Home ახალი ამბები 67-ე სკოლის მასწავლებელი კონფლიქტის დღეს იხსენებს: ვკითხე, შენ თათარი ხარ-მეთქი?

67-ე სკოლის მასწავლებელი კონფლიქტის დღეს იხსენებს: ვკითხე, შენ თათარი ხარ-მეთქი?

932

67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლესთან კონფლიქტი მოუვიდა.

“მერვე კლასში იყო მოსწავლე ლამაზი აბადოკით მოვიდა, დასვენება იყო დიდი, გულია რა ლამაზი ხარ-მეთქი, დიდი მადლობა დოდო მასწავლებელოო, შენ თათარი ხარ-მეთქი? არაო, მკაცრად მიპასუხა, მე აზერბაიჯანელი ვარო. მათ არ უყვართ ეს სიტყვა და მე ვერ გავითვალისწინე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული გოგოა. მე ვუთხარი მე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი მეგობრები, მეზობლები მყავს, თქვენი რიტუალები მიყვარს, თქვენი კერძები მიყვარს, შენს ქორწილში დამპატიჟებ-მეთქი? მკაცრად მიპასუხა – არა, მართალი ხარ-მეთქი და დავამთავრე ამით”, – აცხადებს დოდო კეზუა, ის ამ ფაქტს მოსწავლის შეურაცხყოფად არ მიიჩნევს.

“დირექტორს, ქალბატონ მარიამ თავართქილაძეს უნდა ჩემი გათავისუფლება. ვერ მოახერხა, გარდა ორი მშობლისა ვერავინ ვერ იპოვა და ვერ დაითანხმა”, – აცხადებს დოდო კეზუა. ის 67-ე სკოლაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. ამბობს, რომ სკოლიდან მაშინ დაითხოვეს, როდესაც ბიულეტინზე იყო, რაც უკანონობაა.

თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყოს.

“მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიდის დაკითხვები”, – განაცხადეს შსს-ში.

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს. დირექტორის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდება, “სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება”.

საქმეს განათლების სამინისტრო სწავლობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here