Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ!

ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ!

661

ყოფილი პრემიერმინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებლის _ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, რომლის დომინანტი “ნაციონალური მოძრაობაა”, ცდილობს იმის გაკეთებას, რასაც სააკაშვილის რეჟიმი 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა.

“მათ მხოლოდ ის ისწავლეს, თუ როგორ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა და როგორ იყვნენ ოპოზიციაში საზოგადოებასთან. 9 წლის განმავლობაში ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ, დაეხატათ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათმა ლიდერმა ისეთი აბსურდი შემოიტანა, ლამის დავით აღმაშენებლის პერიოდთან გაავლო პარალელები, რაც აბსოლუტურად არაკორექტული იყო,” _ განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა “20/30”-ის ეთერში. მისივე თქმით, “ნაციონალების” აგიტმანქანა დღეს პირიქით ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ, რადგან ხელისუფლებაში არ არიან, ყველაფერი ინგრევა და ვერ მალავენ სურვილს, რომ ეკონომიკა დაინგრეს, ქვეყანა დაინგრეს და თვითონ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

“მათი ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია, რამეთუ ქართულ საზოგადოებას მახსოვრობა არ დაუკარგავს. “ნაციონალები” ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში. ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის და საზოგადოებაც არაა ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ!” _ განაცხადა ივანიშვილმა.

 

1 COMMENT

  1. ბიძინა ფული თავსაყრელად გაქვს და გაიმეტე ხალხისთვის ქვეყანა წინ წაიყვანე გახსენი ფაბრიკა ქარხნები გააგძელე ის გაჩერებული საწარმოები რომელიც დაპაუზებულია.დაეხმარე გაჭირვებულ ხალხს და ვერავინ თითს ვერ დაგაკარებს.თუ არადა ხალხი არ გაპატიებს დაპირების არშესრულებას

  2. მარტო ნაძირალა "სააკიანის" ხროვის მოცილება ღირს ერთ სიცოცხლეთ. შვილებს ქუჩაში ვერ ვუშვებდით, დაბრუნდებოდნენ თუ არა არ ვიცოდით. მარტო ჩვენს ოჯახს უამრავი უბედურება და მატერიალური ზარალი.ჩვენი ფულით გვაიძულებდა მასაჟებში ფული გვეხადა, ავსრტრიაში კოლექტიურად აყავდათ ბოზები ნომრებში და ორგიებს აწყობდნენ. არასდროს დაივუიწყოთ 1937 წლის გამეორება საქართველოში და ნაცებს, მათ მიმდევრებსა და მაქებარებს, ქართველი ხალხის მუდმივი ზიზღი და რისხვა ეკუთვნით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლუზი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here