Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მენშევიკური მთავრობა

სტალინი და მენშევიკური მთავრობა

ქართველი უკლონისტების წინააღმდეგ ბრძოლა სტალინს ორმაგად აღიზიანებდა. უმცროს-უფროსობის ტრადიციებსა და სემინარიულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი სტალინი ვერ წირავდა თავის პარტიულ ამხანაგებს და, მით უმეტეს _ ქართველებს, მათ შორის, ფილიპე მახარაძეს და მიხა ცხაკაიას, რომლებიც არც პოლიტიკურად და არც ვაჟკაცობით კოჭებამდეც ვერ სწვდებოდნენ სტალინს.

არც ფილიპე და არც მიხა სტალინის ტოლსწორნი არ იყვნენ _ ეს იცოდა სტალინმა, მაგრამ არ იცოდნენ არც ერთმა და არც მეორემ. საქართველოში ისინი სრულუფლებიანისტალინებიიყვნენ, თავიანთიდამსახურებიდანგამომდინარე. ამიტომ მათ მიერ, მენშევიკებთან ერთად, ფეხქვეშ გაგდებული ილია ჭავჭავაძის სახელისწამოყენებაარც სტალინისათვის იყო იოლი საქმე, მაგრამ სტალინის უძლეველობა, მის მოთმინებასა და ნებისყოფაში იყო.

1930-იან წლებში, როდესაც მოწინააღმდეგეთა და მოღალატეთა მრავალათასიან ლაშქარს ბოლო მოუღო და პოზიციები გაიმაგრა, თავისი “მამობილის” საფლავს მიაკითხა. სხვადასხვა აუცილებლობიდან გამომდინარე, 1934 წელს სტალინის ინიციატივით საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის ტრიბუნიდან საქართველოს წარმომადგენლის _ მალაქია ტოროშელიძის წარმოსათქმელი სიტყვა სტალინის მიერ შემუშავებული სქემით იქნა აგებული, ხოლო ილია ჭავჭავაძეზე გასაკეთებელი განცხადებები უშუალოდ სტალინის ხელით იქნა ჩაწერილი.

აი ისინიც:

*”ილია ჭავჭავაძე 1860-იანი წლების უდიდესი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეტური და პუბლიცისტური ნაწარმოებებით ძლიერ გავლენას ახდენს ქართულ ლიტერატურაზე თვით უკანასკნელ ხანებამდე”.

*”ამ ორი მომენტის _ ეკონომიკურისა და ეროვნულის _ მჭიდროდ გადაკვანძვა საფუძვლად უდევს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. იგი ნაციონალისტია და, როგორც ასეთი, ოპოზიციაში უდგას მთავრობას, რომელიც არ ცნობს არავითარ ნაციონალურს”.

*”ილია ჭავჭავაძის შემოქმედებამ თავადაზნაურობას კი არ გაუწია სამსახური, არამედ თავადაზნაურობის მოწინააღმდეგეებს”.

*”თუმცა ილია ჭავჭავაძე არ წარმოადგენს გლეხობის ინტერესებისათვის მებრძოლს, მაგრამ ის ღრმა სიმპათიით უყურებს, აიდეალებს მას, აწერს მას საუკეთესო თვისებებს და თვლის მას ყველა სათნოების განსახიერებად”.

*”რათა შევაჯამოთ ილია ჭავჭავაძის მნიშვენლობა ქართული ლიტერატურისათვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიტერატურულ მოღვაწეობას იგი კრძალვით უყურებს და მის შესაფერისად მაღალ პრინციპულ სიმაღლეებზე აჰყავს ყოველი საკითხი, რომელსაც ეხება. Lლიტერატურული ასპარეზი ილია ჭავჭავაძემდე თითქმის არ არსებობდა, წინანდელი ეპოქის მწერლობისათვის ლიტერატურა ან უბრალო თავშესაქცევი იყო (მაგ., საქეიფო ლექსები), ან პოეტის პირადი განწყობილების გამოხატულება, რომელიც უნდა გაეზიარებინა მის რამდენიმე ახლობელ მეგობარს. ილია ჭავჭავაძისათვის კი ლიტერატურა, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოებრივი მოღვაწეობაა და ამ დარგში იგი ფრიად სასტიკია და მომთხოვნი, როგორც თავის მიმართ, ისევე სხვებისადმი”.

მოხსენებამ ყრილობაზე ფურორი მოახდინა, იგი სტალინის ბრძანებით რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა მოსკოვში, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1936 წლის 4 სექტემბერს გაზეთმაპრავდამილია ჭავჭავაძეს უწოდაეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის უპოპულარულესი მოღვაწე”.

1937 წლის 9 მაისს გაზეთ “კომუნისტში” დაიბეჭდა ოფიციალური მასალა “ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის”. გაზეთი მკითხველს აცნობდა, რომ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება ილია ჭავჭავაძის იუბილის აღსანიშნავად. და იქვე იყო ჩასატარებელ ღონისძიებათა ნუსხა.

ლიტერატურულმა საქართველომ გამოაქვეყნა ცნობა ილიას იუბილისათვის მიძღვნილი მწერალთა კავშიირის პლენუმის ჩატარების შესახებ. ქალაქები და რაიონები ემზადებოდნენ დიადი თარიღის აღსანიშნავად, რასაც უამრავი საგაზეთო სტატია ეძღვნებოდა. გამოქვეყნდა ცნობა, რომ საიუბილეო საღამოები ჩატარდა მოსკოვსა და ლენინგრადში.

1937 წელს საიუბილეოდ გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული (ხუთი ტომი), რომელიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი კრემლის ბინის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა იმ წიგნებს შორის, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად იყენებდა სიცოცხლეში იოსებ სტალინი. დაიწერა უამრავი მეცნიერული ნაშრომი და მხატვრული ნაწარმოები ილიას შემოქმედებაზე. აღსანიშნავია ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი “ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია”. საქართველო ზეიმობდა ილიას იუბილეს. დუმილს ინარჩუნებდა დამარცხებული ფილიპე მახარაძე თავის ვიწრო წრესთან ერთად. ზოგიერთმა მათგანმა ძველ “ბელადს” უღალატა და ილიას ქება-დიდება დაიწყო. ფილიპე მახარაძე მიხვდა, რომ დამარცხდა და დანებდა.

ასე დასრულდა ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის, ილიას გზის გმობის სამარცხვიონო ისტორია. ყოველივე ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ გაცილებით გვიან. 1934-1937 წლებში, უაღრესად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა მოსკოვში ხელისუფლებისათვის დაუნდობელი და სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა, ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის ობიექტურად დაფასება, თითქოს აუხსნელ მოვლენას წარმოადგენდა. სინამდვილეში ყველაფერი ლოგიკური, კარგად გააზრებული გახლდათ, საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა იყო ის დიდი საგანძური, რომელიც იოსებ სტალინს მორალურ უფლებას აძლევდა, ზემოდან დაეხედა თავისი იდეური და პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვის, დიდი და პატარაბელადებისათვისდა ამაყად ეთქვა: “მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ _ რჩეულნი” (მათე. 22-14) (ვახტანგ გურული. “მეფე მამა”, გვ. 200).

აქვე მინდა, შეგახსენოთ ნოე ჟორდანიას ნათქვამი: ჩვენი წარსული ეროვნული ცხოვრება, სირცხვილის, დაგმობისა და უარყოფის გარდა, სხვა არაფრის ღირსი არაა”. სწორედ ნოე ჟორდანიას მიერ აღწერილი სურათია წარმოდგენილი ამჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ჩვენი ეროვნული ღირსება და მისაბაძი მაგალითი.

რევაზ გაბაშვილი არის ცნობილი ქართველი მწერლის _ ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი, რომელიც 1882 წელს დაიბადა. 1902 წელს მან თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა. 1905 წელს, როდესაც რევოლუციის ექომ ევროპასაც მიაღწია, რევაზ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1906 წელს არალეგალურად გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა კვლავ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ 1911 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. ამ დღიდან რევაზ გაბაშვილი დაუკავშირდა ქართულ რევოლუციურ მოძრაობას და მათთან ერთად გაატარა მთელი სიცოცხლე. რევაზ გაბაშვილმა რთული და ქარტეხილებით სავსე ცხოვრება გაიარა, დაწყებული რევოლუციური მოძრაობით, დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვითა და ემიგრაციით დამთავრებული. “სიმართლე და მხოლოდ სიმართლე” _ ეს იყო რევაზ გაბაშვილის დევიზი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, რისთვისაც მას არაერთხელ მიუღია არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც, მაგრამ არასოდეს გატეხილა და 1959 წელს მიუნხენში გამოაქვეყნა მოგონებათა 340-გვერდიანი წიგნი “რაც მახსოვს”. Bბატონმა რევაზმა თავისი წიგნით ბევრს დაუფრთხო ძილი, ხოლო ბევრი კი “სიზმრიდან” გამოიყვანა. რევაზ გაბაშვილის, როგორც თვითმხილველისა და უამრავი ქარტეხილგამოვლილი კაცის გულწრფელი ნაამბობი, ანალიზი და შეფასებები უდიდესი მონაპოვარია, როგორც ისტორიისათვის, ისე თითოეული ჩვენგანისათვის, ვისაც აინტერესებს თავისი ქვეყანა და თავისი ქვეყნის წარსული. ამიტომ მინდა, ჩემი დღევანდელი საგაზეთო წერილის დარჩენილი ადგილი, სწორედ ბატონ რევაზ გაბაშვილის დანახულსა და განცდილს დავუთმო:

*”სოციალიზმზე და რევოლუციაზე შეშლილი საქართველოს მეთაურობა, სრულიად უგულველჰყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალათი ახდენდა, იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას _ მშვიდობიანი წესით _ საქართველოში. სულ ღია კარებში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მთელი მათი რევოლუციონური ენერგია შინ (და გარედაც) იხარჯებოდა ეროვნულსახელმწიფოებრივ ჩამოყალიბების წინააღმდეგ.

და ესეთი დამანგრეველი, მცარცველი სულისკვეთება შერჩათ, სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, _ ბოლომდე. რევოლუციონური კი არა, ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, ყაჩაღურრევოლუციონური ფსიქოზი არასოდეს გამონელებიათ.

*სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც ტრაპიზონისა და საერთოდ დიდი ომის, რუსოსმალოს ფრონტიდან ნაცარცვი აურაცხელი ქონება (სამხედრო და სხვაც), რომელიც საქართველოსბიუჯეტადეყოფოდადა მე თუცარცვასვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, და არა _ სახელმწიფოს გადასცეს. მათიკოოპერატივებიდა კერძო ვაჭრები ჰყიდნენ და მდიდრდებოდნენ, ჩამოტანილ შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებითა და ათასი სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით.

აქ თუ ახდილი ცარცვაყაჩაღობა ხდებოდა, ეგრეთ წოდებულიზემგორისუთვალავი ქონება _ კარავუნაგირლურსმიდან დაწყებული, ფართლეურფქვილკონსერვებით გათავებული _ ისე საიდუმლოდ ქრებოდა, ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული, რომ ორიოდე თვის შემდეგ სადგურიდან მუშტაიდამდე მთებად დაყენებული მდიდარი საწყობები, უდაბნოს მოგაგონებდათ. თბილისის სამხედრო საწყობები _ დაუშრეტელი (რადგან ნახევარმილიონზე მეტი ჯარის ამუნიციისა იყო) ისე დაცარიელდა, რომ შემთხვევით გადარჩენილიდან (ან ვერ მიგნებულიდან), 1921 წლის ომის შემდეგაც ბოლშევიკებს დარჩათ 17 000 ახალი თოფი (ქუთაისში 300 ხელუხლები ტყვიის _ მფრქვეველი. ) და… “მთავრობამ”(?) ყურები გამოუჭედა ქვეყანას: იარაღი არა გვქონდა და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა ან რითი შეგვეიარაღებია”- (. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 206).

მენშევიკები და მენშევიკური მთავრობის ბოგინის პერიოდი არა მხოლოდ ოციანი წლების, საერთოდ, მეოცე საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში სამარცხვინო წლებია. ეს ის მენშევიკური მთავრობაა, რომელიც 1990-იან წლებში “დამოუკიდებლობამოპოვებულმა” საქართველოს რესპუბლიკამ, ქართველი ხალხის საუბედუროდ და სამარცხვინოდ, დიდ წინაპრად აღიარა.

*”მე ვამტკიცებ, _ განაგრძობს რევაზ გაბაშვილი, _ ჟორდანია არ იყო სახელმწიფო კაცი, მას ეგონა, რომ სახელმწიფოს შექმნა, შენახვა და დაცვა შეიძლება ცარიელი სიტყვებითაც, ნაცარქექიული მოკვარახჭინებით, და, მეორეც: . ჟორდანიას თავისი საკუთარი ჯარისა ყოველთვის უფრო ეშინოდა, ვიდრე მტრისა (. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 231).

*”არმიის შექმნა ურთულესი საქმეა. ჩვენ ამჯერად ეს პრობლემა არ გვაინტერესებს, გვინდა, შევჩერდეთ მხოლოდ არმიაში სოციალური საკითხის გადაჭრის ისტორიაზე. ი. სტალინის მიერ არმიის სოციალური ფუნქციის სწორად განსაზღვრა, სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავება გახდა ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მსოფლიოში უძლიერესი არმიისა და ფლოტის შექმნისა (ვ. გურული. “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ. 62).

რევაზ გაბაშვილი 1921 წლის ომის მონაწილე და თვითმხილველია. ის ზუსტად გადმოგვცემს იმ მოვლენებს, რომლებიც იმხანად თბილისის შემოგარენში განვითარდა.

ტაბახმელისფრონტზე

მივედი “ფრონტზედ”. პრტყელ ბექობზე იდგა ოთხი პატარა სამთო ზარბაზანი; დახატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი ჩრდილელი ბრძანებლობდა ამ “ბატარეას”. არც კი მოუხედია ჩემკენ, როცა ზოგიერთმა ნაცნობმა ხელქვეითმა მისმა სალამი მომცა. ამ დროს ხევის გადაღმა მარჯვენა მხარეს, გორაზედ გამოჩნდა მწყობრად მომავალი ნაწილი. აცნობეს და მაშინათვე გაჩნდა ა. ჩხეიძე. გაიხედა დურბინდში და უბრძანა: “გახსენით ცეცხლი!”. გამიკვირდა ორი რამ: ჯერ ერთი, მხოლოდ სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად, მეორე, _ ვის ესვრიან, იქნება ჩვენები არიან? რომ ვკითხე ჩემ ყოფილ მასწავლებელს (“გიმნასტიკისა”) ჩხეიძეს, მიპასუხა: ამ სამ ზარბაზნისთვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარები, იშვიათი სროლისათვის და ზედმეტი ხალხი რისთვის მოვაცდინოთ აქ დგომოთაო? და, რაც შეეხება სროლას, _ აქეთ რა უნდათ, რომ მოდიან, ასეთი ბრძანება შტაბს არ გაუცია და თვითონ გამოარკვიონ, მტრები არიან, თუ მოყვარენიო.

უკვე ბინდდებოდა და წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია, ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში არც ცხელი საჭმელი უნახავთო.

 იმ საღამოსვე წერილობითი “პატაკი” წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: “რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები, ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინც”-ო.

მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით _ მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე _ სამივენი “შტაცკი” და თოფიანები, მოგვიხდა უპატრონო დაჭრილი და დაუჭრელი ტყვეების მოგროვება თბილისში წამოსაყვანად, რისთვისაც გზაში დავიჭირეთ თბილისიდან მომავალი მანგლისელი რუსის ცარიელი “დროგი”.

ექვსი დაჭრილი და ერთი დაუჭრელი ტყვე დავალაგეთ დროგზე, ერთ მოკლულ ქართველ ოფიცერთან ერთად და გიორგი და საშა გამოჰყვნენ. მე გავბრუნდი “ფრონტზე”.

ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა, გულში ვიფიქრე: “ყოჩაღ თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!”. მაგრამ, შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს: “ყუმბარებისა და საჭმელის მაგიერ, შეცდომით(?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდა”-ო; და საწყალი გაყინული იუნკრებიც ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 323)

სოღანლუღისფრონტზე

დავინახე ღენერალი . მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული ზემოაღნიშნულშტაბისშენობიდან, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯის ქნევით ჰაერში: “აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!”

შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… “სადა გვყავს ცხენები? _ “აგერ ცხენები” … “ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის” და სხვ.

ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, ღენერალ გიორგი მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისათვისაც არა ჰყავდა ცხენი…. რომ “ეკუნკუნლნა”, _ ზაქარია გურულების “სტრატეგიული” ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ.

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსისა და გვარდიის “წარმომადგენელის” შუა და რის ვაი-ვაგლახით “კომპრომისით” გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი _ ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 326.)

ბათუმი

საჯავახოს ხიდთან გროვდება მთელი ჩვენი ჯარი და გვარდიადიდი, გადამწყვეტი ბრძოლა იქ მოხდებამართლაც მოსჩანდა აქაიქიდან მომავალი ნაწილები (მერე გავიგეთ, რომ 13 000 მეომარი შეიკრიბა . მაზნიაშვილის მეთაურობით; რაც არ მომხდარა მთელი ომის განმავლობაში ამდენი მეომრის ერთად თავმოყრა). ყურდაცქვეტილნი ველოდით ბათუმში საჯავახოს ბრძოლების ამბავს. ელვასავით ხმა რომ გავარდა, ზარბაზნების ჭექაქუხილის მაგიერ: “მთავრობამ ზავი ჩამოაგდო ბოლშევიკებთანჩვენი ჯარი გადადის მათს განკარგულებაში”-: ?!?!?!…

ჟორდანია ხომ თავის უმეწეობას აბრალებს მხედრობას, მინისტრებს, ოპოზიციასრეპლიკებსაც კი; და ახლა სხვები ნახეთ:

ნოე რამიშვილი იმეორებდა ბათუმში, სტამბოლში და პარიზშიაც: “მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისათვის, მაგრამ ხალხმა არ ივარგა”-. ვალიკო ჯუღელმა ხომ არაერთხელ წარმოსთქვა ჩვეულებრივისიბრძნე”: ჩვენ ვიცოდით, რომ დავმარცხდებოდით, მაგრამ წინააღმდეგობის გაუწევლად და უპროტესტოდ ხომ არ დავნებდებოდით”- (. გაბაშვილი. “დაბრუნება”, .3. გვ. 344-346)

რადა ღირს, თუნდ ბატონ კოწია გვარჯალაძესგამოსვლაჯერ კიდევეროვნულ საბჭოში”, დორბლით პირზე: “თავადაზნაურობა სულ უნდა ამოიჟლიტოს”-, ან ვალიკო ჯუღელის მინაწერი პარიზიდან თბილისში: “… სხვას თუ ვერაფერს მივაღწიეთ, თავადაზნაურობა ხომ გავანადგურეთ”-; ან თვით ნოე ჟორდანიას ქებათა ქება აგრარული ტერორის, პარიზის რუსულ გაზეთში?!

სხვადასხვა სახელწოდებისა დაფასონისცარცვაგლეჯაზედ ხომ გაჩერებაც არ ღირს, რადგან შეუჩერებელი იყო დადამთავრდა”(?) საეკლესიო, სამუზეუმო, სახელმწიფო თუ კერძო ქონების გატაცებითსტამბოლსა და პარიზში გასაბაზრებლად” (. გაბაშვილი. “დაბრუნება”, .3. გვ. 354).

ჯერ კიდევ სტამბოლში, “პარიზის კონფერენციამდე”, ეროვნულდემოკრატიულ პარტიის კომიტეტის სხდომის წინასწარზედ _ გრიგოლ ალშიბაიამ შემოიტანა პროექტი: “რადგან გურიამ (?) დაღუპა საქართველო, ეხლა სამეგრელომ უნდა გადაარჩინოს იგი, განსაკუთრებით შექმნილ სამინისტროთი”-.

ქართული სათვისტომოს მრავალრიცხოვან კრებაზე ბატონმა აკაკი ჩხენკელმა შემოიტანა ანალოგიური პროექტი: “უნდა შეიქმნასკომიტეტი” 11 პირისაგან” (ამდენი პარტია და ჯგუფი იყო უკვე მაშინ) და სიაც წარმოადგინა:

ნაცდემოკრატებისაგან _კედია, ცხაკაია, გვაზავა; სოცდემოკრატებისაგან _ ჩხენკელი, სალაყაია; სოცფედერალისტებისაგან _ ფირცხალავა; სოცრევოლუციონერებიდან _ გობეჩია: თეთრგიორგელთაგან _კედია და სალია. როცა ვუსაყვედურეასეთი ალშიბაიასებური შერჩევაერთერთ თათბირზედ, ცოტა დაიბნა და… “სრულიად არ მიფიქრია მაგაზედ, შემთხვევით მოხდა”-. და მეორე დიდი ომის დროს ხომამაღლებულმამიშა კედიამაცა მრეხვა: “ქართლი და სამეგრელო ძველებურად (?) უნდა შევერთდეთ და გურულები უნდა გავდევნოთ”- (. გაბაშვილი, “დაბრუნება”. .3. გვ 357).

შეუძლებელია, მშვიდად წაიკითხო და მოისმინო პრივიტივიზმამდე დასული, ეროვნული თავმოყვარეობის არმქონე ადამიანების ფრაზები, რომლებიც ასე შიშვლად არის წარმოდგენილი რევაზ გაბაშვილის მოგონებებში. ერთს კი ვფიქრობ: რა უშლიდა ხელს საბჭოთა ხელისუფლებას ან თუნდაც იოსებ სტალინს, ბოლომდე ემხილებინა ადამიანები, რომლებმაც უფსკრულამდე მიიყვანეს ქვეყანა სამ წელიწადში?! საქართველო ჯიჯგნა ათასი ჯურის გადამთიელმა. ხელისუფლებამ გაძარცვა ეკლესია-მონასტერები, მდიდართა ოჯახები და საზღვარგარეთ გაიქცა.

შედეგ წერილებში მენშევიკური მთავრობისა და მასზე მიტმასნილი ინტელიგენციის საქმიანობაზე უნდა გესაუბროთ.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here