Home რუბრიკები საზოგადოება სკოლებში სახიფათო საგნის სწავლება იწყება!

სკოლებში სახიფათო საგნის სწავლება იწყება!

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კვალდაკვალ წარმატებით გრძელდება საზოგადოებისთვის დასავლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ტვინის გამორეცხვა. ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა გეომეტრიული პროგრესიით ხორციელდება და ნაცრეჟიმის “ძირეული რეფორმები”, სადაცაა, ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

ცხრა წლის წინათ ჯორჯ სოროსის რეზიდენტ ალექსანდრე ლომაიას მიერ განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა თაობათა ცნობიერებას რა ზიანიც მიაყენა, ყველამ კარგად ვიცით. ჰოდა, ახლაც არანაკლებ მზაკვრობას გვიმზადებენ _ სკოლებში მომავალი წლიდან დაიწყება სწავლება ახალი საგნისა _ “მე და საზოგადოება”, რომელიც სააკაშვილის საამაყო “მენტალური რევოლუციის” პირდაპირი გაგრძელება იქნება. აი, რა განაცხადა წინა კვირას განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა: “სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და ამ საგნის მე-9 კლასიდან სწავლება მაინც დაგვიანებულია. მიმართულებას დავარქვით “პიროვნული განვითარება და იდენტობა”. შინაარსი კი ისეა დალაგებული, რომ მოსწავლეს განუვითაროს თვითანალიზის უნარი, განსაზღვროს საკუთარი სოციალური როლი და იდენტობა ოჯახის მიმართ, საზოგადოების მიმართ, სკოლაში, მიკროსოციუმში, სამეგობროში და ა. შ.”

ზემოაღნიშნული საგანი დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში აპრობირებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სრულიად ახალი მოდელის შექმნას; ლაპარაკია ისეთ საზოგადოებაზე, რომლისთვისაც მთავარი ორიენტირი არა ოჯახი და ტრადიცია, არა ეროვნული იდენტობა და თვითმყოფადობა, არამედ კონკრეტული პიროვნების თავისუფლება, ანუ ე. წ. ტოლერანტობა და ინდივიდის მისწრაფებათა პატივისცემა იქნება (თუნდაც ეს მისწრაფებები ადამიანურ ნორმებს სცილდებოდეს და პათოლოგიურ ხასიათს ატარებდეს). მიაქციეთ ყურადღება ფრაზას: “სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია” _ ამით ქალბატონი გიგაური გვეუბნება, რომ თითოეული ჩვენგანი ჯერ კიდევ ბნელი და ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებში გაუთვითცნობიერებელია, რადგან ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია “სექსუალური უმცირესობების” უფლებები და პატივისცემა განსხვავებული თვალსაზრისისადმი. მოკლედ, ამ “საგანმა” თაობათა ცნობიერებას “ნათელი” უნდა მოჰფინოს და მოქალაქის აზროვნება კარდინალურად შეცვალოს. თუმცა ეს პროგრამა საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილია, შემდეგი ნაბიჯი იქნება იუვენალური იუსტიციის შემოღება, მშობლებისთვის შვილების წართმევა და მათი გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც ე. წ. სოცმუშაკები მათ “აღზრდა-განათლებაზე” იზრუნებენ…

საუბედუროდ, მათი გეგმა ზედმიწევნით ხორციელდება და ამას ისევ პროპაგანდის საშუალებით აკეთებენ, _ ვიდრე საზოგადოება გაბრუებულია ამორალური სატელევიზიო შოუებით (რომლებსაც სააკაშვილის ჯიბის არხები გვთავაზობენ), ხელისუფლებაში მოკალათებული მეხუთე კოლონა ძირს გვითხრის…

საქართველო და მსოფლიოგანათლების ლიგის ხელმძღვანელს _ მანანა ნიკოლეიშვილს დაუკავშირდა და სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის (“მე და საზოგადოება”) შემოღებაზე ესაუბრა.

_ ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ახალი საგანიმე და საზოგადოება”?

_ მე მაგ საგნის სტანდარტს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით, კონკრეტულად რაზეა გათვლილი, მაგრამ საზოგადოებათმცოდნეობა წლების წინათ ისწავლებოდა მესამე საფეხურზე. შემდეგ მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება და ლომაიას რეფორმებმა, უამრავ სხვა საგანთან ერთად, ესეც ამოაგდო. საერთოდ, თავდაყირა დააყენეს განათლების სისტემა _ რას ასწავლიდნენ, რა პროგრამები იყო, ვერ გაიგებდი და ზუსტად იგივე ხდება ახლაც. საქმე ის არის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, განათლება და კულტურა კვლავნაციონალებისხელში დარჩა. შესაბამისად, უცვლელია სისტემა და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის გამოც პრაქტიკულად მოიშალა ქართული განათლება

_ განათლების მინისტრს რომ ჰკითხოთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა

_ ბუნებრივია, ასე იტყვის, მაგრამ, აბა, შედეგი მაჩვენეთ. ვინმეს შეუძლია, გვითხრას, რა ცვლილებები განხორციელდა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში? _ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ამის შედეგია ის, რომ განათლების ხარისხი დაეცა.

რაც შეეხება ახალი საგნის შემოღებას, ვეკითხები განათლების სამინისტროს _ ამ ტაშ-ფანდურა საგნებით გინდათ, გამოასწოროთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელშიც სააკაშვილისა და ლომაიას ავადსახსენებელმა რეფორმებმა ჩაგვაგდო?!

ამ აჭიაბაჭია საგნებით გინდათ, თაობებს სრულყოფილი განათლება მისცეთ?!

_ თქვით, რომ განათლება და კულტურა დარჩანაციონალებისხელში. რა უნდა ექნა ახალ ხელისუფლებას _ საკადრო წმენდა ჩაეტარებინა?

_ ცხადია, საკადრო წმენდაც იყო საჭირო. არ შეიძლება უწყებაში იმ ხალხის დატოვება, რომელმაც სისტემა დაანგრია, მაგრამ აქ მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე არ არის საუბარი, როდესაც ვამბობ, განათლება მათ ხელში დარჩა-მეთქი, ვგულისხმობ, რომ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა, ანუ დამანგრეველი ე. წ. რეფორმატორული მიმართულება დარჩა უცვლელი და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების მომავალი კიდევ უფრო რთული იქნება…

_ დავუბრუნდეთ ახალი საგნის შემოღებას, ლია გიგაურმა განაცხადა, რომ სამოქალაქო განათლების პრიორიტეტულობა ქვეყნის ევროპული ორიენტაციიდან გამომდინარეობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული საგანი სწორედ იმ დასავლური ღირებულებების ადაპტირებას ემსახურება, რომლებიც შეუთავსებელია ქართველი საზოგადოების მენტალიტეტთან?

_ უკვე ვთქვით, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკა, განათლების მიმართულებით, იმეორებს “ნაციონალების” ე. წ. რეფორმატორულ კურსს. ახლა რაც შეეხება “ნაციონალებს”. ცნობილია, რომ მათი იდეოლოგიის ერთ-ერთი მიზანი იყო ახალი ქართველის შექმნა. საუბარია სრულიად ახალი იდეოლოგიის ადამიანის გამოყვანაზე, რომლისთვისაც ტრადიციები და ეროვნული იდენტობა არანაირი ღირებულება არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამასვე ემსახურება ეს ახალი საგანიც და შემთხვევითი არ არის, რომ მისი სწავლება დაბალი კლასებიდან იწყება. მეხუთე-მეექვსე კლასელ მოსწავლეზე გაცილებით იოლია ზეგავლენის მოხდენა და რაღაც იდეოლოგიის მოხვევა, ვიდრე, ვთქვათ, მეათე-მეთერთმეტე კლასელისთვის. ასე რომ, ეს არის დროში გაწერილი, კარგად დამუშავებული გეგმა, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, პირდაპირ მიმართულია ეროვნული ცნობიერების, ღირებულებებისა და, საზოგადოდ, ტრადიციების წინააღმდეგ.

_ დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობს ეს პროცესი

_ დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს მათთვის ტრადიციები. ისინი ამაში გულისხმობენ მართლმადიდებლობას. გაიხსენეთ, რა გააკეთეს თავის დროზე სკოლებში _ სამლოცველო კუთხეები აკრძალეს, _ სხვა რელიგიის წარმომადგენელთა უფლებები ირღვევაო. სინამდვილეში აქ არანაირ უფლებებზე არ იყო საუბარი, უბრალოდ, ამით თავიანთ დასავლელ პატრონებს დაანახვეს, რომ “უკომპრომისო რეფორმატორები” იყვნენ და ყველაფერზე მოაწერდნენ ხელს. აი, აქიდან დაიწყეს ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და, დღეს რასაც ვხედავთ, იგივე ის ახალი საგანიც, ამ ბრძოლის გაგრძელებაა; ანუ ამით, ფაქტობრივად, ხდება ახალი სტანდარტების, “ახლებური აზროვნების” შემოღება და ლოგიკურია, რომ ამ ექსპერიმენტის ობიექტები ისევ და ისევ ახალგაზრდები, ამ შემთხვევაში _ სკოლის მოსწავლეები, არიან.

_ “ახალი ჯიშის ქართველისააკაშვილის რეჟიმს რისთვისაც სჭირდებოდა, გასაგებია, _ ავტორიტარიზმს მორჩილი სოციუმი უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას რა მიზანი აქვს?

_ დასაწყისშიც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, კულტურისა და განათლების სფეროები დარჩა უცვლელი. იქ ისევ ძველი კადრებია, ხოლო სისტემაში მინიმალური ცვლილებებიც არ განხორციელებულა. საერთოდ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მოჩვენებით ცვლილებასთან ერთად, “ახალი ქართველის” გამოყვანის პროცესი დამთავრდა ან შეწყდა, ძალიან ცდება, ეს პროცესი გრძელდება და, რაც ძალიან სახიფათოა, გრძელდება უჩუმრად. პირდაპირ ვამბობ: “ნაცებმა” ძალაუფლება იმ პირობით დათმეს და ესენი იმ პირობით მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ განათლება და კულტურა დარჩენილიყო ხელუხლებელი. როგორც ჩანს, კოალიცია “ქართული ოცნება” ამ პირობას ზედმიწევნით ასრულებს…

_ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ რეალური ცვლილებები განახორციელოს განათლების სისტემაში? რა ზემოქმედება შეუძლია საზოგადოებას პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე?

_ რა და საზოგადოება, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმს ებრძოდა, დღეს გულარხეინად არ უნდა იჯდეს. არავის ეგონოს, რომ სწავლა-აღზრდის გაუკუღმართებული პროცესები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა. კიდევ ვიმეორებ: არაფერი შეცვლილა და ხელმძღვანელობის მიმართ უნდა იყოს კრიტიკა. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ უმაღლეს ხელისუფლებას, რომ ეს არანორმალური ვითარება შეიცვალოს, თუ არა _ მაშინ თვითონ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი აქ, უბრალოდ, არ არსებობს. სხვანაირად ეს ე. წ. რეფორმა ქართულ განათლებას საბოლოოდ დაანგრევს და გაანადგურებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ლია გიგაურს თუ დავუჯერებთ, ახალი საგნისთვის (“მე და საზოგადოება”) 2015-2016 სასწავლო წელი საპილოტე იქნება. თავდაპირველად მისი სწავლება თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში დაიწყება, 2016-2017 სასწავლო წლიდან კი იგი როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.

მოკლედ, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ დღეს, როგორც არასდროს, ახლოს ვართისტორიულ არჩევანთანდა 2-3 წელიწადში თითოეული ჩვენგანის აზროვნება ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება გადამზადებული, ჩვენი თუ არა, “ახალი ქართველისმაინც. ეს უკვე ერთობიმედის მომცემია” _ იბერია სადაცაა გაბრწყინდება

 

1 COMMENT

  1. ეს არის ნეო- მარქსისტული დოქტორინის გამარჯვება. დიახ, მათი მიზანი ნათელია – მიიღონ ახალი ტიპის თაობა, ე. წ. – "ნიჰილისტური საზოგადოება".

  2. ზემოთხსენებულმა ნაციონალების "ავადსახსენებელმა" რეფორმებმა ჩამაბარებინა მე ყოველგვარი ქრთამის, თხის მიტანის, ტორტის, ლექტორისვის კარაკულის შუბის ყიდვის გარეშეეე!!! შევძელი ამეღო გრანტი, მესწავლა და ამჟამად მემუშავა კიდევაც.
    არცერთი პოლიტიკური პარტია არ ყოფილა ჩემთვის მისაღები მაგრამ უაზრო რაღაცეებს მაინც ნუ ბოდიალობთ!!!!!!!!!!!!!!!

  3. ამათ უნდათ, რომ სამინისტროს ანუ სახელმწიფო დონეზე, ამ ვაიგანათლების ვაირეფორმებით, მთელი ქართველი ერი "ბუდარა და ბუდარიხას" დაამსგავსონ, მამათმავლობა ნორმად დაგვისახონ და.ა.შ. … მე ამათი … !!!
    მ ა გ რ ა მ
    ის, რასაც მანანა ნიკოლეიშვილი ბოდავს ნაცებისა და ქოცების გარიგებაზე განათლებისა და კულტურის სმინისტროებთან დაკავშირებით – სრული სიბეცეა !
    რამ გაყო ნაცი და ქოცი, ერთიცა და მეორეც "ძაან ტაკოი მეგობარი" ქვეყნის რეზიდენტებითაა სავსე. ერთიცა და მეორეც ერთი სადირიჟორო ჯოხის ორი დაბოლოებაა, რომელიც ხელთ უპყრია ბიძია "სემს" შორეული "მეგობარი" ქვეყნიდან … !!!
    წაგვლეკა ამ ლიბერასტმა 5-ე კოლონამ მე ამათი … !!!

  4. თუ ცოდნა გაქვს არავინ ფულს არ მოგთხოვს, მე ვსწავლობდი და ჩემთვის ფული არავის მოუთხოვია, ფულის მიცემაზე მხოლოდ დებილი სტუდენტები და მათი მშობლები საუბრობენ. ცოდნა არ იკარგება, მაგრამ როცა ცოდნა არ აქვთ – თავს ,,იმართლებენ" რომ დებილმა შვილმა ვერ ჩააბარა…

  5. ეს ქალი ინტერვიუს დასაწყისში ამბობს, რომ არ იცნობს საგანს. მერე მოაქვს წინასწარ გამზადებული დასკვნები :). ეგებ კარგი რამეა. ჩაეხედა მაინც.

  6. რა ყველაფერს ახალს,სოფლის დედაკაცებივით წიოკით ხვდებით.გაგვაცანით მასალები რა ისწავლება რა თემებია განხილული,ჩართეთ დისკუსიაში კომპეტენტური საზოგადოება და ასე გაარკვიეთ ეს საკითხები,რამეთუ ეს მარტო ერთ ან ორ პიროვნებას კი არ ეხება, ეს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საკითხებია და საზოგადოების უმეტესობა უნდა იყოს გათვითცნობიერებული ამის შესახებ.

  7. ეს ის "მოქკავშირელი" მანანა არაა, რომლის გარეშე დირექტორი არ ინიშნებოდა თბილისში?

  8. ქართული განათლება მოიშალაო? :დ ვაი ვაი.

    ეტყობა თავის დროზე კარგად გამოურეცხავთ ტვინი თქვენთვის "კომუნისტებს"

    "ეჰ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!" თქვა რაიკომის მდივანმა და ქრთამი ჯიბეში ჩაიდო
    (ნაწყვეტი "იმდროინდელი" ცხოვრებიდან)

  9. ზუსტად სააკაშვილის მთავრობან მოგვცა მეცდაჩემნაირ ათასობით სტუდენტს, რომ ყოველგვარი ქრთამის მიცემის გარეშე ჩაგვებარებინა უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება ამ ახალ საგანს მომხრე ვარ ისწავლებოდეს სკოლებში და ბავშვებმს გაიაზრონ რომ ყველანაირ ადამიანს პატივი უნდა ვცეთ, მიუხედავად მისი სექსუალური, რელიგიური და ა.შ. შეხედულებისა. და საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში ყველაფერზე მაღლა კანონი უნდა იდგეს და მრრე სხვა დანარჩენი, ადამიანი რომელიც კანონს იცავს, როგორიც არ უნდა იყოს ის საზოგადოებისგან გარიყული არ უნდა იყოს!

  10. ზუსტად იმიტომ არის სკოლებში მსგავსი საგნის სწავლების საჭიროება,რომ ახალმა თაობამ მაინც იცოდეს თავისი უფლებები, იცოდეს რა შეუძლია და რა გზით უნდა ებრძოლოს არასასურველს,ეს საგანი ხელს შეუწყობს,რომ ბავშვმა თავისუფლად შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა,მსჯელობა და სიტუაციის სწორად შეფასება. დღესდღეობით მოსახლეობაში სამოქალაქო განათლების დონე არის 0,ასეთი ადამიანების მოტყუება უფრო ადვილია და შესაბამისად, უფრო ადვილადაა შესაძლებელი ზეგავლენის მოხდენა. რატომ სურს ქალბატონ მანანას ვაკუუმში მოქცეული,დახურული საზოგადოება, რომელიც არაფერს უცხოს და ახალს არ იღებს? ეს ტრადიციების დავიწყება კიარა განვითარების თანმდევი პროცესია, რომელიც ხშირად კარგია ქვეყნისთვის და რაც უფრო ბევრი განათლებული ადამიანი გვეყოლება ამ მხრივ, მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს საქართველო.

  11. მიუღებელია ქართული ტრადიციების და მენტალიტეტის დათმობა და დასავლური უჯიშო ერის მენტალიტეტის შემოტანა. რომელიც წლების განმავლობაში ყაჩაღებისა და სხვადასხვა ერების არევით წარმოიშვაა :))) უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიცია სარწმუნოებაც და ხასიათიც ,,ესეთი არაფრისმომტანი საგნების შესწავლაას აჯობებს რელიგია შეასწავლოთ ბავშვებს მინიმუმ 7 კლასამდე .თორეემ შეგვჭამეს და დაგვასუსტეს ამ ურწმუნო ათეისტებმა 🙂

  12. მოეშვით რა, თუ ხალხი ხართ, ამ "სიბრძნეების" ნთხევას:D ნაციონალებს არასოდეს მიუღიათ საქართველოს სასიკეთოდ არც ერთი გადაწყვეტილება და მარტივია ვივარაუდოთ, რომ არც ნაციონალების ძველი კადრების მიერ, დღეს, მიღებული ცვლილება იქნება ნორმალური.

  13. არც სიახლის და არც ადამიანის განვითარებისთვის სასარგებლო ცოდნის მიგების წინააღმდეგი არ ვართ,მაგრამ ეს სიახლე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ რელიგიას და ქართულ ტრადიციებს

  14. ნიჰილისტური საზოგადოების შექმნის შიშით შეპყრობილ ადამიანთა ხილვა მამხიარულებს.
    პარადოქსია ტვინის გამორეცხვის აწ უკვე ტვინგამორეცხილ საბჭოთა ადამიანებს ეშინოდეს :)))

  15. მშვენიერია , მაგას რა ჯობია , და ამ დედაკაცს აქვს ეხლა სწორი ცნობიერება ? ჯერ არ ეტყობა რა შეშლილი სახე აქვს , როგორ ეტყობა სტალინური კვალი

  16. ამ ქალბატონს მოწვეული ჰყავდა ეკლესიის წარმომადგენლები და განიხილეს ეს საგანი,ის რასაც მამაო ლაპარაკობდა მტრისას ის თუ დანერგეს .ერთ ერთი იყო რომ ბავშვებმა უნდა შეასრულონ სექსუალური უმცირესობის როლი,ოჯახში ძალადობის სცენები და რაღაც ესეთი საშინელებები.

  17. ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ჩვენზე მკვდრებზე გადაივლიან და ეს არ იქნებაო,შემოაქვთ საგანი და არც არავის არ დაუწყია სახალხო განხილვა,ხალხს არაფერს ეკითხებიან,ზუსტად ეს დამარხავს ნაც-ქოცებს ერთ სამარეში.

  18. ვინც არ იცით რას ითვალისწინებს ამ საგნის შემოღება,ნუ ეთანხმებით.ჯობია გაერკვეთ და ტაში მერე დასცხოთ,თორე თითზე კბენანი გვიანი იქნება

  19. ნუ ემტერებით ქართველობას სულით და ხორცით გაყიდულებო!…რას გიხდიან იმდენს, რომ ებრძვით მამულს ჩვენსას, ენას და მართლმადიდებლობას?!!…როგორც იტყვიან გველი გარედანაა ჭრელი და კაცი შიგნიდან!…

  20. Am sagans da lektorwbis mier krtamis agebas aranairi saerto ar akvs. Es aris sagani romelic shena da momavali taobis azrovnwbas cvlis megobrobaze, ojaxze, natesavze, dedmamishvilze, dedashvilobazec ki. Es sagani aris swavleba ukidegano liberalizmisa sadac aswavlian tu rogor shegidzlia gamoikeno kanoni da ara emsaxuro kanons, sheni miznis asasruleblad tundac sheni mshoblebis, dedmamishvilwbis winaagmdeg. Aswavlis aranair petiviscemas moxucebis mimart. Me vcxovrob wcropashi da dzalian kargad ukurrb ai am sagnis shedegebs …..rasac sazogadoebis degradaciis garda araperi moutania. Titoeuli evropeli egoist , stresit savse zombebs mogagonebs, romlebic dilidan sagamomde tavis siamovnebaze da pulze pikrobs. Erti zedmeti gadaxrili sitkva ver gitkvia verc dedas bavshvze, ilaparako sxva temaze xom saertod dzalian kargad unda dapikrde. Es sagani aris nela mokmedi sawamlavi romelis 10 20 wlis ganmavlobashi katastropuli siswrapit amokmeddeba….da mere verc religia da verc veraperi ver gvishvelos roca chveni shvilebis tvini ukve didi xnis areuli da shecvlili ikneba. Amitom am sagnis dashveba kovlad daushvwbelia chems samshobloshi sadac tradixiebs da adamianobas pirvel rigshi apasebdnen saukuneebis ganmavlobashi.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: KOBA Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here