Home რუბრიკები ბლოგი გლობალიზაცია, ანუ განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ოკუპაცია

გლობალიზაცია, ანუ განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ოკუპაცია

გლობალიზაცია საფუძველში სხვა არაფერია თუ ლამაზად შენიღბული იარაღი, რისი საშუალებითაც განვითარებული ქვეყნები (განვითარებული ოცეული) ახდენენ . . მესამე სამყაროს ქვეყნების ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებას.

ლობალისტები არწმუნებენ ხალხს ღარიბ ქვეყნებში, რომ მათი სიღარიბის მიზეზი კორუფცია, მაფია, არასწორი ტრადიციებია და მხოლოდ ღია ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობაა წარმატების და დოვლათის საფუძველი. არადა წარმატებულმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა წარმატებას არა გლობალიზაციის რეცეპტით არამედ ეკო-პროტექციონალიზმის თეორიის გამოყენებით მიაღწიეს. მათ საკუთარი ბაზარი მაღალი საბაჟო ტერიფების და მრავალი სავაჭრო დაბრკოლებების შექმნით გააძლიერეს ისინი წარმატების მისაღწევად ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ რაც მათ გლობალიზაციის თეორიტიკოსთა აზრით უნდა გაეკეთებინათ. ხოლო იმათ ვინც გლობალისტთა თეზისებით იხემძღვანელა ( თავისუფალი ვაჭრობა, კომუნალური საწარმოების გაყიდვა, კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის მოხსნა მეწარმეების პრივილეგიების გაუქმება ყველამ კატასტროფული შედეგი მიიღო.

აშშ 1981 წლიდან გლობალიზაციის დროშით ანხორციელებს მიზანს, რომელიც განვითარებადი სამყაროს სუვერენიტეტის შესუსტებას რის შედეგადაც ძლიერდება მათი დამოკიდებულება ეკონომიურად ძლიერ ქვეყნებზე, რათა არ მოხდეს მათი კონსოლიდაცია და არ წამოაყენონ მდიდარ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი სავაჭრო პირობები. ამ მიმართულების გამოყენების მთავარი დასაყრდენი რა თქმა უნდა მათი შექმნილი მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა მსოფლიო ბანკიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონტროლილებდა ორივეს რეზიდენცია მდებარეობს ვაშინგტონში. ორივე ისეთ სისტემაზეა აწყობილი რო სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ . ორივე ამ ორგანიზაციას მინიჭებული აქვს მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან ფინანსური პრობლემების, ძირითადად ვალების უზრუნველყოფა საბოლოო მითითებით რომ ეს ქვეყნები ისე უნდა ჩაეფლონ ვალებში, რომ ქვეყნების ძირითადი შემოსავალი ვალების მომსახურეობას მოხმარდეს და თან ისე თვითონ კეთილმსურველებად დარჩნენ. რისი შედეგიც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა (100მდე ქვეყანა) მოქცეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლო ბანკის ეკონომიურ კლანჭებში და საქართველოც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ეს ქვეყნები თავიანთი ვალების მომსახურებისთვის ახალ კრედიტებს იმ შემთხვევაში იღებენ თუ შეასრულებენ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს რომელიც ულტიმატუმებს უფრო ჰგავს სადაც ითხოვენ რომ მოხდეს ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ამას ემატება მოთხოვნა ხარჯების შემცირებაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებზე როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, სოციალური სფერო, რათა გამოთავისუფლებული ხარჯები უცხოური ბანკების ვალების მომსახურეობას მოხმარდეს შემდეგ ითხოვენ სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შეწყვეტას, რათა შემდგომ მოხდეს განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში წარმოებული, ახალი ტექნოლოგიებით, ქიმიკატებით გაჯერებული, გენმოდიფიცირებული და ამით გაიაფებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის გასაღება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე ითხოვს გაუქმდეს კაპიტალზე კონტროლი მთელი ქვეყნის მაშტაბით, რათა უცხოელ ინვესტორებს ძირითადად განვითარებული ქვეყნებიდან უფლება მიეცეს შეისყიდონ სახელმწიფო საკურებაში არსებული საწარმოები და სტრატეგიული ობიექტები (ყველაფერი ეს უკვე საქართველოში უცხოელთა ხელშია). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შემდეგი მოთხოვნაა რომელიც მსოფლიო ბანკიდან კრედიტის აღების სანაცვლოდ საკუთარი ვალუტის კონვერტირულობა უნდა უზრუნველყოს რომლის მერე სახელმწიფო იძულებულია გაცვლითი კურსის მიუხედავად საკუთარი ვალუტა უცხოურ საანგარიშსწორებო საშუალებებზე გაყიდოს, რაც მისი მომავალი ღირებულება სასპეკულაციო ოპერაციებზე დამიოკიდებულს ხდის. ასეთი პროგრამები ისე ფიტავენ ქვეყანას, ის მთლიანად ეკონომიური კრიზისების ფაზაში ხვდება და შემდეგ სამართავად ძალიან ადვილია  ასე რომ იარაღი რომელითაც დასავლეთმა შენიღბა მსოფლიო გლობალიზაციის სახელით, მუშაობს და მუშაობს საკმაოს ეფექტურადაც.

ვიკა ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here