Home რუბრიკები ბლოგი აგვისტოს ომი და “რუსეთის აგენტი” მიხეილ სააკაშვილი

აგვისტოს ომი და “რუსეთის აგენტი” მიხეილ სააკაშვილი

ზოგადად, აგვისტო მძიმე და ავასადსხენებელი თვეა ყოველი პატრიოტულად მოაზროვნე ქართველისათვის.  ამიტომ, ჩემთვის ძალიან რთულია, აგვისტოს ომის შესახებ სტატიის დაწერა, თუმცა აღნიშნული ომის თაობაზე, რომ რამე დამეწერა, თავს უფლება მხოლოდ მას შემდეგ მივეცი, რაც ზოგიერთმა “პოლიტიკის მცოდნე  გენიოსმა ქართველმა”, საჯაროდ იმ აზრის ექსპლუატაციას მიჰყო ხელი, რომ თითქოსდა სააკაშვილი რუსეთის აგენტია. აღნიშნულის “დამამტკიცებელ არგუმენტად” კი, მოიყვანეს პირველის მიერ,  აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის რუსეთისათვის ჩაბარება.

 

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოსდით ასეთი “ბრძნული” აზრები ამ ხალხს.  მიხეილ სააკაშვილისთვის, “რუსეთის აგენტობის” დაბრალება, მხოლოდ შეიძლება მოუვიდეს ან პოლიტილოგიაში და კერძოდ გეოპოლიტიკაში გაურკვეველ ადამიანებს, ან მატერიალსტ და ანგარებიან პიროვნებებს, რომლებიც მხოლოდ “ცნობილი ქვეყნის” საელჩოს მითითებით მოქმედებენ. სანამ, აღნიშნული აზრის გაბათილებას შევეცდები, მინდა პირდაპირ აღვნიშნო, რომ მიშა არა რუსეთის აგენტი, არამედ ანგლო-საქსური ბოროტების იმპერიის, შეერთებული შტატების აგენტი იყო საქართველოში მოღვაწეობის დროსაც და დღესაც იგივე სტატუსშია, ოღიონდ უკვე ოდესაში.

აგვისტოს ომიც და დამდგარი შედეგიც, სწორედ რომ შეერთებული შტატების ინტერესებში ჩაჯდა და არამცდაარამც რუსეთის ეროვნულ ინტერესებში. სხვათაშორის, ზოგიერთი რუსი ტვინაღრძობი  ექსპერტი, აგვისტოს ომის შედეგებს, რატომღაც რუსეთის ფედერაციას, დიდ გეოპოლიტიკურ გამარჯვებაში უთვლის. არადა ჩემი ღრმა რწმენით, აღნიშნულ ომში, მხოლოდ შეერთებული შტატები გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო რუსეთის ფედერაცია თუ არ დამარცხებულა, არც რაიმე გეოპოლიტიკური გამარჯვება მოუპოვებია (საქართველოსთვის კი შედეგები, რომ სავალალო გალხდათ, აღნიშნული ყველა საღად მოზაროვნე ადამიანს მოეხსენება).

 სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილიც აგვისტოს ომის დროს, ამერიკელთა ინტერესებიდან  გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ომში მარცხის და ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის (კოდორის ხეობითურთ) რუსეთისთვის ჩაბარების ხარჯზე, შეერთებულ შტატებს საკმაო გეოპოლიტიკური უპირატესობა მოაპოვებინა კავკასიაში.

 იმისათვის, რომ გავერკვეთ,  აგვისტოს ომის შემდეგ, თუ რა სახის უპირატესობა მიიღო შეერთებულმა შტატებმა რეგიონში, აუცილებელია რუსულ და ატლანტისტურ გეოპოლიტიკური სტრატეგემებზე დაყრდნობით, გავაანალიზოთ მოცემული საკითხი.

პირველ რიგში, საჭიროა გეოპოლიტიკური სტრატეგიებიდან გამომდინარე, გადმოვცეთ,  ანგლო-საქსური და რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები ზოგადად კავკასიაში და კერძოდ საქართველოში.

 კავკასიაში, საქართველო მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უნიკალურ ქვეყანას, რომელზეც გადის ორი გეოპოლიტიკური ღერძი, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური. ერთის მხრივ, ჩრდილოეთი-სამხრეთის და მეორეს მხრივ, დასავლეთი-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გეოპოლიტიკური ღერძები, რომელიც შეიძლება  პირობითად წარმოვსახოთ შემდეგი სქემით: მოსკოვი-თბილისი-ერევანი და ბრიუსელი-ანკარა-თბილისი-ბაქო. აქედან გამომდინარე, შეიძლება მარტივად განვსაზღვროთ, როგორც ნატოს (შეერთებული შტატების), ასევე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში.

 შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს:

1) საქართველო გამოიყენოს, როგორც სამხედრო სტრატეგიული პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ და ამ გზით არ დაუშვას, რუსეთის მიერ ალტერნატიული გეოპოლიტიკური ღერძის ფორმირება კავკასიაში.

2) საქართველოს ტერიტორია  გამოიყენოს, კასპიის ზღვის აუზში არსებული ენერგო მატარებლების ტრანსპორტირებისათვის ევროპაში, სადაც საქართველოს, ენერგო-დერეფნის ფუნქციის მატარებელი სახელმწიფოს როლი და სტატუსი ერგო.

რაც შეეხება რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებს, იგი მდგომარეობს შემდეგში:

1) არ დაუშვას დასავლეთი-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გეოპოლიტიკური ღერძის გაბმა საქართველოზე გავლით და შესაბამისად, ეს უკანასკნელი გამოიყენოს, მაქსიმუმ როგორც ბუფერული სახელმწიფო, ან მინიმუმ უზრუნველყოს მისი არაპროამერიკული და არაბლოკური სტატუსი.

2) ხელი შეუშალოს საქართველოზე გავლით, რუსეთისგან ალტერნატიული ენერგო-რესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში.

ორივე გეოპოლიტიკური აქტორის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ერთი აქსიომატური დასკვნის გაკეთება: ის ვინც აკონტროლებს თბილისს, ის აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიაზე გაბატონების პერსპექტივით! მარტივად და გასაგებად თუ ვიტყვით, საქართველოზე გადის სამხრეთ კავკასიაზე გაბატონების გზა. მაგალითად, შეერთბული შტატების მიერ, საქართველოს მეშვეობით დასავლეთი-აღმოსავლეთის დამაკავშირირებელ გეოპოლიტიკური ღერძზე კონტროლის დაწესება, როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე გაბატონების ტოლფასია. ვინაიდან, ამ შემთხვევაში სომხეთი, კარგავს ყოველგვარ საკომუნიკაციო კავშირს თავის მოკავშირე რუსეთთან და იძულებული ხდება, დაჰყვეს კავკასიაში  გეოპოლიტიკური თამაშის წესების მაფორმირებელი ქვეყნის ინტერესებს, რათა შეინარჩუნოს სახელწმიფოებრივი სიცოხლისუნარიანობა. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან, ჩრდილოეთი-სამხრეთის ვერტიკალური ღერძის კონტროლი კი, პირიქით აზერბაიჯანს ჩააგდებს მიახლოებით სომხეთის მსგავს  მდგომარეობაში.  აზერბაიჯანი აღმოჩნდება ჩრდილოეთის გეოპოლიტიკურ ალყაში, რაც მას იძულებულს გახდის პირი იბრუნოს ჩრდილოეთისკენ. სწორედ, აღნიშნული გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებენ მათ მოქმედებას კავკასიაში, რაც ყოველთვის მიმართულია მოწინააღმდეგე გეოპოლიტიკური აქტორის გავლენის შესუსტებისკენ  საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოთ მოცემული კონცეპტუალური სქემებიდან და რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უკვე არც ისე რთული ხდება გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ აგვისტოს ომის მიზეზებზე და იმაზე, თუ ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული ომის გაჩაღება. აგრეთვე, სრულიად ნათელი გახდება, საბოლოოდ ვინ იხეირა აგვისტოს ომის შედეგით.

თუ  დამდგარი შედეგით და ზემოთ მოცემული კონცეპტუალური სქემებით ვიხელმძღვანელებთ, გეოპოლიტიკური ანალიზიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები უნდა ყოფილიყო ის სახელმწიფო, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელით მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია და ხელი შეუწყო ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებას.  ამისთვის, აუცილებელია გავარკვიოთ ომის შედეგებმა რა დივიდენედები მისცა ამერიკას  სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსეთი იძულებული გახადა ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ვინაიდან აღირაების გარეშე, გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის შეუძლებელი გახდებოდა კავკასიის ქედს გადმოღმა შეენარჩუნებინა თავისი სამხედრო შენაერთები, რეგიონში გეოპოლიტიკური მოწინააღგმდეგის გავლენის დასაბალანსებლად. თუმცა აღიარებით, ზიანის სახით მიიღო ის, რომ დანარჩენ საქართველოზე მისი გავლენა ერთიორად დაეცა, რითაც გაწყვიტა ვერტიკალური გეოპოლიტიკური ღერძი საქართველოს ტერიტორიაზე და ამით, ერთის მხრივ იძულებული შეიქმნა გამოერღვია გეოპოლიტიკური ბუფერი მის სამხრეთ საზღვრებთან და მეორის მხრივ, ფაქტობრივად დაკარგა პირდაპირი სახმელეთო კავშირი, თავის ერთადერთ სტრატეგიულ  მოკავშირესთან რეგიონში. როდესაც ადგილი აქვს ამათუიმ რეგიონში, ერთი რომელიმე გეოპოლიტიკური აქტორის ინტერესების შესუსტებას, იგი ავტომატურად იწვევს მეორის, მისი მოწინააღმდეგის გავლენის ზრდას, რაც მოხდა კიდევაც საქართველოში.

ამერიკელები ომის შემდეგ,  ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგენენ, საკუთარი გავლენის გაზრდას საქართველოში. ჯერ იყო, ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში დაიდო შეთანმხება მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდში, შემდეგ კი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის იმიტაციით, სააკაშვილის პორამერიკული ხელისუფლება ჩაანაცვლეს, ქართული ოცნებით, ასევე ახალი პროამერიკული პოლიტიკური ძალით. შემდგომში, თინათინ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს, ამერიკელებმა ფრანგების გამოყენებით, მიაღწიეს ანტისარაკეტო სისტემების  განლაგების უფლებას  და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთანხმდნენ ნატოს სასწავლო ცენტრების გახსნაზე საქრთველოს ტერიტორიაზე. ამ ნაბიჯებით, იგი ცდილობს უკვე პირდაპირი სამხედრო კონტროლის დაწესებას ქართულ სახელმწიფოზე, რითაც ფაქტობრივად შეერთებული შტატები, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რუსეთისათვის იძულებითი ჩაბარების სანაცვლოდ, მთლიან სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ახდენს ეტაპობრივად ტოტალურ გაბატონებას. ანგლო-საქსური გეოპოლიტიკური მონსტრი,  საქრთველოს სეპარატისტული რეგიონებზე, რუსეთის მხრიდან სამხედრო სტრატეგიული კონტროლის დამყარებით, არანაირ გეოპოლიტიკურ ზიანს არ ნახულობს. ვინადან, ზემოთ ფორმულირებული ის ორი გეოპოლიტიკური ფაქტორი, რისთვისაც დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მას არაფერში სჭირდება. ამ ავტონომიური პოლიტიკური სუბიექტების გარეშეც, შეერთბულ შტატებს გააჩნია შესაძლებლობა,  გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია როგორც, სატრანზიტო დერეფნად, ასევე სამხედრო სტრატეგიულ პლაცდარმად : “მთელ ამ ისტორიაში ამერიკელთა ინტერესები გასაეგებია: მათ საქართველო სჭირდებათ, როგორც პაიკი დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. მათ ასევე სჭირდებათ საქართველოს სამხედრო ინფრასტუქტურა… სჭირდებათ ასევე მილსადენებზე კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი საჭირო არაა.”(ალექსანდრე ჭაჭია).

ასე რომ, სანამ ვინმე მიხეილ სააკაშვილის “კრემლის აგენტობაზე” მტკიცებას შეუდგებოდეს, უმჯობესია გეოპოლიტიკურ თეორიებს გადახედოს და, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გეოპოლიტიკური სახის, ესათუის განცხადება. რაც ვთვლი, რომ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ვიდრე საკითხის არ ცოდნით გაკეთებული განცხადებებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

                                        ირაკლი უბილავა

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here