Home რუბრიკები პოლიტიკა ხუთი ტანკისტი და ერთი მამაძაღლი

ხუთი ტანკისტი და ერთი მამაძაღლი

2266

ვაშინგტონი ბალტიის რეგიონში ნატოს კონტინგენტს აძლიერებს: უკვე განაცხადეს, რომ 3 ათას ამერიკელ სამხედროს გადასხამენ. სინამდვილეში იქ 90-დღიანი სამხედრო სწავლებები უნდა ჩატარდეს. ოპერაციას Atlantic Resolve ეწოდება, რაც “ატლანტიკურ მზადყოფნას” უნდა ნიშნავდეს. ამ ოპერაციის ფარგლებში ლატვიაში დაახლოებით 120 ერთეული სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს.

აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა ჯონ რ. ო’კონორმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია “პუტინისა და რუსეთისთვის ჩვენი კოლექტიური მზადყოფნის დემონსტრირება”. კი მაგრამ, ეს ის ნატო არ არის, რომელიც დღენიადაგ არწმუნებდა პუტინს, რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს მათთვის? მისტერ კონორ, ამას რად უნდა დემონსტრირება, ეგ რუსეთმაც, დიდი ხანია, იცის და ყველა იმ ქვეყანამაც, რომელშიცდემოკრატიის შესატანადიარაღით შეცვივდით და ქვა ქვაზე არ დატოვეთ!

თუმცა ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ამ 120 ერთეულიდან მხოლოდ ხუთია ტანკი “აბრამსი”, ისიც მხოლოდ ლატვიას ერგო. ძირითადად კი ჯავშანმანქანები, უბრალოდ მანქანები, ვერტმფრენები და, რაც მთავარია, ამერიკელი სამხედროებისთვის “შესაფერისი” საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ამერიკელები, თუ 15 სახეობის ნაყინი არ აქვთ (ანანასებზე რომ არაფერი ვთქვათ), ისე ვერ ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას ავღანეთსა და ერაყში!

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ სამი ქვეყნის კონსტიტუციას, თუმცა რა ბედენაა კონსტიტუცია, როცა ეს სამი ქვეყანა სხვისი იმედით “ექაჩება” რუსეთს? თანაც, სასაცილოა ის, რომ ამერიკელი სამხედროების კომფორტზე მილიონებს სწორედ ამ სამი ქვეყნის ბიუჯეტი ხარჯავს.

მაგალითად, მხოლოდ ერთ პოლიგონზე (ლატვია, ადაჟი) ყაზარმების კომპლექსი 4 მილიონი ევრო ჯდება. ესტონეთი 40 მილიონ ევროს დახარჯავს ამერიკელი სამხედროების ყოფითი და ტექნიკური პირობებისთვის. სამივე ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი კი რეკორდულ რიცხვზე ავიდა _ 1,2 მილიარდი ევრო.

ხომ არაფერი გაგახსენდათ? _ასევე, გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი 2008 წლის ავანტიურის წინ სააკაშვილმა და შემდეგ მთელი შეიარაღება რუსეთის არმიას დაუტოვა! როგორც ჩანს, დასავლეთში ახლაც ბევრი შტირლიცია და 7 წლის შემდეგ რუსეთისთვის გადასაცემად ახალ, თანამედროვე იარაღს ისევ ამზადებენ!

ხუთი ტანკი მაინც ნამეტანია! _ ორი ღამეა, არ ძინავს რუსეთის გენშტაბს ამ ხუთი ტანკის შიშით! არ დაგავიწყდეთ, დონბასში ადგილობრივებმა პოსტამენტებიდან მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტანკები ჩამოიღეს, შეაკეთეს და უკრაინის ეროვნულ გვარდიას კუდით ქვა ასროლინეს!

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორიოდე დღეში საქართველომ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ძალის გარდა, შემდეგი დანაკარგი განიცადა: განადგურდა არანაკლებ ათი ტანკი -72, სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-2 და ოთხი ვეტმფრენი (სამი მი-24 და მი-14ბტ), დაინგრა საქართველოს მთელი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. რუსული ჯარების და ოსი ბოევიკების ხელში აღმოჩნდა 65 ქართული ტანკი, 20-ზე მეტი ჯავაშანტრანსპორტიორი, “კობრასტიპის ორი ჯავშანმანქანა, 10-მდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარი, რამდენიმე ათეული ტყვიამფრქვევი და საარტილერიო დანადგარი.

ესენი კიდევ _ ხუთი ტანკიო!

ერთი ქართული ფილმის არ იყოს, ხუთ ტანკს მეტი ძალა აქვს თუ სამი ათასს? არადა, საქართველოსმთავარსარდალისააკაშვილი რუსეთიდან სწორედ ამ რაოდენობის ტანკების შემოსვლაში გვარწმუნებდა! სიტყვამ მოიტანა და, განთქმული პოლონური ტელესერიალისოთხი ტანკისტისა და ძაღლისერთერთი გმირი გვარად სწორედ სააკაშვილია! “ომამდე ტანკისტიიყო სააკაშვილი, მაგრამ ომის და, განსაკუთრებით _ არჩევნების წაგების შემდეგ ერთი ჩვეულებრივი მამაძაღლია, უბრალოდ, პატრონებში გაუმართლა _ ამერიკელების მამაძაღლია!

მამაძაღლი ახლა უკრაინას აიარაღებს და, რადგან რუსეთის საზღვრების გარშემო ტანკების მობილიზაციას ნატოს ბიუჯეტი არ ეყოფა, არ გაგიკვირდეთ, რომ უახლოეს დღეებში ის ხუთი “აბრამსი” საჩვენებლად უკრაინაში გადაასროლინოს და ლენტის გაჭრის ცერემონიაც ჩაატაროს! ჯერაც არ უქნია? არარსებული საწარმოები არ გაუხსნია ორჯერ და სამჯერ?! 100 საავადმყოფო არ აუშენებია თუ ომი არ მოუგია 2008-ში?!

ტანკისტი არა, მაგრამ სააკაშვილის “კურორტებგამოვლილი” პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი თბილისში “მაიდნის” პროცესებს აანონსებს: “საქართველოში უკრაინიდან სნაიპერებმა ჩამოსვლა უკვე დაიწყეს, რომელთაც შესაბამისი დავალებები, კონკრეტული პირების ლიკვიდაციის ჩათვლით, გააჩნიათ! ვანო მერაბიშვილისდროინდელი 4 სპეცრაზმელი მისიის შესრულების მოლოდინში უკვე თბილისში იმყოფება. მირიან გოჩაძე, გია ცერცვაძე, გიგა რობაქიძე, გოგა კახნიაშვილი მერაბიშვილის დროინდელი თანამშრომლები არიან, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, უკრაინაში “მაიდნის” დაწყებიდან იმყოფებიან და პროცესში მონაწილეობენ”.

, ბიჭო, რა ქნას მეტი პოლკოვნიკმა _ გვარებითა და სახელებით მიუთითებს, რუსთაველზე ვინ უნდა დახვრიტოს ადამიანები! ახლა, “საკრალურ მსხვერპლადვის შეარჩევენნაციონალები”, ეს უკვე თქვენი გასარკვევია და ახლა მაინც დაიჭირეთ _ ციხეში უფრო დაცულები იქნებიან სნაიპერის ტყვიისგან! თან ხალხიც გაიხარებს, თორემ, სხვაგვარად არავის დამჭერები რომ არ ხართ, ეს კი გავიგეთ უკვე!

აი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს კი ჰგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამას ვერ გაბედავს: “ეს ინფორმაცია, რამდენადაც ვიცი, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იციან. გარდა ამისა, ქვეყნის უშიშროება ყველა მიმართულებით მუშაობს, ნებისმიერ ინფორმაციას, მედიით იქნება ეს გავრცელებული თუ სხვა საშუალებებით, გულდასმით ამოწმებს და ყველანაირი შესაძლო საფრთხის პრევენციას ახდენს. ვიდრე “ნაციონალები” 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა ამ აქციის უსაფრთხოდ გამართვისთვის, აქციაზე ხალხის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კონტროლდება. მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო, არაფერი განსაკუთრებული 21 მარტის აქციაზე არ მოხდება, “ნაციონალები” ვერ გაბედავენ პროვოკაციების მოწყობას და, თუ გაბედავენ, სათანადო პასუხსაც მიიღებენ კანონის ფარგლებში”.

კიდევ კარგი, ეს მაინც დააყოლა _ “და თუ გაბედავენ”… დიახ, ბატონო ირაკლი, გაბედავენ, გაბედავენ და შეიძლება თქვენს სეხნია ალასანიასთან ერთადაც კი გაბედონ!

ჯერაც არ გაუბედავთ თუ როგორაა თქვენი საქმე?

ვისი ბრალია, ასე რომ მოფერიანდნენ და შეტევაზე გადმოდიან ეს მამაძაღლები? კი, ამერიკელების ბრალიცაა, მაგრამ ძირითადადთქვენი! მაგათთვის 2012 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოგევლოთ, ახლა კი არა! თვალებში იმის იმედით შესციცინებთ, რომ დაგინდობენ? არ დაგინდობენ _ ამას მათი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვერ მიხვდით თუ მრავალათასიანმა ხელფასებმა და პრემიებმა ასე მოგადუნათ?

*თქვენი ბრალია, ნაციონალების “მოკლე კატო” ნეპოტიზმზე და გაზრდილ ხელფასებზე რომ ბედავს ლაპარაკს, როცა მიშას დროს არ დაუტოვებია სახელმწიფო სამსახური, სადაც ხელფასი არ აეღო!

*თქვენი ბრალია, ქოსა ზურაბა სხაპასხუპით რომ გდებთ მიწაში და თქვენ კი კარგი მოპასუხეც ვერ მიგიჩენიათ მისთვის!

*თქვენი ბრალია, დანა-ჩანგლით “მეომარი” ბაქრაძე სახელმწიფო ინტერესებზე “კონსტრუქციულად” მოლაპარაკედ რომ გიზით პარლამენტში!

*თქვენი ბრალია, რომ პრეზიდენტითავისუფალ დემოკრატებსუსრულებს მოთხოვნებს და თქვენ თავის მართლება გიწევთ!

*თქვენი ბრალია, რომ ვიდრე იური ვაზაგაშვილი არ ააფეთქეს შვილის საფლავზე, ხელი არ გაანძრიეთ და ახლაც ძილს ხართ მიცემული!

*თქვენი ბრალია, რომ მელასავით საკუთარი მახრჩობელა გიყვართ და ჩვენ ამ საცოდაობას გვაყურებინებთ!

*დიახ, ყველაფერი თქვენი ბრალია და იქნება, ვიდრე ეს წურბელები პარლამენტში სხედან და ქუჩის აქციებით გაშანტაჟებენ!

*არც რიგგარეშე არჩევნები გიშველით, თუ მამაძაღლ სეთურთან ერთად საკუთარ რიგებში მოსასპობ თაბაგარს არ იპოვით და ერთმანეთთან კინკლაობას არ მოეშვებით!

მამაძაღლებს მიხედეთ, თორემ ხუთ ტანკისტს ჯერ არც ერთი ქვეყნისთვის არ უშველია, საკუთარის გარდა, და არც თქვენთვის მოიკლავენ თავს _ საკუთარ მამაძაღლს ინახავენ და უფრთხილდებიან _ რა იცი, იქნებ მოაბრუნონ კიდეც ხელისუფლებაში!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here