Home რუბრიკები საზოგადოება ფსევდობაიკერები და მათი სპონსორები

ფსევდობაიკერები და მათი სპონსორები

649

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლის აღსანიშნავად რუსეთიდან საქართველოში შემოსულ  “ბაიკერებს” ზოგიერთი ქართველი “ბაიკერი” დაუპირისპირდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნამდვილ ქართველ “ბაიკერებს” ამ ავანტიურასთან არაფერი აკავშირებთ.

ევრაზიის ინსტიტუტის პორტალმაპოლიტფორუმმაგამოარკვია, რომ . . ქართველი ბაიკერები იმართებოდნენ ყოფილი ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მომხრეების მიერ.

ფოტოზე ასახულია ლაშა ბრეგვაძე, რომელიც “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში რუსთავის მე-17 საპყრობილის (ე. წ. მეორე ზონა) დირექტორად, უფრო ადრე კი ე. წ. მე-6 კრიტის დირექტორად მუშაობდა. იგი არის პენიტენციარული სისტემის ყოფილი შეფის _ ბაჩო ახალაიას ახლო მეგობარი. სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლაშა ბრეგვაძე გალახეს და დაამცირეს ყოფილმა პატიმრებმა (მეორე სურათი), რომლებსაც იგი სააკაშვილის რეჟიმის დროს სასტიკად ეპყრობოდა.

ბრეგვაძის ხელმძღვანელობით, “ბაიკერების” ყველა ქმედების უკან დგას სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი სადისტი ამირან მესხელი, რომელიც ახლა კიევში ცხოვრობს. დაფინანსება “ბაიკერებისათვის”, სხვა ფსევდოსაზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, წამოვიდა ფონდ “იდენტობიდან”, რომელიც ასოცირებულია ე. წ. ლგბტ საზოგადოებასთან. სწორედ ამ ფონდის ადვოკატმა ქეთევან არახამიამ მოუწყო სიღნაღში რუს ბაიკერებს პროვოკაცია.

ფსევდობაიკერების, “თავისუფალი ზონის”, ასევე საფეხბურთო ფანატების ნაწილისა და ნაციონალისტების სპონსორად მოგვევლინა ახალციხელი ბიზნესმენი არტურ ბალასანიანიც.

სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხს აგვარებდა ლერი გორგოძე _ კუდ-ის განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელმაც გ. ტაბიძის ქუჩაზე, გაუქმებულ კაფე “კრუიზში”, გახსნა დროებითი ოფისი.

Politforumi.com

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here