ძველბერძნული ქალაქი-სახელმწიფო სპარტა (XI-II ს.ს. ჩვ.წ.აღ.) აღზრდის უნიკალური სისტემით (აგოგე) გამოირჩეოდა. ბერძენი ფილოსოფოსი, ბიოგრაფი და მორალისტი პლუტარქე (45-127) წერს, რომ სპარტაში ახალშობილებს, თუკი მათ რამე ფიზიკურ ნაკლს შეამჩნევდნენ, უფსკრულში აგდებდნენ, ჯანმრთელ ბავშვებს კი მკაცრად ზრდიდნენ. 7 წლის მოზარდი მიჰყავდათ სამხედრო ბანაკში, სადაც ფიზიკურად წვრთნიდნენ და იარაღის გამოყენებასა და ექსტრემულ პირობებში თავის გადარჩენას ასწავლიდნენ. სწორედ ეს განაპირობებდა სპარტელთა ჯარის სიძლიერეს, რომლის 300 წარმომადგენელმა მეფე ლეონიდეს ხელმძღვანელობით ჩვ.წ.აღ. 480 წელს ფერმოპილის ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სპარსთა 250-ათასიან ლაშქარს და ათასობით ჯარისკაცი დაუხოცა.
სპარტელთა გმირობის შემდეგ თითქმის 2500 წელიწადი გავიდა. საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ტრადიციები ოჯახის, მშობლების, წინაპრების მიმართ, რომლებიც ქრისტიანულმა რელიგიამ ევროპის ხალხების უპირველეს ფასეულობებად აქცია. დღეს კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა _ სოდომია ცისარტყელას ფერებით აყვავდა მსოფლიოში და ამ ფასეულობებს განადგურებით ემუქრება _ უკვე ბევრ ქვეყანაში დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება, კაცი კაცზე თხოვდება, ქალი _ ქალზე…
6 ივლისს კიევში, ობოლენსკის სახელობის სანაპიროზე, ლგბტ აქტივისტების მიერ ორგანიზებული “თანასწორობის მარში” გაიმართა ლოზუნგით “უკრაინა ევროპაა”, თუმცა ეს ე.წ. მარში მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა. სამართალდამცველებით გარშემორტყმულ 300 პედერასტსა და ლესბოსელს, რომელთა შორის ქართველებიც იყვნენ, 500 მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ თავს დაესხა 30-40 ახალგაზრდა, მათ მარშის მონაწილეებს ცრემლმდენი გაზი შეასხურეს და პეტარდები ესროლეს. დაზარალდა 5 სამართალდამცველი, აღლუმის 4 მონაწილე და რადიკალურად განწყობილი 10 ახალგაზრდა, დააკავეს 25 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მხარი დაუჭირა ლგბტ თემის მარშს და განაცხადა, რომ “ეს თითოეული უკრაინელის კონსტიტუციური უფლებაა”.
პედერასტებისა და ლესბოსელების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბრუს დონაჰიუმ: “როდესაც კიევში ლგბტ საზოგადოების მარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მხარში ამოგიდგებათ. ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეთა უფლებების გაფართოებითა და თანაბრობის დაცვით ჩვენ ვაშენებთ უფრო სამართლიან და თავისუფალ საზოგადოებას”, _ ნათქვამია დონაჰიუს განცხადებაში, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორი თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების აშენება იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებში (საკითხავია, რა ხელი აქვს მას სხვა ქვეყანაში “საზოგადოების აშენებასთან”?!) ნათლად გამოჩნდა საქართველოსა და უკრაინაში, არაბული გაზაფხულით “აშენებულ” ლიბიასა და ეგვიპტეში, ერაყსა და ავღანეთში, უფრო ადრე _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, ლაოსში, კამბოჯაში, ვიეტნამში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში…
ამერიკელთა მიერ სხვა ქვეყნებში დემოკრატიის სახელით ჩადენილ დანაშაულებზე არაერთხელ წერდა “საქართველო და მსოფლიო” და ახლა მათ ჩამოთვლას აღარ განვაგრძობთ, მაგრამ შევჩერდებით უკრაინაზე, რომლის “აშენებაც” უკვე მოასწრო დემოკრატიის აკვნად წოდებულმა აშშ-მა.
უკრაინაში “დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის” ბრძოლა და “ახალი საზოგადოების” შენება აშშ-მა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო ე.წ. ევრომაიდნით, როდესაც კიევის ცენტრალურ მოედანზე გამოსულმა ხალხმა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების შეჩერება გააპროტესტა. ეს იყო საბაბი უკრაინის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისა, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატები. იმ პერიოდში მაიდანზე სნაიპერთა ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაიხოცა, ოდესაში პროფკავშირების სახლში გამოწვეს ათეულობით ადამიანი, მაგრამ არავინ დასჯილა. სწორედ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი (როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად) მაიდნის შემდეგ აყვავდა უკრაინაში ფაშიზმი და კორუფცია, მოიმატა პოლიტიკური მკვლელობებისა და თვითმკვლელობების რაოდენობამ, სწორედ ამერიკელთა წაქეზებით დაიწყო უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ძმათამკვლელი ომი რუსეთთან, შედეგად _ დაკარგა ყირიმის ნახევარკუნძული, დონბასისა და ლუგანსკის ოლქები, აშშ-ისა და ევროკავშირის კრედიტების შემყურე ქვეყანა გაპარტახდა და დეფოლტის პირასაა. აი, ასეთ დღეშია ამერიკელთა მხარდაჭერილი უკრაინა, რომლის ხელისუფლებამაც 6 ივნისს პედერასტებისა და ლესბოსელების აღლუმის ჩასატარებლად მოიცალა, რათა დასავლელი მფარველებისთვის დაენახვებინა, _ “უკრაინა ევროპაა!” დღეს, როდესაც უკრაინის აღმოსავლეთში ძმათამკვლელი ომი მიმდინარეობს და ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, უკრაინელმა პედერასტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად დრო გამონახეს ე.წ. თანასწორობის მარშის გასამართავად. ამას უწოდებს აშშ “თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების” შენებას! აი დროება, აი ზნე-ჩვეულებანი!
ყველამ იცის, რომ უკრაინის შს მინისტრი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, თუმცა ის სოდომიის აგიტაცია-პროპაგანდას არ ეწევა ქვეყანაში _ ჯერჯერობით მაინც. ჯერჯერობით არც უკრაინელი მამაკაცი-მინისტრი გაჰყოლია ცოლად თავის “ბოიფრენდს,” როგორც ეს 2010 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ გააკეთა, ახლახან კი _ ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა ქსავიე ბეტელმა…
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაცვიფრებელი არ უნდა იყოს _ ეს ფილმი ხომ უკვე ნანახი გვაქვს! 9 წლის განმავლობაში საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ამერიკელთა ხელდასხმული და მათ მიერვე “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე: განათლებისა და კულტურის ნგრევა; ბიზნესის ტერორი; ადამიანებისთვის ქონების წართმევა; ახალგაზრდების დახვრეტა ქუჩებში; წამება-გაუპატიურება ციხეებში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ.
ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს უკრაინაშიც. უფრო მეტიც _ ამერიკელთა ძალისხმევით, დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, სააკაშვილის მეთაურობით, უკრაინის მთავრობაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნეს, ალბათ, იმიტომ, რომ ის, რაც საქართველოში ვერ მოასწრეს, უკრაინაში დაასრულონ. თუმცა, რა _ საქართველოშიც ხომ აშშ-ის ელჩი წყვეტს, ვინ უნდა დაინიშნოს, მაგალითად, თავდაცვის მინისტრად და ვინ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია…
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიხვდნენ, რომ ჰომოსექსუალების მეშვეობით მიმდინარეობს გარეშე ძალების ფარული შეტევა სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე. რთული არ არის შემჩნევა იმისა, რომ პედერასტებისა და ლესბოსელების მხარდაჭერა და წინ წამოწევა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ამერიკაში მძლავრად ფესვგადგმულ გეილობის. ლგბტ თემი, რომელიც მიუღებელია ტრადიციული კულტურებისთვის, გარეშე ძალებს თავისი ინტერესების გასატარებლად სჭირდებათ. ლგბტ აქტივისტების დახმარებით, მიმდინარეობს გააფთრებული შეტევა სახელმწიფოსა და საზოგადოების საწყისებზე. ამასთანავე, პოლიტიკურად აქტიურ ჰომოსექსუალებს, ფინანსურ დაინტერესებასთან ერთად, აგრესიაც აქვთ იმ საზოგადოების მიმართ, რომლისთვისაც მიუღებელი არიან. რა თქმა უნდა, ბევრია ისეთიც, ვინც მიზეზთა გამო (ძირითადი მიზეზი ფინანსური დაინტერესებაა) თანაუგრძნობს ჰომოსექსუალებს და პედერასტიის იმიტაციასაც კი ეწევა. დასავლური და ჩვენი ე.წ. ლიბერალური მედიასაშუალებები კი აქტიურად უჭერენ მხარს ლგბტ თემსა და მის “უფლებება-თავისუფლებებს”. ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელია დიდი პოლიტიკა და დიდძალი ფული.
ჰომოსექსუალიზმი საფრთხეს უქმნის ქართველი ერის გადარჩენასა და განვითარებას, რომელიც ისედაც კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობაშია _ საქართველოს მოსახლეობა 2002-დან 2014 წლამდე 14%-ით შემცირდა და ახლა 3,7 მლნ კაცს შეადგენს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 700 000-ზე მეტი მოქალაქე გავიდა.
ოჯახი, დედობა და ბავშვობა, ტრადიციული გაგებით, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წინაპრები გადმოგვცემდნენ, არის სწორედ ის ფასეულობები, რომლებიც უზრუნველყოფს თაობათა უწყვეტ ცვლას და რომლებიც ქართველი ერის გადარჩენისა და განვითარების აუცილებელი პირობებია.
ნიკა კორინთელი
P.S. ალბათ, არ არსებობს ნორმალური მშობელი, რომელიც არ დაფიქრებულა, ვის აღლუმში მოუწევს მის შვილს მონაწილეობა _ სამხედროების თუ პედერასტების…