოს იგი, რომელიც ჩირქს სცხებს მისი მოწინააღმდეგის ავტორიტეტს და რეპუტაციას გლობალურ დონეზე.
ამერიკელების მიზანს ქსელური ომების მეშვეობით წარმოადგენს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინფორმაციო ომში უპირატესობის მოპოვებას, შემდგომ თვით მოწინააღმდეგე ქვეყნებში, არსებული ხელისუფლებების მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის შიგნით მადესტაბილიზებელი „ვირუსების“ შეშვებას. ეს თამაში კარგად ჩანს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ბოლოს ასეთი ქვეყანა გალხდათ უკრაინა. ასევე, არაერთი მცდელობა ჰქონდათ რუსეთში „მაიდნის“ ტიპის სცენარის მოწყობის. ჯერ-ჯერობით არ გამოუვიდათ რუსეთში, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
საბოლოო მიზანს კი აღნიშნული ომისა წარმოადგენს, გეოპოლიტიკურ ომში შეერთებული შტატების გამარჯვებას და მისი დომინაციის უზრუნველყოფას უნიპოლარული მსოფლიოს პირობებში.
ირაკლი უბილავა