ამა წლის 5 ივლისს, საბერძნეთის მოსახლეობის 63%-ზე მეტმა, რეფერენდუმის საშუალებით, უარი უთხრა ევროკავშირის ფუნქციონერებს, მათ მიერ შემოთავაზებული პირობების შესრულებაზე, რომელიც ითვალისიწინებდა მკაცრი რეჟიმის ეკონომიკაზე გადასვლას. აღნიშნული რეფერენდუმის შედეგებმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირი, ზოგადად არამარტო ღრმა ეკონომიკურ, არამედ, ასევე ღრმა ღირებულებით კრიზისში იმყოფება.
საბერძნეთის მოვლენებმა, კაცობრიობას დაანახა, რომ დემოკრატიული პრინციპების არსებობა ევროკავშირში უკვე კარგა ხანია ჩაბარდა წარსულს და ამ ორგანიზაციის მართვა, დასავლელი პლუტოკრატების მიერ დაქირავებული, ევრობიუროკრატების ხელშია გადასული. მათ მიზანს, როგორც საბერძნეთის მაგალითმა გვიჩვენა, ევროკავშირის შედარებით სუსტი ქვეყნებიდან, დასავლეთ ევროპული ქვეყნებისკენ, ფინანსური თუ სხვა ტიპის სარგებლის გადაქაჩვა წარმოადგენს. ასეთი მიდგომა კი, ერთის მხრივ, იწვევს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების უფრო მეტ ეკონომიკურ დასუსტებას, ხოლო მეორეს მხრივ, მდიდარი ქვეყნების და მათ უკან მდგომი პლუტოკრატიის კიდევ უფრო მეტ გამდიდრებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლური ქვეყნების მიერ წლობით ფორმირებული, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გაკოტრების საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სისტემა, ისე გახლავთ აგებული, რომ უკანასკნელის მხრიდან, ოდნავი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი, განვითარებულ ქვეყნებს გააჩნიათ ისეთი ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტები, რომლითაც ისინი ფაქტობრივად სპობენ მათი სისტემის მოწინააღმდეგე ქვეყნების ეკონომიკებს. სწორედ რომ, ბერძნული კრიზისის ამოსავალი წერტილი გახლავთ, ჩემს მიერ ზემოთ ფორმულირებული მიდგომა.
აღნიშნული ტიპის საერთაშორისო სისტემის შენარჩუნების მიზნით, დასავლეთში გამოგონილი იქნა, მართველობის ისეთი მოდელი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის სახელით არის ცნობილი, ხოლო რეალურად კი მართვა ხორციელდება უმცირესობის, კერძოდ ევრო-ატლანტისტური პლუტოკრატიის მიერ დაქირავებული პოლიტიკური ელიტების მეშვეობით. მოცემული პოლიტიკური სისტემებისთვის, დემოკრატიულობის იმიჯის შესაქმნელად, მათ მოახდინეს ლიბეარლური იდეოლოგიის გახლეჩა ორ მიმდინარეობად, კერძოდ მემარჯვენე ცენტრისტებად და მემარცხნე ცენტრისტებად და რომელიც იდეოლოგიური პლატფორმის სახით დაუქვემდებარეს სხვადასხვა პარტიებს.
დასავლეთის ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოცემული იდეოლოგიური პლატფორმის მქონე ორ პარტას გააჩნია ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა და ისინი პერმანენტულად ცვლიან ერთმანეთს სახელისუფლებო ვერტიკალის ზედა ეშელონებში. მაგალითად, აშშ-ში ასეთ პარტიებს წარმოადგენენ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები, ბრიტანეთში, კონსერვატორები და ლეიბორისტები, გერმანიაში ქრისტიან- დემოკრატები და სოციალ -დემოკრატები და ა.შ. ევრო-ატლანტიკური სივრცის, თითქმის ყველა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, აღნიშნული პრინციპით არის მოწყობილი. ხოლო სხვა დანარჩენ პარტიებს, ეს იქნება მემერჯვენე თუ მემრცხენე მიმართულების, რადიკალებად, ევროსკეპტიკოსებად და ათასგავრი ნეგატიური დატვირთვის მქონე ეპიტეტებით ამკობენ.
ზემოთ ჩამოყალიბებული ფაქტორების გათვალისიწნებით, უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის კრიზისი ზუსტად, რომ პოლიტიკურია და არამც და არამც ეკონომიკური. მართალია, კრიზისში ეკონომიკასაც თავისი წილი მიუძღვის, თუმცა განმსაზღვრელი მაინც პოლიტიკაა. ამაზე, ყურადღებას ამახვილებს არაერთი მსოფლიო დონის ეკონომისტი. უფრო თუ დავკონკრეტდებით, კრიზისის პოლიტიკურ შემადგენელზე ამახვილებენ ყურადღებას ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომისტები, ჯოზეფ სტიგლიცი და პოლ კრუგმანი, ასევე, კიდევ ერთი უმსხვილესი ეკონომისტი, რომელიც ცნობილია, როგორც რეიგანუმიკის ავტორი პოლ კრეიგ რობერტსი.
რატომ უნდა დაუკავშიროთ საბერძნეთის კრიზისი პოლიტიკას? ამაზე მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება გვქონდეს. კერძოდ, როდესაც საბრძნეთში ჩატარდა უკანსაკნელი საპარლამენტო არჩევნები, გამარჯვება მოიპოვა, უკიდურესი მემარცხენე მიმართულების არასისტემურმა ოპოზიციურმა ბლოკმა „სირიზამ“ ალექსის ციპრასის მეთაურობით, რომელმაც პარლამენტში მოიპოვა უმრავლესობა და მინსიტრთა კაბინეტი დააკომპლექტა. აღნიშნულმა პოლიტიკურმა პროცესმა, თავდაყირა დააყენა ანგლოსაქსი პლუტოკრატების მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა. დიდი ალბათობით, მათ შიში გაუჩნდათ იმის, რომ ბერძნულ მოვლენას შეიძლება დომინოს ეფექტი გამოეწვია და გადამდები ყოფილიყო, სხვა მათი სატელიტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა საფრანგეთში, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძლიერდა მკვეთრად კონსერვატიული მიმართულების „ნაციონალური ფრონტი“ მარინ ლეპენის მეთაურობით.
ანტილიბერალური პროცესების თავის დინებაზე მიშვების შემთვევაში, არ არის გამორიცხული, არც თუ შორეულ პერიოდში, საფრთხე შეექმნოდა ანგლო-საქსების მიერ ფორმირებულ ევრო-ატლანტიკური სივრცის ერთიანობას. ამიტომ, სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არსებული მათი მოწინააღმდეგე ძალებისთვის შიშის დანერგვის მიზნით, მიმართეს ბერძნული ეკონომიკის მოშლის პოლიტიკას, იმ იმედით, რომ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია გართულდებოდა და ამით მიაღწევდნენ მათთვის არასასურველი რეჟიმის მოშორებას, რაც აგრეთვე სამაგალითო იქნებოდა, სხვა მათი პოლიტიკისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალებისთვისაც.
ჩემი ეს ანალიზი, რომ სიმართლესთან ახლოს დგას, ამაზე მიუთითებს, თუნდაც ერთი მაგალითი. როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთის ეკონომიკის კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა არაახალია. თუ არ ჩავთვლით პაპანდრეუს პრემიერობის პერიოდს, საბერძნეთში ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო 2010 წლიდან, როდესაც ქვეყანას მართავდა მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერი ანტონიო სამარასი. თუმცა, მაშინ აღნუშნული კრიზისის „დასაძლევად“, ევრო-ბიუროკრატებს აზრად არ მოსვლიათ სამარასისთვის ერჩიათ სოცოალური უზრნუველყოფის არსებული პაკეტის შეზღუდვა და მკაცრი ეკონომიკური რეჟიმის მოდელისთვის მიემართა, კრიზისითვის თავის დასაღწევის მიზნით. ისინი საგარეო ვალს, ვალზე აძლევდნენ საბერძნეთს და ამით არა კრიზისიდან გამოყავდათ ეს ქვეყანა, არამედ უფრო მეტად აკაბალებდნენ მას, მისი ადვილად მართვის მიზნით. რაც შეეხება ვალის სახით გადარიცხული თანხიდებიდან, დიდი ნაწილი უკან უბრუნდებონდებოდათ, ხოლო თანხის მცირე ნაწილი ხმარდებოდა საბერძნეთში ადგილობრივ ეკონიმიკურ საჭიროებებს. „საბერძნეთისთვის ნასესხები დიდძალი თანხებიდან ქვეყანაში თითქმის არაფერი დარჩენილა. ეს ფული კერძო სექტორის კრედიტორებს გადაეცათ, მათ შორის, გერმანულ და ფრანგულ ბანკებს. საბერძნეთს მხოლოდ „ნარჩენები“ შეხვდა, ფულის უმეტესობა კი ევროპული ქვეყნების საბანკო სისტემების შესანარჩუნებლად გადაიხადა“ (ჯოზეფ სტიგლიცი). სწორედ ამ ეკონომიკურმა დაკაბალების პოლიტიკამ, ჩააგდო საბერძნეთი ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისში. აღნიშნული კაბალის თავის დასაღწევსითვის, ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას, პირველად ბერძენმა ამომრჩეველმა, „სირიზას“ მხარდაჭერით 2015 წლის 25 იანვრის საპარალამენტო არჩევნებზე უთხრა უარი, რომელიც დაგვირგვინდა ბოლო რეფერენდუმით.
დღეს მიმდინარე ანტიბერძნული კამპანია ევროკავშირის მხრიდან, სწორედ რომ მიზნად ისახავდა „სირიზას“ და ალექსის ციპრასის მოშორებას ხელისუფლებიდან, რათა მანამდე არსებული პოლიტიკური სტატუს-კვო აღედგინა საბერძნეთში. ვინაიდან, ამ მთავრობის მიერ, კრიზისიდან გამოსვლისთვის შეთავეზებული გეგმის, ყველა კომპრომისულ ვარიანტზე თქვეს უარი ევროკავშირის წარმომადგენლებმა.
თუმცა, რეფერენდუმის შედეგებმა ყველას დაანახა, რომ ბერძნები უკან დახევას არ აპირებენ. აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი რეალური დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებისთვის, ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას.
უკანასკნელმა მოვლენებმა, ევროკავშირის რთულ ლაბირინთებში ჩამალული ეკონომიკური კრიზისი, ზემოთ ამოატივტივა. ასევე, დღევანდელ დასავლეთში გამოჩნდა ღირებულებითი კრიზისიც, რომელიც ულტრაინდივიდუალისტური სოციალური მოდელების დანერგვაში გამოიხატება და რაც, დასავლეთის ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებაში ვლინდება. მოცემული კრიზისების წყარო, სწორედ რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური მოწყობის ულტრალიბერალური მოდელი გახლავთ, რაზეც დგას თვითონ დასავლური სამყარო.
ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით, ევროკავშირის დღეს არსებულ ულტრაკაპიტალისტური მოდელი, უკანასკნელ წლებს ითვლის. რაც სავარაუდოთ შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 10-15 წელი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება, ულტრა ლიბარალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მოწინააღდეგე, მემარჯვენე კონსერვატორების და მემარცხენე სოციალისტების რეიტიგნი. ეს პროცესი კი, შესაბამისად განაპირობებს მათ გააერთიანებას, ულტრალიბერალური და ულტრაინდივიდუალისტური იდეოლოგიური მიმართულების პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ, რაც ჩემი ვარაუდით, ლიბერალური იდეოლოგიის მარცხით დასრულდება. ხოლო ლიბერალიზმის მარცხი, შესაბამისად დღევანდელი ფორმით ევროკავშირის არსებობაზეც ჰპოვებს ასახვას.
ირაკლი უბილავა