Home რუბრიკები ისტორია სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

საგანძურის გატაცება თბილისიდან

1920 წლის ბოლოს ანტანტის ქვეყნები პანიკურად ტოვებდნენ კავკასიას რუსი ბოლშევიკების შიშით. გასაქცევად ემზადებოდა “დამოუკიდებლობამოპოვებული” მენშევიკური მთავრობაც. უცხოეთის ბანკებში არაფრის მქონე საქართველოს ხელისუფლებამ “საგზლის გასახაზირებლად” ეკლესია-მონასტრებიდან გატაცებულ განძეულსა და სახელმწიფო ხაზინას დაადგა თვალი. როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლების გარდა, განძის გატანის ინიციატორები ზოგიერთი ქართველი ავტორიტეტი და მეცნიერიც ყოფილან.


“ივანე ჯავახიშვილი იბარებს ექვთიმე თაყაიშვილს და ეუბნება, ბოლშევიკები დღეს თუ ხვალ დედაქალაქში შემოვლენ და აქედან მთელ საქართველოს მოედებიან. მეშინია, რომ ისინი ჩვენს სამუზეუმო განძეულობას გაანადგურებენ და ქვეყანას გაძარცვავენ. გავიგე, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და მინდა, როგორმე ხმა მივაწვდინო ნოე ჟორდანიას, რომ თან წაიღონ ჩვენი სამუზეუმო განძეულობა… მე მაშინვე თანხმობა განვუცხადე ივანეს და საჩქაროდ წავედი სასახლეში. იმ დროს ნოეს ნახვა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მან დაუყონებლივ მიმიღო, მომისმინა და მაშინვე გამომაძახებინა ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი იოსებ ელიგულაშვილი, თანაშემწე ფინანსთა მინისტრის _ კონსტანტინე კანდელაკისა, კაცი საქმიანი, ენერგიული და განათლებული. ბატონმა ნოემ უთხრა: “იოსებ, შენ თანამშრომლობ ექვთიმესთან, გეძლევათ სრული უფლება, იმოქმედოთ თქვენი შეხედულებისამებრ. ექვთიმე, შენ ინიშნები ამ განძეულობის გამგედ და უცხოეთშიც უნდა გამოჰყვე ამ განძეულობას” (გურამ შარაძე, “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება: ეროვნული არქივის დოკუმენტური ისტორია და კატალოგები”, თბილისი, 1998.).

საინტერესოა მეორე ჩანაწერი, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს თბილისის უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილთან საუბარს, თბილისიდან განძის გატანის დღეს, 21 თებერვლის დილას. ამ შეხვედრისას ივანე ჯავახიშვილს განძეულობის თბილისიდან გატანის თაობაზე, გარკვეული მოსაზრებით, გამოუთქვამს თავისი უარყოფითი შეხედულება. “მაგრამ ეს, რასაკვირველია, მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდაო”, _ დასძენს ექვთიმე (. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 36).

ასე რომ, პირველი გაუგებრობა განძის გატანა-არ გატანის თაობაზე სწორედ აქ იჩენს თავს, რომელსაც სწორი პასუხი არ აქვს. ფაქტი კი ფაქტად დარჩა: 1921 წლის 21 თებერვალს, დილის 8 საათზე, მენშევიკურმა მთავრობამ თბილისის უნივერსიტეტის შენობიდან ეროვნული განძის დიდი ნაწილი გაიტაცა ქუთაისის მიმართულებით. განძის გატაცებისას კი მეგზურები ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი იყვნენ.

რა მიჰქონდა მენშევიკურ მთავრობას ემიგრაციაში, ამაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს გივი ჟორდანიას კვლევა, რომელიც ასახულია წიგნში “დაბრუნებული საუნჯე”. მინდა, მკითხველს ზუსტად მივაწოდო ჩანაწერი, ისე, როგორც ეს კვლევაშია მოხსენიებული.

ოქმი 1921 წლის 21 თებერვლითაა დათარიღებული და მასში აღრიცხულია: 70 ყუთი და 507 ტომარა ფულითა და საფასეთი, 11 ტომარა საეკლესიო ნივთები, 19 ჩანთა ოქროთი, 5 ჩანთა ვერცხლით და ბოლოს 6 ხატი.

მოგვიანებით ყველა დოკუმენტში იხსენიება, რომ სახაზინო, ანუ სავალუტო ქონება ჩალაგებული ყოფილა 100 ყუთსა და 12 ტომარაში, (ხოლო სტამბოლში ამ 12 ტომარის ქონება გადაულაგებიათ ამდენივე ყუთში). როგორც ეტყობა, 30 ყუთში გადაულაგებიათ ტომრებისა და ჩანთების ქონება, ამას გარდა, დარჩენილა კიდევ ქონება, რომელიც ჩალაგებული ყოფილა 12 ტომარაში.

სად გადაალაგეს ტომრები და ჩანთები დიდ ყუთებში, ძნელი სათქმელია. შეიძლება ეს გააკეთეს ქუთაისის ხაზინაში, ხოლო შესაძლებელია უკვე თბილისშივე. და ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ ოქმში მაინც მოიხსენიეს, ყუთებისაგან განსხვავებით, 518 ტომარა და 24 ჩანთა, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ, ეს ტომრები და ჩანთები გაუხსნელად ჩაალაგეს ყუთებში, გარდა 12 ტომრისა.

უკეთუ ტომრების და და ჩანთების ყუთებში ჩალაგებას ჰქონდა ადგილი თბილისში, მაშინ თბილისიდან გატანილი იქნებოდა 154 დიდი ყუთი, 12 ტომარა, ერთი დიდი კალათი და ერთიც სურათების შეკვრა. ესე იგი, სულ 168 საცავი ერთეული; ხოლო თუ გადალაგება ქუთაისში მოხდა, მაშინ გამოდის, რომ თბილისიდან გაუტანიათ 124 დიდი ყუთი 518 ტომარა, 24 ჩანთა, ერთი დიდი კალათი და ერთიც სურათების შეკვრა, ესე, იგი 668 საცავი ერთეული” (. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ.42).

მკითხველო, არ გეგონოთ, რომ ციტირებისას დავამახინჯე ციფრობრივი ან ტექსტობრივი მასალა, არა, ბატონო, ტექსტი უცვლელია.

ეროვნულმა განძმა თბილისიდან ქუთაისში ჩააღწია. ქუთაისის ხაზინაში ექთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი კიდევ ერთხელ ათვალიერებენ და ყუთებში აწყობენ ეკლესია-მონასტრების საგანძურს, ამას თვალყურს ადევნებს მენშევიკური მთავრობის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, რომელსაც თან ახლავს ბეკი _ თბილისის ხაზინის გამგე.

“ქუთაისის ხაზინის გამგემ მათ უჩვენა რამდენიმე ყუთი და უთხრა: _ “გელათის მონასტრიდან გაახლათ, მიტროპოლიტ ნაზარის მიერ დანიშნულმა ეკლესიის წარმომადგენლებმა, მოიტანეს ამ რამდენიმე დღის წინათ, თქვენს განკარგულებას ველოდებით”(ელიზბარ უბილავა. “განძის გუშაგი”, გვ. 30).

ძვირფასო მკითხველო, ეს ის ყუთები და ის განძია, რომელიც ჟორდანიას პირადმა წარმომადგენელმა (ვფიქრობ, ეს ექვთიმე თაყაიშვილი იყო. _ გრ. ონიანი) პოლიცელთა თანხლებით გამოიტანა გელათის მონასტრიდან დატყემლის ტყლაპებისყუთებით ქუთაისის ხაზინაში მიიტანა, რის გამოც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ლეონიდემ, სინოდის წევრებთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მის კაბინეტში ანათემას გადასცა.

ისტორიის გაყალბებისა და ფალსიფიკაციის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ელიზბარ უბილავას ენის მოჩლექა ქართული ისტორიული სინამდვილის მიმართ.

1921 წლის 1 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მიეცა ოფიციალური ცნობა ფრანგულ ენაზე ნათარგმნი: “რომ მას, ექვთიმე თაყაიშვილს, მიაქვს საზღვარგარეთ მენშევიკური მთავრობის კუთვნილი ოქრო-ვერცხლი “ზოდებად და მონეტებად” ისე, როგორც სხვა ძვირფასი ნივთები, რათა ჩააბაროს ისინი ევროპის ბანკებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით”. “და, რომ ამ განძის “გამგებლობის” უფლება ეკუთვნის აღნიშნული რესპუბლიკის მთავრობას”. რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული განძის პატრონად ცხადდებოდა მენშევიკური მთავრობა” (გ. ჟორდანია, “განძის დაბრუნება”, გვ 44).

არ მოიპოვება იმ საგანძურისა და ფასეულობათა ჩამონათვალი, რომლებიც ქუთაისის ხაზინიდან გაიზიდა. არ არის აღრიცხული, რამდენი კილოგრამი იყო ოქრო ზოდებად ან მონეტებად. მათი ზომის ერთეულებია მხოლოდ “ტომრები”, “ჩანთები”, “ყუთები”, “კალათები” და შეკვრები”, რომლებსაც არათუ ზომა და წონა უწერია, არამედ გატანის მომენტში თვით განძეულის დასახელებაც არ არის მითითებული, რაზეც ასე წუხს შემდგომში “განძის გუშაგი”:

მუზეუმებმა ვერ მოასწრეს საევაკუაციო ნივთების სიის შედგენა და ყუთების გასაღებების გადმოცემაც. ევაკუაცია მოულოდნელი იყო”, _ წერს ექვთიმე 1935 წლის მაისში პარიზში დაწერილ სტატიაშიერთი შეკითხვის გამო” (. ჟორდანია, “განძის დაბრუნება”, გვ. 34).

სიმონ ჯანაშიას მოხსენებიდან ირკვევა: “არავითარი დოკუმენტი განძეულობისა თვითსაცავებიდან ამოღებისა და გადაბარება-ჩაბარებისა არ შემონახულა. და, როგორც მცოდნე პირები მოწმობენ, არც ყოფილა როდესმე შემონახული” (საარქ. # 2233 ფ.60. გვ.12).

სია საფრანგეთში გაკეთებული ყოფილა 1934 წლის მაისში, როდესაც შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ეს განძეულობა ჩაიბარა საფრანგეთის მთავრობამ. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი 1944 წლის ნოემბრამდის” (საარქ # 2233 .60. გვ 60.).

აქტი

სამუზეუმო ფასეულობათა მიმღები კომისიისა

დღეს, 14 ივნისს, მუზეუმ “მეტეხის” მცირე ხელოვნების განყოფილების გამგემ, მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ იროდიონ სონღულაშვილმა კომისიაში წარმოადგინა სამუზეუმო ფასეულობათა სიები და ოქმი ფრანგულ ენაზე, რომელიც შედგენილი ყოფილა პარიზში 1944 წლის 9 დეკემბერს, აღნიშნულ ქართულ სამუზეუმო ფასეულობათა საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის წარმომადგენელთა მიერ, საბჭოთა საკონსულოთათვის გადაცემის თაობაზე პარიზში.

აღნიშნული დოკუმენტები ამხ. ირ. სონღულაშვილისთვის გადაუცია მუზეუმ “მეტეხის” დირექტორს, პროფ. შ. ამირანაშვილს 1945 წლის ივნისის 13-ს საღამოთი.

კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ, მიუხედავათ მათი მრავალგზისი შეკითხვისა, არსებობს თუ არა გადაცემა-მიღების აქტი, ამხ. ირ. სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესახებ, მათ პირველად გაიგეს 1945 13 ივნისს, დღისით ამხ. პ. შარიასაგან, ხოლო პირადად მიიღეს ხელთ ეს დოკუმენტები დღეს, 1945 წლის 14 ივნისს”.

აქტს ხელს აწერს:

კომისიის თავრე:

. ჯანაშია.

წევრები: . ჭილაია,

. მგალობლიშვილი.

კომისიის მდივანი:

. აფაქიძე.

(საარქ #2233 60 გვ 93).

ძნელი წარმოსადგენია ასეთიდომხალისპირობებში შესაძლებელი იყოს, განძის მოვლა და პატრონობა მაშინაც კი, როდესაც განძს იცავს უკეთილშობილესი და უპატიოსნესი ადამიანი

განძის მოძრაობა ბათუმიდან მარსელამდე

“3 მარტს, საღამოთი, მატარებელმა ბათუმს მიაღწია. ქუთაისიდან ბათუმს ჩაიტანეს სულ 187 საცავი ერთეული. 154 მოზრდილი და 19 მომცრო ყუთი (მომცრო ყუთებში ელაგა ქუთაისიდან გატანილი სამონასტრო ქონება, აქედან ერთი იყო, ალბათ, მარტვილის ქონებით დატვირთული, დანარჩენი 18 _ გელათური ქონებით, 12 ტომარა, ერთი დიდი კალათი და სურათების ერთი შეკვრა” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 40).

ყურადღება მიაქციეთ წინა წერილებში ნახსენებ და დამოწმებულ სიტყვებს. ეს ქონება “ტომრებში”, “ყუთებში” “ჩანთებსა” და “კალათებში” მათთვის არავის არ ჩაუბარებია და არც მიღება-ჩაბარების რაიმე საბუთი არსებობს.

ასე აბდაუბდად გატანილ-შემოტანილი განძი, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის მოგზაურობდა, უამრავი ხალხის წინააღმდეგობას აწყდებოდა.

ქუჩაში გამოსული ხალხი პროტესტმა მოიცვა:

ყველა ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი საცხოვრებელი თან მიაქვთ და ჩვენ მშიერმწყურვალს გვტოვებენ. არა, ამას ვერ მოვითმენთ, ვერ დავუშვებთო. აღშფოთებული ხალხი რომმოეთაფლა”, იოსებ ელიგულაშვილი იძულებული იყო, მათთვის ცოტცოტა ფული ეძლია” (. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 46). ასე იყო თუ ისე, “უზომუწონოეროვნული განძით დატვირთულიტომრები”, “ყუთები”, “ჩანთებიდაკალათები”, აბელ შევალიეს (საფრანგეთის ელჩი) ბრძანებით, ფრანგულ სამხედრო კრეისერერნესტ რენანზეაიტანეს და დააბინავეს. ეს მოხდა 1921 წლის 5 მარტს.

მოლაპარაკებისა და წესის თანახმად, ეროვნულ განძს “განძის გუშაგი” უნდა გაჰყოლოდა თანაშემწე იოსებ ელიგულაშვილთან ერთად, მაგრამ, შეგნებულად თუ შეუგნებლად (მგონი, შეგნებულად _ გრ. ონიანი), იმის მომიზეზებით, რომ გემი სამხედრო იყო და მასზე სამოქალაქო პირი არ დაიშვებოდა, ექვთიმე თაყაიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს უარი ეთქვათ განძის გაყოლაზე და ფრანგულ კრეისერზე ატანილი განძი გაშლილ ზღვაში ყოველგვარი გუშაგის გარეშე შეცურდა. მაგრამ მოხდა უცნაური რამ: სამხედრო გემზე აღმოჩნდა სამოქალაქო პირი, ვინმე საბახტარიშვილი. მას, სამსახურეობრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, კარგად იცნობდა საფრანგეთის ელჩი. ზღვაში შესულ გემზე საბახტარიშვილი შევალიესა და გემის კაპიტანთან ერთად თვალყურს ადევნებდა, როგორ ახარისხებდნენ უცხო პირები თავიანთი გემოვნებითა და შეხედულებით, საუკუნეებგამოვლილ და ნალოლიავებ ქართულ ეროვნულ განძს, შემდეგ კი დაშლილი ყუთებიდან და დახეული ტომრებიდან გადაჰქონდათ “ყუთიდან ყუთში”, “ტომრიდან ტომარაში”, “ჩანთიდან ჩანთაში” და “კალათიდან კალათაში.”

სამი დღის განმავლობაში გემზე მყოფმამავრმათავისი საქმე გააკეთა. “გამოშიგნულიყუთები დატომრები”, კვლავ აბელ შევალიეს ბრძანებით სტამბოლში სატრანსპორტო გემბიენჰოლზეგადაიტანეს და მოთმინებადაკარგულ და ქანცგამოლეულ მეცნიერს თანხმლებ პირთან ერთად გემზე ასვლის უფლებაც მისცეს და გემის კაპიტანთან სადილითაც დააჯილდოვეს.

როდესაც ექვთიმე თაყაიშვილს სატრანსპორტო გემზე ასვლის ნება დართეს და მან ქართული განძი დაათვალიერა, შეამჩნია, რომ ყუთები და ტომრები შეცვლილი იყო. მაგრამ უფრო იმით იყო გაოცებული, რომ გემზე აღმოაჩინა ქონება, რომელიც ბათუმში დატოვა. ექვტიმე თაყაიშვილისთვის გამოცანა იყო, თუ როგორ მოხვდა ეს ქონება ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი _ სატრანსპორტო გემზე.

საეჭვო არ არის, რომ ყველა გათამაშებული სცენა, რომელიც განძისა და ექვთიმე თაყაიშვილის დაცილებას გამოიწვევდა, დაკავშირებულია მენშევიკური მთავრობის ფარულ გარიგებასთან. ექვთიმე თაყაიშვილი, აბელ შევალიესთან ერთად, ამ შემთხვევაშიც და შემდეგაც გამოყენებულია ეროვნული განძის გატაცების ბრმა იარაღად. ის დანაშულის უნებლიე თანამონაწილეა.

სატრანსპორტო გემის ხელმძღვანელობა ხშირად “უწყობდა ხელს,” რომ ექვთიმე თაყაიშვილს ამა თუ იმ პორტში გაჩერებისას ესარგებლა პატარა გემით და მთელი დღის განმავლობაში ეთვალიერებინა მუზეუმები და საინტერესო ადგილები, რომლებიც გზად უამრავი იყო.

ხუთი მარტიდან ათ აპრილამდე მგზავრობდა ეროვნული განძი ზღვაზე, ვიდრე 10 აპრილს მარსელის ნავსადგურს არ მიადგა.

განძის თეატრალიზებული გადმოტვირთვის ცერემონიის შემდეგ, “ბანკში შეზიდული ქართული განძეულობისა და სხვა ქონებას ჩალაგებულს 248 მომეტებულად დიდ ზომის ყუთსა და ერთ დიდ კალათაში დაუკავებია საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილების არა მარტო ოთახები, არამედ კორიდორებიც და ძლივს დატეულა”. (.ჟორდანიადაბრუნებული საუჯეგვ. 56.)

გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ფრაზა, რადგან ამ საკითხზე კიდევ გვექნება საუბარი!

როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებიდან ირკვევა, კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ: ე. თაყაიშვილი, ი. ელიგულაშვილი, ზ. ავალიშვილი და ა. დეკანოზიშვილი მარსელის ბანკის განყოფილებას ჩააბარა 167 ყუთი, რომელზედაც “ბანკი თავის მხრივ არ კისრულობდა არავითარ პასუხისმგებლობას, ამ ყუთების არც შინაარსზე და არც წონაზე.” (გ. ჟორდანია “დაბრუნებულინ საუნჯე” გვ.60).

საინტერესოა, ალალბედზე მიბარებული და მიგდებული ეროვნული საგანძური, რომელიც 167 ყუთში იყო განთავსებული და, რომელსაც არ ერთვოდა არც ჩამონათვალი, არც წონა და არც ზომა, რატომ არ იყო აღრიცხული მაშინ, როდესაც უცხო ხელმა რამდენიმეჯერ გახსნა და გადაალაგ-გადმოალაგა?!.

პარიზში ჩასული მენშევიკური მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია მიიღო საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, რომელმაც მას გულწრფელად ჰკითხა: “რით აპირებს პარიზში ცხოვრებას, არცთუ მცირერიცხოვანი ემიგრანტული მთავრობა?”

ნოე ჟორდანიამ უპასუხა, წამოღებული გვაქვს ხაზინა და ეროვნული განძი, და ერთხანს შემოგვეშველებაო.

1921 წლის 21 მაისს, ნოე ჟორდანიას განკარგულებით, ზურაბ ავალიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი, პარიზიდან მარსელს გაემგზავრნენ. ბანკიდან ეროვნული განძისა და ქონების გამოსატანად. მათ სთხოვეს ექვთიმე თაყაიშვილს, რომ თან გაჰყოლოდათ ბანკში განძის მისაღებად, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილმა მტკიცე უარი განუცხადა, _ მე ჩემი საქმე გავაკეთეო.

ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა მარსელის ბანკში მიბარებულ 167 ყუთიდან 128 ყუთი გამოიტანეს და “ავეჯის საცავ საკანს ჩააბარეს”. “248 ყუთიდან, რომელიც კრეისერზე იქნა ატანილი ბათუმში, ბანკში დარჩა მხოლოდ 39 ყუთი’.

როგორც მასალებიდან ირკვევა, ექვთიმე თაყაიშვილს 21 მაისის შემდეგ, იურდიულად, განძთან არაფერი შეხება არ ჰქონდა და არც რამე ეკითხებოდა, რადგან ბანკში ჩაბარებული განძი თუ ფასეულობა თაყაიშვილის სახელზე არ იყო შეტანილი. და ამიტომაც ასე იოლად შეძლეს ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა მარსელის ბანკში მიბარებული 167 ყუთიდან 128-ის გამოტანა და რეალიზაცია.

ექვთიმე თაყაიშვილის სიჯიუტე, რომ ის პარიზიდან მარსელში არ გაჰყვა მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების შესასრულებლად, სრულ წარმოდგენას გვაძლევს ექვთიმე თაყაიშვილის უზადო პატიოსნებაზე, მაგრამ ნათელ სურათს გვაძლევს იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ზურგს უკან მიმდინარეობდა ფარული გარიგებები, რომელსაც მენშევიკური მთავრობის სხვა წევრები სჩადიოდნენ განძის მიმართ.

1918-21 წლებში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი ქართულ ეკლესიამონასტრებიდან განძის გამოზიდვისა და ეკლესიის ქონების სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადების საქმეში, დიდია. ეკლესიებისათვის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფო საკუთრებად აღიარების საკანონმდებლო ბაზის შექმნა აშკარად ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედებაა.

ეროვნული საგანძურის ოდისეა თბილისისდან პარიზამდე და პარიზიდან თბილისამდე _ ეს არის ქართთველი ერის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელსაც, ადრე თუ გვიან, სამართლებრივი სახე მიეცემა. და არა მგონია, არ გამართლდეს ედპ-ს იმჟამინდელი ლიდერის, სპირიდონ კედიას სიტყვები, რომლებსაც ის ექვთიმე თაყაიშვილს წერდა: “ეროვნული განძის გატაცება-განიავებისათვის მენშევიკურ მთავრობას მკაცრად მოეთხოვება, როდესაც ამის დრო დადგება!”.

მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი აკონტროლებდა სიტუაციას და იცოდა სიმართლე ქვეყნიდან გატაცებული განძის ორი მესამედის გაყიდვა-განიავების შესახებ, ის მაინც ჯიუტად იცავდა მენშევიკურ მთავრობას და უდასტურებდა მოსკოვში საქართველოს აკადემიურ წარმომადგენელ დამიანე ჯგუშიას, რომ განძის პატრონი თვითონ კი არა მენშევიკური მთავრობაა და მხოლოდ მას შეუძლია განძზე განკარგულების გაცემა.

ამ წერილში წინსწრები მოვლენების აღწერა და დოკუმენტების გამოყენება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მიკთხველმა თავიდანვე თვალი გააყოლოს და დაუკვირდეს საგანძურის იმ მცირე ნაწილის საქართველოში დაბრუნებისათვის გაწეულ მუშაობას, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის როლო ძალზე მცირეა, მაგრამ უახლოესი ისტორიის მკვლევარებს, არ ვიცი, რატომ, სურთ, ბუზი სპილოდ აქციონ, ხოლო სპილო საერთოდ ამოიღონ “ცხოველთა სამყაროდან”.

ბოლოს უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მენშევიკურმა მთავრობამ საგანძური არა თვითონ საგანძურის, არამედ საკუთარი თავის გადასარჩენად გაიტაცა, რაშიც ექვთიმე თაყაიშვილი ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული.

ეროვნული საგანძურის ორი მესამედი მენშევიკურმა მთავრობამ გაყიდა და მოახმარა თავის უმიზნოდონკიხოტობასდა არა _ საქართველოს ინტერესებს.

1918 _ 1921 წლები საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა, რომლის ბაცილაც დღემდე მოჰყვება საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას და რაც მთავარია მის ეკონომიკას.

მომავალ წერილებში შევეცდები, ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ იმ სიცრუის გორგალზე, რომლის შიგნითაც “ჯადოსავით” არის გახვეული “ეროვნული განძი” და “განძის გუშაგი”.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here