Home რუბრიკები ბლოგი ამერიკელების რეცეპტი: მიეცით იარაღი 4 მილიონ უკრაინელს და ისინი გააჩერებენ პუტინს

ამერიკელების რეცეპტი: მიეცით იარაღი 4 მილიონ უკრაინელს და ისინი გააჩერებენ პუტინს

 ბოლო პერიოდში, უკრაინულ მედიაში სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტების  „ბრძნული რჩევები“  მომრავლდა- აი, მაგალითად, ამერიკელი ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ფილიპ კარბერი, რუსულ აგრესიასთან გამკვლავების ასეთ რეცეპტს სთავაზობს, ისედაც გაჩაჩანაკებულ და დაქცეულ უკრაინლებს:

 

„მიეცით იარაღი 4 მილიონ უკრაინელს და ისინი გააჩერებენ პუტინს“,- გადმოსცემს Joinfo.ua  ТСН-ზე დაყრდნობით.

„ არა მხოლოდ ქვეყანა, ხალხიც უნდა იყოს ორგანიზებული. გსურთ გააჩეროთ პუტინი? აასხით იარაღი 4 მილიონ უკრაინელს. დაურიგეთ მათ საბრძოლო იარაღი, უბრალოდ ქუჩაში კი ნუ დაურიგებთ, შეარჩიეთ მოხალისეები, ავარჯიშეთ ისინი თვეში რამდენჯერმა, ასწავლეთ როგორ იომონ, თქვენ გაქვთ დიდი შიდა რეზერვები, გყავთ მრავალი პასუხისმგებელი ადამიანი, რომლებსაც შესწევთ ძალა და უნარი ავარჯოშონ რეზერვები“, – განაცხადა უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში კარბერმა.

 ის თვლის, რომ სწორედ 4 მილიონი უკრაინელი იქნება ის ძალა რომელიც რუსეთს შეაჩერებს.

 „ არსებობს ძველი ხუმრობა იმის შესახებ, რომ ჩინური სატანკო დვიზია- ესაა მილიონი სახრახნისიანი ჩინელი. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ქვეყანა, მთელი საზოგადოება, ყველანი უნდა ჩაერთოთ ამ საქმეში. იცით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საზოგადოება ძალიან მაღალ ფასს იხდიდა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა თავისიანებისთვის ამ ომში. მე არ მინდა გაგაკრიტიკოთ, მაგრამ გეტყვით რომ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი პოტენციალი იმისთვის რომ მობილიზება გაუკეთოთ ფინანსურ რესურსებს. ყველა პატარა ქალაქმა, სადაც არის 2-3 ათასი მაცხოვრებელი მაინც, გაიღონ 100-100 გრივნა მაინც, რათა დაეხმარონ არმიას, მათ ხომ არ ჰყოფნით სატრანსპორტო საშუალებები“,- მოძღვრავს უკრაინლებს კარბერი.

ასე ეხმარებიან უკრაინას აშშ: რა თქმა უნდა, ამერიკელები საკუთარ იარაღს გაასაღებენ, უკრაინისგან, რომელიც ისედაც განახევრებულია, საერთოდ აღარაფერი დარჩება- კარგი რეცეპტია, ვერაფერს იტყვი….

„სამაგიეროდ რუსეთის სახე დავანახეთ მსოფლიოს“, – იტყვის შემდგომ სააკაშვილი,  რომელსაც რომელიღაც  სხვა ქვეყანაში გადასხამენ ამერიკელები, საკუთარი  ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, ასეთი მონა-მარიონეტი, ხომ უმუშევარი არასოდეს დარჩება.

                                                                                    კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here