მთავარი პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: სომხეთში იგეგმება ისეთივე გადატრიალება, როგორიც უკრაინაში განხორციელდა

პოლ კრეიგ რობერტსი: სომხეთში იგეგმება ისეთივე გადატრიალება, როგორიც უკრაინაში განხორციელდა

591
გააზიარეთ

უწინარეს ყოვლისა, რობერტსის შესახებ: პოლ კრეიგ რობერტსი ამერიკაში ფრიად პოპულარული ეკონომისტი, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმომხილველია. მას ყურს უგდებენ, მის ანალიტიკურ დასკვნებს იზიარებენ, ითვალისწინებენ. 1981-82 წლებში იგი აშშ-ის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების მიმართულებით, არის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რესპუბლიკელია. ითვლება “რეიგანის ეკონომიკური სასწაულის” ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად, რომლის წყალობით ქვეყანამ თავი დააღწია გაჭიანურებულ “სტაგფლაციას”.

დღეს გთავაზობთ მისი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის საგაზეთო ვარიანტს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს, რადგან ეხება აშშ-ის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთში, გარკვეულ წილად, საქართველოშიც.

რობერტსის გამოსვლის საბაბი წლევანდელ თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის _ ვიქტორია ნულანდის სომხეთში ვიზიტი იყო იმ ფონზე, როცა სომხეთშიც და საქართველოშიც გაძლიერდა პროამერიკული ძალების აქტიურობა. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტის მიზანი სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაა, რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფების შესაბამისი დაფინანსებით, ასევე, პოლიტიკოსების, რომლებიც ვაშინგტონს დასახული პროგრამის განხორციელებაში დაეხმარებიან:

_ ისინი იმუშავებენ ისე, როგორც უკრაინაში იქაური პოლიტიკოსები საქმიანობენ, რადგან კარგად იქნებიან მატერიალურად უზრუნველყოფილი. მაშასადამე, _ ეუბნება იგი სომეხ ჟურნალისტს, _ თქვენთან იგეგმება ისეთივე გადატრიალება, როგორიც უკრაინაში განხორციელდა. შედეგად, აშშ-ის კიდევ ერთი ბაზა შეემატება ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე.

ბევრი მოტყუებული ადამიანი გაერთიანდება სომხეთის იმ არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც ნულანდთან თანამშრომლობენ და რომელთა მიზანია, გაწყვიტონ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა სომხეთისა რუსეთთან. როდის დაიწყება მათი შეტევა სომხეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, დამოკიდებულია იმ ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელთა მოპოვებასაც შეძლებენ. ეს იქნება ისეთი გალაშქრება, როგორიც 2003 წლის ნოემბერშივარდების რევოლუციისსახით საქართველოში განხორციელდა. ისიც გადატრიალება იყო, რომლის სათავეში იდგნენ ვაშინგტონში მოღვაწე პოლიტიკოსების მიერ დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციები.

ასე მუშაობს ვაშინგტონი. ახლა მისი სამიზნეა სომხეთი, ყირგიზეთი, შესაძლებელია, ყაზახეთიც და უზბეკეთიც.

ამგვარი გადატრიალებები, მათი განსაზღვრით, დემოკრატიული რევოლუციები ორგანიზებული იქნება ყველა ქვეყანაში, რომლებიც უწინ სსრ კავშირში შემავალ რესპუბლიკებად იყო მიჩნეული. ისინი თავს ესხმიან ეროვნულ ინსტიტუციებს, ტრადიციებსა და ზნეობრივ ფასეულობებს. თუ ვაშინგტონი სომხეთშიც შეძლებს უკრაინის მსგავსი გადატრიალების მოწყობას, შემდეგი ნაბიჯი იქნება სომხურ ოჯახზე შეტევა, ჰომოსექსუალიზმის ლეგიტიმიზაცია, შვილების გათავისუფლება მშობლების კონტროლისგან, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გადახედვა. სომხეთი დაიშლება და აშშ ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცევა. ეს საშიშროება სომხეთს რეალურად ემუქრება.

აშშ მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჯერ კიდევ იმყოფებიან კომუნისტური იდეოლოგიის 70-წლიანი ბატონობის გავლენის ქვეშ. ასეთი ადამიანების შეცდენა ძალიან ადვილია.

_ ზნეობრივ ფასეულობათა მოშლა აადვილებს ასეთი ადამიანებით მანიპულირებას?

_ დიახ.

_ ამიტომ არის მათი შეტევის მიზანი ოჯახის ტრადიციების დარღვევა?

_ დიახ. მოიშლება მთელი კულტურა სომხეთის. ვაშინგტონი სპობს კულტურებს. ნახეთ, რა დაემართა იაპონიის კულტურას; ინგლისური, გერმანული, იტალიური კულტურები ამერიკანიზებულია.

ვაშინგტონი ემუქრება მსოფლიო კულტურას, მათ შორის, ამერიკულსაც.

რადგან ვიქტორია ნულანდი ჩამოვიდა სომხეთში, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი გადატრიალების წინაშე დგას.

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ეჭვიც არ მეპარება,რომ ეს ასეც იქნება.აწ განსვენებული გენერალი პეტროვი 2008 წელს ამბობდა,რომ შემდეგი უკრაინის ჯერი იქნება,შემდეგ აზერბაიჯანი და სასომხეთის.ეს რესპუბლიკები იმისთვის უნდა ამერიკას,რომ კასპიის ზღვით შუა აზიაში გავიდნენ.იუთუბზე ნახეთ პეტროვ.კ.პ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარინა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here