დღეს მსოფლიოში მოდურია რუსულ იმპერიალიზმზე საუბარი, განსაკუთრებით ამერიკის სატელიტ ქვეყნებში, თუმცა არავინ არ ამბობს, რომ ისტორიის სხვადსხვა მონაკვეთში დასავლური სახელმწიფოების იმპერიალისტური პოლიტიკა არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა, მათ მიერ კოლონიზირებული ხალხების მიმართ.
ისტორიის სხვადსხვა პერიოდში, დიდ და მძლავრ იმპერიებს ფლობდნენ ჰოლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი, მაგრამ მასშტაბებით, როგორც ტერიტორიული, ასევე სისასტიკის თვალასზრისით, ბრიტანულ იმპერიას ყველანი ჩამორჩებოდნენ. ამიტომ ამ სტატიის მიზანი გახლავთ, დასავლური იმპერიების და მათი ნამოქმედარის ანალიზი მოხდეს ინგლისის და ა.შ.შ.- ის მაგალითზე. შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, თუ რატომ შეერთებული შტატებიც, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ინგლისის იმპერიის დაისის შემდგომ, მისი პოზიციები საერთაშორისო არენაზე დაიკავა მეორე ანგლო-საქსურმა სახელმწიფომ ა.შ.შ.-მა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დასავლელი ავტორი, ანგლო-ამერიკული (და არა მარტო) იმპერიალიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელ კომპონენტად მიიჩნევს რასიზმს და მათ მიერ მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში ჩადენილ ქმედებებს, რასისტულ საფუძველებს უძებნის. ამიტომ, ალბათ უპრიანი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რომ ანგლო-ამერიკული ტანდემის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასისტული კუთხით გაგვეანალიზებინა და მიმოგვეხილა.
საკითხის ანალიზის დროს, აუცილებელია მოვახდინოთ დასავლურ ანთროპოლოგიაში არსებული ბაზისური სქემების მიმოხილვა და შემდეგ მისი განზოგადოება ანგლო-საქსური იმპერიების საგარეო პოლიტიკაზე. ამგვარი ბაზისური სქემა პირველად მოგვცა ცნობილმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა ლუის მორგანმა, რომელმაც ჩამოაყალიბა რასობრივი უთანასწორობის კონცეფცია. მაგალითისთვის, ის ზანგებს განიხილავდა, როგორც ადამიანების პრიმიტიულ სახესხვაობას. მისი კონცეფციის იერარქიზაციას თუ გავყებით მივიდივართ ცივილიზაციური კიბის მკვეთრ დიფერენციაციამდე. კერძოდ, იგი გვაძლევს საზოგადოებრივი მოწყობის სამ იერარქიულ მოდელს. 1) ველურობის მდგომარეობა (განვითარების უმდაბლესი საფეხური), 2) ბარბაროსული მდგომარეობა (განვითარების შუალედური საფეხური) და 3) ცივილიზაცია( განვითარების უმაღლესი საფეხური).
- ველურობის მდგომარეობა– გულისხმობს ველურ პირველყოფილ ტომობრივ ურთიერთობებს, სადაც ინდივიდები წარმოადგენენ გარდამავალ საფეხურს, მაიმუნიდან ადამიანურობის მდგომარეობამდე. დამახასიათებელი ნიშან- თვისებები: სახელმწიფოს, დამწერლობის და მკვეთრად სოციალურ-კულუტურული დიფერენციაციის არ არსებობა.
- ბარბაროსული მდგომარეობა- საზოგადოებრივი მდგომარეობის ეს საფეხური, პირველზე უფრო მაღლა მდგომი გახლავთ, რომელშიც სახელმწიფო ფორმირებულია, თუმცა მკაცრად ცენტრალიზებულია, გააჩნია სოცილაური დიფერენციაციის მაღალი დონე, მაგრამ გამოირჩევა ნაკლებად განვითარებული კულტურით.
- ცივილიზაცია-საზოგადოებრივი ურთიერთობის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა კულტურის მაღალი დონით და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მაღალ ეფექტურობით.
ზემოთ ფორმირებული სამი ბაზისური იერარქიული მოდელის ფარგლებში, სრულიად შესაძლებელია მასში ჩართული ადამიანების დიფერენციაცია მოვახდინოთ განვითარების დონის შესაბამისად. 1) ადამიანი ველური, 2) ადამიანი ბარბაროსი და 3) ადამიანი მოაზროვნე, შესაბამისად ცივილიზებული.
კიდევ ერთი ანგლო-საქსი მეცნიერი, შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ჰობსონი, თავის ნაშრომში „მსოფლიო პოლიტიკის ევრო-ცენტრისტული კონცეფცია“ მორგანის მიერ შემუშავებულ სქემას მიუყვება და აღნიშნავს, რომ 1945 წლამდე დასავლეთში გაბატონებული გახლდათ აზრი, რომლის მიხედვით საზოგადობების მარკირება ხდებოდა კანის ფერის მიხედვით: თეთრი ადამიანები, ყვითელი ადამიანები და შავები. აღნიშნულ დიფერენციას ის სქემატურად შემდეგნაირად გამოსახავს:
- თეთრი ადამიანი=ცივილიზებული (ევროპელი)
- ყვითელი ადამიანი=ბარბაროსი (აზიელები და ლათინო ამერიკელები)
- შავი ადამიანი=ველური ( აფრიკელები, ამავე კატეგორიაში გაჰყავს ჩრდ. ამერიკის აბორიგენი ტომები, ანუ წითლები (ეს მისი ტერმინია))
თუ ჯონ ჰობსონ დავუჯერებთ, საზოგადოებების მარკირების ზემოთ ფორმირებულ მოდელი შეიცვალა 1945 წლის შემდეგ. მისი ხედვით, რასისტული მიდგომის შეცვლაში, თავისი წვლილი შეიტანა ადოლფ ჰიტლერის მიერ გატარებულმა ღია რასისტულმა პოლიტიკამ, რამაც იძულებული გახადა დასავლეთი ღია რასისტული მიდგომები, სუბლიმირებულ (შეფარულ) რასიზმით შეეცვალათ. კერძოდ, ეს გულისხმობს არ მოეხდინათ საზოგადოებების მარკირება კანის ფერის მიხედვით, მაგალითად თეთრებად, ყვითლებად და შავებად. მის ნაცვლად, მოხდა დიფერენციაცია შემდეგი ფორმით: ცივილურები, ბარბაროსები და ველურები. როდესაც სუბლიმირებულ (შეფარულ) რასიზმზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მომენტზე, რომ მისი აზრით, არ არსებობს აღიარება ანთროპოლოგიური თუ კულტურული პლურალიზმის და დასავლურ პოლიტიკას სურს, ყველაგან დანერგოს სოციალურ ურთიერთობათა ის მოდელი, რომელიც დასავლეთშია გაბატონებული და რომელსაც ის მიიჩნევს სწორად და მართებულად. ოღონდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამას აკეთებს ისე შეფარულად და სუბლიმირებულად, რომ მათი აზრით, მათზე დაბლა მყოფი სოციალური ორგანიზების ფორმებში, ჩართულ ადამიანებს არ მოიხსენიებენ ველურებად ან ბარბაროსებად, თუმცა მათი ქმედებები, სწორედ ჩამოყალიბებული იერარქიული სქემის ფარგლებშია მოქცეული.
თეორიული ასპექტების გაანალიზების შემდეგ, ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის რასისტულ ბუნებაში ჩაწვდომისთვის და მკითხველისათის გასაგებად და არგუმენტირებულად მიწოდებისათვის, ჩემი ღრმა რწმენით მიზანშეწონილია ნააზრევის ისტორიული ფაქტებით გამყარება. ამისათვის საჭიროა ანგლო-ამერიკელების პოლიტიკა, განვაზოგადოთ ჩვენს მიერ დიფერენცირებული სქემის მიხედვით, გრადირებული ხალხების მიმართ.
თუ გავიხსენებთ ისტორიულ ფაქტებს, ანგლო-საქსები მყარად პირველ ადგილზე იყვნენ მონობით ვაჭრობაში. მათ მიერ, სხვადასხვა ბრიტანული კომპანიების მეშვეობით გაყიდული შავი მონების რიცხვი, 17 საუკუნეში თუ წელიწადში შეადგენდა 25 ათასს „ველურს“, უკვე 18 საუკუნეში იგი იზრდება 100 ათასი შავი ადამიანით. მეცნიერების გამოთვლებით კი, აფრიკამ მონათვაჭრობის პროცესში დაახლოებით 65-75 მილიონი ადამიანი დაკარგა. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი არ არის გაყიდული შავი მონების ციფრებზე ყურადღების გამახვილება, არამედ „ცივილიზებული“ ანგლო-საქსების დამოკიდებულება, მათი აზრით, მათზე დაბლა მდგომი რასების წარმომადგენლების მიმართ. ბრიტანელი კოლონიზატორები აფრიკელი შავი „ველურების“ (მონების), მხოლოდ გაყიდვით რომ იყვნენ დაკავებულნი, ეს შეიძლება ერთი ფაქტორით აიხსნას. კერძოდ, როგორც უკვე ითქვა, პირველ საფეხურზე იმყოფებიან ველურები, ანუ შავები, რომელთაც არ გააჩნიათ სახელწმიფო, შესაბამისად თვითორგანიზების და სუბორდინაციის დაბალი ხარისხით გამოირჩევიან, რომელებსაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ სათანადო წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამიტომ, მათ არ ანადგურებენ, არამედ იყენებნ, როგოც მონებს. როგორც ჰობსონი აღნიშნავს, „ მონათმფლობელებმა ველურები იმიტომ მოიგონეს, რომ მოეხდინათ მათი ექსპლუატაცია.“
ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ქმედება იყო რასისტული, ვინაიდან განსხვავებული კანის ფერის, სოციო-კულტურული თავისებურებების და მენტალობის მქონე ადამიანებს განიხილავდნენ მათზე დაბლა მდგომ ინდივიდუმებად, ხოლო უარეს შემთხვევაში კი ველურ ცხოველებად. ნააზრევის არგუმენტირებულად გამყარებისთვის, ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის ავტორის თომას ჯეფერსონის სიტყვებს გავაანალიზებ. იგი თავისუფლების დეკლარაციაში, განუყოფელ უფლებებად ასახელებს „სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნირებისკენ სწრაფვას“. თომას ჯეფერსონის კონცეფციის არს თუ ჩავწვდებით, მისი ეს ხედვა უნდა გავრცელებულიყო ყველაზე. თუმცა როგორც მოგვეხსენება , იგი სიცოხლის ბოლომდე ერთ-ერთი უმსხვილესი პლანტატორი გახლდათ, რომლის პლანტაციებში მონური შრომით იყვნენ დაკავებულნი შავი ადამიანები ანუ „ ველურები“. გამოდის, რომ მისი თავისუფლების კონცეფცია ვრცელდებოდა, მხოლოდ თეთრებზე და არამცდაარამც სხვა რასის ადამიანებზე.
კვლავ მივყვეთ ზემოთ ფორმულირებულ სქემას და ანგლო-ამერიკელების ქმედებები განვიხილოთ, უკვე ცივილიზაციური კიბის ერთი საფეხურით მაღლა მდგომი ხალხების ანუ ბარბაროსების მიმართ. იერარქიული სქემის მიხედვით, ცივილიზაციას და ველურობას შორის შუალედურ მდგომარეობაში მყოფ ბარბაროსებს, ამ თეორიის მიხედვით გააჩნიათ სახელწმიფო შესაბამისი სტრუქტურებით ან ამ სტრუქტურების ჩანასახოვან მდგომარეობაში ყოფნით, გარკვეული დონის დიფერენციაციით, თუმცა ისინი განვითარების დონის მიხედვით, მაინც ჩამორჩებიან ცივილიზაციას. ე.ი. ბარბაროსები თვითორგანიზების და სუბორდინაციის შედარებით მაღალი დონით გამოირჩევიან, ვიდრე ველურები. შესაბამისად, მათ წინააღმდეგობის გაწევის უფრო მაღალი უნარი გააჩნიათ „ველურებთან“ შედარებით. შესაბამისად, წინააღმდეგობა ქმნიდა წინააღმდეგობას, რაც იწვევდა ანგლო-საქსების მხრიდან ხალხების არა დამონებას, არამედ სისასტიკის ზრდის გამოვლენას, მასობრივ განადგურებამდე მისულს.
როგორც ისტორიული ფაქტებიდან ირკვევა, ანგლო-ამერიკელების პოლიტიკა ცვალებადია სქემაში გრადირებული ხალხების მიმართ. თუ ველურებთან მიმართებაში, სახელმწიფოს არ არსებობიდან გამომდინარე, წინააღმდეგობას ვერ ღებულობდნენ, ისინი მხოლოდ მონების ვაჭრობით და მათი ექსპლუატაციით შემოიფარგლებოდნენ. ხოლო, ხალხების მეორე სარტყელის ანუ „ყვითელი ბარბაროსების“ მიმართ კი, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარიდან გამომდინარე, მათი ქმედებები უფრო სასტიკი და დანაშაულებრივი ხდება. აქვე მინდა დავამატო, რომ ანგლო-საქსური სახელმწიფოები ისტორია გვიჩვენმებს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ, მათი პოლიტიკის თავს მიხვევის მიზნით, არ ერიდებოდნენ არც ერთი სახეობის იარაღის გამოყენებასაც კი, ბირთვული იარაღით დაწყებული და ქიმიურით დასრულებული, რისი ისტორიული დამადასტურებელი ფაქტები არც თუ ცოტაა. მაგალითად, როდესაც 1914-1918 წლებში, ბრიტანეთის იმპერიის მიერ ერაყის ოკუპაციის პერიოდში, ადგილობრივი ხალხების მხრიდან წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით, ბრიტანეთის მაშინდელი კოლონიის მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, კატეგორიულად მოითხოვდა ქიმიური აიარაღის გამოყენებას ადგილობრივი ხალხის მიმართ. ჩერჩილის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩემი აზრით, ალბათ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკოსიც კი, უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების მიმართ წინააღმდეგობის ჩახშობის მიზნით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ითხოვდა. მე უკვე აღარ ვამბობ ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ ჩადენილ ცოდვებს, აბორიგენი ავსტრალიელების და ჩრდლიოეთ ამერიკელების მიმართ.
ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი ცინიკური სისასტიკით ხოცავდნენ ანგლოსაქსები ჩრდ. ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, როდესაც პატარა ბავშვის სკალპში იხდიდნენ 3 დოლარს, ხოლო უფრო მოზრდილისაში კი- 6 დოლარს. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, 19 საუკუნეში ინდოელების რაოდენობა 3 მილიონს შეადგენდა, ხოლო იმავე საუკუნის ბოლოსთვის უკვე კი მათი რაოდენობა 200 ათასი გახლდათ.
არც სურვილი მაქვს და არც ფორმატი იძლევა, ანგლო-საქსების მიერ ადამიანურობის წინააღმდეგობის ჩადენილი დანაშაულობების აღსაწერად, ჰეროსიმა ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბით დაწყებული და ვიეტნამში დახოცილი 5 მილიონამდე ადამიანით დასრულებული, მხოლოდ მინდა ერთი ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, პროფესორის ფილიპ ტაფტის სიტყვები მოვიყვანო, რომელიც ძალიან კარგად აღწერს, ბრიტანელების მიერ შემქნილი მეორე ანგლო-საქსური სახელწმიფოს ნამოღვაწარს: „ შეერთებული შტატების ისტორია, გახლავთ ყველაზე სისხლიანი და ძალადობით დახუნძლული ისტორია, ყველა სხვა განვითარებული სახელმწიფოებთან შედარებით.“
ასე, რომ ყველა „ანგლო-საქსოფილს“ მოუწოდებ, სანამ რომელიმე სხვა იმპერიის ცოდვებზე და ველურ სისასტიკეზე ისაუბრებენ, უმჯობესია მათი სათაყვანებელი იმპერიის რასიზმზე და ჩადენილ ცოდვებზე გაამახვილონ ყურადღება და მერე ილაპარაკონ სხვებზე. ასეთი მიდგომა მათ ხედვებში ობიექტურობას გაზრდის, რაც ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე მეტად გამოადგება საქართველოს მომავალს და მისცემს საშუალებას გამოვიდეს იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც დღესდღეობით იმყოფება.
ირაკლი უბილავა