2015 წლის 26 ივნისს, ამერიკის მთელს ტერიტორიაზე სქესობრივი გარყვნილების ლეგალიზაციასთან ერთად, აშშ-სა და ევროპაში, ოჯახის ინსტიტუტზე მორიგი, ამჯერად უკვე, კარგად ორგანიზებული და ძლიერი შეტევა დაიწყო.
დასავლეთის სააგენტოები, მათ შორის Fox News-ი, იუწყებიან, რომ აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით აშშ-ში შესაძლოა მცნებები- „ცოლი“ და ქმარი“ აიკრძალოს და ისინი, საქორწინო ცერემონიალებში, მცნებებმა- „ მეუღლე -A“ და „მეუღლე – B“ -მ ჩაანაცვლოს.
წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ლოის კაპსმა (Lois Capps), 23 კოლეგასთან ერთად, შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად კონგრესში წარადგინეს, აღნიშნავს Huffington Post.
„ჩვენი „ფასეულობებმა“ ასახვა უნდა ჰპოვონ კანონებში, ესაა იმის ნაწილი, რაც ვალდებულები ვართ განვახორციელოთ იმისთვის რომ დადგენილი ჩარჩოების კორექტირება მოვახდინოთ“,- ასე ხსნის თავის ნაბიჯს კაპსი.
Human Rights Campaign-ის (ლგბტ პირების უფლებების დამცველი, არაკომერციული ორგანიზაცია) ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეისონ რაჰლანმა (Jason Rahlan) მადლობა გადაუხადა კაპსს, მისი ამ წინადადებისთვის, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებას, ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციი შესახებ, აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამ წლის 9 ივლისს გამოაცხადა, რომ ტრადიციული ოჯახებისთვის განკუთვნილი ყველა შეღავათი გავრცელდება ერთსქესიან წყვილებზეც, რითაც ერთსქესიანი ქორწინება საბოლოოდ გაუთანაბრა ტრადიციულ ქორწინებას, ქალს და მამაკაცს შორის.
აღნიშნული ცვლილება უკვე განხორციელდა კალიფორნიის შტატში, სადაც მცნებები „ცოლი“ და „ქმარი“ უკვე ამოღებულია საქორწინო სამართლის კოდექსიდან. შესაბამის დადგენილებას ხელი შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა მოაწერა. აკრძალვა შეეხო ასევე მცნებებს- „საქმრო“ და „პატარძალი“.
შეგახსენებთ, 2011 წლიდან, აშშ-ის ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღარ გამოყენება ცნება „დედ-მამა“.
თავის დროზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხსნიდა ამ ცვლილების მიზეზს იმით, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი ერთსქესიანი ოჯახები იქმნება, რომლებიც ზრდიან ბავშვებს და ეს ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რათა არ მოხდეს ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაცია და მოიხსნას კითხვა- თუ ვინაა ქმარი და ვინ ცოლი, ერთსქესიანი ქორწინებისას.
მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყება დიდ ბრიტანეთშიც- მნიშვნელოვნობით მეორე ფინანსურმა კონგლომერატმა- The Royal of Scotland, გადაწყვიტა უარი ეთქვა კლიენტების მისალმებაზე გენდერული კუთვნილების მიხედვით, კერძოდ მცნებები \\\”Mr\\\”, \\\”Ms\\\” და \\\”Miss\\\”-ის ნაცვლად, გამოიყენება ნეიტრალური \\\”Mx\\\” (Mixter).
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება არის რუსეთი, მისთვის ასეთი პოლიტიკა ყოვლად მიუღებელია და გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ გამოდის, ამის გარდა 15%, მიუხედავად გეების მიმართ ნეიტრალური განწყობისა, არ მიიჩნევს სასურველად მათთან ახლო ურთიერთობებს. ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც.
თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფონს, რაც ამერიკის გათვლილი და ზუსტი \\\”ჩაწოდებით\\\” შეიქმნა მთლიანად ევროპაში.
ჰომოსექსულაიზმის პროპაგანდა, პოლიტიკური გავლენის მექანიზმი გახდა- გარკვეული ძალები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მიმდინარეობს აქტიური მცდელობა „ჩააკვეხონ“ ჰომოსექსულაიზმი ეროვნულ მენტალიტეტში.
პედერასტული ღირებულებების ირგვლივ ამტყდარ ბრძოლას, შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური ექსპანსიის სტრატეგია.
მცდელობა, მასების გონებაში ჩაინერგოს მცნება „გეი“, წარმოადგენს არც მეტი, არც ნაკლები, სოციუმის დამოკიდებულების გარდაქმნის ინსტრუმენტს ამ მოვლენის მიმართ.
ვფიქრობ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაცამ ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების საფარველის ქვეშ არის შეფუთული, ოჯახის სიმტკიცის, ტრადიციების რღვევასა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების რეკლამირებას ემსახურება. მით უმეტეს, როდესაც ამას აკანონებს ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორც აშშ, რეკლამირება უკვე ფაქტიურად იძულების ხასიათს იღებს.
დიდი ხანია, საინფორმაციო საშუალებების, ფილმების, სერიალებისა თუ სპეციალური გადაცემების მეშვეობით, საქართველოშიც მიმდინარეობს ხალხის ფსიქიკაზე პერმანენტული ზეწოლა, რათა მოხდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობების ჩვეულებრივ მოვლენად, ანუ ნორმად გასაღება, რაც პირველ რიგში, ბავშვების და მოზარდების, ასევე ზოგადად, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ადამიანების ცნობიერების დამახინჯებაზეა გათვლილი.
დათმობების ის პრაქტიკა, რომელსაც ცხოვრებაში ატარებენ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ ნათლად აჩვენებს, რომ პედერასტები სულაც არ აპირებენ მცირედით დაკმაყოფილებას.
ყველაფერი იწყება ეგრეთ წოდებული გეი-პარადებით, შემდეგ მათ მოყვება მოთხოვნა დაუშვან ერთსქესიანი ქორწინებები, შემდეგი საფეხურია უკვე ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანა.
ამის შემდეგ, იწყება უკვე პოლიტიკური მწვერვალების შტურმი- ევროპის პოლიტიკურ სისტემაში არატრადიციული ორიენტაციის პირები სულ უფრო მეტ საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობას იკავებენ.
ამ გარყვნილების დანერგვის აპოთეოზს კი წარმოადგენს განზრახვა ააშენონ ქალაქი, რომელშიც მხოლოდ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იცხოვრებენ, ასეთი პროექტი უკვე ხორციელდება აშშ-ში. დააკვირდით, აშშ-ში პედერასტები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, ანუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით გამოყოფის სურვილი მოდის თავად ლგბტ აქტივისტებისგან და არა საზოგადოებისგან. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საზოგადოებიდან მისი ცალკეული ჯგუფების გამოყოფა დესტრუქციულ ქმედებათ უნდა განვიხილოთ.
ვინ არიან პედერასტები და რამდენი არიან ისინი სინამდვილეში?
სექსუალური უმცირესობის მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედებები არ შეიძლება განვიხილოთ სხვანაირად, თუ არა საკუთარი ცხოვრების წესის პროპაგანდად- თავს მოახვიონ ამ ტიპის ურთიერთობები, რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პედერასტების რაოდენობა ევროპაში მნიშვნელოვნად აღემატება ბუნებაში არსებული მსგავსი ანომალიის საშუალო პროცენტს, გავაკეთებთ მარტივ დასკვნას: პედერასტებმა საკუთარ გაუკუღმართებულ ცხოვრების წესში ჩაითრიეს ადამიანების იმ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობაც, რომლებიც თავისი ბუნებით ბისექსუალურები არიან. ამ ადამიანებს შეუძლიათ ჩვეულებრივ ოჯახებში იცხოვრონ, ჰყავდეთ მეუღლე, მისგან კი საკუთარი შვილები, ამავე დროს ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ შესაძლოა გააჩნდეთ განსხვავებული სექსუალური აღქმის უნარი.
სამაგიეროდ, პედერასტების გავლენის ქვეშ მოხვედრისთანავე, მსგავსი ბისექსუალების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება დაკარგული ტრადიციული საზოგადოებისთვის.
ასე და ამრიგად, \\\”ცისფერი\\\” ევროპის პერსპექტივა და მომავალი საკმაოზე მეტად ბუნდოვანია.
ევროპელი ჰომოსექსუალების მონაპოვრების მიჩნევა \\\”დემოკრატიისა და კულტურის ტრიუმფად\\\”, როგორც ამას აშშ გვთავაზობს, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ამდენად, ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაუპირისპიროს ფსევდოღირებულებებს ესაა მათზე პრინციპულად უარის თქმა.
კონსტანტინე ჩიკვილაძე
აუშვეს აფრები.
ტექსტი\\\”ცოლი\\\” და \\\” ქმარი\\\” მცნება არ არის! ცნებაა! დანარჩენი, უკონენტაროდ!