Home რუბრიკები ბლოგი ჯონ ფრიდმანი : აშშ-ის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას რუსეთ-გერმანიის დაახლოება

ჯონ ფრიდმანი : აშშ-ის უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას რუსეთ-გერმანიის დაახლოება

აშშ ათწლეულების მანძილზე ცდილობს არ დაუშვას პოზიტიური ურთიერთობების განვითარება რუსეთსა და გერმანიას შორის.

 
 
 
 
 
 

თუ ყურადღებით დააკვირდებით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ მიღწეულ შედეგებს ბოლოდროინდელ, სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებებში, რომლებშიც პირადად ის მონაწილეობდა, ნახავთ, რომ  იქ  არანაირი პროგრესი არ ყოფილა მიღწეული, ანუ მის შუამავლობას თუ დიპლომატიას შედეგი არ მოყოლია. რა არის ეს, უბრალოდ უიღბლობა, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, თუ …..

ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გავიხსენო ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ჯონ ფრიდმანის  ამასწინანდელი გამოსვლა.

https://www.youtube.com/watch?v=MByEmCt7tLQ&feature=youtu.be

შეგახსენებთ, რომ ფრიდმანი, ამავდროულად, არის კომპანია „სტრატფორ“-ის ხელმძღვანელი, რომელსაც სხვანაირად- „კერძო, ანუ  ჩრდილოვან  ЦРУ“-ს  უწოდებენ.

ფრიდმანი პრესასთან მუდმივ რეჟიმში კონტაქტირებს და როგორც წესი, მისი გამონათქვამებს ექსტრავაგანტულობის ელფერიც დაკრავს ხოლმე, უფრო მეტად კი მათში  გაუგებარი და გადამეტებული გულახდილობა ჭარბობს. ხდება ისეთნაირადაც,  როცა  ფრიდმანი საერთოდ აოცებს  და დიდ სენსაციებსაც ამცნობს  ხოლმე მსოფლიოს.

ასე იყო ამჯერადაც, როდესაც ჩიკაგოს გლობალური ურთიერთობების საბჭოში გამოსვლისას, მან, შეიძლება ითქვას გული გადაუშალა მთელ მსოფლიოს, როდესაც ბრძანა, ვციტირებ:

 „ ისლამიზმი- პრობლემაა ამერიკისთვის, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა. აუცილებელია ამ თემაზე მუშაობა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული ძალისხმევით და არა მეტად, აშშ-ს სხვა  მთავარი საგარეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.

 აშშ-ის მთავარი ინტერესები მთელი გასული ასწლეულის მანძილზე- პირველი და მეორე მსოფლიო ომების, ცივი ომის, დროს კონცენტრირდებოდა რუსეთის და გერმანიის ურთიერთობებზე. ამ ორი ქვეყნის გაერთიანება და დაახლოება, გადაქცევს მათ იმ ერთადერთ ძალად, რომელსაც შეეძლება აშშ-ს სასიცოცხლო საფრთხე შეუქმნას და ჩვენი, ამერიკელების, უმთავრესი ამოცანაა- ეს არ დავუშვათ.

გერმანელებმა თავად არ იციან რა უნდა მოიმოქმედონ- მათ ინტერესებშია გაყიდონ საქონელი, რუსებს კი, შეუძლიათ მისი შეძენა. აშშ-თვის უპირველესი მიზანია არ დაუშვას, რომ გერმანული კაპიტალი და გერმანული ტექნოლოგიები, რუსულ ბუნებრივ რესურსებთან და მუშა ხელთან გაერთიანდნენ, რადგან ეს გაერთიანება შექმნის იმ დაუძლეველ კომბინაციას, რომელსაც აშშ ებრძვის უკვე ას წელზე მეტია.

აშშ-ს აქვს კოზირი, რომელიც „ჭრის“  ამ კომბინაციას და  ესაა გამყოფი ხაზი, გერმანიას და შავ ზღვას შორის.  გერმანია- უმძლავრესი ეკონომიკური სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს, გეოპოლიტიკურად და პოლიტიკურად, ძალიან  სუსტია.“

ფრიდმანის აზრით, უკრაინის მოვლენებმა, აგრეთვე პროამერიკულმა ქვეყნებმა: ბალტიისპირეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა,ჩეხიამ და სლოვაკიამ, უნდა შექმნან გარკვეული წყალგამყოფი, რუსეთსა და გერმანიას შორის.

თუ გადავხედავთ უკვე მომხდარ მოვლენებს და დღევანდელ ვითარებას, შეიძლება ასეთ დასკვნის გაკეთება: ამერიკის 100 წლიანმა გეგმამ მთლიანად გაამართლა!

ოღონდ კითხვა მაინც მიჩნდება: ნიურნბერგის პროცესზე ის ადამიანები გაასამართლეს კი, ვისაც ეკუთვნოდა, ვინმე ხომ არ გამორჩათ შემთხვევით?!

ეს ძველი ისტორიაა. ანგლოსაქსებს ოდითქგანვე ეშინოდათ კონტინენტალური კავშირების, ესაა, საზღვაო და კონტინენტალური სახელმწიფოების კლასიკური პოლიტიკის გამოძახილი. ამბობენ, ამის ამერიკაში დღემდე სჯერათ და ხელმძღვანელობენ კიდეც ამ შეხედულებებით.  საერთოდ, რუსეთსა და გერმანიას შორის კავშირის ყოველთვის ინგლისს ეშინოდა, შემდეგ  ამ გზას ამერიკელებიც აშშ-იც დაადგნენ.

ეს ყველაფერი კარგად ჯდება მრავალი დასავლეთელი მკვლევარის კლასიკურ გეოპოლიტიკურ თეორიებში.

რამდენად  თქვა სიმართლე თავად ფრიდმანმა, ძნელი სათქმელია, რადგანაც ის ეშმაკი და ცბიერი კაცია, მისი ორგანიზაციაც საკმაოდ გამობრძმედილი და გაქნილია იმისათვის, რომ მისი წევრის საჯარო გამოსვლებს ბოლომდე დაეჯერებოდეს.  ამაზე უნებლიეთ ფიქრობ, როდესაც ბატონი ფრიდმანის გამოსვლებს უსმენ.

ბიზანტიურის გარდა, არ არსებობს სხვა კულტურა, რომელსაც ისეთი დიდი გავლენა მოეხდინოს რუსულ კულტურაზე, როგორც გერმანულს- სამხედრო საქმე, მედიცინა, იურისპრუდენცია, ფილოლოგია, ხელოვნება….ძნელია მოძებნო რომელიმე სფერო , რომ მასში  არ იგრძონოდეს გერმანული ფესვები. დიახ, ყველაფერი მომხდარა რუსეთსა და გერმანიას შორის, მათ შორის ორი სისხლისმღვრელი ომი, რომლებში მიყენებული ჭრილობები , ჯერ კიდევ ბოლომდე არც მოუშუშებია ორ ერს. ხოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ფიქრობ: რისთვის, რა მიზნით გვიყვება ბატონი ფრიდმანი ამ ყველაფერს, რას მოელის ის ჩვენგან?!

ამ ყველაფერში არის გარკვეული ლოგიკა:

თუ ევროპა და რუსეთი  უსაფრთხოების საერთო სივრცეს შექმნიან, აშშ-ის როლი ევროპაში საგრძნობლად დაბლა დაიწევს.  ჩნდება კითხვა: თუ რუსეთისგან არ მოდის არანაირი საფრთხე, მაშინ რა საჭიროა აშშ-ის ასეთი ფართომაშტაბიანი  სამხედრო ყოფნა ევროპის ქვეყნებში?!

გასაგებია, ამერიკის ინტერესებშია არანაირად დაუშვას არა მხოლოდ რუსეთის და გერმანიის დაახლოება, არამედ წინ აღუდგეს, უბრალოდ,  ნორმალურ ურთიერთობებსაც კი ამ ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში ერთდროულად გაქრება ის უამრავი მიზეზი, რომელთა  გამოც  ამერიკელებს ასეთი დიდი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავთ ევროპაში.

მე ვუშვებ, რომ აშშ-ის ისტებლიშმენტში ბევრს სჯერა ასეთი რაღაცეების, რადგანაც ისინი ამ პრაქტიკულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გაიზარდნენ. გამომდინარე, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ქცევიდან გამომდინარე,  ამერიკელები სწორედ მასთან მუშაობენ ამ თემაზე განსაკუთრებით აქტიურად, იმისათვის რომ მანაც დაიჯეროს ეს ყველაფერი და როგორც ჩანს მან მართლაც დაიჯერა.

მახსენდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვა, მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც მიმართული იყო სწორედ დასავლეთელი პარტნიორებისადმი, ეს ფაქტიურად იყო სამეგობროდ გაწვდილი ხელი, კეთილი ნების ცალმხრივი ჟესტი, რასაც   დასავლეთის მხრიდან არამც თუ გაგება,  თუ პოზიტიური რეაქცია მოყვა, არამედ ეს სიტყვა მათ მიერ სრულიად არაადეკვატურად, ლამის, ახალი ცივი ომის დაწყებად იქნა აღქმული. დასავლეთელი პოლიტიკოსების „გაყინულმა“ სახეებმა, რომლებიც  კარგად გვახსოვს ტელევიზორებიდან, თითქოსდა, კონვერტირება განიცადეს და  გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდებად იქცნენ და ახლად დაწყებული დათბობა ურთიერთობებში, კვლავ ნეგატივმა შეცვალა, ალბათ დასავლეთმა ჩათვალა რომ რუსეთი ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე. კარგად მახსოვს ანგელა მერკელის არაადეკვატურად მკაცრი სახე ვლადიმირ პუტინის გამოსვლის დროს.

ძნელი სათქმელია, რამდენად არის შესაძლებელი მომავალში რუსეთ-გერმანიის მეტი დაახლოება, მით უმეტეს მეკავშირეობა, ეს არავინ იცის დანამდვილებით, სამაგიეროდ, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ვის არ აწყობს მოვლენების ასეთი შესაძლო განვითარება და მიზეზების გამო.

გერმანიის კანცლერი, ოტო ბისმარკი ამბობდა პოლიტიკის შესახებ ძალიან საინტერესოდ და ეს სრული ჭეშმარიტებაა, რაც სამწუხაროდ საერთოდ არ ესმით  ამერიკის დაკრულზე პერმანენტულად მოცეკვავე ქართველ პოლიტიკოსებს:

„პოლიტიკაში უნდა ხელმძღვანელობდე საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და მოერიდო ავანტიურებს.  ქვეყანაც ასეთნაირადაა მოწყობილი-  დღეს, შესაძლოა ერთნი გყავდნენ მოკავშირეებად, ხვალ სხვანი- საერთოდ მოულოდნელებიც კი.“

 კონსტანტინე ჩიკვილაძე

 
 
 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here